გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2020
საქმის ნომერი
100210119003257232
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210119003257232

#2/338 -2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20.03.2020 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე - ს.ს.,, თ----------ი“

წარმომადგენელი - შ.პ.ს. ,,ტ-----“ - წარმომადგენელი ე---------- ა-----ე

 

მოპასუხე - გ------- გ---–--–---–ი

მოპასუხე - თ----- ლ----–---–ი

წარმომადგენელი-თ----- წ--------–ი

 

დავის საგანი : სესხი, ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” თ----------ი”-ს (ს/კ 2-------- წარმომადგენელი შ.პ.ს.,,ტ-----“) წარმომადგენელმა, მოპასუხეები - გ------- გ---–--–---–ის (პ.№5----------, მის: ჭიათურა გ.ჭ----------ს ქ.N3) და თ----- ლ----–---–ის (პ.№0----------, მის: ჭიათურა გ.ჭ----------ს ქ.N3) მიმართ, დავალიანების გადახდევინებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

1.2.მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოსარჩელე სს „ თ----------სა“ და გ------- გ---–--–---–ს შორის 2019 წლის 17 ოქტომბერს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N 976942-1068364 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1725 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, კრედიტის ვადა 2048 წლის 6 თებერვლამდე.

2009 წლის 19 ოქტომბერს გ------- გ---–--–---–ის მიერ მოხდა საკრედიტო ლიმიტის ეტაპირებად ათვისება, შემდგომ მოხდა სესხის თანხის ნაწილობრივ დაბრუნება ( იხ. გადახდის ისტორია) . მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვია და 2019 წლის 30 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. 2019 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 2537,59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1725 ლარი, სარგებელი-213,63 ლარი და ჯარიმა -598.96 ლარი.

1.3. სს „ თ----------სა და გ------- გ---–--–---–ს შორის 2015 წლის 09 ივლისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 2003443-8009919 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4200 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.95% -ით, კრედიტის ვადა -2019 წლის 15 ივლისამდე . კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში.

2015 წლის 9 ივლისს გ------- გ---–--–---–ის მიერ მოხდა საკრედიტო ლიმიტის ეტაპირებად ათვისება, შემდგომ მოხდა სესხის თანხის ნაწილობრივ დაბრუნება ( იხ. გადახდის ისტორია) .

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვია და 2019 წლის 15 თებერვლის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. 2019 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 976,56 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -705.04 ლარი, სარგებელი-52.70 ლარი , ჯარიმა -217.66 ლარი და დაზღვევა 1.16 ლარი.

1.4. სს „ თ----------სა და გ------- გ---–--–---–ს შორის 2015 წლის 13 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 750 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით.

მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვია და 2-19 წლის 14 თებერვლის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. 2-19 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 10-6.44 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -747.91 ლარი, სარგებელი-110.14 ლარი და ჯარიმა -218.39 ლარი.

1.5. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გ------- გ---–--–---–სა და თ----- ლ----–---–ს შორის 2-19 წლის 25 თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები. 2-19 წლის 25 თებერვალს მოპასუხემ შეიტანა განაცხადი საჯარო რეესტრში გ------- გ---–--–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაციაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გზით და მსესხებელზე ვითომდა მიზერულ ფასად გადააფორმა ქონებები. თ----- ლ----–---–ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების მომენტში ცნობილი იყო გ------- გ---–--–---–ის დავალიანების შესახებ სს „ თ----------ის“ მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ გ------- გ---–--–---–მა ზემო აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები დადო მოჩვენებით, რათა თავი აერიდებინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად ამ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებები წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2-19 წლის 25 თებერვალს გ------- გ---–--–---–ისა და თ----- ლ----–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გ------- გ---–--–---–ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები მდებარე: დ--------–--–------, სოფელი ს-------–--. ს/კ 5-.0-.3-.0-- და დ--------–--–------, შ------, ს/კ 5-.2-.3-.2-- საჯარო რეესტრში სრულად აღირიცხა თ----- ლ----–---–ის სახელზე. მოსარჩელის პოზიციით ხელშეკრულებები დადებული იყო იმ მოტივით , რომ გ------- გ---–--–---–ს თავი აერიდებინა მის მიერ სს „ თ----------თან“ დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას.

 

1.6.მოსარჩელე ითხოვს გ------- გ---–--–---–ს სს „ თ----------ი “-ს სასარგებლოდ დაეკისროს:

1.6.1. 2-19 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N 976942-10683-4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 2537,59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1725 ლარი, სარგებელი-213,63 ლარი და ჯარიმა -598.96 ლარი.

 

2-19 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) N 976942-10683-4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1725ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 34.5 ლარს.

2-19 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) N 976942-10683-4 ხელშეკრულებიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1725ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27%-ის გდახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 04.65 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

 

1.6.2. 2-15 წლის 09 ივლისის საბანკო კრედიტის # 2-03443-8009919 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზუსტებული დავალიანების გადახდა - 976,56 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -705.04 ლარი, სარგებელი-5-.70 ლარი , ჯარიმა -217.66 ლარი და დაზღვევა 1.16 ლარი.

2-19 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2-15 წლის 09 ივლისის საბანკო კრედიტის # 2-03443-8009919 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 705,04 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 17,95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10,54 ლარს.

2-19 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2-15 წლის 09 ივლისის საბანკო კრედიტის # 2-03443-8009919 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 705,04 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27%-ის გდახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 01.90 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

 

1.6.3. 2-15 წლის 13 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის (TBC Prime Card 750 ლარიანი) შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზუსტებული დავალიანების გადახდა - 10-6.44 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -747.91 ლარი, სარგებელი-110.14 ლარი და ჯარიმა -218.39 ლარი.

2-19 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2-15 წლის 13 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის (TBC Prime Card 750 ლარიანი) შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 747.91 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, წლიური 3-% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 22,43 ლარს.

2-19 წლის 12 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2-15 წლის 13 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის (TBC Prime Card 750 ლარიანი) შესახებ გამომდინარე ძირ თანხაზე - 747.91 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27%-ის გდახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 02,01 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

 

1.6.4.ბათილად იქნეს ცნობილი 2-19 წლის 25 თებერვალს გ------- გ---–--–---–სა და თ----- ლ----–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და გასხვისებულ ქონებაზე უძრავ ქონებაზე მდებარე დ--------–--–------ სოფელი ს-------–--, ს/კ5-.0-.3-.0-- და დ--------–--–------ , შ------ ს/კ 5-.2-.3-.2-- , შესაბამისად აღდგეს გ------- გ---–--–---–ის საკუთრება

 

1.6.5.გ------- გ---–--–---–ს და თ----- ლ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს „ თ----------ის“ მიერ სახ ბაჟის სახით გადახდილი 255.59 ლარის, ასევე 100 ლარის, უზრუნველყოფის ხარჯის-50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის-40 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის- 340 ,78 ლარის გადახდა .

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე თ----- ლ----–---–მა შემოიტანა შესაგებელი, სადაც იგი მიუთითებს, რომ იგი სარჩელს არ ცნობს. იგი არ არის გ------- გ---–--–---–ის მეუღლე. იგი არ ცხოვრობს ჭიათურაში და ცხოვრობს თბილისში. სასამართლოს სხდომაზე თ----- ლ----–---–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იგი არის გ------- გ---–--–---–ის მეუღლის და. გ------- გ---–--–---–ი კი არ იმყოფება საქართველოში. გ------- გ---–--–---–ს შესაგებელი არ შემოუტანია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ ს.ს. „ თ----------სა“ და გ------- გ---–--–---–ს შორის 2-19 წლის 17 ოქტომბერს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N 976942-10683-4 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1725 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, კრედიტის ვადა 2-48 წლის 6 თებერვლამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 2- ლარი, ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღი, ყოველი კალენდარული თვის 1 რიცხვი.

მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს“ თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. tbcbank.ge განთავსებული „ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ “ ხელშეკრულებით., რომლის 16.8 პუნქტი პირდაპირ უთითებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა კი განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რომელთაც აქვს მტკიცებითი ზალა ამავე ხელშეკრულების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ტარიფის მიხედვით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე შეადგენს 2- ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2-09 წლის 19 ოქტომბერს გ------- გ---–--–---–ის მიერ მოხდა საკრედიტო ლიმიტის ეტაპირებად ათვისება, შემდგომ მოხდა სესხის თანხის ნაწილობრივ დაბრუნება ( იხ. გადახდის ისტორია) .

მოპასუხემ ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვია და 2-19 წლის 30 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. მოსარჩელის პოზიციით 2-19 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 2537,59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1725 ლარი, სარგებელი-213,63 ლარი და ჯარიმა -598.96 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.24)

-გრაფიკი (ს.ფ.25-44)

-დავალიანების ცნობა(ს.ფ.102)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. სს „ თ----------სა და გ------- გ---–--–---–ს შორის 2-15 წლის 09 ივლისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 2-03443-8009919 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 42-0 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.95% -ით, კრედიტის ვადა -2-19 წლის 15 ივლისამდე . კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 2- ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს“ თ----------ის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www. tbcbank.ge განთავსებული „ ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ “ ხელშეკრულებით., რომლის 16.8 პუნქტი პირდაპირ უთითებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა კი განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რომელთაც აქვს მტკიცებითი ზალა ამავე ხელშეკრულების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ტარიფის მიხედვით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე შეადგენს 2- ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გ------- გ---–--–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვია და 2-19 წლის 15 თებერვლის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა.

მოსარჩელის პოზიციით 2-19 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 976,56 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -705.04 ლარი, სარგებელი-5-.70 ლარი , ჯარიმა -217.66 ლარი და დაზღვევა 1.16 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.45)

-გრაფიკი(ს.ფ.46-49)

-დავალიანების ცნობა(ს.ფ.102)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. დადგენილია, რომ სს „ თ----------სა და გ------- გ---–--–---–ს შორის 2-15 წლის 13 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 750 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3-% -ით კრედიტის სავაჭრო/ მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 3-%-ით კრედიტის სს „ თ----------ის „ ბანკომატის ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 2- ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დრეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისებული დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 7 რიცხვი.

 

მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვია და 2-19 წლის 14 თებერვლის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა. 2-19 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 10-6.44 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -747.91 ლარი, სარგებელი-110.14 ლარი და ჯარიმა -218.39 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

-ხელშეკრულება (ს.ფ.49-50)

-ხელშეკრულება(ს.ფ.85-101)

-გრაფიკი(ს.ფ.53-84)

- დავალიანების ცნობა(ს.ფ.102)

 

3.2.4. დადგენილია რომ გ------- გ---–--–---–სა და თ----- ლ----–---–ს შორის 2-19 წლის 25 თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები. 2-19 წლის 25 თებერვალს მოპასუხემ შეიტანა განაცხადი საჯარო რეესტრში გ------- გ---–--–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაციაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გზით და გადააფორმა ქონებები.

გ------- გ---–--–---–ს აღნიშნული ქონება საკუთრებაში ქონდა 2-17 წლიდან, 2-19 წლის 25 თებერვალს გ------- გ---–--–---–ისა და მისი მეუღლის დას - თ----- ლ----–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გ------- გ---–--–---–ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები მდებარე: დ--------–--–------, სოფელი ს-------–--. ს/კ 5-.0-.3-.0-- და დ--------–--–------, შ------, ს/კ 5-.2-.3-.2-- საჯარო რეესტრში სრულად აღირიცხა თ----- ლ----–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

-რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.103)

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.105-106)

-რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.10-)

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.111-112)

- დავალიანების ცნობა(ს.ფ.108)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს.,, თი ბი სი ბანკი“-ს სარჩელი გ------- გ---–--–---–სა და თ----- ლ----–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს დავალიანების ცნობის გაცემის თარიღის მიხედვით პირველი სარჩელის შემოტანამდე ე.ი ხელშეკრულების შეწყვეტამდე , ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა ძირი თანხის 10 პროცენტით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სადაზღვევო შენატანი. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს თითოეულ ხელშეკრულებაზე გონივრულ ფარგლებში.

სასამართლო თვლის ბათილად უნდა იქნას ცნობილი უძრავი ქონების ს/კ 5-.0-.3-.0-- და ს/კ 5-.2-.3-.2-- ნასყიდობის ხელშეკრულებები გ------- გ---–--–---–სა და თ----- ლ----–---–ს შორის და მოცემული უძრავი ქონებები აღირიცხოს გიორი გ---–--–---–ის სახელზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 42--ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

6.2.დადგენილია, რომ ს.ს. „ თ----------სა“ და გ------- გ---–--–---–ს შორის 2-19 წლის 17 ოქტომბერს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N 976942-10683-4 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1725 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, კრედიტის ვადა 2-48 წლის 6 თებერვლამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 2- ლარი, ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღი, ყოველი კალენდარული თვის 1 რიცხვი.

მოსარჩელის პოზიციით 2-19 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 2537,59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -1725 ლარი, პროცენტი-213,63 ლარი და ჯარიმა -598.96 ლარი.

 

6.3.სს „ თ----------სა და გ------- გ---–--–---–ს შორის 2-15 წლის 09 ივლისს ინტერნეტ ბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის # 2-03443-8009919 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 42-0 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.95% -ით, კრედიტის ვადა -2-19 წლის 15 ივლისამდე . კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 2- ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

გ------- გ---–--–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვია და 2-19 წლის 15 თებერვლის შემდეგ აღარ განუხორციელებია გადახდა.

მოსარჩელის პოზიციით 2-19 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 976,56 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -705.04 ლარი, პროცენტი-5-.70 ლარი , ჯარიმა -217.66 ლარი და დაზღვევა 1.16 ლარი.

 

6.4. დადგენილია, რომ სს „ თ----------სა და გ------- გ---–--–---–ს შორის 2-15 წლის 13 მაისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 750 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3-% -ით კრედიტის სავაჭრო/ მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 3-%-ით კრედიტის სს „ თ----------ის „ ბანკომატის ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 2- ლარი, ამას დამატებული 0, 5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დრეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისებული დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 7 რიცხვი.

 

2-19 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 10-6.44 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -747.91 ლარი, პროცენტი-110.14 ლარი და ჯარიმა -218.39 ლარი.

 

6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე დადგენილია რომ სესხის სამივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პროცენტი, სასამართლო თვლის , რომ ამ მოპასუხე გ------- გ---–--–---–ს ძირი და პროცენტი უნდა დაეკისროს მოთხოვნის ფარგლებში.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 40--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“

 

6.7.სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

6.8.სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-65--2-16 17 თებერვალი, 2-17 წელი,)

 

6.9.სასამართლოს მიაჩნია , რომ ხელშეკრულებების დარღვევის გამო გ------- გ---–--–---–ს უნდა დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ ყოველ ხელშეკრულებაში ძირი თანხის ათი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ, გ------- გ---–--–---–ს უნდა დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ (2-15 წლის 09 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება) დაზღვევა 01 ლარი და 16 თეთრის გადახდა.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.

 

6.12. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 42--ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2-14);

 

სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს თითოეული ხელშეკრულებისათვის ძირი თანხის ათი პროცენტით.

 

6.13.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

დადგენილია რომ გ------- გ---–--–---–სა და თ----- ლ----–---–ს შორის 2-19 წლის 25 თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები. 2-19 წლის 25 თებერვალს მოპასუხემ შეიტანა განაცხადი საჯარო რეესტრში გ------- გ---–--–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაციაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გზით და გადააფორმა ქონებები.

გ------- გ---–--–---–ს აღნიშნული ქონება საკუთრებაში ქონდა 2-17 წლიდან, 2-19 წლის 25 თებერვალს გ------- გ---–--–---–ისა და მისი მეუღლის დას - თ----- ლ----–---–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გ------- გ---–--–---–ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები მდებარე: დ--------–--–------, სოფელი ს-------–--. ს/კ 5-.0-.3-.0-- და დ--------–--–------, შ------, ს/კ 5-.2-.3-.2-- საჯარო რეესტრში სრულად აღირიცხა თ----- ლ----–---–ის სახელზე.

 

დადგენილია , რომ ზოგიერთი სასესხო ურთიერთობების შესრულება მოპასუხემ შეწყვიტა 2019 წლის 15 თებერვლის შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმება მოხდა 2-19 წლის 25 თებერვალს. თ----- ლ----–---–ი არის გ------- გ---–--–---–ის მეუღლის და. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე თ----- ლ----–---–ს უნდა სცოდნოდა გ------- გ---–--–---–ის მდგომარეობის შესახებ სესხებთან მიმართებაში. ასევე ერთმნიშვნელოვანია, რომ გარიგების გაფორმება მოხდა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.

 

6.14.სასამართლო თვლის, რომ მითითებული პრეზუმირებული ფაქტები ქმნიან სადავო გარიგების მოსაჩვენებლად დადების ვარაუდს, რაც სსკ-ის 56.1 მუხლის მიხედვით, ამ გარიგების ბათილობის საფუძველი იყო. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად. გ------- გ---–--–---–ის საკუთრებაში არსებულ კუთვნილ წილზე ერთადერთ უძრავ ქონებაზე გარიგების დადგება, კერძოდ ჩუქება დედისათვის ზუსტად იმ დროის მონაკვეთში, როდესაც მას წარმოეშვა სასესხო დავალიანებები , აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოპასუხე სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე: „საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. (იხ.სუსგ #-ას-789-754-2015 6.11.2015 წელი).

ამდენად სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2019 წლის 25 თებერვალს გ------- გ---–--–---–სა და მისი მეუღლის დას - თ----- ლ----–---–ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გ------- გ---–--–---–ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებები მდებარე: დ--------–--–------, სოფელი ს-------–--. ს/კ 5-.0-.3-.0-- და დ--------–--–------, შ------, ს/კ 5-.2-.3-.2-- საჯარო რეესტრში სრულად აღირიცხა თ----- ლ----–---–ის სახელზე, შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონებები უნდა აღირიცხოს გ------- გ---–--–---–ის სახელზე.

 

6.15. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

გ------- გ---–--–---–ს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 127ლარისა და 36 თეთრის , გადახდა. გ------- გ---–--–---–ს და თ----- ლ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 (100 ლარი სახ ბაჟი, ხოლო 50 ლარი უზრუნველყოფის ბაჟი) ლარის გადახდა.

 

გ---–--–---–ს და თ----- ლ----–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 40 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ს.ს. ,,თ----------ი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი გ------- გ---–--–---–ის და თ----- ლ----–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. გ------- გ---–--–---–ს დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ (2009 წლის 17 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N976942-1068364 ხელშეკრულება) 2283(ორიათასორასოთხმოცდასამი) ლარი და 63 (სამოცდასამი) თეთრი(საიდანაც 1725 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 213 ლარი და 63 თეთრი , პირგასამტეხლო არის 172 ლარი და 50 თეთრი ,ხოლო 172 ლარი და 50 თეთრი (მიუღებელი შემოსავალი.).

1.2. გ------- გ---–--–---–ს დაეკისროს ს.ს. ,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ (2015 წლის 09 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება) 954 ლარი და 22 თეთრის გადახდა (საიდანაც 705,04 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი 52,70ლარი, პირგასამტეხლო არის 97ლარი 66 თეთრი, დაზღვევა 01ლარი და 16 თეთრი, 97ლარი და 66 თეთრი სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი))

 

1.3. გ------- გ---–--–---–ს დაეკისროს სს.,, თ----------ი“-ს სასარგებლოდ (2015 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება) 1007 ( ათასშვიდი) ლარისა და 63(სამოცდასამი) თეთრი (საიდანაც 747ლარი და 91 თეთრი არის ძირი თანხა, პროცენტი 110,14 ლარი 74,79 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 74 ლარი და 79 თეთრი არის სარგებელი (მიუღებელი შემოსავალი).

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი უძრავი ნივთების- ს/კ 5-.0-.3-.0-- და ს/კ 5-.2-.3-.2-- ნასყიდობის ხელშეკრულებები დადებული გ------- გ---–--–---–სა და თ----- ლ----–---–ს შორის 2019 წლის 25 თებერვალს და მოცემული ქონება - ს/კ 5-.0-.3-.0-- და ს/კ 5-.2-.3-.2-- აღირიცხოს გ------- გ---–--–---–ის სახელზე.

 

1.5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. გ------- გ---–--–---–ს დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 127 ლარისა და 36 თეთრის, გადახდა. გ------- გ---–--–---–ს და თ----- ლ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 (100 ლარი სახ ბაჟი, ხოლო 50 ლარი უზრუნველყოფის ბაჟი) ლარის გადახდა.

 

3. გ---–--–---–ს და თ----- ლ----–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 40 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი