განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100119003-56504
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 აპრილი, 2-2- წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ლე-------------ძე, ოლ-----------–-ილი, თორ----------–--ლი
ბრალდებული - ხა--------–--–იძე
ადვოკატი - ჯე---–-----აძე
ბრალდებული - ომ--------–-------–ვილი
ადვოკატი - ნუკ------------ძე, სო-–-------------–იძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,1. ბრალდებული: ხა--------–--–იძე
მამის სახელი: ახ----ი
დაბადებული: 3-.05.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6---------3
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ------–-თი, სოფ. ხ--–ა
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტი .
260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
დაკავების თარიღი და დრო: 2-19 წლის 17 ივლისი, 17:08 საათი.
2. ბრალდებული: ომ--------–-------–ვილი
მამის სახელი: თ------ი
დაბადებული: 2-.02.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ------–-თი, სოფ. გ-------ბი
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ლ-----------ვის ქ. N107ჟ, ბინა N33
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტი .
260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტი .
260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტი (02 ეპიზოდი).
დაკავების თარიღი და დრო: 2-19 წლის 17 ივლისი, 17:08 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. ხა--------–--–იძემ, ომ--------–-------–ვილთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2.3379 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა), რომელიც ომ--------–-------–ვილთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2-19 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე მდებარე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ა------–----------------იზე, რაც იმავე დღეს ამ უკანასკნელთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ამოღებული.
2. ხა--------–--–იძემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0.0033 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2-19 წლის 17 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილ N175-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა მისგან ამოღებული.
3. ომ--------–-------–ვილმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,2727 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა), რომელიც 2-19 წლის 14 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,ველმონდი’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაასაღა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა------–----------------იზე, რაც იმავე დღეს ამ უკანასკნელთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ამოღებული.
4. ომ--------–-------–ვილმა, ხა--------–--–იძესთნ ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2.3379 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა), რომელიც ხა--------–--–იძესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2-19 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე მდებარე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ფულადი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ა------–----------------იზე, რაც იმავე დღეს ამ უკანასკნელთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად იქნა ამოღებული.
5. ომ--------–-------–ვილმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და თავის დროებით საცხოვრებელი ბინაში - ქ. ბათუმში, ლ-----------ვის ქ. N107ჟ, ბინა N33-ში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2,377 გრამ ნარკოტიკულ საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს (მდმა), რაც 2-19 წლის 17 ივლისს, საღამოს საათებში, ომ--------–-------–ვილის დროებითი საცხოვრებელი ბინის - ქ. ბათუმში, ლ-----------ვის ქ. N107ჟ, ბინა N33-ის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------–----------------ის ჩვენების ანალიზის თანახმად, მას 2-19 წლის 14 ივლისს ომ--------–-------–ვილმა საჩუქრად გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რაც წარადგინა პოლიციის დაწესებულებაში, სადაც მოგვიანებით გადასცეს თანხა და 2-19 წლის 17 ივლისს ომ--------–-------–ვილისგან, რომელსაც ახლდა ხა--------–--–იძე შეიძინა 10 აბი ნარკოტიკული საშუალება 600 ლარად, რომელიც ასევე წარადგინა პოლიციის დაწესებულებაში.
7. 2-19 წლის 14 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, ა------–----------------ისაგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ტაბლეტი, აბი, რომელსაც ზედა ნაწილზე აღენიშნება წარწერა მრგვალ აბზე ჯვარედინის სახით - ,,ENERGY’’.
8. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/476 დასკვნის თანახმად, ესპერტიზაზე წარდგენილი მოყავისფრო ფერის ერთი ცალი ტაბლეტი, წონით 0,4487 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა - ს, (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0,2727 გრამს.
9. 2-19 წლის 17 ივლისის დადგენილების - "საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ" საფუძველზე დეტექტივ გამომძიებელმა ა------–----------------ის გადასცა სპეციალურად გამოყოფილი 600 ლარი, კერძოდ 5 ცალი ასლარიანი კუპიურა NAA01463849; NAA16124809; NAA04650905; NAA06290965; NAA18133295 და 2 ცალი 50 ცალიანი კუპიურა - NF30710396; NF34335975.
10. 2-19 წლის 17 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, ა------–----------------იმ მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა თეთრი ფერის თაბახის ფურცლის ნაგლეჯში შეფუთული მომწვანო ფერის 10 ცალი აბი, რომლებიც არის მრავალწახნაგა ფორმის. მისივე განმარტებით აღნიშნული მიყიდა ომ--------–-------–ვილმა, რაშიც მან გადაიხადა 600 ლარი.
11. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/481 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მომწვანო ფერის 10 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 3,8342 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 2,3379 გრამს.
12. 2-19 წლის 17 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად ომ--------–-------–ვილისგან ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთებთან ერთად 50 ლარიანი კუპიურა NF30710396 და მომწვანო - მორუხო ფერის მცენარეული მასა.
13. 2-19 წლის 17 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად ხა--------–--–იძისგან ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთებთან ერთად შენაფუთი ფხვიერი თეთრი ფერის მასით, რაც მისი განმარტებით იყო სუბოქსინის ფხვნილი - ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე ფულადი თანხა, რომელშიც სხვა თანხასთან ერთად იყო პოლიციის მხრიდან ა------–----------------იზე გადაცემული 550 ლარი, კერძოდ 5 ცალი ასლარიანი კუპიურა NAA01463849; NAA16124809; NAA04650905; NAA06290965; NAA18133295 და ერთი ცალი 50 ლარიანი კუპიურა NF34335975.
14. 2-19 წლის 17 ივლისის ომ--------–-------–ვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საძინებელ ოთახში არსებულ კარადის ზედაპირზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტი მასში არსებული მომწვანო შეფერილობის ოცდაორი ცალი აბით.
15. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/482 დასკვნის თანახმად, სს N171140719021 საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხა--------–--–იძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფხვნილი, წონით 0,165 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0,0033 გრამის ოდენობით.
16. ომ--------–-------–ვილის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 1,688 გრამი მცენარეულ მასათა ნარევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას 1,18 გრამის ოდენობით.
17. ქიმიური ექსპერტიზის Nქ/484 დასკვნის თანახმად, სს N171140719021 საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2-19 წლის 17 ივლისს ომ--------–-------–ვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ 22 ცალ ტაბლეტში, საერთო წონით 8,279 გრამი, ნარკოტიკული საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს 2,377 გრამს.
18. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N008854819 დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა;
პაკეტში, წარწერით:,,...ერთი ცალი აბი პოლიეთილენის პარკით...’’ მოთავსებულ ერთ ცალ აბზე (ობ.N1) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით:,,...მდმა-ს შემცველი 9 (ცხრა) ცალი ტბტ და ერთი ტაბლეტი ჩამონატეხით (არ იკითება) წონით 3,8242 გრამი (არ იკითება) 10 ტბტ საერთო წონით 3,8342 გრამი)...““ მოთავსებულ აბებზე და ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც არ ვლინდება შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილის ალელები.
პაკეტში, წარწერით: ,,...ო. ფ--–-------–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული მდმა-ს შემცველი ტაბლეტები, წონით - 8,255 გრ...’’ მოთავსებულ აბებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც მაჟორული წილი ეკუთვნის ომ--------–-------–ვილს (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: ,,...ო---- თ------ის ძე ფ--–-------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’). ობ. N3-ის გენეტიკურ პროფილის მინორული წილი წარმოდგენილია პარციალური სახით და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
პაკეტში, წარწერით: ,,...ო. ფ--–-------–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული პაკეტი...’’ მოთვსებულ პოლიეთილენის პარკზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელიც მაჟორული წილი ეკუთვნის ომ--------–-------–ვილს (ობ. N6). ობ. N3-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება ხა--------–--–იძის (ობ. N5) გენეტიკური თანამონაწილეობა.
19. 2-19 წლის 18 ივლისის N6/4/1-156ს წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებას მიაწოდა სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - ა------–----------------ის, ხა--------–--–იძესა და ომ--------–-------–ვილის 2-19 წლის 17 ივლისის შეხვედრის ამსახველი ვიდეო - აუდიო ჩანაწერი და შესაბამისი კრებსი.
2-. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N001421222- დასკვნის თანახმად ა------–----------------ის, ხა--------–--–იძესა და ომ--------–-------–ვილის 2-19 წლის 17 ივლისის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ვარგისია კვლევისთვის, ჩანაწერში საუბრობს სამი მამაკაცი, მასში არ არის რაიმე სახის მონტაჟი, ხოლო საუბრის შინაარსის ტექსტი დადგენილია და დაფიქსირებული დანართის სახით.
ამავე დანართის ანალიზის თანახმად უდავოა ომ--------–-------–ვილის მხრიდან ა------–----------------იზე ნარკოტიკის გადაცემა და ფულის მიღების ფაქტი, ასევე ხა--------–--–იძის საუბარი, რომელიც ნარკოტიკზე ა------–----------------ის ეუბნება - "მე თვითონაც დავლიე, მაგარია."
21. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო - ჩანაწერი სრულად ასახავს ფონოსკოპიური ექსპერტიზის N001421222- დასკვნაში აღწერილ ფაქტებს, მასში გარკვევით ჩანს როგორც ა------–----------------ის, ომ--------–-------–ვილის და ხა--------–--–იძეს ერთად ყოფნის ფაქტი, მათი საუბარი, გადაადგილება, ისე ამ უკანასკნელის ჩართულობა და საუბარი ნარკოტიკის, როგორც პირად მოხმარებაზე, ისე მის კარგ ხარისხზე.
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ომ--------–-------–ვილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება, ავთენტურობა და მისი შედეგი.
23. ა---------------ძის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადასტურა ამავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე - სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ირ---–-------–---–----------------------------------------------------------–---------–---–მა.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ----------–-ძის ჩვენების ანალიზის თანახმად მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ხა--------–--–იძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება, ავთენტურობა და მისი შედეგი.
25. ჯ----------–-ძის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადასტურა ამავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე - სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ტა-----–--------–-------------------------------------------------------------------–----------ძემ.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ-----------–-ას ჩვენების ანალიზის თანახმად მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ომ--------–-------–ვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის კანონიერება, ავთენტურობა და საგამოძიებო მოქმედების შედეგი.
27. ბ-----------–-ს ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადასტურა ამავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე - სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ჯა------–------------------------–-ძემ.
28. ომ--------–-------–ვილის და ხა--------–--–იძის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ასევე დასტურდება სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ჯე---–-–-–--–-ძის, თ------ კვ-------–-----------------------–---–----–-------------–---------------–--------–----------–-----------------აძის ჩვენებებით; ავტომანქანის დათვალიერების ოქმით; ნიმუშის აღების ოქმებით, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; გამოთხოვის ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დასაშვებად მიჩნეული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით;
29. ბრალდებული ხა--------–--–იძე თავს დამნაშავედ მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ნაწილში, ხოლო უარყოფს ა------–----------------ისთვის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს.
30. ბრალდებული ომ--------–-------–ვილი უარყოფს ა------–----------------ისთვის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს.
სამართლებრივი შეფასება:
3-. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და გასაღება, ხოლო მაკვალიფიცირებელი დამამაძიმებელი გარემოებებია დიდი ოდენობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. ეს ხერხებია: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება, ვალის გადახდა (პირს ემართა სხვისი ფული და კრედიტორს ფულის ნაცვლად ვალში მისცა ნარკოტიკული საშუალება).
,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია, რომელშიც შედის მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და ბუპრენორფინი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ჩადენა დიდი ოდენობით, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი მოიცავს, როგორც ინდივიდუალურად ასევე ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვას, ან გასაღებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე.
32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2-08; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე kuznecov v.russia, №184/02; 11/01/2-07; §84). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხ--–ხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2-15 წლის 21 აპრილის ¹397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ არა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2-03 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სასამართლომ იმსჯელა მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, რომ არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების) ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს პროკურორის მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 3--ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება 9 საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2-15 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, აგრეთვე პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით, რაზედაც მხარეები შეთანხმდენენ, დადასტურებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1) ა------–----------------ის ომ--------–-------–ვილმა 2-19 წლის 14 ივლისს გადასცა ნარკოტიკული საშუალება მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რომელიც წარადგინა პოლიციაში; ა------–----------------იმ გამოთქვა მზადყოფნა, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლების გამოსავლენად ეთანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან და მონაწილეობა მიეღო შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში. ამ მიზნით მას გადაეცა 600 ლარი და აღიჭურვა სათანადო აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით, რის შემდეგაც ომ--------–-------–ვილისგან და ხა--------–--–იძისგან 600 ლარად შეიძინა 10 ტაბლეტი მდმა, რაც გადასცა გამომძიებელს. მოგვიანებით ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა გადაცემული თანხა, კერძოდ 550 ლარი ხა--------–--–იძისგან, ხოლო 50 ლარი ომ--------–-------–ვილისგან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია არა მხოლოდ ა------–----------------ის ჩვენებით, არამედ - ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩაწერის, საკონტროლო შესყიდის დროს განხორცილებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და ჰაბიდოსკოპიური ექსპეტიზის დასკვნით, ასევე - ჩატარებული ამოღების, ჩხრეკის, ამოღებული ნივთიერების მტკიცებულების დალუქვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.
2) ომ--------–-------–ვილი საცხოვრებელ ბინაში ინახავდა უკანონო შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 2.377 გრამი მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რაც ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული; ეს გარემოება გარდა ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებებისა დადგენილია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N008854819 დასკვნით, რომლის თანახმად აბებზე და პაკეტზე ომ--------–-------–ვილის გენეტიკური პროფილი იქნა აღმოჩენილი, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა.
3) ხა--------–--–იძე უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას - 0.0033 გრამ ბუპრენორფინს, რაც მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული. ეს გარემოება დადგენილია ჩხრეკაში მონაწილე პირთა ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და ჩხრეკის ოქმით.
აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულთა უდანაშაულობის თაობაზე ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობა და მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებები, როგორც წარმოშობით, ისე აღმოჩენის ადგილით, დროით და ნიშან-თვისებებით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან. ამასთან ბრალდებულთა შორის წინასწარ შეთანხმება დადგენილია, როგორც ფარული ვიდეო ჩანაწერით, რომელშიც ხა--------–--–იძე ნარკოტიკული საშუალების ხარისხის თაობაზე არწმუნებს ა------–----------------ის, ასევე პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხით.
35. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მოსაზრებას, რომ ა------–----------------ი შესაძლოა, განგებ ამხელდეს ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში და სინამდვილეში ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. მოწმეთა ჩვენებებით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ ხა--------–--–იძე და ომ--------–-------–ვილი აბსოლუტურად ნებაყოფლობით, მომზადებული ხვდებიან ა------–----------------ის, ომ--------–-------–ვილი იღებს ფულად თანხას, ხოლო სანაცვლოდ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ჩანაწერებიდან არ იკვეთება, რომ ბრალდებული ყოყმანობს, ჩაიდინოს თუ არა დანაშაული. პირიქით, იგი მომზადებული მიდის შეხვედრაზე, ესაუბრება ნარკოტიკების საკითხზე, ხოლო ხა--------–--–იძე ა------–----------------ის არწმუნებს მას პროდუქტის ხარისხსა და ნამდვილობაში, როდესაც ეუბნება "მე თვითონაც დავლიე, მაგარია."
ამავე ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ ა------–----------------ი არის არსებითად პასიური და მის მოქმედებებში რაიმე ფორმით არ შეინიშნება იძულების, დაყოლიების, თავის შეცოდების მცდელობა, რაც ბრალდებულებს უბიძგებდა (წააქეზებდა) დანაშაულის ჩადენისაკენ.
საგამოძიებო ორგანოების მოქმედებებიც შეესაბამება ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვინაიდან პოლიცია შემოიფარგლა მხოლოდ დანაშაულის პასიური გამოძიებით და მიუერთდნენ დაწყებულ დანაშაულს, რაც სრულად შეესაბამება დანაშაულის წაქეზების საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
36. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------–----------------ის თანამშროლობა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში საკონტროლო შესყიდვის განხორციელება მოცემულ შემთხვევაში სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-08 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-08 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას, პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა იჩივლა პოლიციასთან, რომ მომჩივანი ქრთამს მოითხოვდა მისი საქმის მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულებისთვის. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-08 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41). სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც იგი ასეთი წაქეზების გარეშე არ ჩაიდენდა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-08 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 55).
ამდენად ნათელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია პროვოკაციას ან ბრალდებულთა წაქეზებას დანაშაულის ჩასადენად.
37. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა შემდეგი:
1) ომ--------–-------–ვილმა 2-19 წლის 14 ივლისს ა------–----------------იზე უკანონოდ გაასაღა ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0.2727 გრამი მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი);
2) ომ--------–-------–ვილმა ხა--------–--–იძესთან წინასწარი შეთანხმებით 2-19 წლის 17 ივლისს ა------–----------------იზე უკანონოდ გაასაღა ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 2.3379 გრამი მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რაშიც აიღეს 600 ლარი, რომლის ნაწილი 550 ლარი ამოღებული იქნა ხა--------–--–იძისგან, ხოლო 50 ლარი ომ--------–-------–ვილისგან;
3) ომ--------–-------–ვილი საცხოვრებელ ბინაში ინახავდა უკანონო შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 2.377 გრამი მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რაც ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული;
4) ხა--------–--–იძე უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას - 0.0033 გრამ ბუპრენორფინს, რაც მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
38. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ხა--------–--–იძის და ომ--------–-------–ვილის მიმართ საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ მათ მიერ ჩადენილია ბრალად შერაცხული ქმედებები, კერძოდ ხა--------–--–იძემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვა, ქმედებები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ომ--------–-------–ვილმა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ქმედებები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2 ეპიზოდი)
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
39. ომ--------–-------–ვილის ან ხა--------–--–იძის მიმართ პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი ან/და დამამაძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
40. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
41. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგო----ეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
42. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
43. სამართლიანობის აღდგენის, ახ--–ი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ხა--------–--–იძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის ფარგლებში სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვის ვადით უნდა დაენიშნოს, ხოლო ომ--------–-------–ვილს ჩადენილი ქმედებების ცალ-ცალკე და ერთობლიობაში არსებული საფრთხეების შეფასებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციის ფარგლებში 9 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის (2 ეპიზოდი) სანქციის ფარგლებში თითოეულში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეფარდოს, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახ--–ი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ხა--------–--–იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქ/პუნქტით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ხა--------–--–იძეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ხა--------–--–იძეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 2- (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ხა--------–--–იძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2-19 წლის 17 ივლისიდან.
ბრალდებული ომ--------–-------–ვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტებით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' ქ/პუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით, (ა------–----------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ასევე თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ომ--------–-------–ვილს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ომ--------–-------–ვილს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 2- (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ომ--------–-------–ვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2-19 წლის 17 ივლისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი