გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3105810-2/460-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი 2020 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - ნ-------- ბ--–--–---–ი
წარმომადგენელი - ე--------------–--ე
მოპასუხე - გ------- ჯ-----–---–ი
წარმომადგენელი: ნ---------------ე, დ--------------–ი
მოპასუხე - ს-----– ა------
წარმომადგენელი - ნ----------------ე
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათალად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული ნ-------- ბ--–--–---–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის და ნ-------- ბ--–--–---–ი ცნობილი იქნეს შპს ,,ს--–--ს’’ 100%-იანი წილის მესაკუთრედ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნ-------- ბ--–--–---–ის ოჯახს ჰონდა ს----- კ-----ის ფულადი ვალდებულება 50000 აშშ დოლარის ოდენობით ს----- კ-----ის კუთვნილ სალომბარდე დაწესებულებაში, მიღებული ოქროს ნაკეთობების დალომბარდების სახით. ს-----– ა------მა მოსარჩელის თხოვნით შეასრულა ნ-------- ბ--–--–---–ის ვალდებულება ს----- კ-----ის წინაშე და გადაიხადა ლომბარდის დავალიანება 50000 აშშ დოლარი. შესაბამისად, თანხა გადასახდელი ჰქონდათ ს-----– ა------ისათვის. 2017 წლის სექტემბრის თვეში მოსარჩელემ ს-----– ა------ს კვლავ მიმართა თხოვნთ კიდევ ესესხებინა 40000 აშშ დოლარი. ამასთან, შესთავაზეს სამევლ ა------ს, რომ მოსარჩელის კუთვნილი წილი შპს ,,ს--–--ში’’ გამოსყიდვის უფლებით გადაეცა მისთვის, რათა თანხა დაზღევული ყოფილიყო. ს-----– ა------ის სურვილის შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდა მისი ნდობით აღჭურვილ პირთან გ------- ჯ-----–---–თან, რომელმაც თავიდანვე იცოდა, რომ იდებოდა მოჩვენებითი გარიგება და მას არაფერი ერგებოდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 40000 აშშ დოლარი ნ-------- ბ--–--–---–ის შვილს დ----- ბ--–--–---–ს გადასცა ს-----– ა------ის დავალებით მისმა თანამშრომელმა ს-----------------მა და ა–--------------მა.
2018 წელს მოსარჩელემ შესთავაზა ს-----– ა------ს ვალის დაფარვა, თუმცა ს-----– ა------ს და გ------- ჯ-----–---–ს შორის არსებული უთანხმოების გამო ქონება ვერ დაიბრუნა მოსარჩელემ. გ------- ჯ-----–---–ს სურს უკანონოდ გამდიდრდეს მოსარჩელის კუთვნილი ქონებით. მოსარჩელემ სესხის ნაწილი 45000 აშშ დოლარი უკვე გადაუხადა ს-----– ა------ს. სურს ასევე დაუბრუნოს დარჩენილი 45000 აშშ დოლარი, რათა შეძლოს დაიბრუნოს მისი კუთვნილი ქონება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------- ჯ-----–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, არ არსებობს 16.09.2017წ. ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე ს-----– ა------მა ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მან მოსარჩელეს ნამდვილად ასესხა 90000 აშშ დოლარი და თანხის უზრუნველყოფის მიზნით მისთვის ყველაზე სანდო პიროვნებაზე გ------- ჯ-----–---–თან გაფორმდა ხელშეკრულება. გ------- ჯ-----–---–ს მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 16 სექტემბერს ნ-------- ბ--–--–---–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის გაფორმდა სამეწარმეო საზოგადოების წილის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ნ-------- ბ--–--–---–მა მიჰყიდა, ხოლო გ------- ჯ-----–---–მა იყიდა შპს ,,ს--–--ში’’ ნ-------- ბ--–--–---–ის კუთვნილი წილი. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 90000 აშშ დოლარად. გამყიდველი უფლებამოსილია 2018 წლის 16 სექტემბრამდე გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი. ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად მოსარჩელე დღემდე ფლობს და სარგებლობს შპს ,,ს--–-ის" კუთვნილი უძრავი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 16.09.2017წ. სამეწარმეო საზოგადოების წილის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. გ------- ჯ-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,ს--–--ს’’ 100%-იანი წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.1.3. შპს ,,ს--–--ზე’’ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ. ახალციხე, თ------–---–ის ქ/ N1-, ს/კ 6----------- და ს/კ 6-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.4. ნ-------- ბ--–--–---–ის შვილმა დ----- ბ--–--–---–მა ისარგებლა ს----- კ-----ის სალომბარდე დაწესებულებით და ოქროს ნაკეთობების წარდგენის სანაცვლოდ მიიღო სალომბარდე სესხი 50000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულება დ----- ბ--–--–---–ის ნაცვლად შეასრულა ს-----– ა------მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-გნამარტებები;
- ს-----–-----------–---–ის ჩვენება;
3.1.5. 2017 წლის სექტემბრის თვეში ს-----– ა------მა ნ-------- ბ--–--–---–ს ასესხა 40000 აშშ დოლარი. ს-----– ა------მა ნ-------- ბ--–--–---–ს ჯამში ასესხა 90000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-გნამარტებები;
- ს-----–-----------–---–ის ჩვენება;
- ს-----------------ის ჩვენება;
- ა–--------------ის ჩვენება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.3. ნ-------- ბ--–--–---–სა და ს-----– ა------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 16 სექტემბერს ნ-------- ბ--–--–---–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გ------- ჯ-----–---–მა სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ მან ნ-------- ბ--–--–---–თან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება და შესაბამისად თანხაც გადაუხადა. ნ-------- ბ--–--–---–ი განმარტავს, რომ გ------- ჯ-----–---–ს მისთვის თანხა არ გადაუხდია, შესაბამისად მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. თანხა სესხის სახით მიიღო ს-----– ა------ისაგან. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ნ-------- ბ--–--–---–ს ეკისრება იმ ფაქტის მტკიცების ვალდებულებას, რომ უტყუარად, სარწმუნოდ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტუროს, რომ გ------- ჯ-----–---–ს მისთვის ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია და 2017 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება რეალურად დადებული იქნა ს-----– ა------თან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ამ მიმართებით კი საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ მხარეთა ახსნა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ნ-------- ბ--–--–---–მა ს-----– ა------ისაგან სესხად მიიღო 90000 აშშ დოლარი, შესაბამისად, ნ-------- ბ--–--–---–სა და ს-----– ა------ს შორის წარმოიშვა სასესხო ურთიერთობა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად ს-----– ა------იც, რომელიც აღნიშნავს, რომ ნ-------- ბ--–--–---–ისათვის სესხად გადაცემული თანხის უზრუნველსაყოფად მოხდა სადავო ხელშეკრულების დადება. გ------- ჯ-----–---–ი წარმოადგენდა მისი ოჯახის ახლობელს, მისთვის სანდო პიროვნებას და სწორედ ამიტომ სთხოვა გ------- ჯ-----–---–ს ნ-------- ბ--–--–---–თან არსებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაედო სადავო ხელშეკრულება. ამდენად, ნ-------- ბ--–--–---–ს გ------- ჯ-----–---–ისაგან ნასყიდობის საფასური არ მიუღია. გ------- ჯ-----–---–ი კი უარყოფს აღნიშნულს და აღნიშნავს, რომ მან სადავო ხელშეკრულება დადო ნ-------- ბ--–--–---–თან და შესაბამისი თანხაც გადაუხადა. თავად გ------- ჯ-----–---–ის მიერ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან გადასცა ნასყიდობის საფასური ნ-------- ბ--–--–---–ს, წარმოდგენილია მეტად მწირი მტკიცებულებები – მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, გ------- ჯ-----–---–ი აღნიშნულს ამტკიცებს მხოლოდ ზეპირი განმარტებით. მას ამ გარემოების დასამტკიცებლად სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. გ------- ჯ-----–---–ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებით არ იქნა დადასტურებული.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 115-ე, 319-ე, 477-ე, 509-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
ამავე კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამავე კოდექსის 509-ე მუხლის შესაბამისად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 16 სექტემბერს ნ-------- ბ--–--–---–სა და გ------- ჯ-----–---–ა შორის გაფორმდა სამეწარმეო საზოგადოების წილის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ნ-------- ბ--–--–---–მა მიჰყიდა, ხოლო გ------- ჯ-----–---–მა იყიდა შპს ,,ს--–--ში’’ ნ-------- ბ--–--–---–ის კუთვნილი წილი. ნ-------- ბ--–--–---–ი უთითებს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვათმაქცური გარიგება, რეალურად აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებული იქნა მასსა და ს-----– ა------ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების დადებას არ მოჰყოლია მასში ასახული შედეგი - ქომებას დღემდე ფლობს მოსარჩელე და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
გარიგების თვალთმაქცურად მისაჩნევად, უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნისას, მოთხოვნის მქონე პირმა უნდა დაამტკიცოს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა, კერძოდ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, რომელიც სინამდვილეში მიმართულია სხვა და არა სადავო გარიგების დადების შედეგად მიღწეული მიზნისაკენ.
თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სსკ-ის 56-ე მუხლს. მოსარჩელე განმარტავს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 16 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, რომლის მიზანს არ წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავ ქონების გ------- ჯ-----–---–ისათვის საკუთრების უფლების გადაცემა. მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო ნ-------- ბ--–--–---–სა და ს-----– ა------ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნისაკენ, რაც წარმოადგენს სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-------- ბ--–--–---–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის 2017 წლის 16 სექტემბერს დადებული იქნა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნ-------- ბ--–--–---–ი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან გ------- ჯ-----–---–ისაგან მიიღო თანხა და უთითებს, რომ რეალურად მას ნასყიდობის საფასურის არ მიუღია, ვინაიდან სადავო ხელშეკრულება დაიდო ს-----– ა------თან არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. გ------- ჯ-----–---–ი კი ამტკიცებს, რომ მის მიერ ნასყიოდბის საფასური გადახდილი იქნა სრულად. თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად გ------- ჯ-----–---–ს, გარდა ახსნა-განმარტებისა სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ასევე უდაოდ დადგენილია, რომ ნ-------- ბ--–--–---–სა და ს-----– ა------ს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, კერძოდ ნ-------- ბ--–--–---–ს გააჩნდა სესხი 90000 აშშ დოლარი ს-----– ა------ის მიმართ. მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე ს-----– ა------ს დაუბრუნებდა სესხის თანხას, სადავო ხელშკერულებით განკარგული ქონება დაუბრუნდებოდა ნ-------- ბ--–--–---–ს. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ნ-------- ბ--–--–---–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის დაიდო ნ-------- ბ--–--–---–სა და ს-----– ა------ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით. სადავო ხელშეკრულების დადებისას ორივე მხარე აცნობიერებდა ნების ნაკლს, რომელიც სინამდვილეში მიმართული იყო სხვა და არა სადავო ხელშეკრულების დადების შედეგად მიღწეული მიზნისაკენ, რის გამოც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რომელმაც დაფარა ნამდვილი გარიგება და შესაბამისად მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ს-----– ა------მა სარჩელი ცნო რის გამოც თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო მოპასუხე გ------- ჯ-----–---–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-------- ბ--–--–---–ის (პ/ნ 4----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ნ-------- ბ--–--–---–სა და გ------- ჯ-----–---–ს შორის 2017 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და ნ-------- ბ--–--–---–ი ცნობილი იქნეს შპს ,,ს--–--ს’’ 100%-იანი წილის მესაკუთრედ (უძრავი ქონება მდებარე ქ.ახალციხე, თ------–---–ის ქ/ N1-, ს/კ 6----------- და ს/კ 6-----------).
3. მოპასუხე გ------- ჯ-----–---–ს ნ-------- ბ--–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი