გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2020
საქმის ნომერი
330210018002712273
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32518-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - ვა-–-------------------ა

წარმომადგენელი - თი---------------–---–ი

 

მოპასუხეები - მა------–------–---–ი, ზვ-----–------–---–ი, ირ---–------–---–ი

მოპასუხე ირ---–------–---–ის წარმომადგენელი - მა-----------–---–ი

 

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ აღიარება, სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

ომა---–------–---–ის უფლებამონაცვლეებად მა------–------–---–ის, ზვ-----–------–---–ის და ირ---–------–---–ის ცნობა და მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ნივთის მდებარე: ქალაქი თბ--–--------------–--------–---–----------------------------------------- მესაკუთრეებად აღიარება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2004 წლის 04 ოქტომბერს მოსარჩელე ვა-–-------------------ასა და ომა---–------–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ომა---–------–---–ს, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 3 %-იანი სარგებლით ვა-–-------------------ამ ასესხა 11 210 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თბ--–--------------–--------–---–-----------------------------------------.

 

ომა---–------–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სა---------–--------------------- არბიტრაჟ ბა----------ს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსურლებო ფურცელი (წარწერა).

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებლის მიერ ომა---–------–---–ს გაეგზავნა წერილობით გაფრთხილება 45 000 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით. შემდეგ საქმე გადაეცა სააღსრულებო ბიუროს. აღსრულების პროცესში 20---–-–-----------ს ომა---–------–---–ი გარდაიცვალა.

 

2018 წლის 29 მაისს ნოტარიუსმა რუ---------------მ დაამოწმა სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება, რომელიც წარადგინა მოსარჩელე მა------–------–---–მა, გარდაცვლილის მეუღლემ.

 

მა----- და ზვ-----–------–---–ები რეგისტრირებული არიან მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ბინის მისამართზე - ქ. თბ--–-----–--------–---–----------------. რაც ადასტურებს, რომ მემკვიდრეებს სამკვიდრო მიღებული აქვთ. მოსარჩელე ირ---–------–---–მა, მამკვიდრებლის შვილმა, რომელიც არ არის რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე, სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2019 წლის 01 მარტს, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სარჩელის აღძვრის დროისთვის ბინა ისევ ომა---–------–---–ის სახელზეა რეგისტრირებული. მოსაჩელის მოსაზრებით, მოპასუხეები განზრახ არ აღრიცხავენ სამკვიდრო ქონებას საკუთარ სახელზე, რითაც ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ირ---–------–---–მა წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხეებმა: მა------–------–---–მა და ზვ-----–------–---–მა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეებს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენიათ არც წერილობითი შესაგებლის ფორმით და, არც სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2004 წლის 04 ოქტომბერს ვა-–-------------------ასა და ომა---–------–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მსესხებელ ომა---–------–---–ისთვის 11 210 აშშ დოლარის სარგებლიანი სესხის შესახებ სამი თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17; 70-85);

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20).

 

3.1.2. სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2007 წლის 19 მარტს მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17, 70-85);

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 09.10.2018 ცნობა. (ს.ფ. 36).

 

3.1.3. აღსრულების პროცესში, 20---–-–-----------ს მოვალე გარდაიცვალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17; 70-85);

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 09.10.2018 ცნობა (ს.ფ. 36);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 37).

 

3.1.4. გარდაცვლილ ომა---–------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მა------–------–---–ი, ირ---–------–---–ი და ზვ-----–------–---–ი.

 

ომა---–------–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17; 70-85);

- მხარეთა ახსნა-განმარტება 10.02.2020, 05.03.2020 სხდომის ოქმები;

-საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 39).

 

3.1.5. 2018 წლის 29 მაისს მა------–------–---–მა განცხადებით მიმართა ნოტარიუს რუ---------------ს. განცხადებაში აღნიშნა, რომ წარმოადგენს გარდაცვლილ ომა---–------–---–ის მეუღლეს. ომა---–------–---–ის სამკვიდრო აქტივი სხვა უძრავ და მოძრავ ქონებასთან ერთად შეიცავს მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებულ, ქ. თ---–--–------–--------–---–-------------------ში მდებარე უძრავ ნივთს. ომა---–------–---–ის სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით და ითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17; 70-85);

- მა------–------–---–ის განცხადება სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 142).

 

3.1.6 2019 წლის 01 მარტს მოპასუხე ირ---–------–---–მა განცხადებით მიმართა ნოტარიუს რუ---------------ს, როგორც გარდაცვლილი ომა---–------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ და ითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17, 70-85);

- ირ---–------–---–ის განცხადება სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 143).

 

3.1.7. მოპასუხე ზვ-----–------–---–ს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17; 70-85);

- ნოტარიუს რუ---------------ს 18/ოქტომბერი/2019 წ. N----- წერილი (ს.ფ. 141).

 

3.1.8. მოპასუხეები მა----- და ზვ-----–------–---–ები ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, რეგისტრირებული არიან მისამართზე: ქ. თბ--–--------–--------–---–------------------- და ფლობენ ამ მისამართზე მდებარე უძრავ ნივთს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17; 70-85);

- საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემები (ს.ფ. 40-41).

 

3.1.9 სარჩელის აღძვრის დროისთვის მოპასუხეებს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ მიუღიათ და ქონება საკუთარ სახელზე საკუთრების უფლებით არ აღურიცხავთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.: 2-17; 70-85);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (განცხადების რეგისტრაციის N8-----------, მომზადების თარიღი 15/10/2018) (ს.ფ. 22).

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა-–-------------------ას სარჩელი, მოპასუხეების: მა------–------–---–ის, ზვ-----–------–---–ისა და ირ---–------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეები: მა------–------–---–ი, ზვ-----–------–---–ი და ირ---–------–---–ი ცნობილ უნდა იქნენ ომა---–------–---–ის კუთვნილი უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი თბ--–--------------–--------–---–---------------------------------------- მესაკუთრეებად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1336-ე, 1421-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელისთვის დამახასიათებელია შემდეგი აუცილებელი პირობები: 1. აღიარებითი სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს იურიდიული ინტერესი (ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე), რომლის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, 2. იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი, 3. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან.

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა შეძლოს თავისი იურიდიული ინტერესის მიღწევა, რაც სამართლებრივად გამართლებული უნდა იყოს. ანუ, მოსარჩელე უნდა აყენებდეს სამართლებრივად დასაბუთებულ მოთხოვნას, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის იურიდიულ საფუძველს.

 

მოცემულ საქმეზე მოსარჩელის, როგორც კრედიტორის, იურიდიული ინტერესი ის არის, რომ მოვალის მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეობის დადგენით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულების იძულებითი აღსრულების პროცესში შესრულება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ნივთის ხარჯზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. დადგენილია, რომ მამკვიდრებელ ომა---–------–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია, ამიტომ მის მემკვიდრეებად, ამავე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალონ კანონით მემკვიდრეები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონით მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო ქონების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი რიგის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეები არიან მამკვიდრებლის ომა---–------–---–ის მეუღლე და შვილები, შესაბამისად, მემკვიდრეთა წრის განსაზღვრის მიზნისთვის ისინი წარმოადგენენ პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

დადგენილია, რომ სამკვიდრო მოწმობა სამკვიდრო ქონებაზე გაცემული არ არის. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ მა------–------–---–მა სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2018 წლის 29 მაისს, ხოლო ირ---–------–---–მა – 2019 წლის 01 მარტს. ამასთან, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებაში მა------–------–---–მა აღნიშნა, რომ თვითონ და მისი შვილი ზვ-----–------–---–ი ფაქტობრივად შეუდგენენ სამკვიდროს ფლობას. ამასთან, ზვ-----–------–---–ს უარი არ განუცხადებია სამკვიდროს მიღებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის მიხედვით, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.

 

საქმეში დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ მა----- და ზვ-----–------–---–ებმა სამკვიდრო ქონება მიიღეს ფაქტობრივი დაუფლების გზით, ხოლო ირ---–------–---–მა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ბიუროსთვის მიმართვის გზით. ამასთან, სხვა მემკვიდრეებს კანონით დადგენილი წესით ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ, არც მოსარჩელეს დაუსახელებია სხვა მოპასუხე.

 

მოპასუხეების მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბ--–-----–--------–---–-----------------------1--1--0--.0--, იპოთეკის უფლებით. ამ უძრავი ნივთის მესაკუთრის გარდაცვალების გამო, დავალიანების ამოღების პროცესი, რასაც აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი, უფლებამონაცვლეების მიერ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღრიცხვამდე, არ მიმდინარეობს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე.

 

საკუთრების უფლებით აღრიცხვაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს ხელი ეშლება მის სასარგებლოდ დაკისრებული ფულადი ვალდებულების იძულებით აღსრულებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სამართლებრივად დასაბუთებული და გამართლებულია. შესაბამისად, მოპასუხეები ცნობილ უნდა იქნენ მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ნივთის, მდებარე: ქალაქი თბ--–--------------–--------–---–--------------, ს/კ 01.1--1--0--.0--, მესაკუთრეებად.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიმართ სარჩელზე, როგორც უფლებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვა-–-------------------ას სარჩელი მოპასუხეების: მა------–------–---–ის, ირ---–------–---–ის და ზვ-----–------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. მოპასუხეები: მა------–------–---–ი, ირ---–------–---–ი და ზვ-----–------–---–ი ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის - ომა---–------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–--------------–--------–---–--------------, ს/კ 01.1--1--0--.0--, მესაკუთრეებად.

2. მოპასუხეებს: მა------–------–---–ს, ირ---–------–---–ს და ზვ-----–------–---–ს მოსარჩელე ვალენტონა სტეფანოვას სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე