გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2020
საქმის ნომერი
330210119003067973
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15209-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე თ---- მ----ე

წარმომადგენელი თ----- ს-------ე

მოპასუხე თ------ მ---------

წარმომადგენელი ი--- პ--–----

მესამე პირი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი გ------- კ-------–---–-

დავის საგანი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, თანხის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. განესაზღვროს თ------ მ---------- არასრულწლოვან შვილთან დ-----– მ----------თან (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი ყოველი კვირის კვირა დღე 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, დედის თ---- მ------ თანდასწრებით, ქალაქ თბილისში (თბილისში თავისუფალი გადადგილების უფლებით) არასრულწლოვანის თბილისში ყოფნის პერიოდში, ხოლო თბილისის ტერიტორიიდან არასრულწლოვანი გაყვანის შემთხვევაში კი არასრულწლოვანის ადგილსამყოფელის მიხედვით;

1.2. თ------ მ---------- შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) მიმართ ბავშვის სრულწლოვანებამდე ნაწილობრივ, კერძოდ:

1.2.1. დედას თ---- მ----ეს მიეცეს უფლება დამოუკიდებლად თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე დაიცვას არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) კანონიერი ინტერესები სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობაში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ;

1.2.2. დედას თ---- მ----ეს მიეცეს უფლება დამოუკიდებლად თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე აიღოს არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

1.2.3. დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) სრულწლოვანების მიღწევამდე თ---- მ----ეს მიეცეს უფლება თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე განახორციელოს არასრულწლოვანის წარმომადგენლობა და მიიღოს გადაწყვეტილება დ-----– მ--------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ, წელიწადში არაუმეტეს სამი თვის ვადით, საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების, დასვენებისათვის (სწავლისგან თავისუფალი დრო) და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნულისათვის გათვალისწინებული დროით;

1.3. თ------ მ---------- დაევალოს თ---- მ----ესთან ერთად თანაბრად გაინაწილოს არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლის თანხა. აღნიშნული კურსის (არანაკლებ 15-20 სეანსი) დაწყების ვალდებულებას იღებს თ---- მ----ე მის მიერ შერჩეულ ფსიქოლოგთან შპს „ფ-----–-“ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში.

 

მოსარჩელე თ---- მ----ემ და მოპასუხე თ------ მ---------მ იქორწინეს 2015 წლის 2----------. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი დ-----– მ--------- დაბადებული 2016 წლის 2--------–-. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2016 წლის 3----------------. ბოლო პერიოდში მათ შრის ჩამოყალიბდა კონფლიქტური ურთიერთობა, რაც გამოწვეული იყო თ------ მ--------ისა და მისი ოჯახის წევრების ძალადობრივი ქმედებებით. აღნიშნულის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება მეუღლისაგან განცალკევებით ცხოვრების შესახებ.

თ------ მ---------მ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით. სასამართლოს 2017 წლის 3-------- განჩინებით სამოქალაქო საქმეზე N--------- მხარეთა შორის დავა დასრულდა მრიგებით. მოსარჩელეს არ სურდა მათ შორის ურთიერთობის კიდევ მეტად დაძაბვა და იმედოვნებდა, რომ მორიგებით საქმის წარმოების დასრულების შემთხვევაში მასსა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდებოდა. სასამართლოს განჩინებით თ------ მ---------- დ-----– მ--------ის სამი წლის ასაკის მიღწევამდე განესაზღვრა ურთიერთობისათვის ყოველი კვირის ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 17:30 დაათიდან 20:00 სათამდე მონახულებისა და წაყვანის უფლებით, ხოლო ბავშვის სამი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დრო ყოველი კვირის პარასკევი 17:30 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე თავისთან წაყვანის უფლებით. აღნიშნული განჩინებით მოწესრიგდა ასევე არდადეგების პერიოდში არასრულწლოვანთან ურთიერთობის რეჟიმი შემდეგნაირად: ზამთრის არდადეგების პირველი ნახევარი არასრულწლოვანს უნდა გაეტარებინა დედასთან, ხოლო მეორე ნახევარი მამასთან. ზაფხულის არდადეგების პრიოდში კი პირველი ნახევარი დ-----– მ---------- უნდა გაეტარებინა მამასთან, ხოლო მეორე ნახევარი დედასთან.

მორიგების დამტკიცების შემდეგ მოპასუხის კარგი დამოკიდებულება მოსარჩელისა და თავისი შვილის მიმართ მხოლოდ ცოტა ხანს გაგრძელდა. მალევე თ------ მ---------მ გაორმაგებული აგრესიით დაიწყო მოსარჩელის შევიწროევა, შეურაცხყოფა, შვილის თანდასწრებით ცემა და ძალადობა, რაც არასრულწლოვანის ფსიქიკაზე მეტად უართოფითად მოქმედებდა. თ---- მ----ე და დ-----– მ--------- გახდნენ ინტენსიური ძალადობის მსხვერპლნი მოპასუხის, მისი ოჯახისა და საახლობლოს მხრიდან. 2017 წლის 2--------- განაჩენით თ------ მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით (ოჯახში ძალადობა) თ---- მ------ მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. განაჩენის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ მოპასუხის ძალადობა თ---- მ----ეზე და მის მშობლებზე განხორციელდა არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის თანდასწრებით, რომელიც მოსარჩელის მამას ეჭირა ხელში. ბოლო პერიოდის მანძილზე თ---- მ------ დაცვის მიზნით თ------ მ--------ის მიმართ გაცემულია ხუთი შემაკავებელი ორდერი, თუმცა მოპასუხე კვლავ აგრძელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ყოფილი მეუღლის მიმართ. ძალადობის მსხვერპლი გახადა არა მხოლოდ თ---- მ----ე, არამედ მისი მშობლებიც. თ---- მ------ მიმართ ძალადობას ადგილი ჰქონდა, არა მხოლოდ მოპასუხის, არამედ მისი ოჯახის წევრების, მეგობრისა და მეგობრის ოჯახის წევრების მხრიდან. აღნიშნულ ფაქტზე მომზადდა არაერთი სატელევიზიო გადაცემა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კი დაიწყო გამოძიება ძალადობის ფაქტზე, რის საფუძველზეც მოძალადეები პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი.

არასრულწლოვანი დ-----– მ--------- გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ეს მოხდა მაშინ, როდესაც მოპასუხეს ბავშვი თავისთან ჰყავდა წაყვანილი მოსარჩელის ნებართვით. არასრულწლოვანმა მოპასუხის ქმედებების გამო მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა. ბავშვი გახდა ნერვიული და აგრესიული, ადვილად ღიზიანდება, აქვს მამის მიმართ შიში და არ სრუს მამასთან და მის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. დ-----– მ--------- საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას. არასრულწლოვანი ცნობილია დაზარალებულად მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. შპს „ფ------“ მიერ მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით აუცილებელია მამის ჩართულობა მის ცხოვრებაში, თუმცა არა იმ გრაფიკით, რაც სასამართლოს 2017 წლის 3-------- განჩინებით იქნა დადგენილი. ფსიქოლოგის რეკომენდაციით ბავშის მამასთან ყოფნა დედის გარეშე არ არის მიზანშეწონილი და მამა-შვილს შორის ურთიერთობა ამ ეტაპზე რეკომენდირებულია კვირაში ერთი დღეს რამოდენიმე საათით, არაუმეტეს 5 საათისა. ამასთან ფსიქოლოგს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მამა-შვილის იურთიერთობა მამის საცხოვრებელ სახლში წაყვანისა და ღამე დარჩენის უფლებით, რადგან მამა-შვილის ურთიერთობაში აღნიშნულის რესურსი ამ ეტაპისათვის არ არსებობს.

მოპასუხე ბავშვის ინტერესების საზიანოდ იყენებს მშობლის უფლებებს, რითაც ხელს უშლის, როგორც მოსარჩელეს ბავშვთან დაკავშირებული საკითხების დროულად გადაწყვეტაში, ასევე ბავშვს თავისი ინტერესების დაკმაყოფილებაში. დ-----– მ---------მ მოიგო პარიზის „დ-------–------“ საგზური, თუმცა დღემდე ვერ შეძლო გამგზავრება, რადგან მოპასუხე არ აძლევს მოსარჩელეს თანხმობას არასრულწლოვანის პასპორტის აღებისა და შვილის საზღვარგარეთ გაყვანისათვის საჭირო დოკუმენტების მისაღებად. მოსარჩელისა და მოპასუხის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც ხშირად შემაკავებელი ორდერების მოქმედების გამო სარეთოდ არ არსებობს, მოსარჩელე შვილისათვის ყოველდღიური ყოფითი საკითხების მოგვარებასაც ვერ ახერხებს. მოპასუხის დამოკიდებულება და ქცევა აზიანებს ბავშვის ინტერესებს. თ------ მ--------- მშობლის უფლებებს იყენებს ყოფილ მეუღლეზე შურისძების იარაღად, რათაც მხოლოდ თავისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე კი მოსარჩელე ძულებულია მოითხოვოს მშობლის წარმოამდგენლობითი უფლების შეზღუდვა, რათა დაცულ იქნეს არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესები.

არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის ფსიქოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ მას აღენიშნება ფსიქო-ემოციური ტრავმატიზაციის გარკვეული ხარისხი, რაც გამოხატულია გაღიზიანების მაღალი ხარისხით, ძლიერი ემოციური განცდები, ჭირვეულობა, ემოციური არამდგრადობა და გუნება-განწყოფილების ხშირი ცვლილება. შპს „ფ------“ ფსიქოლოგის ნ-----------–---–ის რეკომენდაციით დ-----– მ--------ის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია ბავშვისათვის ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლა, მინიმუმ 10-15 სიანსი, სასურველია 15-20 სეანსი, რომელიც ეტაპობრივად შეასუსტებს მამის მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით დ-----– მ---------- აუცილებლად ესაჭიროება ფსიქოკონსულტაციის კურისის გავლა, რასაცს დამოუკიდებლად მხოლოდ მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს. თ---- მ----ე არ არის დასაქმებული, ცხოვრობს დედასთან ერთად და მას ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობელბი. არასრულწლოვანისათის საჭირო ხარჯის გაღებაში კი ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მოანწილეობას.

(სარჩელი, განჩინება 19.12.2019 წელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მოთხოვნას ეთანხმება;

2.2. (2.1.1., 2.1.2., 2.1.3.) მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება;

2.3. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება.

თ---- მ----ე და თ------ მ--------- იმყოფებოდნენ ქორწინებაში. სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 2------------ გადაწყვეტილებით თ---- მ------ა და თ------ მ--------ის ქორწინება შეწყდა. მოსარჩელე თ------ მ---------- არ აძლევდა შესაძლებლობას ბავშის ნახვისა და მასთან ურთიერთობისათვის. თ---- მ----ე იჩენდა აგრესიას, როგორც მოპასუხის ასევე მისი მშობლების მიმართ, რის გამოც მოპასუხე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით, რაც მხარეთა მორიგებით დასრულდა. 2017 წლის 2-------- გამამტყუნებელი განაჩენი მოპასუხის მიმართ სახეზე არ იქნებოდა თ---- მ----ეს პირნათლად, რომ შეესრულებინა 2017 წლის 3-------- სასამართლოს განჩინებით ნაკისრი ვალდებულებანი. მოპასუხეს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდასა და სოციალურ ცხოვრებაში. თ------ მ---------- 2017 წლის 3-------- განჩინებით დადგენილი პირობებით დღემდე არ უსარგებლია, რადგან მოსარჩელე ყოველთვის არღვევს განჩინებით განსაზღვრულ პირობებს და ცდილობს სიტუაციის დაძაბვას. თ---- მ----ე ახდენს ფსიქოლოგიურ გავლენას შვილზე და იყენებს მას შურისძიების იარაღად მეუღლის მიმართ. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სასამართლოს 2017 წლის 3-------- განჩინებით დადგენილი პირობების უნდა დარჩეს ძალაში. შვილთან ურთიერთობისათვის დადგენილი დროის მონაკვეთის შემცირების შემთხვევაში მამა-შვილს შორის ჯანსაღი დამოკიდებულება ვარ ჩამოყალიბდება და ვერ იქნება უზრუნველყოფილი ის სოციალური მოთხოვნები, რაც არასრულწლოვანის საზოგადოებისათვის ღირეულ წევრად აღზრდისათვისაა საჭირო.

მოპასუხისათვის გაუგებარია თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება ბავშვის მიმართ. სწორედ მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ გააფუჭა მეუღლეთა ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერები გამოწერილია ერთ დღეს სხვადასხვა პირების მიმართ. ყველა მთგანის გამოწერა თ---- მ----ეზე არ მომხდარა. შემაკავებელ ორდერებში მითითებულ პირთაგან ნაწილი მოსარჩელის ნათეასვია. მოსარჩელე ცდილობს არასწორი ფაქტების მითითებით შექმნას სურათი თითქოს თ------ მ---------- საკუთარი შვილი არ უყვარს. მოპასუხეს აქვს კანონმდებლობით გარანტირებული უფლება ნახოს შვილი და მოსარჩელეს არ აქვს უფლება უკანონოდ შეუზღუდოს მას ბავშვთან ურთიერთობის უფლება. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხის მიმართ გამოტანილია განაჩენი და ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის საფუძველზე არ შეიძლება გახდეს შვილთან ურთიერთობის შეზღუდვის საფუძველი, რადგან მოპასუხეს ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე დაკისრა პასუხისმგებლობა და მას განასახილველ სამოქალაქო დავასთან მიმარებით სარეთო არაფერი აქვს. თ------ მ---------- შვილზე არ უძალადია. მოსარჩელემ არაერთხელ აღიარა, რომ ბავშვმა დაზიანებები მიიღო საბავშვო ბაღში. თ------ მ---------მ ბავშვი მოსარჩელისგან სწორედ მსგავს მდგომარეობაში გამოიყვანა. მოპასუხის მიერ შვილისთვის დაზიანებების მიყენების შემთხვევაში მას აუცილებლად დაეკისრებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აღნიშნულთან მიმარებით მოპასუხეს ბრალი არ წარდგენია.

მოსარჩელე არ უთითებს მშობლის წარმოამდგენლობითი უფლები შეზღუდვის ისეთ გარემოებებს, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცისა და მამის მხრიდან რაიმე დაბრკოლების შექმნის ფაქტს დაადასტურებდა. მოსარჩელე კონკრეტულად არ უთითებს თუ რისთვის სჭირდება მას არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გაყვანა. ბავშვის ადგილსამყოფელი ცნობილი უნდა იყოს ორივე მშობლისათვის და ისინი ერთობლივად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ბავშის სააქართველოდან გაყვანისა და დაბრუნების თაობაზე. თ------ მ---------- ბავშვის გადაადგილებისათვის ხელი არასდროს შეუშლია. თ---- მ----ეს არ მიუმართავს თ------ მ--------ისათვის, რათა მას გაეცა თანხმობა არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გაყვანისათვის. პარიზის „დ-------–------“ საგზური დ-----– მ---------მ მოიგო ერთი წლის წინ, რაც როგორც მოპასუხეას ასევე მისი ოჯახის წევრებს ძალიან გაუხარდათ. მოპასუხე თანხმობას აცხადებდა არასრულწლოვანის საფრანგეთში წასვლაზე ამ საგზურის ფარგლებში. დღეისათვის აღარ არსებობს სარჩელში მითითებული გარემობა, რადგან მოსარჩელისათვისაც ცნობილია, რომ დ-----– მ--------- „დ-------–----–-“ აღარ მიემგზავრება. თ------ მ---------- აქვს ეჭვი, რომ მოსარჩელეს სურს არასრულწლოვანი გაიყვანოს საქართველოდან და შემდეგ იგი აღარ დააბრუნოს, რაც ზიანის მომტანი იქნება უპირველესად არასრულწლოვანისათვის, ვინაიდან მას შეეზღუდება მამასთან ურთიერთობის უფლება.

ასევე გაურკვეველია რატომ უნდა მიეცეს თ---- მ----ეს უფლება დამოუკიდებლად აიღოს არასრულწლოვანის პასპორტი. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს თუ რისთვის აყენებს აღნიშნულ მოთხოვნას და რა იურიდიული შედეგი მოჰყვება მის დაკმაყოფილებას. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება სავალდებულოა 14 წლის ასაკიდან და მისი აღება შეიძლება მშობლის თანხმობს გარშეც. მოსარჩელე ცდილობს სრულიად უსაფუძვლოდ მოიპოვოს აბსოლიტური უფლებები ბავშვის მიმართ. მშობლის წარმოამდგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა კონკრეტული საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თ------ მ---------- დაკისრებული აქვს ალიმენტი გადახდა არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის სასარგებლოდ, რასაც ასრულებს ნებაყოფლობით. მოპასუხე თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ზრუნავს შვილზე. მას პრეტენზია არ განუცხადებია მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ და ერთობლივად შეძენილ მოძრავ ნივთებზე, რათა არასრულწლოვანი აღზრდილიყო ნორმალურ პირობებში. თ---- მ----ე ბავშის თანდასრებით ცუდად იხსენიებს მამას, რაც დ-----– მ--------- იმეორებს, როგორც სწორ საქციელს. ასეთი მეთოდით არასრულწლოვანის აღზრდა არასწორია. მოსარჩელე თ------ მ---------- უზღუდავს შვილთან ურთიერთობის უფლებას, შვილის სანახავად მისულ კარს არ უღებს. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მოპასუხეს ასევე არ აქვს ინფორმაცია არასრულწლოვანის გადაადგილების შესახებ.

დ-----– მ--------- არის აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი. ფსიქოლოგის დასკვნაში ასახულია მხოლოდ რეკომენდაციები და არა ვალდებულება მშობლისათის ფსიქოლოგის მომსახურების გამოყენების თაობაზე. დ-----– მ--------ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდება თუკი დედა მასზე ზეწოლას არ მოახდენს მამასთან ურთიერთობის საკითხში. არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია და იგი ფსიქოკონსულტირების ხანგრძლივი კურსის გავლას არ საჭიროებს. მამას ცხადია აქვს ვალდებულება ბავშვის მკურნალობისათვის გაიღოს ხარჯი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე არ არსებობს რაიმე სახის საექსპერტო დასკვნა.

(შესაგებელი, 2019 წლის 30 დეკემბერის პოზიცია დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით N3377874, სასამართლო 2020 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნებსა და შპს „ფ------“ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს.

სოციალური სამსახურის შეფასებით, ბავშვის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ მას ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც დედასთან ასევე მამასთან. ამასთან, ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მათ განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. არასრულწლოვანის მშობლებთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს მის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა არასრულწლოვანის სრულფასოვანი განვითარებისა და შესაბამისად საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციით ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს ბავშის ფსიქოლოგიური ტრავმა დედასთან ხანგრძლივი დაშორებით, რადგან ბავშვს ამ დრომდე დედასთან განშორების ამხელა პერიოდი არ ჰქონია. დ-----– მ--------ის მამასთან შეხვედრა უნდა მოხდეს ბავშვისთვის ნაცნობ და მშვიდ გარემოში. ორივე მხარე ვალდებულია დაიცვას ბავშვის სტრესისგან და შუაქმნას მას მშვიდი, უსაფრთხო და ძალადობისაგან დაცული გარემო.

არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და ფსიქოლოგი დასკვნის გათვალისიწნებით მამა-შვილს შორის ურთიერთობისათვის უნდა განისაზღვროს კვირაში ერთი დღე სამი საათით. არსებული კრიზისული პერიოდის გავლის შემდეგ კი შესაბამისი ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე მიზანშეწონილი იქნება გაიზარდოს არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის დადგენილი დროის მონაკვეთი. ამასთან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არ აქვს ფსიქოკონსულტირების სახელმწიფო პროგრამა, რათა ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში ასახული რეკომენდაციის შესაბამისად არასრულწლოვანისათვის შეთავაზებულიყო აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. სოციალური სამსახურის პოზიციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არასრულწლოვანის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებისათვის საჭირო არ არის ორივე მშობლის თანხმობა და მისი გაცემა ერთი მშობლის მიმართვის შემთხვევაშიც უპრობლემოდ ხორციელდება. მეურვეობისა და მზრუნველობოს ორგანო დანარჩენ ნაწილში ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვასთან მიმართებით, და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის გაყვანა წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით შესაძლებელია განხორციელდეს იმ სახელმწიფოებში, რომლებიც წარმაოდგენენ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს და ამ მხრივ თანამშორომლობენ საქართველოსთან.

მეურვეობისა და მზრუნვეობის ორგანოს 2019 წლის 2-----–---- დასკვნა N1---- (ს.ფ. 153,188), მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო 2019 წლის 0-----–---- დასკვნა N1---- (ს.ფ. 78-79), 2020 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თ---- მ----ე და თ------ მ--------- 2016 წლის დეკემბრის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

არასრულწლოვანი დ-----– მ--------- ცხოვრობს და იზრდება დედასთან, თ---- მ----ესთან, ერთად;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).

3.1.2 თ---- მ----ე, დედასთან თ----- ჩ------–---–თან და არასრულწლოვან შვილთან დ-----– მ----------თან ერთად, ცხოვრობს თბილისში, მისამართზე ვ-–----–----–-------------------–---------------. საცხვრებელში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. არასრულწლოვანისათვის დედის საძინებელში გამოყოფილია ცალკე იზოლირებული კუთხე, სადაც არის ბავშვის ასაკისა და განვითარებისათვის საჭირო ყველა ნივთი. დ-----– მ--------- სოციალური მუშაკის ვიზიტების დროს იმყოფებოდა სახლში. ბავშვი არის მოვლილი, მოწესრიგებული, ამინდისა და ასაკის შესაბამისად ჩაცმული.

თ---- მ----ე არის სტუდენტი, სწავლობს კ------------------------–-------------------------------------–-------- და არის მეოთხე კურსის სტუდენტი. თ---- მ----ე სტაჟირებას გადოდა სს „თ----------ში“, თუმცა აჟამად სტაჟირების გავლა შეწყვიტა მამის ავადმყოფობის გამო. თ---- მ----ე დასაქმებული არ არის და მას ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობლები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 0-----–---- დასკვნა N1---- (ს.ფ. 77-79).

3.1.3. თ------ მ--------- ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად მისამართზე თ---–-----–-------–------------------------. ბინაში სანიტარულ ჰიგიენური მდგომარება დამაკმაყოფილებელია, სახლში არის კეთილსაიმედო გარემო და აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის.

თ------ მ--------- დასაქმებული არ არის, მას ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობლები. იგი არის სტუდენტი და სწავლობს ს----------–-------------------------------–-----------------–----------------–--------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 2-----–---- დასკვნა N5--- (ს.ფ. 153, 188).

3.1.4. თ---- მ----ესა და თ------ მ---------- შორის საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტისას არასრულწლოვანი დ-----– მ--------- იყო რვა თვის. მხარეთა დაშორების შემდეგ არასრულწლოვანი იზრდებოდა ვანში მოსარჩელის მშობლების, ზ---- მ------ა და თ----- ჩ------–---–ის, ოჯახში. ბავშვზე ფაქტობრივ მზრუნველობას ახორციელებდა ბებია, რომელსაც დახმარებას უწევდა ძიძა მ-----------------–-–---–-. ვინაიდან, თ---- მ----ე აღნიშნულ პერიოდშიც იყო სტუდენტი, იგი მშობლების დახმარებით რეგულარულად ახერხებდა შვილთან ურთიერთობას და მის მონახულებას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ საქართველოს შრომის, განმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვანის რაიონული განყოფილების 2017 წლის 10 მაისის მიმართვა N0----------- და ამავე განყოფილების 2017 წლის 10 მაისის დასკვნა N---- (ს.ფ. 163-165);

_ვანის მაგისტრი სასამართლოს 2017 წლის 1-------- გზავნილი თ------ მ--------ისადმი (ს.ფ. 162).

3.1.5. 2017 წლისათვის, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის საკითხთან ერთად, მხარეთა შორის სადავო იყო დ-----– მ--------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითიც. 2017 წლის 1-----------ს თ------ მ---------მ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის მიკუთვნებისა და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით. სასამართლოს 2019 წლის 2---------- N2------- განჩინებით თ------ მ--------ის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო სარჩელი დარჩა განუხილველი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2---------- განჩინება N2------- სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 175-177);

_ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0-----------–-- მიმართვა თ------ მ--------ის წარმომადგენელისადმი (ს.ფ. 174);

_ საქართველოს შრომის, განმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვანის რაიონული განყოფილების 2017 წლის 18 დეკემბრის მიმართვა N------------- და ამავე განყოფილების 2017 წლის 14 დეკემბრის დასკვნა N8--- (ს.ფ.171-173);

- სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გზავნილი თ------ მატარიძისადმი (ს.ფ. 170).

3.1.6. თ---- მ----ესა და თ------ მ--------ის ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის იყო კონფლიქტი, რთული ურთიერთობა, რაც გაგრძელდა მხარეთა შორის თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგაც.

თ---- მ------ მიმართვის საფუძველზე 2017 წლის 0--------–- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ გაიცა N------- შემაკავებელი ორდერი მოძალადე თ------ მ--------ის მიმართ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- გადაწყვეტილებით დამტკიცდა ერთი თვის ვადით 0------------------------- წლის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ 2019 წლის 21 მაისს გაცემული ცნობა N------------- (ს.ფ. 42).

3.1.7. 2017 წლის 0--------–-------------–-–------------–- თ---- მ------ა და მისი მშობლების თ----- ჩ------–---–ისა და ზ---- მ------ მიმართ ფიზიკური და სხვაგვარი ძალადობის განხორციელების გამო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0--------- განაჩენით საქმეზე N------- თ------ მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით, რაც საქართელოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. თ------ მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძელზე ჩაეთვალა პირობით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად თ------ მ---------- სასჯელის ზომად დასახედ სა---ლოოდ განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2--------- განჩინებას საქეზე N------- (ს.ფ. 35-41);

_დისკზე ასახული ვიდეომასალა (ს.ფ. 68).

3.1.8. თ---- მ------ სახელზე თ------ მ--------- და მისი მშობლები, თ----- ძნელაძე და ა---– მ---------, პერიოდულად რიცხავდნენ თანხას 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ სს“თ----------ისა“ და სს „ლ---------------“ სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 98-108).

3.1.9. თ------ მ---------- სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 3-------- განჩინებით დადგენილი გრაფიკით არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია. იგი პერიოდულად ნახულობდა არასრულწლოვან შვილს. მოპასუხემ შვილის ნახვა შეძლო განსახილველ დავაზე მიღებული დროებითი განარგულების ფარგლებში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ ფოტოსურათები, ვიდეომასალა (დისკი, ს.ფ. 263, დისკი ს.ფ. 278).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. თ---- მ----ე და თ------ მ--------- დაქორწინდნენ 2015 წლის 2----------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი დ-----– მ--------- დაბადებული 2016 წლის 2--------–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 2---------- გაცემული ქორწინების მოწმობა N6----------, აქტის ჩანაწერი N6---------- (ს.ფ. 159);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 1------- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 32).

3.2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 0------------ გადაწყვეტილებით საქმეზე N2-------- დაკმაყოფილდა თ---- მ------ სარჩელი და შეწყდა ქორწინება თ---- მ----ესა და თ------ მ---------- შორის;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 0------------ გადაწყვეტილება N2-------- (ს.ფ. 160-161).

3.2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 3-------- განჩინებით საქმეზე N--------- დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: დ-----– მ--------ის (დაბადების თარიღი 28.04.2016) სამი წლის ასაკის მიღწევამდე მამას თ------ მ---------- შვილთან ურთიერთობის მიზნით განესააზღვროს დრო ყოველი კვირის ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 17:30 საათიდან 20:00 საათამდე მონახულებისა და წაყვანის უფლებით; დ-----– მ--------ის სამი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მამას თ------ მ---------- შვილთან ურთიერთობის მიზნით განესაზღვროს დრო ყოვლი კვირის პარასკევი 17:30 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე თავისთან ღამისთევით წაყვანის უფლებით; დ-----– მ----------თან მშობლების ურთიერთობა არდადეგების პერიოდში განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) ზამთრის არდადეგების პირველი ნახევარი დ-----– მ---------მ გაატაროს დედასთან თ---- მ----ესთან, ხოლო მეორე ნახევარი მამასთან თ------ მ----------თან; ბ) საზაფხულო არდადეგების პირველი ნახევარი დ-----– მ---------მ გაატაროს მამასთან თ------ მ----------თან, ხოლო მეორე ნახევარი დედასთან თ---- მ----ესთან; გ) მშობელთა ურთიერთშეთანხმებით, ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით (დასასვენებლად წაყვანა, ავადმყოფობა და სხვა) დაშვებული იქნეს ზემოხსენებული არდადეგების დროის გადანაცვლება-გადანაწილება მშობელთა შორის;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპაიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 3-------- განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქმეზე N--------- (ს.ფ. 33-34).

3.2.4. 2019 წლის 2--------–ს მომხდარი კონფლიქტის შედეგად მოძალადეების თ------ მ--------ის, ა------------ძის (თ------ მ--------ის მამა), თ--------–--ის (თ------ მ--------ის დედა), ნ-------------ისა და ს---–--------------ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერები, მსხვერლის თ---- მ------ მიმართ. მოძალადეებს აეკრძალათ იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, აეკრძალათ მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

თ---- მ------ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ-------------ეს, ა-–--------------ესა და ნ----------–-----------ეს წარედგინათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ---- მ----ეს ცნობილ იქნა დაზარალებლად.

ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველია აპარატის გენდერის დეპარტამენტმა. საქმის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა გამოთხოვა ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მათ მიერ განხორციელებული რეაგირების თაობაზე;

_ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის იმერეთის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებლის აკაკი გოგოლაშვილის მიერ გამოცემული შემოაკავებელი ორდერები N-------------------------------------- (ს.ფ. 43-47);

-საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერიდ დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 05 ივნისის მიმართვა თ---- მ------ადმი N--------- (ს.ფ. 48-50);

-საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერიდ დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 14 მაისის წერილი N--------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილისადმი (ს.ფ. 51-52);

-საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 02 მაისის წერილი N--------- საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსისადმი (ს.ფ. 53-54);

-საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 03 მაისის წერილი N---------- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისადმი (ს.ფ.55-56);

-საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 02 მაისის წერლი N--------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძების ხარისხის მონიტორინგის დირექტორისადმი (ს.ფ. 60-61);

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 მაისის და 2019 წლის 15 მაისის მიმართები საქართველოს სახალსო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ. 57-58);

- საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორის 2019 წლის 10 მაისის მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსოსადმი (ს.ფ. 59);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უდროსის მოდაგილის 2019 წლის 20 მაისის მიმართვა სახალხო დამცველის აპარატის გენდერის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსისდამი (ს.ფ. 64);

_ დისკზე ასახული სატელევიზიო სიუჟეტები (ს.ფ. 68).

3.2.5. 2019 წლის 2--------–ს ვანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გათვალისიწნებული სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. გამოძიებას საფუძვლად დაედო საინფორმაციო ცენტრ „112“-დან შემოსული შეტყობინება, რომლის თანახმად ქალაქ ვანში მცხოვრებ თ---- მ----ესა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ოჯახში ძალდობა. 2019 წლის 03 მაისს თ---- მ----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად. არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძება გრძელდება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტროს 2019 წლის 05 მაისის მიმართვა სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსისადმი (ს.ფ. 62-63);

3.2.6. 2019 წლის 22 ივნისის დადგენილებით N------------ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით არასრულწლოვანი დ-----– მ--------- ცნობილ იქნა დაზარალებულად. არასრულწლოვანის დაზარალებულად ცნობას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებანი: დ-----– მ--------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭედევების სახით; თ---- მ------ განმარტებით აღნიშნული დაზიანება არასრულწლოვანმა მიიღო 2019 წლის 2--------–-, მაშინ როდესაც ბავშვი მასთან შეთანხმებით დროებით ჰყავდა წაყვანილი მამას თ------ მ----------.

2019 წლის 02 მაისს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის მოკლე ანამნეზის შესაბამისად, არასრულწლოვანს აღენიშნებოდა ორივე თვალის კონიუქტივი ჰიპერემია, ჩირქოვანი გამონადენი, შუბლის არეში მარცხნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღეთების კვალი მომწვანო ფერის, არ არის გამორიცხული ტრავმა. ცხვირ-ტუჩის არეში ზედა ტუჩთან ექსკორაციის შემდგომი მცირე ზომის ნაწიბური;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის რ------------------ 2019 წლის 22 ივნისის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ. 66-67);

_მ-------------–------- მიერ 2019 წლის 02 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 65).

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან დ-----– მ---------- ფიზიკური დაზიანება მიაყენა მამამ თ------ მ---------მ. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. განაჩენი, რომლითაც თ------ მ--------- დამნაშევდ იქნებოდა ცნობილი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტეზე საქმის მასალებში არ არის. აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი არასრულწლოვანის სურათით (ს.ფ. 68, დისკი) არ შეიძლება დადასტურდეს. მხარეებს ეკისრებათ, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომელის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარეებს უნდა დაეკიროთ იმ გარემოებების მრკიცების ტვირთი (ვალდებულება) რაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

3.2.7. არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში (სარჩელი გამოხმობილ იქნა მოსარჩელე თ------ მ--------ის მიერ 2018 წლის 1---------- განცხადებით) მომზადებელ ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშის სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლების ზრუნვას, მშობელთა შორის კონფლიქტური სიტუაცია ხელს უშლის ბავშვის განვითარებას და უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებას. სავალდებულოა მშობლებმა გააცნობიერონ თუ რამდენად ზარალდება ბავშვი დაძაბულ და კონფლიქტურ გარემოში. ფსიქოლოგის რეკომენდაციით სავალდებულო იყო მამას მაქსიმალურად ემუშავა ბავშვთან, რათა ბავშვი დაახლოებოდა დედას და დედას ხელი შეეწყო მამასთან არსებული დადებითი ემოციების შენარჩუნებასა და გარღმავებაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მოვალეობის შემდრულებლის 2018 წლის 20 აგვისტოს დასკვნა N---- (ს.ფ. 169);

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგებტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 27 აგვისტოსა და 11 სექტემბრის მიმართვები N-------------------------- (ს.ფ. 167-168);

_ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის გზავნილი თ------ მ--------ისადმი (ს.ფ. 166);

_ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2---------- განჩინება N2------- სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 175-177).

3.2.8. თ------ მ---------მ 2019 წლის 2--------–- გაცემული მინდობილობით, როგორც დ-----– მ--------ის კანონიერმა წარმოამდგენელმა მიანიჭა უფლებამოსილება თავის მშობლებს თ--------–--ესა და ა---– მ----------, რათა მათ წარმოედგინათ მისი და დ-----– მ--------ის ინტერესები ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებში, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. მათ მიენიჭათ უფლებამოსილება შეესრულებინათ ყველა ის მოქმედება, რაც სასამართლოს მიერ მინიჭებული იყო თ------ მ--------ისათვის, როგორც დ-----– მ--------ის მშობლისათვის. მათ ასევე მიენიჭათ უფლებამოსილება ყოფილიყვნენ დ-----– მ--------ის წარმოამდგენლები სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ თ------ მ--------ის მიერ 2019 წლის 2--------–- გაცემული მინდობილობა N-------- (ს.ფ. 156-185).

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ აპელირებულ გარემოებას მასთან მიმართებით, რომ ზემოთმითითებული მინდობილობით დასტურდება ის გარემოება, რომ თ------ მ--------- მზად არ არის მშობლის მოვალეობის შესრულებისათვის ან არ სცალია მის შესასრულებლად, რის გამოც შვილის წარმოამდგენლობითი უფლებამოსილება გადასცა თავის მშობლებს. მოსარჩელის განმარტებით თ------ მ--------ის დედა წარმაოდგენდა მათი ნდობის ობიექტს, რადგან სწორედ მისგან იყო გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები არასრულწლოვანთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას მოპასუხე უპირისპირებს მოსაზრებას მასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მინდობილობა თ------ მ--------ის მიერ გაიცა სწორედ იმიტომ, რომ მეუღლესთან კონფლიქტი თავიდან აეცილებინა და ბავშვი თ---- მ------აგან წამოეყვანა არა მას, არამედ მის მშობლებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში მათ შორის სასამართლოში. ის გარემოება, რომ მოპასუხეს მინდობილობის გაფორმების დროისათვის შეზღუდული ჰქონდა არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ ადსტურდება. შესაბამისად, მას შეეძლო თავისი შეხედულებისა და სურვილის შესაბამიად გაეფორმებინა მინდობილობა, როგორც არასრულწლოვანი კანონიერ წარმომადგენელს. მინდობილობის გაფორმება, კი თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი უარს აცხადებს თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებაზე არასრულწლოვანი შვილის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით

3.2.9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2019 წლის 0-----–---- დასკვნაში აღნიშნულია: არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური, ბავშვი არის კონტაქტური და ადვილად შედის კონტაქტში, დასმულ კითხვებს პასუხს ცემს ასაკის შესაბამისად; მამაზე საუბარი არ სიამოვნებს და ამბობს, რომ მამამ დედა გააბრაზა და სცემა. ბებიის ხსენებისას ბავშვი ეკვრის დედას და აღარ სურს საუბრის გაგრძელება; მხარეთა შორის არსებული რთულლი და არასტაბილური ურთიერთობა უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. სოციალური მუშაკი მიიჩნევს, რომ დედის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობითა და არასრულწლოვანის ასაკიდან გამომდინარე ვანის რაიონული სასამართლოს განჩინების აღსრულება ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად მატრამვირებელი იქნება; სოციალური მუშაკის შეფასებით დ-----–ის ასაკიდან გამომდინარე მამასთან შეხვედრების ორგანიზება უნდა დაიგეგმოს ბავშვისათვის ნაცნობ და მშვიდ გარემოში.

სოციალური სამსახურის 2019 წლის 2-----–---- დასკვნაში ასახული სოციალური მუშაკის რეკომენდაციით ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან კონტაქტის საშუალება, რათა თითოეულმა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდა-განვითარებაში.

სასაამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 0-----–---- დასკვნა N1---- (ს.ფ. 78-79);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 2-----–---- დასკვნა N1---- (ს.ფ. 153, 188).

3.2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2-----–---- განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა დრებითი განკარგულების მიღების თაობაზე. მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება დ-----– მ--------ისა და თ------ მ--------ის ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ: 1. განესაზღვრა თ------ მ---------- არასრულწლოვან შვილთან დ-----– მ----------თან (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) ურთიერთობისათვის დროსი მონაკვეთი, ყოველი კვირის კვირა დღე 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, დედის თ---- მ------ თანდასწრებით ან/და ამ უკანასკნელის (თ---- მ------) მიერ დასახელებული მესამე პირის (მათ შორის ფსიქოლოგის) თანდასწრებით ქალაქ თბილისში (თბილისში თავისუფალი გადაადგილების უფლებით) არასრულწლოვანის თბილისში ყოფნის პერიოდში, თბილისის ტერიტორიიდან არასრულწლოვანის გაყვანის შემხვევაში კი არასრულწლოვანი ადგილსამყოფელის მიხედვით; 2. დაევალა თ---- მ----ეს ეცნობებინა თ------ მ--------ისათვის ან/და მისი წარმომადგენლისათვის არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის ქალაქ თბილისიდან გაყვანის შემთხვევაში მისი ადგილსამყოფელი, ქალაქიდან გაყვანამდე არაუგვიანეს სამი დღისა.

დროებითი განკარგულების აღსრულება თავდაპირველ ეპატზე არ განხორციელებულა, ხოლო მოგვიანებით მამა-შვილს შორის შეხვედრა შედგა. მეურვეობისა და მზრუნველობორ ორგანოს ინფორმაციით 2019 წლის 25 დეკემბერს თ------ მ---------მ განმარტა, რომ იგი შეხვდა არასრულწლოვან შვილს და თ---- მ----ემ უზრუნველყო დროებითი განკარგულების აღსრულება;

სასამაღთლო ეყრდნობა შმედეგ მტკიცებულებებს:

_ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2-----–---- განჩინება დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე საქმეზე N2/15209-19 (ს.ფ.178-179);

_ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 30 დეკემბრის განცხადება N----------- (ს.ფ. 245).

3.2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2-----–---- საოქმო განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და შპს „ფ------“ დაევალა შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი ფორმით მოსაზრების (ფსიქოლოგიური გამოკვლევის) წარმოდგენის სახით.

არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით, შპს „ფ------“ ფსიქოლოგის მიერ ჩატარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა.

აღნიშნული გამოკვლევის მიხედვით: ფსიოლოგის პირველი შეხვედრა დ-----– მ----------თან განხორციელდა დედის სახლში. დ-----–თან თავიდანვე ჩამოყალიბდა თბილი და ნდობით სავსე ურთიერთობა; ფსიქოლოგთან ურთიერთობაში ბაშვი არ იყო დაძაბული, აჩვენა მას ყველა სათამაშო და აუხსნა მათი მნიშვნელობა. კითხვაზე პასუხობდა დაძალების გარეშე, საკუთარი ინიციატივით; რენე ჟილის მეთოდიკის მიხედვით პასუხების უმეტესობაში ფიგურირებდა დედასთან ემოციური სიახლოვე; მამაზე საუბრისას დ-----–ს ეცვლება გამომეტყველება და ხასიათი და უარს აცხადებს მამასთან შეხვედრაზე „არ მინდა მამა“, „არ მიყვარს მამა“, თუმცა დედამ მოახერხა ბავშვის დაყოლიება მამასთან შესახვედრად წასვლაზე; მამასთან შეხვედრა იყო უემოციო, სიხარულის გარეშე. მამის დანახვაზე დ-----–ი იმალება დედის უკან, თუმცა, როდესაც მამას ხელში აჰყავს არ აპროტესტებს. მამას აძლევს კოცნის უფლებას, თუმცა თავად არ კოცნის; მამასთან ურთიერთობის დროს დ-----–ი ცდილობს, რომ დედა მუდმივად ჰყავდეს თვალთახედვის არეში, წინააღმდეგ შემთხვევაში იწყებს ტირილს და ითხოვს დედას; დ-----– მ---------- აღენიშნება ფსიქო-ემოციური ტრავმატიზაციის გარკვეული ხარისხი, რაც მოცემულ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი სიმპტომებით: გაღიზიანებადობის მაღალი ხარისხი, ძლიერი ემოციური განცდები, ჭირვეულობა, ემოციური არამდგრადობა და გუნება განწყობილების ხშირი ცვლილება. სავარაუდოდ აღნიშნულის წინაპირობა არის მშობლების და უფროსების კონფლიქტი, რომელსაც არაერთხელ შესწრებია ბავშვი; მშობლებზე საუბრისას დ-----–ი ახდენს უფროსების კონფლიქტისა და დედაზე ფიზიკური ძალადობის იმიტაციას (ყვირის, იღებს აგრესიულ გამომეტყველებას, დედას თავში ურტყავს ხელებს და ამბობს: მამამ დედას ასე დაარტყაო); ნეგატიური ფსიქოემოციური განწყობები ასევე ვლინდება საბავშვო ბაღში თანატოლებთან ურთიერთობისას; დ-----– მ----------- და მამას, თ------ მ---------- შორის არსებობს გაუცხოების გარკვეული ხარისხი და მათი ურთიერთობა არის ცივი და ნაკლებად ემოციური; მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დროს მამა საკმაოდ თბილად და სიყვარულით ექცეოდა დ-----–ს, ბავშვის მხრიდან შეიმჩნეოდა დისტანცირება, რაც გამოიხატებოდა მამის დანახვაზე დედასთან ახლოს ყოფნით, მამასთან თამაშის სურვილის არარსეობობით, როდესაც მამა ხელში აიყვანდა, ბავშვი ცდილობდა დედა თვალთახედვის არეში ჰყოლოდა; მამასთან გაუცხოება სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ბავშვი ხშირად ხდებოდა ოჯახური კონფლიქტისა და ჩხუბის შემსწრე, რომლის დროსაც იწყებდა ტირილს; მამის დანახვა ბავშვისათვის ასოცირდება უსიამოვნო განცდებთან და სტრესულ სიტუაციასთან. მიუხედავად მცირე ასაკისა დ-----–ი ნამდვილად ხვდება მშობლებს შორის არსებულ ნეგატიურ ურთიერთობას და ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი გაუცხოების ერთ-ერთ წინაპირობად; დ-----– მ--------- რომელიმე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან არ იმყოფება რაიმე ზეგავლენის, ფსიქოლოგიური ზეწოლის ან ძალადობის ქვეშ; ბავშვს აშკარად გამოხატული ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს, თუმცა ეს პირდაპირი და მიზანმიმართულად მასზე განხორციელებული ზეგავლენის ბრალი არ არის; ამის მიზეზი ბავშვის თანდასწრებით ხშირად მომხდარი უფროსების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა; ბავშვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი აქვს მამასთან ნეგატიური შინაარსის ურთიერთობა, რაც მის ქცევაზე და მამასთან ურთიერთობაზე დიდ გავლენას ახდენს. მისი შეცვლა შესაძლებელია პროფესიონალური ფსიქოლოგიური ჩარევით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მრკიცებულებებს:

-შპს „ფ------“ 2019 წლის 2------------ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 205-212);

- დისკზე ასახული არასრულწლოვანის ვიდეომასალა (ს.ფ. 68).

3.2.12. დ-----– მ--------ის ასაკის, მისი ფსიქოლოგიური მდგომარების და შესაბამისად, მისი აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო პირობების გათვალისწინებით, უნდა შეიცვალოს სასამართლოს 2017 წლის 3-------- განჩინებით N--------- თ------ მ--------ისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დადგენილი წესი.

არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად რეკომენდირებულია მას მამასთან, თ------ მ----------თან ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, დედის თ---- მ------ თანდასწრებით.

ფსიქოლოგის რეკომენდაციით არასრულწლოვანის ასაკის, მისი საჭიროებების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დასაშვებია კვირაში ერთი დღე რამოდენიმე საათი (არაუმეტეს ხუთი საათისა) დედის თანდასწრებით. პარარელურად უნდა განხორციელდეს ბავშვის ფსიქოთერაპიული კურსის გავლა. მამა-შვილს შორის დადებითი ტენდენციების ჩამოუყალიბებლობის შემთხვევაში ურთიერთობის წესის ცვლიელბა გამოიწვევს ბავშვის დამატებით ტრავმატიზებას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მრკიცებულებებს:

-შპს „ფ------“ 2019 წლის 2------------ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 205-212).

მამასა და შვილს შორის ურთიერთობის ზემოთმითითებული წესით განსაზღვრის რეკომენდაციას იძლევა შპს „ფ------“ ფსიქოლოგი, რომელმაც განახორციელა არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის ფსქიო-ემოციური მდგომარეობის შეფასება. ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერსების გათვალისწინებით ბავშვის ცხოვრებაში მამის არსებობა აუცილებელია, ვინაიდან იგი წარმოადგენს სერიოზულ რესურსს ბავშვის ფსიქოემოციური განვითარების თვალსაზრისით, თუმცა თ------ მ---------მ უნდა შეცვალოს საკუთარი ქცევა და დამოკიდებულება თ---- მ----ესთან მიმართებით, რაშიც იგულისხმება აგრესიისა და ნეგატიური დამოკიდებულების გამომჟღავნება ბაშვის თანდასწრებით.

ფსიქოლოგმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოცემულ ეტაპზე ბავშვის მამასთან ყოფნა დედის გარეშე. მისი მითითებით მამამ შვილის თვალში ავტორიტეტი უნდა მოიპოვოს, ბავშვმა თავი დაცულად და სანდოდ უნდა იგრძნოს მამასთან. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მამა მასთან იმიტომ მიდის, რომ დედას ეჩხუბოს და სცემოს. რადგან ბავშვს ამ ასაკში ასე კარგად ახსოვს მამის მხრიდან დედის ცემის ფაქტი და ამას ჟესტიკულაციითაც იმეორებს, ნიშნავს, რომ ეს არაერთხელ მომხდარა.

ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ბავშვის მამისადმი დადებითი დამოკიდებულების ფორმირებისათვის საჭიროა დრო. ამ ეტაპზე მამა დამოუკიდებლად შვილთან ვერ ურთუერთობს, მათ ურთიერთობაში დედის როლი მთავარია, დედის გარეშე დ-----–ი მამასთან კომუნიკაციაში არ შედის. ფსიქოლოგი მასაც აღნიშნავს, რომ მამა ცდილობს შვილთან ურთიერთობას და მისი სურვილების გათვალისიწნებას, თუმცა მას ეს არ გამოსდის თავად ბავშვის მხრიდან მამის მიუღებლობის გამო. ბავშვს მამასთან ხანგრძლივად (ორ საათზე მეტხანს) ყოფნაც კი აღიზიანებს და ღლის. მამისა და შვილის შეხვედრას უნდა ესწრებოდეს დედა და ურთიერთობა უნდა განხორციელდეს ბავშვისათვის კომფორტულ გარემოში (მისივე სურვილით ჭერქვეშ ან ღია სივრცეში).

ფსიქოლოგი მამისა და შვილის ურთიერთობას მამასთან წაყვანითა და ღამით დარჩენის უფლებით მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და მის შესაძლებლობას განჭვრეტად და ლოგიკურ ვადაში ვერ ხედავს, რადგან მამა-შვილის ურთიერთობაში აღნიშნულის რესურსი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

დ-----– მ--------ის მამასთან ურთიერთობის სურვილი არ არის სიხარულზე და დადებით ემოციაზე გებული. შეხვდერების დროს დ-----–ს აღენიშნებოდა გაუცხოებისა და შიშის განცდა. დ-----–ის სურვილი მისი ასაკობრივი მახასიათებლებიდან და გამოხატვის ფორმიდან გამომდინარე ვერ იქნება ვინმესგან ნაკარნახევი და არის მისი დამოუკიდებელი აზრი. დიდი ალბათობით მამის დანახვა ბავშვის მეხსიერებაში ახდენს უარყოფითი და ნეგატიური ემოციების გახსენებას, რის შემდეგაც ბავშვის ქცევაც მამასთან ხდება ცივი და უემოციო.

3.2.13. არასრულწლოვან დ-----– მ---------- ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლის ფორმით. აღნიშნული კურსი გულისხმობს სპეციალისტის ჩართულობას და კურსი არის სასყიდლიანი;

საქმეში წარმოდგენილია არასრულწოვანის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ზევით აღინიშნა მოცემულის შესახებ). სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მასთან მიმართებით, რომ არასრულწლოვანი ფსიქოკონსუტირების კურსის გავლის გარეშე თავად დაძლევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. საქმეში წარმოდგენილი შპს „ფ------“ ფსიიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები 2019 წლის 2------------ თარიღით: სპეციალისტის რეკომენდაციით აუცილებელია მშობლებმა მალევე მიიღონ შესაბამისი ზომები ბავშვის ფსიქოლოგიაში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, რათა შემდგომი გართულებანი იქნეს თავიდან აცილებული.

სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ოგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სოციალურ სამსახურს ამ ეტაპზე არ აქვს იმ სახის პროგრამა, რაც არასრულწლოვანს სახელმწიფოს ხარჯზე ფსიქოკონსულტაციის კურსის გავლის შესაძლებლობას მისცემდა.

ფსიქოლოგი 2019 წლის 2------------ დასკვნაში იძლევა რეკომედაციას, რომ სასურველია ბავშისათვის ფსიქოკონსულტირების ინტენსიური კურსის გავლა (მინიმუმ 10-15 სესია, სასურველია 15-20 სესია), რომელიც ეტაპობრივად შეასუსტებს მამის მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ფსიქოლოგი ნ----------–-–---–ი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანს აუცილებლად ესაჭიროება ფსიქოლოგი დახმარება და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ფსიქოლოგისადმი დროული მიმართვა, რათა სპეციალისტის დახმარებით მოხდეს მამა-შვილის ურთიერთობის ნორმალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წლები დასჭირდეს მამას შვილთან ურთიერთობის აწყობაში. ფსიქოლოგს ასევე მიჩანია, რომ სასურველია ერთობლივ ფორმატში ფსიქოლოგიური კონსულტირება - დედა, მამა, ბავშვი (4-5 სესის მაინც) რაც დაეხმარება მშბლებს ურთიერთობის ნორმალიზებაში და არასრულწლოვანს გაუზრდის სანდოობისა და უსაფრთხოების განცდას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-----– მ--------ის მიერ ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლა თავად მოპასუხესაც მისცემს მეტ შესაძლებლობას შედარებით მოკლე დროში აღადგინოს არასრულწლოვანთან ურთიერთობის დადებითი დინამიკა, მოიპოვოს მისი ნდობა, რაც სა---ლოო ჯამში მამისა და შვილის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაქტორი შესაძლოა გახდეს. ამდენად, ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლა არა მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განმსაზღვრელია, არამედ მოპასუხისათვის წარმაოდგენს ერთ-ერთ საშუალებას შვილთან მეტი კონტაქტისა და შემდგომში არასრულწლოვანთან ურთიერთობის ინტენსივობის გაზრდისათვის, შესაბამისი დასკვნის შედეგების გათვალისიწნებით.

3.2.14. არ იკვეთება არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის კალენდარული წლის განმავლობაში სამი თვის ვადით საქართველოს საზღვრებს გარეთ, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც წარმოადგენენ „ბავშვის საერთაორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გამგზავრების ხელისშემშლელი გარემოება;

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოცემულ ეტაპზე არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ საფუძვლიანი ეჭვის ან რაიმე სახის საფრთხის არსებობას დაადასტურებდა, რაც სამომავლოდ ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავი ინტერესებისათვის. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანმა დ-----– მ---------მ მოიგო საგზური „დ-------–----–-“ გასამგზავრებლად (ფოტოსურათები, დისკი ს.ფ. 68). საქმეში არ არის წარმოდგენილი საგზურის გამოყენების პირობები, თუმცა უდავოა, რომ არასრულწლოვანს მოგებული საგზურით არ უსარგებლია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლიანი შეფასების საფუძველზე სახეზეა სასამართლოს 2017 წლის 3-------- განჩინებით N--------- თ------ მ--------ისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დადგენილი წესის შეცვლის წინაპირობები მამისა და შვილის ურთიერთობისათვის განკუთვნილი დროის შემცირების ჭრილში.

 

4.2.არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, სახეზეა მოპასუხე თ------ მ--------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი არასრულწლოვანისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში. მოსარჩელე თ---- მ----ეს ასევე უნდა მიენიჭოს უფლება თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს სამი თვის ვადით, წაიყვანოს არასრულწლოვანი დ-----– მ--------- საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც წარმოადგენენ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1982 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს.

 

4.3. არასრულწლოვანი დ-----– მ--------- საჭიროებს მშობელთა ზრუნვას ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლის მიზნით. ხარჯის გაღება განპირობებულია განსაკუთრებული გარემოებით (ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა), აღნიშნული კი წარმოადგენს მოპასუხისათვის არასრულწლოვანის სასარგებლოდ, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადი გადახდის წესით, თანხის დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე და 36-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1200-ე, 1202-ე, 1205-ე, 1215-ე მუხლები.

??????????? ?????????? ?? ???????????? ???????? ???????? ????????????, ????????? (??????????) ????????? ?? ??????????? ????????? ????????? ??????? ????? ??????? საქართველოს კანონის მე-3, მე-12.1, მე-20.1, მე-20.4, მე-20.8, მე-20.81 მუხლები.

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი.

ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის (საქართველო მოცემულ კონვენციას შეუერთდა 1995 წლის 14 თებერვალს და იგი ძალაშია 1997 წლის 01 ოქტომბრიდან) პირველი, მე-8, მე-9 მუხლები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3, მე-18, 24-ე, 28-ე, მე-9, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თ---- მ----ემ მოითხოვა თ------ მ---------- არასრულწლოვან შვილთან დ-----– მ----------თან (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) ურთიერთობისათვის განსაზღვროდა დროის მონაკვეთი ყოველი კვირის კვირა დღე 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, დედის თ---- მ------ თანდასწრებით, ქალაქ თბილისში (თბილისში თავისუფალი გადადგილების უფლებით) არასრულწლოვანის თბილისში ყოფნის პერიოდში, ხოლო თბილისის ტერიტორიიდან არასრულწლოვანი გაყვანის შემთხვევაში კი არასრულწლოვანის ადგილსამყოფელის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავეს ადგენს კოდექსის 1198-ე მუხლიც: 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

თ---- მ----ე და თ------ მ-------- დაქორწინდნენ 2015 წლის 2----------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი დ-----– მ--------- დაბადებული 2016 წლის 2--------–-. თ---- მ----ე და თ------ მ--------- 2016 წლის დეკემბრის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. სასამართლოს 2017 წლის 0------------ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ---- მ------ სარჩელი და შეწყდა ქორწინება თ---- მ----ესა და თ------ მ---------- შორის. არასრულწლოვანი დ-----– მ--------- ცხოვრობს და იზრდება დედასთან თ---- მ----ესთან ერთად (3.1.1., 3.1 2., 3.2.1.).

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი დ-----– მ--------- ცხოვრობს დედასთან, თ---- მ----ესთან (3.1.1.). თ---- მ----ესა და თ------ მ---------- შორის საქორწინო ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტისას არასრულწლოვანი დ-----– მ--------- იყო რვა თვის. მხარეთა დაშორების შემდეგ არასრულწლოვანი იზრდებოდა ვანში მოსარჩელის მშობლების ზ---- მ------ა და თ----- ჩ------–---–ის ოჯახში. ბავშვზე ფაქტობრივ მზრუნველობას ახორციელებდა ბებია, რომელსაც დახმარებას უწევდა ძიძა მ-----------------–-–---–-. ვინაიდან, თ---- მ----ე აღნიშნულ პერიოდშიც იყო სტუდენტი, იგი მშობლების დახმარებით რეგულარულად ახერხებდა შვილთან ურთიერთობას და მის მონახულებას (3.1.4).

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 3-------- განჩინებით საქმეზე N--------- დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: დ-----– მ--------ის (დაბადების თარიღი 28.04.2016) სამი წლის ასაკის მიღწევამდე მამას თ------ მ---------- შვილთან ურთიერთობის მიზნით განესააზღვრა დრო ყოველი კვირის ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 17:30 საათიდან 20:00 საათამდე მონახულებისა და წაყვანის უფლებით; დ-----– მ--------ის სამი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მამას თ------ მ---------- შვილთან ურთიერთობის მიზნით განესაზღვრა დრო ყოვლი კვირის პარასკევი 17:30 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე თავისთან ღამისთევით წაყვანის უფლებით; დ-----– მ----------თან მშობლების ურთიერთობა არდადეგების პერიოდში განისაზღვრა შემდეგნაირად: ა) ზამთრის არდადეგების პირველი ნახევარი დ-----– მ---------მ გაატაროს დედასთან თ---- მ----ესთან, ხოლო მეორე ნახევარი მამასთან თ------ მ----------თან; ბ) საზაფხულო არდადეგების პირველი ნახევარი დ-----– მ---------მ გაატაროს მამასთან თ------ მ----------თან, ხოლო მეორე ნახევარი დედასთან თ---- მ----ესთან; გ) მშობელთა ურთიერთშეთანხმებით, ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით (დასასვენებლად წაყვანა, ავადმყოფობა და სხვა) დაშვებული იქნეს ზემოხსენებული არდადეგების დროის გადანაცვლება-გადანაწილება მშობელთა შორის. არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის საკითხთან ერთად, მხარეთა შორის სადავო იყო დ-----– მ--------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითიც. 2017 წლის 1-----------ს თ------ მ---------მ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის მიკუთვნებისა და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით. სასამართლოს 2019 წლის 2---------- N2------- განჩინებით თ------ მ--------ის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო სარჩელი დარჩა განუხილველი (3.2.3., 3.1.5).

 

თ---- მ------ მოთხოვნა თ------ მ--------ისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე თავისი შინაარსის გათვალისწნებით, წარმოადგენს არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის დადგენილი წესის შეცვლის მოთხოვნას. ამდენად, სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა დაადინოს თუ რამდენად შეესაბამება სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 3-------- განჩინებით არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესი არასრულწლოვანის ინტერესებს მისი ამჟამინდელი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, თ---- მ----ესა და თ------ მ--------ის ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის იყო კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა, რაც გაგრძელდა მხარეთა შორის თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგაც (3.1.6., 3.1.7., 3.2.4.). 2019 წლის 2--------–ს ვანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გათვალისიწნებული სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. გამოძიებას საფუძვლად დაედო საინფორმაციო ცენტრ „112“-დან შემოსული შეტყობინება, რომლის თანახმად ქალაქ ვანში მცხოვრებ თ---- მ----ესა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ოჯახში ძალდობა. 2019 წლის 03 მაისს თ---- მ----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად. 2019 წლის 22 ივნისის დადგენილებით N------------ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით არასრულწლოვანი დ-----– მ--------- ცნობილ იქნა დაზარალებულად. არასრულწლოვანის დაზარალებულად ცნობას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებანი: დ-----– მ--------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭედევების სახით. თ---- მ------ განმარტებით აღნიშნული დაზიანება არასრულწლოვანმა მიიღო 2019 წლის 2--------–-, მაშინ როდესაც ბავშვი მასთან შეთანხმებით დროებით ყავდა წაყვანილი მამას თ------ მ----------. 2019 წლის 02 მაისს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის მოკლე ანამნეზის შესაბამისად, არასრულწლოვანს აღენიშნებოდა ორივე თვალის კონიუქტივი ჰიპერემია, ჩირქოვანი გამონადენი, შუბლის არეში მარცხნივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღეთების კვალი მომწვანო ფერის, არ არის გამორიცხული ტრამვა. ცხვირ-ტუჩის არეში ზედა ტუჩთან ექსკორაციის შემდგომი მცირე ხომის ნაწიბური (3.2.5., 3.2.6.). სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან დ-----– მ---------- ფიზიკური დაზიანება მიაყენა მამამ თ------ მ---------მ. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. განაჩენი, რომლითაც თ------ მ--------- დამნაშევდ იქნებოდა ცნობილი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტეზე საქმის მასალებში არ არის. აღნიშნული კი მხოლოდ არასრულწლოვანის ფოტოსურათით (ს.ფ. 68, დისკი) არ შეიძლება დადასტურდეს. მხარეებს ეკისრებათ, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომელის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარეებს უნდა დაეკიროთ იმ გარემოებების მრკიცების ტვირთი (ვალდებულება) რაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვი ცხოვრობს და სადაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თითოეულ მშობელთან, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ასაკი და ინდივიდუალური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გადაწყდეს, რამდენი ხნით და რა წესით უნდა დაერთოს მშობელს შვილთან ურთიერთობის ნება. მოცემულ საქმეზე, სოციალური სამსახურმა შეისწავლა და შეაფასა ორივე მშობლის საცხოვრებელი პირობები. წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, რომლითაც შეფასებულია მოსარჩელე მხარის საცხოვრებელი პირობები და ის გარემო, სადაც არასრულწლოვანი დ-----– მ--------- იზრდება. საცხოვრებელში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. არასრულწლოვანისათვის დედის საძინებელში გამოყოფილია ცალკე იზოლირებული კუთხე, სადაც არის ბავშვის ასაკისა და განვითარებისათვის საჭირო ყველა ნივთი. დ-----– მ--------- სოციალური მუშაკის ვიზიტების დროს იმყოფებოდა სახლში. ბავშვი არის მოვლილი, მოწესრიგებული, ამინდისა და ასაკის შესაბამისად ჩაცმული. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ ასევე შეფასდა მოპასუხის საცხოვრებელი პირობები, ბინაში სანიტარულ ჰიგიენური მდგომარება დამაკმაყოფილებელია, სახლში არის კეთილსაიმედო გარემო და აღჭურვილის ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ნათლად დასტურდება ის გარემოება, რომ არასრულწლოვან დ-----– მ---------- მჭიდრო ემოციური კავშირი აქვს დედასთან, მის მიმართ ნათლად გამოხატავს სიყვარულს, სითბოს. დედაც ადეკვატურად რეაგირებს მის საჭირობებზე.

 

საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი - ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია“ - ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ზედმიწევნით სწორად დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის აღიარება.

 

დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეფასებით და სპეციალისტის რეკომენდაციით, ორივე მშობელთან აუცილებელია არასრულწლოვანს ჰქონდეს ურთიერთობა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2019 წლის 0-----–---- დასკვნაში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის სტაბილური, ბავშვი არის კონტაქტური და ადვილად შედის კონტაქტში, დასმულ კითხვებს პასუხს ცემს ასაკის შესაბამისად. მამაზე საუბარი არ სიამოვნებს. იძახის, რომ მამამ დედა გააბრაზა და სცემა. ბებიის ხსენებისას ბავშვი ეკვრის დედას და აღარ სურს საუბრის გაგრძელება. მხარეთა შორის არსებული დაძაბული და არასტაბილური ურთიერთობა უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. სოციალური მუშაკი მიიჩნევს, რომ დედის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობითა და არასრულწლოვანის ასაკიდან გამომდინარე ვანის რაიონული სასამართლოს განჩინების აღსრულება ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად მატრამვირებელი იქნება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციით დ-----–ის ასაკიდან გამომდინარე მამასთან შეხვედრების ორგანიზება უნდა დაიგეგმოს ბავშვისათვის ნაცნობ და მშვიდ გარემოში (3.2.9).

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მისი მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების დადგენის მიზნით ჩატარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა. 2019 წლის 2------------ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით დ-----– მ---------- აღენიშნება ფსიქო-ემოციური ტრავმატიზაციის გარკვეული ხარისხი, რაც მოცემულ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი სიმპტომებით: გაღიზიანებადობის მაღალი ხარისხი, ძლიერი ემოციური განცდები, ჭირვეულობა, ემოციური არამდგრადობა და გუნება განწყობილების ხშირი ცვლილება. სავარაუდოდ აღნიშნულის წინაპირობა არის მშობლების და უფროსების კონფლიქტი, რომელსაც არაერთხელ შესწრებია ბავშვი. მშობლებზე საუბრისას დ-----–ი ახდენს უფროსების კონფლიქტისა და დედაზე ფიზიკური ძალადობის იმიტაციას (ყვირის, იღებს აგრესიულ გამომეტყველებას, დედას თავში ურტყავს ხელებს და ამბობს: მამამ დედას ასე დაარტყაო). ნეგატიური ფსიქოემოციური განწყობები ასევე ვლინდება საბავშვო ბაღში თანატოლებთან ურთიერთობისას.

დ-----– მ--------სა და მამას, თ------ მ---------- შორის არსებობს გაუცხოების გარკვეული ხარისხი და მათი ურთიერთობა არის ცივი და ნაკლებად ემოციური. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დროს მამა საკმაოდ თბილად და სიყვარულით ექცეოდა დ-----–ს, ბავშვის მხრიდან შეიმჩნეოდა დისტანცირბა, რაც გამოიხარებოდა მამის დანახვაზე დედასთან ახლოს ყოფნით, მამასთან თამაშის სურვილის არარსობობით, როდესაც მამა ხელში აიყვანდა, ბავშვი ცდილობდა დედა თვალთახედვის არეში ჰყოლოდა. მამასთან გაუცხოება სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ბავშვი ხშირად ხდებოდა ოჯახური კონფლიქტისა და ჩხუბის შემსწრე, რომლის დროსაც იწყებდა ტირილს. მამის დანახვა ბავშვისათვის ასოცირდება უსიამოვნო განცდებთან და სტრესულ სიტუაციასთან. ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევიდან გამომდინარე რომელიმე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან ზეგავლენის, ფსიქოლოგიური ზეწოლის ან ძალადობის ფაქტი არ გამოვლენილა. ფსიქოლოგის შეფასებით ბავშვს აქვს ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც მისი თანდასწრებით ხშირად მომხდარო უფროსების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგია. ბავშვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი აქვს მამასთან ნეგატიური შინაარსის ურთიერთობა, რაც მის ქცევაზე და მამასთან ურთიერთობაზე დიდ გავლენას ახდენს. მისი შეცვლა შესაძლებელია პროფესიონალური ფსიქოლოგიური ჩარევით (3.2.11).

 

მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვის მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება მამის მიმართ. ფსიქოლოგი დასკვნაში ასახავს არასრულწლოვნის დამოკიდებულებას მამის მიმართ შემდეგი შეფასებით: მამაზე საუბრისას დ-----–ს ეცვლება გამომეტყველება და ხასიათი და უარს აცხადებს მამასთან შეხვედრაზე „არ მინდა მამა“, „არ მიყვარს მამა“. მამის დანახვაზე დ-----–ი იმალება დედის უკან, თუმცა, როდესაც მამას ხელში აჰყავს არ აპროტესტებს. მამას აძლევს კოცნის უფლებას, თუმცა თავად არ კოცნის. მამასთან ურთიერთობის დროს დ-----–ი ცდილობს, რომ დედა მუდმივად ჰყავდეს თვალთახედვის არეში, წინააღმდეგ შემთხვევაში იწყებს ტირილს და ითხოვს დედას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.

 

დადგენილია, რომ თ------ მ---------- სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წკუს 3-------- განჩინებით დადგენილი გრაფიკით არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია. იგი პერიოდულად ნახულობდა არასრულწლოვან შვილს. მოპასუხემ შვილის ნახვა შეძლო განსახილველ დავაზე 2019 წლის 2-----–--ს მიღებული დროებითი განარგულების მიღების შემდეგ. დროებითი განკარგულების აღსრულება თავდაპირველ ეპატზე არ განხორციელებულა, ხოლო მოგვიანებით მამა-შვილს შორის შეხვედრა შედგა. მეურვეობისა და მზრუნველობორ ორგანოს ინფორმაციით 2019 წლის 25 დეკემბერს თ------ მ---------მ განმარტა, რომ იგი შეხვდა არასრულწლოვან შვილს და თ---- მ----ემ უზრუნველყო დროებითი განკარგულების აღსრულება (3.1.9., 3.2.10.).

 

არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური პირობების შესაქმნელად მას მამასთან, თ------ მ----------თან უნდა ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, დედის თ---- მ------ თანდასწრებით. დ-----– მ--------ის ასაკის, საჭიროებებისა და ფსიქოლოგიური მდგომარებოს გათვალისიწნებით უნდა შეიცვალოს სასამართლოს 2017 წლის 3-------- განჩინებით თ------ მ--------ისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის დადგენილი წესი, რადგან განჩინებით დადგენილი ინტენსივობით ბავშვის მამასთან ურთიერთობა ამ ეტაპზე დ-----–ის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობის გათვალისიწნეით გამოიწვევს მის დამატებით ტრავმატიზებას. სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი სრულად დაეთანხმა ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. მისი განმარტებით, არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და ფსიქოლოგი დასკვნის გათვალისიწნებით მამა-შვილს შორის ურთიერთობისათვის უნდა განისაზღვროს კვირაში ერთი დღე სამი საათით. არსებული კრიზისული პერიოდის გავლის შემდეგ კი შესაბამისი ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე მიზანშეწონილი იქნება გაიზარდოს არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის დადგენილი დროის მონაკვეთი.

 

ფსიქოლოგის რეკომენდაციით არასრულწლოვანის ასაკის, მისი საჭიროებების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დასაშვებია კვირაში ერთი დღე რამოდენიმე საათი (არაუმეტეს ხუთი საათისა) დედის თანდასწრებით. პარარელურად უნდა განხორციელდეს ბავშვის ფსიქოთერაპიული კურსის გავლა. მამასა და შვილს შორის ურთიერთობის ზემოთმითითებული წესით განსაზღვრის რეკომენდაციას იძლევა შპს „ფ------“ ფსიქოლოგი, რომელმაც განახორციელა არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის ფსქიო-ემოციური მდგომარეობის შეფასება. ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერსების გათვალისწინებით ბავშვის ცხოვრებაში მამის არსებობა აუცილებელია, ვინაიდან იგი წარმოადგენს სერიოზულ რესურსს ბავშვის ფსიქოემოციური განვითარების თვალსაზრისით, თუმცა თ------ მ---------მ უნდა შეცვალოს საკუთარი ქცევა და დამოკიდებულება თ---- მ----ესთან მიმართებით, რაშიც იგულისხმება აგრესიისა და ნეგატიური დამოკიდებულების გამომჟღავნება ბაშვის თანდასწრებით.

ფსიქოლოგმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოცემულ ეტაპზე ბავშვის მამასთან ყოფნა დედის გარეშე. ფსიქოლოგი მასაც აღნიშნავს, რომ მამა ცდილობს შვილთან ურთიერთობას და მისი სურვილების გათვალისიწნებას, თუმცა მას ეს არ გამოსდის თავად ბავშვის მხრიდან მამის მიუღებლობის გამო. ბავშვს მამასთან ხანგრძლივად (ორ საათზე მეტხანს) ყოფნაც კი აღიზიანებს და ღლის. მამისა და შვილის შეხვედრას უნდა ესწრებოდეს დედა და ურთიერთობა უნდა განხორციელდეს ბავშვისათვის კომფორტულ გარემოში (მისივე სურვილით ჭერქვეშ ან ღია სივრცეში).

ფსიქოლოგი მამისა და შვილის ურთიერთობას მამასთან წაყვანითა და ღამით დარჩენის უფლებით მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და მის შესაძლებლობას განჭვრეტად და ლოგიკურ ვადაში ვერ ხედავს, რადგან მამა-შვილის ურთიერთობაში აღნიშნულის რესურსი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ საქმეზე, განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს. საგულისხმოა და მეტად ყურადსაღებია, რომ დ-----– მ--------ის მამასთან ურთიერთობის სურვილი არ არის სიხარულზე და დადებით ემოციაზე გებული. ფსიქოლოგის შეფასებით შეხვდერების დროს დ-----–ს აღენიშნებოდა გაუცხოებისა და შიშის განცდა. დ-----–ის სურვილი მისი ასაკობრივი მახასიათებლებიდან და გამოხატვის ფორმიდან გამომდინარე ვერ იქნება ვინმესგან ნაკარნახევი და არის მისი დამოუკიდებელი აზრი. შესაბამისი მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოხატავს ცივ, უემოციო და ნეგატიურ დამოკიდებულებას დ-----–ი მამის მიმართ არის მამის დანახვაზე მის მეხსიერებაში ნეგატიური და უარყოფითი ემოციების გახსენება, რის შემდეგაც ბავშვის ქცევაც მამასთან ხდება ცივი და უემოციო. დ-----– მ--------- მისი ასაკის მიუხედავად (სამი წლის) ნამდვილად ხვდება მშობლებს შორის არსებულ ნეგატიურ ურთიერთობას და ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი გაუცხოების ერთ-ერთ წინაპირობად.

 

ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. .

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს პოზიტიური ვალდებულება, მშობელთა შეუთანხმებლობისას შვილის აღზრდის საკითხის მოგვარების თაობაზე, უნდა ემყარებოდეს ეროვნული და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ბავშვის უპირატეს ინტერესებს, რაც საქმის გარემოებების ობიექტური და სრულყოფილი კვლევის გზით უნდა განხორციელდეს. უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის 3.1. მუხლი).

 

ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (სსგს 2019 წლის 28 მაისის განჩინება, საქმე Nას 198-2019). მოცემულ საქმის განხილვისას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მოსაზრებების შემდგომ და არასრულწლოვანის ამჟამინდელი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისიწნებით გამოიკვეთა სასამართლოს 2017 წლის 3-------- განჩინებით შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული დროის მონაკვეთის ცვლილების აუცილებლობა, თუმცა არ გამოიკვეთა იმგვარი გარემოება, რაც ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევდა მამის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის აკრძალვას, დაუშვებლობას. ბავშვის მამას არ აქვს მშობლის უფლება შეზღუდული შვილთან ურთიერთობის ნაწილში. ამასთან, უშუალოდ შვილთან მიმართებით, ამის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე რაიმე ზიანის მომტანი ან ბავშვისთვის ტრავმის გამომწვევი გარემოებანი არ დადგინდა. მოპასუხე აფიქსირებს სურვილს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან დ-----– მ----------თან იმ ინტენსივობით, რაც სასამართლოს 2017 წლის 31 მაისი განჩინებითაა დადგენილი და ბავშვის ამგვარ უარყოფით დამოკიდებულებას მამის მიმართ, თავად მხარე დედის მხრიდან ზემოქმედებას უკავშირებს. თუმცა როგორც ფსიქოლოგიური კვლევის, ასევე, სოციალური სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით იკვეთება, რომ ბავშვის ყოველგვარი ზემოქმედებისგან თავისუფალი აფიქსირებს თავის ნებას, სურვილს და იგი არ არის ვინმესგან ნაკარნახევი და წარმაოდგენს მის დამოუკიდებელ ზარს. დ-----– მ----------- და თ------ მ---------- შორის არსებობს გაუცხოების გარკვეული ხარისხი და მათი ურთიერთობა არის ცივი და ნაკლებად ემოციური. ფსიქოლოგის შეფასებით არასრულწლოვანის გაუცხოების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ მშობელთან შორის არსებული ნეგატიური ურთიერთობაა და კონფლიქტია, რომლიც წლების მანძილზე გრძელდება ყოფილ მეუღლეთა შორის. ფსიქოლოგის რეკომენდაციით ბავშვის ცხოვრებაში მამის არსებობა აუცილებელია, ვინაიდან იგი წარმაოდგენს სერიოზულ რესურსს ბავშვის ფსიქოემოციური განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და ასევე ფსიქოლოგის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეზე არ გამოიკვეთა ბავშვის მამასთან ურთიერთობის ამკრძალავი გარემოება. შესაძლოა, ამ ურთიერთობაში დაბრკოლებას ქმნიდეს თავად ბავშვის სურვილი, თუმცა კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელთა განმარტებით, სპეციალისტების ჩარევის მამის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარებით, დროთა განმავლობაში შესაძლოა აღმოიფხვრას, განელდეს ბავშვის ნეგატიური და ცივი დამოკიდებულება და თანდათან, ეტაპობრივად მოხდეს მამასა და შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა, რაც აუცილებელია თავად არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე, ბავშვს არ სურს მამასთან ურთიერთობა, სოციალური სამსახურის წარმომადგენლის და ფსიქოლოგის მოსაზრებით, არასრულწლოვანის მიერ ფსიქოთერაპიული კურსის წარმატების გავლის შემდეგ და მამასა და შვილის ურთიერთობაში დადებითი ტენდენციების ჩამოყალიბების შემთხვევაში, რაზეც უნდა მომზადდეს შესაბამისი დასკვნა, შესაძლებელია მამა-შვილს ჰქონდეს ურთიერთობა კვირაში ორი დღე, რამოდენიმე საათით, დედის თანსასწრებით. შემდგომი პერიოდისათვის დროის განსაზღვრაზე, სასამართლო ამ ეტაპზე, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ იმსჯელებს, რადგან დროის მონაკვეთის გაზრდის საკითხი, როგორც ამას ფსიქოლოგი აღნიშნავს, აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე მომზადებული დასკვნით დადასტურდეს.

მამასა და შვილს შორის დადებითი ტენდენციების ჩამოუყალიბებლობის შემთხვევაში, ურთიერთობის წესისა და ინტენსივობის ცვლილება გამოიწვევს ბავშვის დამატებით ტრავმატიზებას, რასაც სრულად იზიარებს სასამართლო. მამას არასრულწლოვან შვილთან აქვს კანონით გარანტირებული ურთიერთობის უფლება და ამ უფლების შემზღუდველი გარემოებათა არსებობა, საქმის მასალებით არ დადასტურდა. ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. აღნიშნულის აუცილებლობა მოცემული საქმის ფარგლებში არ გამოიკვეთა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დროის კონკრეტული მონაკვეთი. მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო იცავს რა მშობლის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, პირველ რიგში ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მამა-შვილს შორის არსებული გაუცხოვების აღმოფხვრისა და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. კერძოდ, ბავშვის დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს მამა-შვილის ურთიერთობას, ხოლო თავის მხრივ მამა, ვალდებულია, ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრთხილად და მზრუნველობით მოეკიდოს და გამოიყენოს თითოეული საათი, რათა ბუნებრივად მოხდეს მშობლის და შვილის ურთიერთობის ჰარმონიული განვითარება, აღდგენა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებაში (საქმე Nას-63-59-2017) განმარტა, რომ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სასამართლოს მიერ შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული დრო არ გულისხმობს არასრულწლოვანის ცხოვრების რეჟიმში არსებითი ცვლილებების შეტანას. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ განიცადოს არასრულწლოვანმა სტრესი, და შეძლებისდაგვარად, მან ისეთივე წესით გააგრძელოს ცხოვრება, როგორიც სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტამდე ჰქონდა და ამავდროულად მამას უნდა მიენიჭოს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ არასრულწლოვანს უნდა შეუნარჩუნდეს მამასთან კავშირი, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მას საშუალება მიეცეს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვთან ურთიერთობის უფლება, არ უნდა შეეზღუდოს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ---- მ------ სარჩელი არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მამას ბავშვთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დროის კონკრეტული მონაკვეთი ყოველი კვრის კვირა დღე 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, დედის თ---- მ------ თანდასწრებით, არასრულწლოვანის თბილისში ყოფნის პერიოდში, თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით, ხოლო თბილისის ტერიტორიიდან აყვანის შემთხვევაში არასრულწლოვანის ადგილსამყოფელის მიხედვით და უკან დედასთან, თ---- მ------ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულები.

 

6.2.

6.2.1.-6.2.3.

მოსარჩელემ მხარემ მოითხოვა თ------ მ---------- შეზღუდვოდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) მიმართ ბავშვის სრულწლოვანებამდე ნაწილობრივ, კერძოდ: 1. დედას თ---- მ----ეს მიცსემოდა უფლება დამოუკიდებლად თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე დაეცვა არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის კანონიერი ინტერესები სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობაში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ; 2. დედას თ---- მ----ეს მიცსემოდა უფლება დამოუკიდებლად თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე აეღო არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის პირადობის დამადასტურეელი მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი; 3. დ-----– მ--------ის სრულწლოვანების მიღწევამდე თ---- მ----ეს მიცსემოდა უფლება თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე განეხორციელებინა არასრულწლოვანის წარმომადგენლობა და მიეღო გადაწყვეტილება დ-----– მ--------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ, წელიწადში არაუმეტეს სამი თვის ვადით, საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების, დასვენებისათვის (სწავლისგან თავისუფალი დრო) და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნულისათვის გათვალისწინებული დროით.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დ-----– მ--------- დაიბადა 2016 წლის 2--------–- წარმოადგენს თ---- მ------ა და თ------ მ--------ის შვილს. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობაა (3.1.1., 3.1.6., 3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავეს ადგენს კოდექსის 1202-ე მუხლიც: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის შვილის არა ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოამდგენლობის უფლების შეზღუდვა, არამედ მან საკითხი დასვა დაეცვა არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესები სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკნინიკებთან ურთიერთობაში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოპასუხის თანხმობის გარეშე. მოსარჩელემ ასევე დასვა საკითხი არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით გაყვანის ნაწილში, ხოლო ბავშის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების, დასვენებისათვის და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნულისათვის გათვალისიწნებული ვადით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში. მოპასუხის მითითებით, არ იკვეთება კონკრეტული საჭიროება და აუცილებლობა არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე და არსებობს საფრთხე იმისა, რომ არასრულწლოვანი საქართველოში აღარ დაბრუნდეს, რადგან მოსარჩელის მამა მკურნალობს საფრანგეთში და არასრულწლოვანის საქართველოდან გაყვანის შემთხვევაში მოსარჩელე მას საქართველოში აღარ დააბრუნებს. მოპასუხე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის მოსარჩელეს არ მიუმართავს თხოვნით არასრულწლოვანის „დ-------–----–-“ გამგზავრებისათვის თანხმობის გაცემის თაობაზე. დღეისათვის არასრულწლოვანი „დ-------–----–-“ აღარ მიემგზავრება და საჭიროება მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა დღის წესრიგში არ შეიძლება იდგეს. მაშინ კი, როდესაც აღნიშნული საკითხი აქტუალური იყო მოპასუხე უარს არ აცხადებდა შვილის საფრანგეთში გამგზავრებაზე.

 

დადგენილია, რომ თ---- მ----ესა და თ------ მ--------ის ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის იყო კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა, რაც გაგრძელდა მხარეთა შორის თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგაც. თ---- მ------ მიმართვის საფუძველზე 2017 წლის 0--------–- საქართველოს ში---გან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ გამოცემულ იქნა N------- შემაკავებელი ორდერი მოძალადე თ------ მ--------ის მიმართ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სქმეთა კოლეგიის N--------- გადაწყვეტილებით დამტკიცდა ერთი თვის ვადით 0------------------------- წლის ჩათვლით (3.1.6.). 2017 წლის 0--------–-------------–-–------------–- თ---- მ------ა და მისი მშობლების თ----- ჩ------–---–ისა და ზ---- მ------ მიმართ ფიზიკური და სხვაგვარი ძალადობის განხორციელების გამო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 0--------- განაჩენით საქმეზე N------- თ------ მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ მას სასჯელის ზომად დასახედ სა---ლოოდ განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი (3.1.7.). კონფლიქტური ურთერთობა ყოფილ მეუღლეებს შორის გაგრძელდა შემდგომ წლებშიც. დადგენილია, რომ 2019 წლის 2--------–ს მომხდარი კონფლიქტის შედეგად მოძალადეევის თ------ მ--------ის, ა------------ძის (თ------ მ--------ის მამა), თ--------–--ის (თ------ მ--------ის დედა), ნ-------------ისა და ს---–--------------ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერები, მსხვერლის თ---- მ------ მიმართ. თ---- მ------ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ-------------ეს, ა-–--------------ესა და ნ----------–-----------ეს წარედგინათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ---- მ----ეს ცნობილ იქნა დაზარალებლად. 2019 წლის 2--------–ს ვანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გათვალისიწნებული სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. გამოძიებას საფუძვლად დაედო საინფორმაციო ცენტრ „112“-დან შემოსული შეტყობინება, რომლის თანახმად ქალაქ ვანში მცხოვრებ თ---- მ----ესა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ოჯახში ძალდობა. (3.2.4. 3.2.5.).

 

ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).

 

სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანის აღზრდაში, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას კი უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ურთიერთობა იქონიოს ორივე მშობელთან, რაც აუცილებელია მათი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. მშობელთა შორის კონფლიქტმა და დაძაბულმა ურთიერთობამ ასახვა არ უნდა ჰპოვოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. მშობლები მოვალენი არიან პირადი ხასიათის ურთიერთობები მოაწესრიგონ არასრულწლოვანის ჩართულობის გარეშე და ამით საფრთხე არ შეუქმნან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე არასრულწლოვანის განვითარებას და მის სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შორის არსებულმა უთანხმოებამ გავლენა არ უნდა იქონიოს არასრულწლოვანთა განვითარებაზე და უნდა მოახდინონ არასრულწლოვანი დ-----– მ--------ისათვის სასარგებლო შეთანხმების მიღწევა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქართველოსა და კანადის მოქალაქე ს---------------–--- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N2/10/1212) აღნიშნულია: არასრულწლოვანი პირების ზედამხედველობისა და აღზრდის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია მშობლების როლი; როგორც წესი, არასრულწლოვანი პირები თავისთავად არ ფლობენ საკუთარი თავის მოვლის სათანადო უნარებსა და შესაძლებლობებს; ისინი ექვემდებარებიან მშობლების მიერ ზედამხედველობას და მზრუნველობას, ამავდროულად, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო არ ხერხდება მშობლების მხრიდან არასრულწლოვანი პირის მზრუნველობა, სახელმწიფო მისი ინტერესების დასაცავად, ნორმალური განვითარების ხელშესაწყობად, სათანადო მექანიზმებით უზრუნველყოფს მშობლის როლის ჩანაცვლებას. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო კისრულობს parens patriae ფუნქციას. ცხადია, ამა თუ იმ შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებულია სახელმწიფო მზრუნველობის ფორმები და მასშტაბები.

 

ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაფუძნებულია მე-9 მუხლის პირველ პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 58, 60).

ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის ინტერესები დაცული უნდა იყოს ცალკეული ბავშვის კონკრეტული გარემოების ფონზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 32).

 

სასამართლომ წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით არასრულწლოვანის საქართველოდან გაყვანის რაიმე საფრთხისშემცველი გარემოება და მშობელთა შორის არსებული კონფლიქტური და დაძაბული ურთერთობიდან გამომდინარე სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისათვის, დედას რომელთანაც ცხოვრობდ არასრულწლოვანი უნდა მიეცეს თუ არა აღნიშნულ ნაწილში დამოუკიდებლად, მოპასუხის თანხმობის გარეშე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა.

 

სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებას მასზედ, საჭიროებს თუ არა არასრულწლოვანისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება ორივე კანონიერი წარმოამდგენლის თანხმობას. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ??????????? ?????????? ?? ???????????? ???????? ???????? ????????????, ????????? (??????????) ????????? ?? ??????????? ????????? ????????? ??????? ????? ??????? საქართველოს კანონი. მოცემული კანონის მესამე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 14-დან 18 წლამდე პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება, აგრეთვე მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიუსაფარი ბავშვის, რომელიც არის 14-დან 18 წლამდე ასაკის (შემდგომ − მიუსაფარი ბავშვი), ან/და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსხვერპლის, რომელიც არასრულწლოვანია (შემდგომ − ძალადობის მსხვერპლი ბავშვი), საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ან/და მასზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს. ამავე მუხლის მე-31 პუნქტის შესაბამისად, 14 წლამდე პირზე, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

დადგენილია, რომ დ-----– მ--------- დაბადებულია 2016 წლის 2--------–-. არასრულწლოვანი არის სამი წლისა და ათი თვის, შესაბამისად მასზე პირადობის მოწმობის გაცემის შემთხვევაში ??????????? ?????????? ?? ???????????? ???????? ???????? ????????????, ????????? (??????????) ????????? ?? ??????????? ????????? ????????? ??????? ????? ??????? საქართველოს კანონის მე-31 მუხლის საფუძველზე პირადობის მოწმობა გაიცემა ერთ-ერთი კანონიერი წარმოამდგენლის განცხადების საფუძველზე. მოსარჩელეს აღნიშნულ ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეზღუდული არ აქვს, რაც აძლევს შესაძლებელობას თავად მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს და მოითხოვოს არასრულწლოვანისათვის საქართველოს მოქალაქი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა მეორე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, რაც თავისთავად გამორიცხავს მოცემულ ნაწილში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველს.

 

??????????? ?????????? ?? ???????????? ???????? ???????? ????????????, ????????? (??????????) ????????? ?? ??????????? ????????? ????????? ??????? ????? ??????? საქართველოს კნონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მუხლი 12.1). ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე გავიდეს საქართველოდან ან შემოვიდეს საქართველოში მასზე უნდა გაიცეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. არასრულწლოვან პირზე საქართველოს მოქალაქი პასპორტის გაცემის წესი შემდეგი სახით განისაზღვრება: პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (მუხლი 20. 4). ამავე მუხლის მერვე და მე-81 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე. პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მიხედვით ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

 

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 1. 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. არასრულწლოვანი ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესურსი. მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა განქორწინების შემდეგ განაპირობებს ბავშვის მიერ ორივე მშობლის დადებითი სახის შენარჩუნებას. საკითხისადმი ჯანსაღი მიდგომის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა იდგეს ბავშვის ინტერესი. არასრულწლოვანის მიმართ მშობლის რომელიმე უფლების შეზღუდვის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობდა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის ასაკი, მისი დამოკიდებულება ორივე მშობლის მიმართ.

 

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასებისას დადგინდა, რომ არასრულწლოვანი დ-----– მ--------- იზრდება დედის ოჯახში მისი აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამის და კეთილსაიმედო გარემოში, სადაც მისი საჭიროებები გათვალისწინებული და დაკმაყოფილებულია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სარჩელით დაყენებულია საკითხი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე არა ზოგადად, არამედ კონკრეტული, განსაზღვრული პერიოდით მოითხოვს მისთვის უფლების მინიჭებას მოპასუხის თანხმობის გარეშე შესძლოს არასრულწლოვანის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გაყვანა.

 

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, მოცემულ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრების ხელისშემშლელი გარემოება. ვინაიდან მოსარჩელის მამა სამკურნალოდ იმყოფება საფრანგეთში, არსებობს საშიშროება იმისა, რომ ბავშვი საქრთველოში აღარ დაბრუნდეს, არ ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელემ შესაძლოა სამუდამოდ დატოვოს ქვეყანა და შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავროს საცხოვრებლად. აღნიშნულთან დაკავშირებული რაიმე საფუძვლიანი ეჭვის თუ საფრთხის არსებობა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. მოპასუხე ასევე მიუთითებს გარემოებაზედ, რომ დღეისათვის არასრულწლოვანი მოგებული საგზრურით „დ-------–----–-“ აღარ მიემგზავრება. მართალია მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანმა რამოდენიმე წლის წინ მოიგო საგზური პარიზის „დ-------–----–-“ გასამგზავრებლად, თუმცა ვინაიდან საგზურის გამოყენების პირობები მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დ----– მ---------მ დაკარგა საგზურის გამოენების შესაძლებლობა.

 

მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით. მართალია მოპასუხე მხარე მიუთითებს გარკვეულ საფრთხეზე არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოცემულ ეტაპზე არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის მცირე დროით საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ საფუძვლიანი ეჭვის ან რაიმე სახის საფრთხის არსებობას დაადასტურებდა. ასეთზე, არც სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიუთითებს.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი ბავშვის პასპორტის აღების ნაწილში და მოსარჩელეს უნდა მიენიჭოს თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე 2016 წლის 2--------–- დაბადებული დ-----– მ--------ის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ წაყვანის უფლება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მითითებული პერიოდით საზღვარგარეთ არასრულწლოვანის გამგზავრების შემთხვევაში მამასა და შვილს შორის ურთიერთობის დაკარგვის, გაუცხოვების საფრთხის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებით არ გამოიკვეთა გარემოება, რაც სამომავლოდ ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავი ინტერესებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის მიმართ საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მას უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და მოსარჩელე ნინო კიკილაშვილი მოვალეა, ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია). ორივე მშობლის მზრუნველობითი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას და სრულყოფილებას.

 

მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით გაიყვანოს არასრულწლოვანი საქართველოდან. აღნიშნული ვადა თავისთავად მოიცავს არასრულწლოვანის საჭიროებისათვის არებული ყველა ასპექტის არსებობას, კერძოდ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების, დასვენებისა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობას და განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისიწნებით სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს დამატებითი ვადის განსაზღვრას მათთან მიმართებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით საქართველოს გარფლებს გარეთ გაყვანა არასრულოვნისა უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც წარმოადგენენ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო საპექტების შესახებ “ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის ხელშემრკვრელ სახელმწიფოებს. მოცემულ პოზიციას მხარს უჭერს თავად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რაც განპირობებულია მშობლის წარმომადგენობითი უფლები შეზღუდვის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების შენარჩუნებით. თუკი თ---- მ----ე დაარღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილს და არასრულწლოვანს საქართველოში არ დაბრუნებს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულ შემთხვევაზე გავრცელდება „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე კარის XLII2-ე თავით გათვლისწინებული ნორმები.

ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის (საქართველო მოცემულ კონვენციას შეუერთდა 1995 წლის 14 თებერვალს და იგი ძალაშია 1997 წლის 01 ოქტომბრიდან) მოქმედების სფერო მოიცავს არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების უზრუნველსაყოფად კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათ ხელთ არსებული უსწრაფესი პროცედურების განხორციელებას კონვენციის ძირითადი მიზნების უზრუნველსაყოფად. მოცემული კონვენციის ძირითადი მიზანია: ა). რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა და ბ). უზრუნველყოფა იმისა, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებანი გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლონის მიხედვით, ეფექტურად სრულდებოდეს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (მუხლი 1).

მოცემული კონვენციის მერვე მუხლის მიხედვით, ნებისმიერ პირს, დაწესებულებას ან სხვა ორგანოს, რომლიც ამტკიცებს, რომ ბავშვი გადაადგილებული ან დაკავებული იქნა მეურვეობის უფლებათა დარღვევით შეუძლია მიმართოს ან ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ცენტრალურ ორგანოს, ან და ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს დახმარებისათვის ბავშვის დაბრუნების უზრუნველყოფაში. ამავე კონვენციის მეცხრე მუხლის თანახმად, თუ ცენტრალურ ორგანოს, რომელიც მიიღებს მერვე მუხლში მოხსენიებულ განაცხადს, საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ბავშვი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმყოფება, იგი უშუალოდ და დაუყოვნებლივ გადაუგზავნის განაცხადს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს და ინფორმაციას მიაწვდის, შემთხვევისდა მიხედვით, მოთხოვნის გამგზავნ ცენტრალურ ორგანოს ან განმცხადებელს.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით მინიჭებოდა უფლება განეხორციელებინა არასრულწლოვანის წარმომადგენლობა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობის ნაწილში დამოუკიდებლად, თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე, როგორც საქართველოში, ასევე - მის ფარგლებს გარეთ.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დ-----– მ--------- ცხოვრობს და იზრდება დედასთან თ---- მ----ესთან ერთად (3.1.1). მხარეთა შორის კონფლიქტური და დაძაბული ურთერთობაა, რაც სამართალდამცავი როგანოების მხრიდან არაერთხელ გახდა შესაბამისი რეაგირების საფუძველი (3.1.6., 3.1.7., 3.2.5., 3.2.6).

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარში N14 (2013 წელი) აღნიშნულია შემდეგი: ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კომიტეტმა აღნიშნა, რომ „ზრდასრული ადამიანის მიერ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების აღქმა არ შეიძლება იყოს უპირატესი კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემის ვალდებულებასთან შედარებით.” კომიტეტი აღნიშნავს, რომ კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს; მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების სრული გამოყენება მოითხოვს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მონაწილე მხარე, ბავშვის ყოვლისმომცველი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მისი ადამიანური ღირსების პატივსაცემად. განხორციელების ყველა ღონისძიების შემუშავებისას უპირველესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს. სიტყვები „უნდა მიენიჭოს” ძლიერ სამართლებრივ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოებს და გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ისარგებლონ დისკრეციული უფლებამოსილებით იმის განსაზღვრისას, უნდა შეფასდეს თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მიენიჭოს თუ არა მათ სათანადო მნიშვნელობა უპირველესი ყურადღების სახით ნებისმიერი განხორციელებული ქმედებისას. გამოთქმა „უპირველესი ყურადღება” ნიშნავს იმას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა მოსაზრებანი. ეს ძლიერი პოზიცია გამართლებულია ბავშვის განსაკუთრებული მდგომარეობით: დამოკიდებული მდგომარეობთ, სიმწიფით, სამართლებრივი სტატუსით და ხშირად ხმის უფლების უქონლობით. ბავშვებს, ზრდასრულებთან შედარებით, ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ძლიერად დაიცვან თავიანთი ინტერესები. ამდენად, ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, კარგად უნდა იცნობდნენ მათ ინტერესებს. თუ ბავშვთა ინტერესებზე ყურადღება არ არის გამახვილებული, ჩვეულებრივ, ხდება მათი უგულებელყოფა.

 

იმ გარემოების გათვალისიწინებით, რომ მხარეთა შორის არის რთული, დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, არასრულწლოვანი დ-----– მ--------- კი ცხოვრობს დედასთან, მიზანშეწონილია მამას შეეზღუდოს მშობლის წარმოამდგენლობითი უფლება სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, რათა არასრულწლოვანმა ზედმეტი შეფერხების გარეშე და სწრაფად, შეძლოს ყველა იმ სერვისით სარგებლობა, რომლიც მისი განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის სასიკეთო იქნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, მოცემულ ეტაპზე გამოიკვეთა მოსარჩელისათვის თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისათვის არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების დაცვის ერთპიროვნული უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა. ვინაიდან, თ---- მ----ეს ასევე მიენიჭა უფლება წლის განავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით გაეყვანა არასრულწლოვანი საქართველოს ფარგლებს გარეთ, მას არასრულწლოვანი შვილის წარმომადგენლობის უფლებამოსილება სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულეებბთან ურთიერთობის ნაწილში, არასრუწლოვანის სხვა სახელმწიფოში ყოფნის პეიროდში უნდა მიენიჭოს ასევე ამ სახელმწიფოს დასწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილშიც.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ჩატარებული ფსიქოლოგის გამოკვლევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის მიმართ უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ნაწილობირვ.

 

6.3. მოსარჩელემ მოითხოვა თ------ მ----------, თ---- მ----ესთან ერთად თანაბრად, გაეღო არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლის ხარჯი. აღნიშნული კურსის (არანაკლენ 15-20 სეანსი) დაწყების ვალდებულებას იღებს თ---- მ----ე მის მიერ შერჩეულ ფსიქოლოგთან შპს-ში „ფ-----“ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ხარჯის ფარგლებში.

 

სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება საქმეზე Nას-1284-2019, პუნქტი 72).

 

განსახილველ შემთხვევაში, თ---- მ----ემ მოპასუხისათვის დ-----– მ--------ის ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლისათვის საჭირო თანხის ნახევრის დაკისრება მოხთოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზედ მითითებით, რომ დ-----– მ---------- მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროება ფსიქო კონსულტაციის კურსის გავლა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება, რაც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებასთან ერთად იმ ხარჯის გაღების ვალდებულებაშიც ჰპოულობს, რომელიც აუცილებელია არასრულოვანის ჯანმრთელობისათვის და თავისი შინაარსით დამატებით ხარჯს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

დამატებითი ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხა ან უკვე გაღებული ხარჯის ანაზღაურებას უნდა ემსახურებოდეს, ან დადგენილი უნდა იყოს მისი აუცილებელობა კონკრეტული ოდენობით ასევე კონკრეტული მიზნებისათვის.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვან დ-----– მ---------- ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლით. აღნიშნული კუსის გავლისათვის საჭირო თანხა თანაბრად უნდა გაიღოს ორივე მშობელმა (3.2.13). საწინააღმდეგო ვითარების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მოპასუხეს არ წარმოუდგენის მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ უარყოფდა ფსიქოლგიური გამოკვლევის შედეგებში ასახულ ინფორმაციას არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური ტრავმატიზაციის ხარისხთან და მისი აღმოფხვრისათვის ფსიქოკონსულტირების გავლის საჭიროების საწინააღმდეგოდ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ აპელირებულ პოზიცია მასთან მიმართებით, რომ არასრულწლოვანი ფსიქოკონსუტირების კურსის გავლის გარეშე თავად დაძლევს აღნიშნულ პრობლემას. სპეციალისტის რეკომენდაციით აუცილებელია მშობლებმა მალევე მიიღონ შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რათა შემდგომი გართულებანი იქნეს თავიდან აცილებული. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ოგანოს წარმოამდგენელმა განმარტა, რომ სოციალურ სამსახურს ამ ეტაპზე არ აქვს იმ სახის პროგრამა, რაც არასრულწლოვანს სახელმწიფოს ხარჯზე ფსიქოკონსულტაციის კურსის გავლის შესაძლებლობას მისცემდა.

 

ფსიქოლოგი 2019 წლის 2------------ დასკვნაში იძლევა რეკომედაციას, რომ სასურველია ბავშისათვის ფსიქოკონსულტირების ინტენსიური კურსის გავლა (მინომუმ 10-15 სესის, სასურველის 15-20 სესია), რომელიც ეტაპობრივად შეასუსტებს მამის მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ფსიქოლოგი ნ----------–-–---–ი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანს აუცილებლად ესაჭიროება ფსიქოლოგი დახმარება და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ფსიქოლოგისადმი დროული მიმართვა, რათა სპეციალისტის დახმარებით მოხდეს მამა-შვილის ურთიერთობის ნორმალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წლები დასჭირდეს მამას შვილთან ურთიერთობის აწყობაში. ფსიქოლოგს ასევე მიჩანია, რომ სასურველია ერთობლივ ფორმატში ფსიქოლოგიური კონსულტირება - დედა, მამა, ბავშვი (4-5 სესის მაინც) რაც დაეხმარება მშბლებს ურთიერთობის ნორმალიზებაში და არასრულწლოვანს გაუზრდის სანდოობისა და უსაფრთხოების განცდას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლა თავად მოპასუხესაც მისცემს მეტ შესაძლებლობას, შედარებით მოკლე დროში აღადგინოს არასრულწლოვანთან ურთიერთობის დადებითი დინამიკა, მოიპოვოს მისი ნდობა, რაც სა---ლოო ჯამში მამისა და შვილის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაქტორი შესაძლოა გახდეს. ამდენად, ფსიქოკონსულტაციის ინტენსიური კურსის გავლა რა მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის განმსაზღვრელია, არამედ მოპასუხისათვის წარმაოდგენს ერთ-ერთ საშუალებას შვილთან მეტი კონტაქტისა და შემდგომში არასრულწლოვანთან ურთიერთობის ინტენსივობის გაზრდისათვის, შესაბამისი დასკვნის შედეგების გათვალისიწნებით.

 

აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

დადგენილია, რომ თ---- მ----ე არის სტუდენტი, სწავლობს კ------------------------–-------------------------------------–-------- და არის მეოთხე კურსის სტუდენტი. თ---- მ----ე სტაჟირებას გადოდა სს „თ----------ში“, თუმცა აჟამად სტაჟირების გავლა შეწყვიტა მამის ავადმყოფობის გამო. თ---- მ----ე დასაქმებული არ არის და მას ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობლები (3.1.2). თ------ მ--------- დასაქმებული არ არის, მას ფინანსურად უზრუნველყოფენ მშობლები. იგი არის სტუდენტი და სწავლობს ს----------–-------------------------------–-----------------–----------------–-------- (3.1.3.).

 

სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვან დ-----– მ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რაც განაპირობებს მოპასუხის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაღების ვალდებულებას.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე თ------ მ---------- არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის დამატებითი ხარჯებში მონაწილეობის სახით უნდა დაეკისროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. – 7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვისა და დამატებითი ხარჯის გადახდის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

 

იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვისა და დამატებითი ხარჯის დაკისრების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თ------ მ---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ თ---- მ------ (პირადი №1----------) სარჩელი თ------ მ--------ის (პირადი №1----------) მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა და თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნით:

 

1.1. განესაზღვროს თ------ მ---------- (პირადი N1----------) 2016 წლის 2--------–- დაბადებულ დ-----– მ----------თან ურთიერთობისათვის ყოველი კვირის კვირა დღე 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, დედის თ---- მ------ (პირადი №1----------) თანდასწრებით, ქალაქ თბილისში (თბილისში თავისუფალი გადაადგილების უფლებით) არასრულწლოვანის თბილისში ყოფნის პერიოდში, თბილისის ტერიტორიიდან არასრულწლოვანის გაყვანის შემთხვევაში - არასრულწლოვანის ადგილსამყოფელის მიხედვით;

 

1.2. შეეზღუდოს თ------ მ---------- (პირადი N1----------) მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) მიმართ ნაწილობრივ:

 

1.2.1. მიენიჭოს თ---- მ----ეს (პირადი №1----------) უფლება, თ------ მ--------ის (პირადი N1----------) თანხმობის გარეშე, აიღოს არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) პასპორტი/სახელმწიფო საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტები და გაიყვანოს არასრულწლოვანი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ წლის განმავლობაში არაუმეტეს 03 (სამი) თვისა იმ სახელმწიფოებში, რომელიც წარმოადგენს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის (ძალაშია 1983 წლის 01 დეკემბრიდან, სარეგისტრაციო კოდი 480360000.02.002.000459) ხელშემკვრელ სახელმწიფოს;

 

1.2.2. მიენიჭოს თ---- მ----ეს (პირადი №1----------) უფლება, დამოუკიდებლად (თ------ მ--------ის თანხმობის გარეშე) წარმოადგინოს არასრულწლოვანი დ-----– მ--------ის (დაბადებული 2016 წლის 2--------–-) კანონიერი ინტერესები საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოში არასრულწლოვანის ყოფნის პერიოდში ამ სახელმწიფოს, დაწესებულებებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობაში;

 

1.3. დაეკისროს თ------ მ---------- (პირადი N1----------) თ---- მ------ (პირადი №1----------) სასარგებლოდ 500 (ხუთასი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე თ------ მ---------- (პირადი N1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვს ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენის წესით, რის შემდეგაც იგი გადაეგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

მოსამართლე ეკა ზარნაძე