გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2019
საქმის ნომერი
020310019003059842
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310019003059842 (3/114-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04.12.2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

 

მოსარჩელე სს ,,ზუ---------------–--------------------ო“

წარმომადგენელი ნო--------------ი, ბა------–------ა, კა----------------ა

 

მოპასუხე სსიპ სო–---–------------------------------ო

წარმომადგენელი ტა-------------ა

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ სო–---–------------------------------ოს 01.05.2019 წ #04/23181 გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

 

1.2. მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის სრულად დაკმაყოფილება - შპს ,,ზუ---------------–--------------------ოში“ 2018 წ. 1 იანვრიდან 2018 წ 1 ივნისამდე პერიოდში ჯანდაცვის (აივ ინფექცია/შიდსი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებულ შემთხვევებში შემოწმების 2018 წ 13 აგვისტოს #2018/13/08 აქტი, სადავო აქტის 7.1. პუნქტის დანართი #1-ის შემდეგი შემთხვევების ნაწილში:

 

3973430871 ვე-------–----ა

1817156008 ლე-------------–-ა

2203774504 მუ------------–---–-ა

960614319 ხვ----------–---–-ა

3399163184 ზა--------------–-ა

617851704 ავ--------–-------ა

2478799907 მ-----------------ა

3645954005 ჯი-–-------–--–---–ი

440729387 ალ------------–---–-ა

2179403196 გო-------------ა

3521978024 ლო-----------------ა

151928075 ნა-----------ა

290540989 ჯუ-–---------–-----ნ

2443518373 ონ----------–---–-ა

689549168 ხა---------------ა

3919979463 გე-----------–-ა

 

მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგებიან კანონის მოთხოვნებს, რადგან მოპასუხე ორგანო ცდილობს უკან დაიბრუნოს მისი დაკვეთით შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება და ამ მომსახურების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას დაშვებული მექანიკური ცდომილებების გამო გამოიყენოს დამატებითი ჯარიმები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მისი განმარტებით დარიცხვები განხორციელდა სწორად, რადგან მოსარჩელე სპეციალური პროგრამით გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ დოკუმენტაციას აწარმოებდა არასწორად, შეტანილი მონაცემები არ შეიცავდა ნამდვილ ფაქტებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ მომსახურების სააგენტომ 2018 წ ი იანვრიდან 1 ივნისამდე განახორციელა შპს ,,ზუ---------------–---------------------ში“ ჯანმრთელობისდაცვის (აივ-ინფექცია/შიდსის) სახელმწიფო პროგრამისფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება.

 

2018 წლის 20 აგვისტოს მიმართვით მოსარჩელეს გადმოეგზავნა აქტი #2018/13/08 13.08.18. ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შპს ,,ზუ---------------–---------------------ს“ დაეკისრა საჯარიმო სანქცია საერთო თანხით 76036,83 ლარი. მათ შორის უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 69124,4 ლარი, ხოლო გადასახდელმა ჯარიმამ შეადგინა 6912,44 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს“

 

–სარჩელი

–შესაგებელი

-საჩივარი

-სსიპ მომსახურების სააგენტოს 20.08.2018 წ #04/45884 მომართვა

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.2. შერჩევითი შემოწმების აქტის მიხედვით მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში (მიმწოდებელი) გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

 

1. მიმწოდებლის მიერ 10 შემთხვევაში ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტში (კალკულაცია) დაფიქსირებული მონაცემები გახარჯული მედიკამენტების ოდენობის შესახებ არ დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. ამ დარღვევის გამო დასარიცხმა სანქციამ შეადგინა 44114,11 ლარი, საიდანაც ბიუჯეტში დასაბრუნებელია 40103,74 ლარი, გადასახდელია 4010,37 ლარი.

 

დარღვევები პაციენტების მიხედვით:

 

ჯი-–-------–--–---–ი : კალკულაციაში მითითებულია მიკოფლუ 22 ცალი, სამედიცინო ისტორიით გაცემულია - 18.

ალ------------–---–-ა : კალკულაციაში მითითებულია ჰეპამერცი 12 ცალი, ისტორიით გაცემულია 15.

ლა-–-------–--ე: დუფალაკი 870, 780-ის ნაცვლად.

გო-------------ა : დანიშნულია 6 კაფსულა, კალკულაციაში მითითებულია მიკოფლუ 47, ისტორიით გაცემულია 10

ლო-----------------ა: სინოგალი 38 ცალი საერთოდ არ არის დანიშნულებაში

ნა-----------ა: ეფცენი კაფს, ექიმს ეფცენის მაგივრად უწერია მიკოფლუ

ჯუ-–---------–-----ნ ეფცენი კაფს, ექიმს ეფცენის მაგივრად უწერია მიკოფლუ

ონ----------–---–-ა: ფოსფალუგელი დანიშნულებაში არ არის

ხა---------------ა : ჰეპამერცი 2 ც. დანიშნულებაში არ არის

გე-----------–-ა: ლეგენდი კალკულაციაში 15 ისტორიაში 14

 

2. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალში დაფიქსირებული შემთხვევების ღირებულება 8 შემთხვევაში არ ედრება კალკულაციაში დაფიქსირებულ გაწეული ხარჯის თანხას, რის გამოც დასარიცხმა სანქციამ შეადგინა 31922,72 ლარი, საიდანაც ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 31922,72 ლარი, გადასახდელია 2902,06 ლარი.

 

დარღვევები პაციენტების მიხედვით:

 

ვე-------–----ა : კალკულაციაში დაფიქსირებულია 3081 ლარის ხარჯვა

ლე-------------–-ა: კალკულაციაში დაფიქსირებული3420 ლარის ხარჯვა არ დასტურდება

მუ------------–---–-ა: კალკულაციაში დაფიქსირებული 2880 ლარის ხარჯვა არ დასტურდება

ხვ----------–---–-ა: კალკულაციაში დაფიქსირებული 3240 ლარის ხარჯვა არ დასტურდება

ზა--------------–-ა: კალკულაციაში დაფიქსირებულია საწოლდღე 3060 ლარი 360 ლარის ხარჯი არ დასტურდება

ავ--------–-------ა: კალკულაციაში დაფიქსირებულია საწოლდღე 3060 ლარი, 360 ლარის ხარჯი არ დასტურდება

მ-----------------ა: კალკულაციაში დაფიქსირებული 3240 ლარის ხარჯვა არ დასტურდება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-შერჩევითი შემოწმების აქტი #2018/13/08 13.08.18.

 

3.3. მოსარჩელემ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა შემოწმების აქტი და შესაბამისი შედეგები (სანქციის დარიცხვა) და შემმოწმებელთან წარდგინა არგუმენტაცია აქტით დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

 

პაციენტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებები შემდეგი შინაარსისაა:

 

ჯი-–-------–--–---–ი: დანიშნულების ფურცელში აღნიშნულია 22 მიკოფლუ, რაც დადასტურებულია ექიმისა დაექთნის ხელმოწერით. დანიშნულება და ხაჯთაღრიცხვა ემთხვევა ერთმანეთს. 4 დღის კურსის გვერდით მიკოფლუს ნუმერაცია 9 არ არის დაფიქსირებული.

 

ალ------------–---–-ა: დანიშნულებაში მითითებულია 14 ც. ჰეპამერცი, დანიშნულებაშესრულებულია, რაც დასტურდება ექიმისა და ექთნის ხელმოწერით. ხარჯთაღრიცხვადადანიშნულება ემთხვევა ერთმანეთს. 12.01. კურსუსში გამოტოვებულია ჰეპამერცის 2 ამპულა.

 

ლა-–-------–--ე: დანიშნულება შესრულებულია დანიშნულების ფურცლის მიხედვით, რასაც ადასტურებს ექიმისა და მედდის ხელმოწერები.

 

გო-------------ა: ისტორიაში 6.02. კურსუსში აღნიშნულია ეფცენი - 5 კაფსულა დღეში, რაც დასტურდება ექიმისდანიშნულების ფურცელში მიღების სქემით. ისტორიაში 25.01 კურსუსში და დანიშნულებაში წერია თითო კაფსულა 1-ჯერ დღეში. 28.01-დან გადაყვანილია დღეში 5 კაფსულაზე, რაც აღნიშნულია კურსუსშიც და დანიშნულებაშიც.

 

ლო-----------------ა: სინოგალი 1,5 კ/შ დანიშნული იყო დღეში 2-ჯერ და დანიშნულებაში აღნიშნული იყო 9 ნომრით. დანიშნულება შესრულებულია, რაც დასტურდება ექიმისა და ექთნის ხელმოწერით. დანიშნულება და ხარჯთაღრიცხვა ემთხვევა ერთმანეთს.

 

ნა-----------ა: ყოველდღიური კურსუსების გვერდით აღნიშნულ დანიშნულებაში აღნიშნულია მიკოფლუ, თუმცა ექიმისდანიშნულებაში ჩაწერილია ეფცენი, რომლის ხარჯვაც დადასტურებულია კალკულაციით.

 

ჯუ-–---------–-----ნ : დანიშნულება შესრულებულია ეფცენი (თ აბი დღეში ერთხელ) დანიშნულებაში და ხარჯთაღრიცხვაში მექანიკურად ჩაწერილია მიკოფლუ.

 

ონ----------–---–-ა: დანიშნულება შესრულებულია დანიშნულების ფურცლის მიხედვით, რასაც ადასტურებს ექიმისა და მედდის ხელმოწერები. დანიშნულება და ხაჯთაღრიცხვა ემთხვევა ერთმანეთს.

 

ხა---------------ა: 10.03. კურსუსში ჰეპამერცი 2 ამპულა გადასხმულია ერთჯერადად. დანიშნულება შესრულებულია, რაც დასტურდება ექიმისა და ექთნის ხელმოწერით, რაც დანიშნულების ჩამონათვალში არ არის დაფიქსირებული.

 

გე-----------–-ა: პაციენტის ბარათის დანიშნულების ფურცელზე აღნიშნულია ლეგენდი N15 ამპ. რაც დადასტურებულია ექიმის და ექთნის ხელმოწერით. ყოველდღიურ კურსუსებში აღნიშნულია ინექცია ლეგენდი N15 ამპ. რაც ხელმოწერილია ექიმის მიერ. კალკულაციით მოთხოვნილია ლეგენდი N15 ამპ. პრეპარატის მოხსნის დღეს 21/05/2018 წ კურსუსების გვერდით ციფრობრივი ნუმერაციით დანიშნულებიდან ამოღებულიარიგითი ნომერი. იმ დღის კურსუსში ჩაწერილია პრეპარატის გახარჯვა, ანუ გადასხმა გაკეთებულია და იმ დღიდან პრეპარატის მოხსნა დაფიქსირებულია.

 

ვე-------–----ა: კალკულაციაში დაფიქსირებულია 3081 ლარის ხარჯვა. მოთხოვნილი ფაქტიური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესრულება არსებობს. კომპანიას საწოლ-დღე შეფასებული აქვს თავისი ღირებულებით და ჩაშლილი ხარჯებით. ამ ფაქტსადასტურებს ასევე შპს ზუ---------------–--------------------ოს სხვა პაციენტების კალკულაცია. პაციენტ ვეფვია ჟვანიას საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ ინფორმაცია და საწოლ-დღეების ჯამური ოდენობა დასტურდება პაციენტის კალკულაციაში.

 

ლე-------------–-ა: კალკულაციაში დაფიქსირებული 3420 ლარის ხარჯვა არ დასტურდება. მოთხოვნილი ფაქტიური ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესრულება არსებობს. კომპანიას აქვს შეფასებული საწოლ-დღე თავისი ღირებულებით და ჩაშლილი ხარჯებით. მოცემულ ფაქტს ადასტურებს ასევე შპს ზუ---------------–--------------------ოს სხვა პაციენტების კალკულაცია. ლე-------------–-ას საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ ინფორმაცია და საწოლ-დღეების ჯამური ოდენობა დასტურდება პაციენტის კალკულაციაში.

 

მუ------------–---–-ა: კალკულაციაში დაფიქსირებული 2880 ლარის ხარჯვა არ დასტურდება. მოთხოვნილი ფაქტიური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესრულება არსებობს. კომპანიას აქვს შეფასებული საწოლ-დღე თავისი ღირებულებით და ჩაშლილი ხარჯებით. მოცემულ ფაქტს ადასტურებს ასევე შპს ,,ზუ---------------–--------------------ოს“ სხვა პაციენტების კალკულაცია. მუ------------–---–-ას საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ ინფორმაცია და საწოლ-დღეების ჯამური ოდენობა დასტურდება პაციენტის კალკულაციაში.

 

ხვ----------–---–-ა: კალკულაციაში დაფიქსირებული 3240 ლარის ხარჯვა არ დასტურდება. მოთხოვნილი ფაქტიური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესრულება არსებობს. კომპანიას აქვს შეფასებული საწოლ-დღე თავისი ღირებულებით და ჩაშლილი ხარჯებით. მოცემულ ფაქტს ადასტურებს ასევე შპს ზუ---------------–--------------------ოს სხვა პაციენტების კალკულაცია. ხვ----------–---–-ას საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ ინფორმაცია და საწოლ-დღეების ჯამური ოდენობა დასტურდება პაციენტის კალკულაციაში.

 

ზა--------------–-ა კალკულაციაში დაფიქსირებულია საწოლდღე 3060 ლარი, ხოლო 360 ლარის ხარჯი არ ფიქსირდება. მოთხოვნილი ფაქტიური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესრულება არსებობს. კომპანიას აქვს შეფასებული საწოლ-დღე თავისი ღირებულებით და ჩაშლილი ხარჯებით. მოცემულ ფაქტს ადასტურებს ასევე შპს ზუ---------------–--------------------ოს სხვა პაციენტების კალკულაცია. ზა--------------–-ას საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ ინფორმაცია და საწოლ-დღეების ჯამური ოდენობა დასტურდება პაციენტის კალკულაციაში.

 

ავ--------–-------ა კალკულაციაში დაფიქსირებულია საწოლდღე 3060 ლარი, ხოლო 360 ლარის ხარჯი არ ფიქსირდება. მოთხოვნილი ფაქტიური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესრულება არსებობს. კომპანიას აქვს შეფასებული საწოლ-დღე თავისი ღირებულებით და ჩაშლილი ხარჯებით. მოცემულ ფაქტს ადასტურებს ასევე შპს ზუ---------------–--------------------ოს სხვა პაციენტების კალკულაცია. ავ--------–-------ას საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ ინფორმაცია და საწოლ-დღეების ჯამური ოდენობა დასტურდება პაციენტის კალკულაციაში.

 

მ-----------------ა კალკულაციაში დაფიქსირებულია 3240 ლარის ხარჯვა. მოთხოვნილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დაშესრულება არსებობს. კომპანიას აქვს შეფასებული საწოლ-დღე თავისი ღირებულებით და ჩაშლილი ხარჯებით. მ-----------------ას საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ ინფორმაცია და საწოლ-დღეების ჯამური ოდენობა დასტურდება პაციენტის კალკულაციაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

-ადმინისტრაციული საჩივარი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.4. შპს ,,ზუ---------------–--------------------ოს“ საჩივართან დაკავშირებით 01.05.2019 წ გამოტანილია გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო აქტის 7.1 პუნქტით (დანართი #1) წარმოდგენილი #3160231936 შემთხვევითვის - ლა-–-------–--ე.

 

ამ გადაწყვეტილების დასაბუთებაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ არ გაითვალისწინა მექანიკური შეცდომები და განმარტა შემდეგი: პროგრამის ამბულატორიული დასტაციონარული კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან, მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დადგენილების დანართი 8.1.-ის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულებისა.

 

კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ პროგრამული ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მიმწოდებლის მიერ შემთხვევაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯის სისწორეს და მიმწოდებელთან დაცულ ფინანსურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობას. ამასთან, განმახორციელებლის შემმოწმებელი ჯგუფი პროგრამის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს შემდეგს: თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, პროგრამულად ანაზღაურებული თანხა ექვემდებარებასრულად უკან დაბრუნებას. რაც შეეხება მიმწოდებლის მიმართ დამატებითი ფინანსური სანქციის გამოყენების საფუძვლიანობას, მიმწოდებლის მიერ მიუხედავად მექანიკურ ცდომილებებზეაპელირებისა, დარღვეულია დადგენილებით ხელშემკვრელი მხარისათვის დადგენილი პირობები, რაც მდგომარეობს სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების ცდომილებასადა უზუსტობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სარჩელი

– მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

– სსიპ სო–---–------------------------------ოს 01.05.2019 წ #04/23181 გადაწყვეტილება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და მე-601 მუხლები, ,,2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638-ე დადგენილება

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთება გამომდინარეობს ,,2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638-ე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-12 პუნქტიდან.

 

მოყვანილი ნორმა შემდეგი შინაარსისაა: 1. ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები:

 

ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი;

 

ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება;

 

გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

 

2. შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი განისაზღვრება დადგენილების მე-16 მუხლის შესაბამისად (თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

 

3. ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია (თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული):

 

ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარმოდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით;

 

ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება;

 

გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას:

 

გ.ა) არ არის დაცული პროგრამის მოთხოვნა პაციენტის ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით;

 

გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით ან/და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით;

 

დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას ან სანებართვო დანართს შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან აწარმოებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას სავალდებულო შეტყობინების გარეშე;

 

ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის;

 

ვ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ, ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით, თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე;

 

ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.

 

4. თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

 

5. მიმწოდებლის მიერ შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შესახებ ამავე დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

 

6. მონიტორინგის, კონტროლის ან რევიზიის დროს გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში გამოყენებული იქნება დამატებითი ფინანსური ჯარიმები. დამატებითი ფინანსური ჯარიმა შემსრულებელს არ ათავისუფლებს გამოვლენილი ხელშეკრულების პირობების დარღვევით მოთხოვნილი თანხების უკან დაბრუნებისაგან.

 

7. ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ, ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა.

 

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის გარეშე, ხელშეკრულების შესრულებისათვის ან ვაუჩერის პირობებზე ცალმხრივად უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმის სახით განმახორციელებლის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის 10%-ს, გარდა დადგენილებით დამტკიცებული „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

9. ხელშეკრულების მოშლა ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი მიმწოდებელს არ ათავისუფლებს საჯარიმო სანქციების შესრულებისაგან.

 

10. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან უხარისხოდ, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

 

11. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

 

12. სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

 

13. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდება, რომ ვაუჩერის მფლობელი და პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ფაქტობრივად მიმღები სხვადასხვა პიროვნებაა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

 

14. იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას/კონტროლისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა გადაახდევინა, ან თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

 

15. თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს ფილიალების მეშვეობით, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე ფილიალისთვის, ამავე ფილიალისთვის თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით.

 

16. მიმწოდებლის მიერ პროგრამების მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია დადგენილების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს.

 

17. ერთი შემთხვევის ფარგლებში ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული დამატებითი ფინანსური საჯარიმო სანქციის დაკისრებისას, ერთზე მეტი სანქციის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო ხელმძღვანელობს უმეტესი ფინანსური ჯარიმის ოდენობით.

 

18. დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტითა და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით.

 

19. დადგენილების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.

 

20. საჯარიმო სანქციების გამოყენების საკითხი, ტექნიკური მიზეზით გამოწვეულ, დადგენილების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, განიხილება და გადაწყდება განმახორციელებლის/რეგულირების სააგენტოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით მოპასუხე ითხოვს გაწეული ხარჯის დაბრუნებას იმის გამო, რომ სამედიცინო შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი საფუძვლის არსებობა სასამართლოს აზრით სათანადოდ (საკმარისად) დადასტურებული არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნორმის ამგვარ განმარტება არ გამომდინარეობს მისი სიტყვასიტყვითი განმარტებიდანაც. მიგვაჩნია, რომ დოკუმენტებში სინამდვილის არ ასახვა და ერთი და იმავე სამედიცინო შემთხვევაზე სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მექანიკური ცდომილებები არსებითად განსხვავებული ფაქტებია. სასამართლოს აზრით ნორმის გამომცემმა ორგანომ სწორედ იმიტომ ჩაწერა ფაქტი - ,,არ ასახავს სინამდვილეს", რომ ეს აუცილებლად უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული წარმოების დროს და იგი არ უნდა იყოს დაყვანილი მხოლოდდამხოლოდ დოკუმენტაციაში ცდომილებების დადგენის მარტივ პროცედურამდე. ამ კონტექსტში საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემმოწმებელს (არც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს) საერთოდ არ გამოუკითხავს არც სამედიცინო პერსონალი (ექიმი, მედდა, ვინც უშუალოდ აწერდა ხელს გარკვეულ დოკუმენტებს) და არც პაციენტი ვინც სამედიცინო მომსახურება მიიღო. არ განხორციელებულა არც სამედიცინო დოკუმენტების სათანადო ურთიერთშეჯერება, რითაც ფაქტიურად დადგენის გარეშე დარჩა საკითხი ასახავდა თუ არა სამედიცინო შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია სინამდვილეს, რაც სასამართლოს აზრით დაუშვებელია და გამოყენებული სანქციის უკანონობას განაპირობებს. ამგვარი მიდგომით მექანიკურ უზუსტობას შეიცავდა ის ერთი სამედიცინო შემთხვევაც #3160231936 - პაციენტი ლა-–-------–--ე (დუფალაკი 870 კალკულაციაში 780-ის ნაცვლად), რომლის ნაწილშიც რაიმე ფაქტობრივი თუ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე საჩივრის განმხილველმა ორგანომ დააკმაყოფილა საჩივარი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

რაც შეეხება პროგრამის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სანქციას, მისი გამოყენება შეიძლება მაშინ, როცა სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას ექნება ადგილი (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება კონტროლის ან რევიზიის დროს და გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.

 

მოცემულ შემთხვევაში შემოწმებით დაფიქსირებული დარღვევები ყველა შემთხვევაში შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევას და ამ პუნქტით ჯარიმის დაკისრება მიმწოდებლისთვის კანონსაწინააღმდეგოა.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით განსახილველი შემთხვევისთვის დადგენილია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი – გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1–ლი ნაწილის დანაწესებით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეის სასარგებლოდ

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სო–---–------------------------------ოს 01.05.2019 წ #04/23181 გადაწყვეტილება (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში).

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ზუ---------------–--------------------ოში“ 2018 წ. 1 იანვრიდან 2018 წ 1 ივნისამდე პერიოდში ჯანდაცვის (აივ ინფექცია/შიდსი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებულ შემთხვევებში შემოწმების 2018 წ 13 აგვისტოს #2018/13/08 აქტი (კომისიის 20.12.2018 წ #2018/20/12 საოქმო გადაწყვეტილება), სადავო აქტის 7.1. პუნქტის დანართი #1-ის შემდეგი შემთხვევების ნაწილში:

 

3973430871 ვე-------–----ა

1817156008 ლე-------------–-ა

2203774504 მუ------------–---–-ა

960614319 ხვ----------–---–-ა

3399163184 ზა--------------–-ა

617851704 ავ--------–-------ა

2478799907 მ-----------------ა

3645954005 ჯი-–-------–--–---–ი

440729387 ალ------------–---–-ა

2179403196 გო-------------ა

3521978024 ლო-----------------ა

151928075 ნა-----------ა

290540989 ჯუ-–---------–-----ნ

2443518373 ონ----------–---–-ა

689549168 ხა---------------ა

3919979463 გე-----------–-ა

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან ბაჟის გადახდისგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გადაცემიდქნ 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა