გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003305774
#2/370 -2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02.04.2020 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.,, ს----------–---------ი“
წარმომადგენელი: ს--–---- ფ-------ე
მოპასუხეები: ლ--–- კ------ე, ბ----ი კ------ე, ს------- კ------ე, თ------ გ-----ე.
დავის საგანი: დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „ს----------–--- ბ---ი“-ს (ს/კ. 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ლ--–- კ------ის (პ/ნ 3----------), ბ----ი კ------ის (პ/ნ 3----------), ს------- კ------ის (პ/ნ3----------) და თ------ გ-----ის (პ/ნ3----------) მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს ერთის მხრივ სს „ ს----------–--- ბ---სა“ და მეორეს მხრივ ლ--–- კ------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 240 თვით.
2017 წლის 19 ოქტომბერს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ლ--–- კ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ( სესხი N4906405), რომლის საფუძველზეც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 22 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით.
2017 წლის 19 ოქტომბერს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს „ ს----------–--- ბ---ს“ ლ--–- კ------ეს, ბ---- კ------ეს და ს------- კ------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- კ------ის , ბ---- კ------ის და ს------- კ------ის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე- ს------ის რაიონი, სოფელი კ--–-----, უძრავი ქონების ს.კ 3-.0-.4-.0--.
2017 წლის 19 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 19 ოქტომბერს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ბ---- კ------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება,2017 წლის 19 ოქტომბერს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და თ------ გ-----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
2017 წლის 10 ივლისს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ლ--–- კ------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ( სესხი N4617376), რომლის საფუძველზეც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 3 500 ლარის ოდენობით, წლიური -12,3 % სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს.
მოსარჩელე მიუთითებს , რომ მოპასუხე ლ--–- კ------ეს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სს „ ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ არ შეუსრულებია, კერძოდ მსესხებლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება N 4906405 და N4617376 სესხებზე არ შესრულებულა, 2018 წლის ივლისის შემდეგ და მანამდეც სისტემატიურად ხდებოდა სესხზე გრაფიკის დარღვევა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვით. ვალდებულების არა ჯეროვნად შესრულების გამო განხორციელდა N 4906405 და N4617376 სესხებზე პირგასამტეხლოს დარიცხვა 2018 წლის ივლისიდან დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
1.2.მოსარჩელე ითხოვს:
1.2.1.მოპასუხეებს ლ--–- კ------ეს, ბ---- კ------ეს და თ------ გ-----ეს 2017 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი 4906405 ) სს „ ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროს 38 531,7ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19 679,5 ლარი , პროცენტი 5 384,41 ლარი და პირგასამტეხლო 13 467,79 ლარი.
1.2.2.მოპასუხეებს ლ--–- კ------ეს, ბ---- კ------ეს და თ------ გ-----ეს სს ‘ ს----------–---------ის „ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდალურად დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სესხის 4906405) ყოველთვიურად 11 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს სესხის ძირ თანხაზე 19 679,5 ლარზე დასარიცხ სარგებელს წლიურ 20 %-ს.
დავალიანების გადახდევინებისას ბ---- კ------ის და თ------ გ-----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად თითოეულ თავდებზე განისაზღვროს 44 000 ლარით.
1.2.3. მოპასუხე ლ--–- კ------ეს 2017 წლის 10 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი 4617376) სს „ ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5 123,3 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 787,29 ლარი, პროცენტი 462,43 ლარი , პირგასამტეხლო 1 793, 58 ლარი და საკომისიო -80 ლარი.
1.2.4. 2017 წლის 19 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი 4906405) დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ს.ს. „ ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ლ--–- კ------ის , ბ---- კ------ის და ს------- კ------ის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე- ს------ის რაიონი, სოფელი კ--–-----, უძრავი ქონების ს.კ 3-.0-.4-.0--.
1.2.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას , ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების ლ--–- კ------ის , ბ----ი კ------ის და თ------ გ-----ის საკუთრებაში არსებული სხვა მოძრავი ქონება.
1.2.6. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.2.7. მოპასუხეებს ს.ს. „ ს----------–--- ბ---ის „ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1671 ლარის ოდენობით.
1.2.8. მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე მოთხოვნის 1.2.1. პუნქტში შეამცირა მოთხოვნა და საბოლოოდ მოთხოვნის 1.2.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად : მოპასუხეებს ლ--–- კ------ეს, ბ---- კ------ეს და თ------ გ-----ეს 2017 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი 4906405 ) ს.ს. „ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 30063,91ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19 679,5 ლარი , პროცენტი 5 384,41 ლარი და პირგასამტეხლო 5000 ლარი.
მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე ასევე შეამცირა მოთხოვნა 1.2.3. პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად მოპასუხე ლ--–- კ------ეს 2017 წლის 10 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი 4617376) ს.ს. „ ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4329,72 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 787,29 ლარი, პროცენტი 462,43 ლარი , პირგასამტეხლო 1000 ლარი და საკომისიო - 80 ლარი.
დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა დარჩა იგივე.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე თ------ი გ-----ემ შემოიტანა შესაგებელი, სადაც მიუთითებს, რომ იგი სარჩელს არ ცნობს. იგი ადასტურებს, რომ ნამდვილად იყო თავმდები თუმცა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა გადამეტებულია და ამ სარჩელს არ შეიძლება იურიდიულად გამართული სარჩელი ერქვას. დანარჩენმა მოპასუხეებმა ასევე განაცხადეს სხდომაზე , რომ ისინი სარჩელს არ ცნობენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს ერთის მხრივ სს „ ს----------–--- ბ---სა“ და მეორეს მხრივ ლ--–- კ------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 240 თვით.
2017 წლის 19 ოქტომბერს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ლ--–- კ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ( სესხი N4906405), რომლის საფუძველზეც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 22 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით ვადაგადაცილებული თანხის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ.18-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს „ ს----------–--- ბ---ს“ ლ--–- კ------ეს, ბ---- კ------ეს და ს------- კ------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- კ------ის , ბ---- კ------ის და ს------- კ------ის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე- ს------ის რაიონი, სოფელი კ--–-----, უძრავი ქონების ს.კ 3-.0-.4-.0--. აღნიშნული უძრავი ქონება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმდა, რომ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, გადახდევინება შესაძლოა მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.0-.4-.0--. თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ----ი კ------ის, ლ--–- კ------ის და ს------- კ------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 30-38)
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-41)
3.2.3. 2017 წლის 19 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 19 ოქტომბერს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ბ---- კ------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 44 000 ლარს. ამავე ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით , 2017 წლის 19 ოქტომბერს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და თ------ გ-----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 44 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 42-52)
3.2.4. 2017 წლის 10 ივლისს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ლ--–- კ------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ( სესხი N4617376), რომლის საფუძველზეც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 3 500 ლარის ოდენობით, წლიური -12,3 % სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით ვადაგადაცილებული თანხის. ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიო ყოველთვიურად-5 ლარის ოდენობით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა ეხადა სესხის ძირი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.54-57
- გაფრთხილების წერილები, საფოსტო შეტყობინებებით (ს.ფ. 67-68)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.5. მოსარჩელის პოზიციით ლ--–- კ------ეს მსესხებლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება N 4906405 და N4617376 სესხებზე არ შესრულებულა, 2018 წლის ივლისის შემდეგ და მანამდეც სისტემატიურად ხდებოდა სესხზე გრაფიკის დარღვევა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვით.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით, მსესხებელ ლ--–- კ------ეს 2017 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი 4906405 ) სს „ ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 38 531,7 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19 679,5 ლარი , პროცენტი 5 384,41 ლარი და პირგასამტეხლო 13 467,79 ლარი. მოსამზადებელ ეტაპზე პირგასამტეხლო შემცირებული იქნა 5000 ლარამდე.
2017 წლის 10 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი N4617376) სს „ ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 5 123,3 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 787,29 ლარი , პროცენტი 462,43 ლარი და პირგასამტეხლო 11 793,58 ლარი და საკომისიო-80 ლარი. მოსამზადებელ ეტაპზე პირგასამტეხლო შემცირებული იქნა 1000 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ.71)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს - ლ--–- კ------ეს, ბ----ი კ------ეს, თ------ი გ-----ეს (2017 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულება ( სესხი 4906405 )) ს.ს. „ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 28999ლარის და 81 თეთრის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხა არის 19679ლარი და 50 თეთრი არის ძირი, პროცენტი სარჩელის შეტანის დღის მდგომარეობით - 5384 ლარი და 41 თეთრი, პირგასამტეხლო არის 1967 ლარი და 95 თეთრი, სარგებელი-მიუღებელი შემოსავალი კი არის 1967 ლარი და 95 თეთრი).
ლ--–- კ------ეს (სესხი N4617376) ს.ს. ,,ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3608 ლარის და 45 თეთრის გადახდა (საიდანაც 2787 ლარი და 29 თეთრი ძირია, 462 ლარი და 43 თეთრი პროცენტია ,278 ლარი და 73 თეთრი პირგასამტეხლოა, ხოლო 80 ლარი საკომისიო)
სს „ს----------–--- ბ---ი“-ს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ს------ე, სოფელი კ--–----- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #3-.0-.4-.0--. ლ--–- კ------ის, ბ----ი ეკენაძის, ს------- კ------ის თანასაკუთრება.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან ვერ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების - ლ--–- კ------ის, ბ----ი ეკენაძის, თ------ი გ-----ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება.
ბ----ი კ------ის, თ------ი გ-----ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვროს თითოეულ თავმდებზე 44000 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე 286-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
6.4.დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს ერთის მხრივ სს „ ს----------–--- ბ---სა“ და მეორეს მხრივ ლ--–- კ------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 240 თვით.
2017 წლის 19 ოქტომბერს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ლ--–- კ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ( სესხი N4906405), რომლის საფუძველზეც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 22 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით ვადაგადაცილებული თანხის.
6.5. 2017 წლის 10 ივლისს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ლ--–- კ------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ( სესხი N4617376), რომლის საფუძველზეც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 3 500 ლარის ოდენობით, წლიური -12,3 % სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით ვადაგადაცილებული თანხის. ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიო ყოველთვიურად-5 ლარის ოდენობით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა ეხადა სესხის ძირი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი.
სასამართლო თვლის, რომ ორივე ხელშეკრულებაში ძირისა და პროცენტის მოთხოვნა შეესაბამება კანონს.
ლ--–- კ------ის მიერ მსესხებლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება N 4906405 და N4617376 სესხებზე არ შესრულებულა, 2018 წლის ივლისის შემდეგ და მანამდეც სისტემატიურად ხდებოდა სესხზე გრაფიკის დარღვევა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვით.
2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით, მსესხებელ ლ--–- კ------ეს 2017 წლის 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი 4906405 ) სს „ ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19 679,5 ლარი , პროცენტი 5 384,41 ლარი.
2017 წლის 10 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ( სესხი N4617376) სს „ ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხაა 2 787,29 ლარი , პროცენტი 462,43 ლარი.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
2017 წლის 19 ოქტომბერის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 19 ოქტომბერს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და ბ---- კ------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 44 000 ლარს. ამავე ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით , 2017 წლის 19 ოქტომბერს სს „ ს----------–--- ბ---სა“ და თ------ გ-----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 44 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდები პირები არიან - თ------ გ-----ე და ბ---- კ------ე, შესაბამისად ისინი ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად „უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).“
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტით გათვალისწინებულია სწორედ აღნიშნული შემთხვევა: თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, გადახდევინება შესაძლოა მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 19 ოქტომბერს, სს „ ს----------–--- ბ---ს“ ლ--–- კ------ეს, ბ---- კ------ეს და ს------- კ------ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ლ--–- კ------ის , ბ---- კ------ის და ს------- კ------ის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე- ს------ის რაიონი, სოფელი კ--–-----, უძრავი ქონების ს.კ 3-.0-.4-.0--. იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმდა, რომ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, გადახდევინება შესაძლოა მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში გამართლებულია.
6.8.სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირი და პროცენტი, რასაც ცნობს მოპასუხე.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
27. სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,)
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებების დარღვევის გამო მოპასუხეებს უნდა დაეკისროს გადაუხდელი ძირი თანხის 10 პროცენტი . მოპასუხეებს - ლ--–- კ------ეს, ბ----ი კ------ეს, თ------ი გ-----ეს (2017 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულება) ს.ს. „ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარგებელი-მიუღებელი შემოსავალი 1967 ლარი და 95 თეთრი.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში ძირი თანხის ათი პროცენტის ფარგლებში.
6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
6.12. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“ დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟის თანხა შემცირებული თანხის ფარგლებში..
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,ს----------–---------ი“-ს (ს/ნ.2--------) სარჩელი ლ--–- კ------ის, ბ----ი კ------ის, ს------- კ------ის და თ------ი გ-----ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - ლ--–- კ------ეს, ბ----ი კ------ეს, თ------ი გ-----ეს (2017 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულება) ს.ს. „ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 28999 (ოცდარვაათასცხრაასოთხმოცდაცხრამეტი) ლარის და 81(ოთხმოცდაერთი) თეთრის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხა არის 19679ლარი და 50 თეთრი არის ძირი, პროცენტი სარჩელის შეტანის დღის მდგომარეობით - 5384 ლარი და 41 თეთრი, პირგასამტეხლო არის 1967 ლარი და 95 თეთრი, სარგებელი-მიუღებელი შემოსავალი კი არის 1967 ლარი და 95 თეთრი).
1.2. ლ--–- კ------ეს (2017 წლის 10 ივლისის ხელშეკრულება) ს.ს. ,,ს----------–--- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3608 ლარის და 45 თეთრის (სამიათასექვსასრვა ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) გადახდა (საიდანაც 2787 ლარი და 29 თეთრი ძირია, 462 ლარი და 43 თეთრი პროცენტია , 278 ლარი და 73 თეთრი პირგასამტეხლოა, ხოლო 80 ლარი საკომისიო)
1.3. სს „ს----------–--- ბ---ი“-ს წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ს------ე, სოფელი კ--–----- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #3-.0-.4-.0--. ლ--–- კ------ის, ბ----ი კ------ის, ს------- კ------ის თანასაკუთრება.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან ვერ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების - ლ--–- კ------ის, ბ----ი კ------ის, თ------ი გ-----ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება.
ბ----ი კ------ის, თ------ი გ-----ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვროს თითოეულ თავმდებზე 44000 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელე - სს. ,,ს----------–--- ბ---ს“ (ს/ნ.2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 277,84 ლარი (საგადახდო დავალება №34561, გადამხდელის ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“, გადახდის თარიღი 21.11.2019წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 1671.00 ლარი, გადამხდელი - სს „ს----------–--- ბ---ი“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
3. ლ--–- კ------ეს, ბ----ი კ------ეს, თ------ი გ-----ეს სს. ,,ს----------–--- ბ---ი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს სოლიდარულად 869 ლარისა და 99 თეთრის გადახდა.
4.ლ--–- კ------ეს, სს. ,,ს----------–--- ბ---ი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს 108 ლარისა და 25 თეთრის გადახდა.
5. უარი ეთქვას ს.ს. ,,ს----------–--- ბ---“-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უსაფუძვლობის გამო.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი