განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/13-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ქ. თბილისის ვაკე-საბურთლოს პროკურატურის პროკურორ ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--–------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ყ--------------------------–-----–-–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ს----------–----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №4----------, ნასამართლეობის არმქონის, რეგისტრირებულს და ფაქტობრივად მცხოვრების: ყ--------------------------–-----–-–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
გ--–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
ს------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ--–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ს------------------ მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ თბილისში, დ------------–-----------------------–-, ურთიერთშელაპარაკებისას გ--–------------მა ს-----------------თან ერთად, სახისა და სხეულის არეში დარტყმით განახორციელა ძალადობა ყოფილი სიძის დ-------------–--ის მიმართ, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ თბილისში, დ------------–-----------------------–-, ურთიერთშელაპარაკებისას ს-----------------მა გ--–------------თან ერთად, სახისა და სხეულის არეში დარტყმით სცემა დ-------------–--ე, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვა--------------–--ს პროკურატურის პროკურორმა ქ--------------–---–მა. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27ნოემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა და გ--–------------სა და ს-----------------სის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, იმ საფუძვლით, რომ მართალია მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის კატეგორია, ქმედების ხასიათი, დანაშაულის ჩადენის ხერხი და დანაშაულის ჩადენის ობიექტური ვითარება.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პირველი ინსტანციის სასამართლოში გ--–------------მა და ს-----------------მა თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარეს ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადეს მტკიცებულებები და დაეთანხმნენ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
მსჯავრდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, ასევე დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ბიოლოგიური ექსპერტიზის N3----- დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ--–------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ს------------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებ გ--–------------ის და ს------------------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
პროკურორის სააპელაციო საჩივარს პალატა არ იზიარებს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა გ--–------------ისა და ს------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მათი წარსული ცხოვრება, ის რომ გ--–------------მა და ს-----------------მა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადეს ბრალდების მტკიცებულებები, რამაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი სახელმწიფო რესურსების დაზოგვას; გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მსჯავრდებულები არ არიან ნასამართლევები, არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა რაიმე გარემოება, გულწრფელად ინანიებენ ჩადენილს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--–------------სა და ს-----------------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ვა--------------–--ს პროკურატურის პროკურორ ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
ს------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ--–------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შმდეგნაირად:
ანაწმენდები, ბეტონის ნატეხი, მინის ნამსხვრევები, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ფოტოსურათები დისკის სახით შენახულ იქნეს სს საქმსი შენახვის ვადით;
გ--------------აგან ამოღებული პერანგი და შარვალი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე