განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2018
საქმის ნომერი
010141318700051208
ინსტანცია
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700051208 (N1/აგ-73-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ-----–---------–---–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ-----–---------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

მ-----–---------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე.

 

მ-----–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების თანახმად მ-----–---------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-----–---------–---–ს, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მოთხოვნათა საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მ-----–---------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 07 ივნისიდან 2015 წლის 09 ივნისის ჩათვლით.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ-----–---------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

მ-----–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მოუხდელი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ მ-----–---------–---–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

2018 წლის 17 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა მ-----–---------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ-----–---------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს და მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. აღნიშნული მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მ-----–---------–---–ს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო 171,63 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანას უკანონოდ შეძენა - შენახვისათვის, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული მუხლის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის (მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, შესაბამისად, უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და განესაზღვროს სასჯელი 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე ცვლილება უნდა შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენში. რაც შეეხება შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებას მართვის უფლების აღდგენის თაობაზე, ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან უფლებების ჩამორთმევას ასევე ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლით მსჯავრდებულთა შემთხვევებშიც.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ-----–---------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

მ-----–---------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

ასევე ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენში და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 აბზაცი (პუნქტი 21.) ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 11 თვის და 27 დღის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარი და თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 11 თვით და 27 დღით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

მურმან ისაევი