განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0-----------------
საქმე №1ა/გ-92-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ----------------–---–ის ადვოკატ ფ---------------ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის განაჩენით:
შ--------------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასეჯლის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით შ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასეჯლის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
შ----------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
შ----------------–---–ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 25 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, შ----------------–---–ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, კერძოდ: ¼-ით შეუმცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; ასევე ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად და მოსახდელად განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ¼-ით შეუმცირდა ზემოაღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, კერძოდ: ¼-ით შეუმცირდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; ასევე ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით მსჯავრად და განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, შ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე.
შ----------------–---–ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 25 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივნისის განაჩენით:
მსჯავრდებულ შ----------------–---–ის შუამდგომლობა განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით განსაზღვრულ ძირითად სასჯელებში შევიდა ცვლილება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით შემცირებული სასჯელებიდან:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ რეალურ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და პირობით მსჯავრად ჩათვლილ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 9 (ცხრა) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული რეალური სასჯელიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 (სამი) თვე, პირობით მსჯავრად ჩათვლილი სასჯელიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და 9 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 9 (ცხრა) თვით, განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
შ----------------–---–ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 25 მაისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, შ----------------–---–ისათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ შ----------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით:
შ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, შ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
შ----------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2018 წლის 23 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ შ----------------–---–ის ადვოკატმა ფ---------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ შ----------------–---–ის ადვოკატის ფ---------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით; სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით შ----------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ასევე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა უფლებები.
რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული შ----------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დანიშნული სასჯელისაგან; მასვე უნდა აღუდგეს აღნიშნული განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შ----------------–---–ის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ---------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ----------------–---–ის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ---------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:
მსჯავრდებული შ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან. მასვე, აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. ისაევი