განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2018
საქმის ნომერი
010141318700051543
ინსტანცია
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010141318700051543-1აგ/88-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2018წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 მარტის განჩინებით გ------- ჭ--–---ს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი ) წლის, 10 (ათი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, საქართველოს სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის განაჩენით:

გ------- ჭ--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის წონით 0,000008 გრამის უკანონო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

_ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

_ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ------- ჭ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ახლი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ს 63-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ------- ჭ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 3 (სამი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, 10 (ათი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტის შესახებ“ საქათველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, 7 (შვიდი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2013 წლის 18 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით შეტანილი იქნა ცვლილება 2013 წლის 18 აპრილის განაჩენში და გ------- ჭ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 23 სექტემბრიდან. სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად 2014 წლის 21 მარტს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით:

გ------- ჭ--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, გ------- ჭ--–---ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

გ------- ჭ--–---ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს სააპელაციო საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენში გ------- ჭ--–---ს მიმართ, შევიდა ცვლილება:

 

გ------- ჭ--–---ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

გ------- ჭ--–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1(ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ------- ჭ--–---ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით, მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

2018 წლის 23 იანვარს, მსჯავრდებულმა გ------- ჭ--–---მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებული გ------- ჭ--–---ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით), რაც სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით განისაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე და შესაბამისად განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გ------- ჭ--–---ს მოხდილია აქვს 2013 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ვინაიდან დღეს მოქმედი რედაქციით ქმედება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც ნასამართლეობის გაქარწყლების კუთხით ამსუბუქებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ რადგან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გავლენას ახდენს დანაშაულის კატეგორიაზე, მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- ჭ--–---ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ------- ჭ--–---ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/