განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2018
საქმის ნომერი
010141318700050386
ინსტანცია
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700050386

საქმე ?1/აგ-24-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით ა-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ა-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, საქარათველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 8000 (რვა ათასი ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 8000 (რვა ათასი ლარის ოდენობით.

ა-----------------ს სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 13 თებერვლიდან 2017 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განაჩენით ა-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 8 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ა-----------------მა რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე და კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა, ახალი განაჩენის დადგენა სასჯელის დაუნიშნავად ან სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ა-----------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით ა-----------------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა-----------------ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით ა-----------------ი აგრეთვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1885,66 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას, უკანონო შეძენასა და შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული მუხლის სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილის /მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით/ სანქცია ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე და განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად იცვლება სასჯელიც და კატეგორიაც, რითაც უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილზე. ამასთან, ვინაიდან მსჯავრდებულს, სასჯელი (საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით) განსაზღვრული აქვს მოქმედი 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სასჯელი არ იცვლება.

 

რაც შეეხება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განაჩენით, ა-----------------ს მსჯავრდებას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვლისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლი, არ ვრცელდება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განაჩენში (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენი).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ა-----------------ი გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

 

ა-----------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენი) - გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილზე.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

შ. ყაველაშვილი