განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200100117002211420 - 1ბ/115-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
7 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ----------------- (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–------------–-----------–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
სასჯელი: ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებული: თ------–---------- (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--–------------–-----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------–------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
სასჯელი: ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებული: მ-----------------ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 19---–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–------------–-----------–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით;
სასჯელი: ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა და ითხოვა მსჯავრდებულებისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის დამძიმება.
მსჯავრდებულებმა გ----------------მა, მ-----------------მა, თ------–---------მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ-------------–--–---–მა წარმოადგინეს შესაგებელი ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 26 ოქტომბერს, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საძოვარზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, გ----------------მა თ------–---------მა და მ-----------------მა, რ------------------ მიმართ განახორციელეს ძალადობა. კერძოდ, თავის და ტანის არეში ხელებითა და ფეხებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ-----------------ს, თ------–----------ს და მ-----------------ის მიერ მათზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების რ----------------ს, რ------------------ს, ზ-----------------ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ რ------------------ გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების გ-----------------ს, თ------–----------ს და მ-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------------მა ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; თ------–---------მა ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მ-----------------მა ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
გ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
თ------–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
თ------–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
მ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
მ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ-----------------ს, თ------–----------ს და მ-----------------ისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც სრულიად შეესაბამება კანონს.
პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ასევე ზღუდავს მკაცრი სასჯელის დანიშვნის კუთხით და ასეთი საჯელის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ მაშინ როცა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ასეთი გარემოებების არსებობა საქმის მასალებით (მტკიცებულებები) არ დგინდება და ვერც ბრალდების მხარე ასაბუთებს საჩივარში, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ობიექტურ გარემოებებზე მითითებით.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ (მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს) და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს გ-----------------ს, მ-----------------ის და თ------–----------ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - შავი ფერის მობილური ტელეფონი (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში), დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, 1 ცალი CD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, გ-----------------ს, თ------–----------ს და მ-----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
თ------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს გ-----------------ს, მ-----------------ის და თ------–----------ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - შავი ფერის მობილური ტელეფონი (ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში), დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, 1 ცალი CD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი