განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
330100117002057830
ინსტანცია
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002057830

საქმე №1/ბ-08-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 თებერვალი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მეია მელქაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------–ის,მსჯავრდებულ: მ----------------ის

ადვოკატ: ა----–-–---–---–ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულის მ----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა----–-–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--------------–-------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბერის განაჩენით მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

 

მ----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 09:40 საათზე, ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარედ, მ----------------ემ, რომელიც მართავდა ავტომანქანა ,,მ----------’’ სახელმწიფო ნომრით J------- ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა ,,ტ------------------ს, სახელმწიფო ნომრით M------, რომელსაც მძღოლი ნ--------------ე მართავდა. აღნიშნული ქმედებით მ----------------მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 და მე-10 პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც ავტომანქანა ,,მ-----------’’ მგზავრმა მ------–-----მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ----------------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა----–-–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა----–-–---–---–მა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, დანიშნულის სასჯელის ჩათვლა პირობითად ან ალტერნატივის სახით ჯარიმის განსაზღვრა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სქემატური ნახაზით, ცნობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7------; სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1-------; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N00------- დასკვნებით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის ან ალტერნატივის სახით ჯარიმის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, კერძოდ, გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მ----------------ე არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, იგი წარსულში გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით კი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) და სასჯელად დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომიდან მოსახდელად დარჩენილი აქვს 6 საათი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დღეს - 2016 წლის 13 ივლისს ლაბორატორიულად დაუდგინდა 3 სახეობის ნარკოტიკული საშუალების - მეტადონის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი, გარდა ამისა, 2017 წლის 29 ივნისის დადგენილებიდან ირკვევა, რომ მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2731 და 273-ე მუხლებით და საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადაგზავნილია სასამართლოში, რაც მიუთითებს, რომ მ----------------ე არ არის კანონმორჩილი პიროვნება და მის მიმართ ვერც შეღავათის გავრცელება „ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელების სახით და ვერც გამოყენებული ლმობიერი სანქციები ვერ გახდა შემაკავებელი ხასიათის და მისი შემდგომი ნორმალური ქცევის გარანტი, აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საკმაოდ გავრცელებული სატრანსპორტო დანაშაულია და ამ დანაშაულის საშიშროების ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის მსჯავრდებულის ნარკოდამოკიდებულება მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მ----------------ის საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი ა/მანქანით მგზავრების გადაყვანა, შესაბამისად, ადამიანების (მგზავრების) სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექმნება რეალური საფრთხე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბერის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულის მ----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა----–-–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბერის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

მ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

 

მ----------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 ნოემბრიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ----------------ეს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 29 (ოცდაცხრა) დღე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 1 (ერთი) ცალი CD დისკი (ინახება საგამოძიებო სამსახურში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

ა/მანქანა მე--------- სახ. ნომრით J--------განთავსებული საჯარიმო სადგომზე) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი