განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2018
საქმის ნომერი
130210017001851401
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210017001851401

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6308-17 “18 ” იანვარი, 2018წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე : ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - რ----------------- ნო-----------–---–ი სს „ს----------–---------“ გი---------------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხაშურის რაიონული სასამართლოს 15.05.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. ს/ს ”ს----------–---------ს” სარჩელი მოპასუხის გამოსახლების ნაწილში დაკმაყოფილდა.

2. დადგინდა, რომ მოპასუხე რ-----------------, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნეს ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ 6----------- და აღნიშნული ქონებები გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე ს/ს ”ს----------–--------ს”.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2----–-–----------------ს თ---–-----------–-----------–-ს № 1-------- განკარგულებით ს/ს ”სა---------–---------ა” აუქციონის წესით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ამჟამად საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში, მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6----------- წარმოადგენს მოსარჩელე ს/ს ”ს----------–---------ს” საკუთრებას. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას : - მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი). - განკარგულება. . (ს.ფ. 16-18) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-15). 2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადაო ფართი საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოსარჩელე ს/ს ”ს----------–---------ს” საკუთრებაში, ბინაში დღემდე ცხოვრობს სადაო ბინის ძველი მესაკუთრე რ-----------------, ოჯახთან ერთად, რომელიც ნებაყოფლობით არ ათავისუფლს უძრავ ქონებას.. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას : - მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-19). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312 მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე მხარე სს "ს----------–---------". 2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და გ) მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე – მფლობელს. დადგენილია ასევე, რომ მფლობელს არ აქვს სადაო უძრავი ქონების ფლობის უფლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის სამივე წინაპირობა, ს/ს ”ს----------–---------ს” სარჩელი რ-----------------ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ ამასთან აღნიშნაა, რომ მოპასუხის მოთხოვნით მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ მოლაპარაკება მორიგებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ თანხაზე. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსწოროა როგორც მოპასუხე რ-----------------ს, ასევე მასთან მცხოვრები პირების გამოსახლების ნაწილში. აპელანტი მითითებით, სს ,,ს----------–--------ს’’ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ მითითებული ჰყავდა მხოლოდ რ-----------------, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო ქონებიდან რ------------------ან ერთად გამოსახლებული იქნენ მასთან მცხოვრები პირები. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლომ დაარღვია საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული პრინციპი ასევე განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენება. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში რ-----------------ს ოჯახის წევრები არ ყოფილან მოწვეულნი საქმის განხილვაზე და მათ არ მისცემიათ საშუალება დაეცვათ თავიანთი კანონიერი ინტერესები. ამდენად, უნდა გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო სახლიდან რ-----------------ს თანმხლები პირების გამოსახლების ნაწილში. რაც შეეხება სადავო სახლიდან რ-----------------ს გამოსახლების საკითხს, აპელანტი მიუთითებს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. აპელანტის მოსაზრებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა რ-----------------ს განმარტება იმის თაობაზე, რომ მან დაიწყო მუშაობა და შეეძლო გადაეხადა ვალი, გამოესყიდა სადავო ქონება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის /უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს სამი მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შემდეგ მიაჩნია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი უნდა გაუქმდეს რ. ყ----–---–--ან მცხოვრები პირების გამოსახლების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი. შესაბამისად, მისი საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. 4.2. უძრავ ქონება, მდებარე ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში, საკადასტრო კოდი 6-----------, საჯარო რეესტრში აღრიცხულია სს „ს----------–---------ს“ სახელზე საკუთრების უფლებით. უძრავ ქონებაზე სს „ს----------–---------ს“ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია თ---–-----------–-----------–-ს განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ N 1--------, დამოწმების თარიღი 1---------; (ტ. I, ს.ფ. 14,15). 4.3. სადავო არ არის, რომ მოპასუხე (აპელანტი) რ----------------- ფლობს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას - ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში, საკადასტრო კოდი 6-----------. 4.4. მოპასუხე რ----------------ს არა აქვს სადავო ნივთის ფლობის უფლება. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. რაიმე მტკიცებულება რაც სადავო ნივთის მოპასუხე რ-----------------ს ფლობის უფლებაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე მოპასუხე ვერც მიუთითებს. აპელანტი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოცემული სადავო ურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარე, მის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებენ. საქმის მასალების მიხედვით, არ დასტურდება აპელანტის მხრიდან ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ფლობის უფლება, შესაბამისად, აპელანტი სადავო უძრავ ქონებას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აპელანტისგან თავისუფალ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა. 4.5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 20.03.1952წ. დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად: ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო ბინაზე რეგისტრირებული ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების თაობაზე გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს. მესაკუთრე ითხოვს ბინის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვას, რომელსაც არ გააჩნიათ სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. სახეზეა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა. მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონებიდან რ-----------------ს გამოსახლების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად საფუძვლიანია. 4.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე რ-----------------, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებული იქნა ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ 6-----------. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „ს----------–---------“ 2---------–. აღძრულ სარჩელში მოპასუხედ ასახლებდა მხოლო რ----------------ს და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაც ფორმულირებული იყო შემდეგნაირად : „გამოსახლებულ იქნას რ----------------- სს „ს----------–---------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან და სს „ს----------–--------ს“ ფართი გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში“ (იხ.: სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 5). საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მხრიდან არც საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზე დაზუსტებულა სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ქონებიდან რ------------------ან ერთად მასთან მცხოვრები პირების გამოსახლების თაობაზე. ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელე სს „ს----------–---------“ მოპასუხედ მიუთითებდა მხოლოდ რ----------------ს და ამასთან, მას არ გააჩნდა სასარჩელო მოთხოვნა, სადავო უძრავი ნივთიდან „რ------------------ან მცხოვრები პირების გამოსახლების თაობაზე“ . საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, რაც გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით რ------------------ან ერთად მცხოვრები პირები არ ყოფილან მოწვეული საქმის განხილვაზე და მათ არ მიეცათ საშუალება დაეცვათ თავისი კანონიერი ინტერესები, რითაც დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლება პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებს, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესით სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით. ვინაიდან დადგენილია, რომ რომ მოსარჩელე არ ითხოვდა სადავო უძრავი ქონებიდან რ.ყ----–---–--ან მცხოვრები პირების გამოსახლებას, დგინდება რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს დაადგინა რა უძრავი ქონებიდან რევაზ ყეინიშვილთან მცხოვრები პირების გამოსახლება. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ის ნაწილი, რომლის თანახმად მოპასუხე რ------------------ან მცხოვრები პირები გამოსახლებული იქნენ ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში მდებარე უძრავი ქონებებიდან ს/კ 6----------- აღნიშნული ქონებების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელე ს/ს ”ს----------–---------სთვის” ჩაბარების მიზნით. ამასთან, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს შემდეგ პროცესუალურ საკითხზე: მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო აუქმებს რ------------------ან მცხოვრები პირების გამოსახლების ნაწილში პირველი ინსტაცნიის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მსგავსი სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლო საქმეს არ წყვეტს რა არსებითად, წინამდებარე საპროცესო აქტს იღებს განჩინების ფორმით. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სადავო უძრავი ქონებიდან რ-----------------ს გამოსახლების ნაწილში. ამ ნაწილში გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან ვინაიდან მოსარჩელე არ ითხოვდა სადავო უძრავი ქონებიდან რ------------------ან მცხოვრები პირების გამოსახლებას, უნდა გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ის ნაწილი, რომლის თანახმად მოპასუხე რ------------------ან მცხოვრები პირები გამოსახლებული იქნენ ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ 6----------- აღნიშნული ქონებების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელე ს/ს ”ს----------–---------სთვის” ჩაბარების მიზნით. 6. საპროცესო ხარჯები ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით და მატერიალური მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება რჩება უცვლელი, არ არსებობს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. რ-----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ 2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ის ნაწილი, რომლის თანახმად მოპასუხე რ------------------ან მცხოვრები პირები გამოსახლებული იქნენ ქ-----–-----------ს სოფელ ზ-----------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ 6----------- აღნიშნული ქონებების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელე ს/ს ”ს----------–---------სთვის” ჩაბარების მიზნით. 3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში 5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით 6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ოთარ სიჭინავა