განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2018
საქმის ნომერი
010141318700051439
ინსტანცია
თარიღი
12.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700051439

საქმე №1ა/გ-83-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

მარინა ხოლოაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს------------–---–ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ს------------–---–ი (დაბადებული 1----–-–---------------–ს, ნასამართლევი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით ს------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებითვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით: დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ს------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.

 

ს------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებითვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით და საბოლოოდ, ს------------–---–ს სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ს------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებითვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თ---–------------–------------------------- წარდგინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეცვლის შესახებ.

 

ს------------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, 160 (ას სამოცი) საათის ვადით, შეეცვალა ჯარიმით, 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ს------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენის და 2017 წლის 11 მაისის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ს------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ს------------–---–ს მსჯავრი დაედო არა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, არამედ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა და შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაზეც არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით ს------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საქართველოს კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ს------------–---–ის უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან; მასვე უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ამასთან მსჯავრდებულ ს------------–---–ს ბოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით, მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თუმცა აღნიშნული მუხლით ს------------–---–ის მსჯავრდების საფუძველი იყო არა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენის (ნარკოტიკული საშუალების ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული,) შუსრულებლობა, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენის (ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით) შეუსრულებლობა. ვინაიდან ს------------–---–ი არ თავისუფლდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, იგი ასევე ვერ გათავისუფლდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 9 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დანიშნული სასჯელისგან.

 

შესაბამისად ს------------–---–ს მოსახდელად დარჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ს------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებული ს------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან.

მასვე აღუდგეს ამავე განაჩენით საქართველოს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ს------------–---–ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შ. ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

მ. ხოლოაშვილი