განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002200881-1ბ/146-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
20 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ბ---------–---ა (პირადი ნომერი: №3----------), დაბადებული 199- წლის 1-------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს----------------------–---- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–----------–------------–--ა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ---------–---ამ, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------------ემ და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირება.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, რ-------–------მ და ბ---------–---ამ, წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწიეს თბილისში, ვ-–----–----–------------------------ №--------------–- მდებარე რ---------------ას ბინაში, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადნენ ფარულად დაუფლებოდნენ ბინაში განთავსებულ რ---------------ას კუთვნილ ძვირფასეულობას, სხვადასხვა დასახელების სამკაულს, მედალიონს, ჭურჭელს და ორ ცალ ფერწერულ ნახატს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბ---------–---ას მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების ი----–------------------–---–------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული რ------------- კუთვნილი ნივთებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, დათვალიერებისას ამოღებული მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ---------–---ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ---------–---ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ---------–---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ბ---------–---ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ---------–---ასათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (დანაშაული ჩადენილია რამდენიმე მაკვალიფიცირებელ ნიშნით), ქმედების განხორციელების სახე, ხერხი (მსჯავრდებულის მიერ იქნა გამოყენებული სპეციალური საგანი ბინაში შეღწევის გაადვილების მიზნით) და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნიმუშები, კვლები, საკეტის გულა გასაღებით, ხელთათმანი (ინახება საქართველოს შ-------------------–--- სამმართველოს მე-7 განყოფილებაში) განადგურდეს. სამზარეულოს დანა, 3 ცალი თეფში, და 2 ცალი ჭიქა, შავი ფერის ზურგჩანთა, მასში არსებული ნივთებით (ინახება საქართველოს შ-------------------–--- სამმართველოს მე-7 განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი, ბ---------–---ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ---------–---ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ---------–---ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
ბ---------–---ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნიმუშები, კვლები, საკეტის გულა გასაღებით, ხელთათმანი (ინახება საქართველოს შ-------------------–--- სამმართველოს მე-7 განყოფილებაში) განადგურდეს, სამზარეულოს დანა, 3 ცალი თეფში და 2 ცალი ჭიქა, შავი ფერის ზურგჩანთა, მასში არსებული ნივთებით (ინახება საქართველოს შ-------------------–--- სამმართველოს მე-7 განყოფილებაში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი