განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2018
საქმის ნომერი
140210017001794063
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210017001794063

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/6578-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ვანო წიკლაური, ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი – ე-–---- ა-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე -- მ------ გ-----–---–ი

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლებაზე უარის თქმის შესახებ

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. გორის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 07 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ------ გ-----–---–მა მოპასუხე ე-–---- ა-----–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და გამოსახლების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 08 ოქტომბერს მოქალაქე ნ----- ი-–------ისაგან იყიდა საცხოვრებელი სახლი მდებარე გ---------–------–ის გმზ. №2---- მე-5 სართულზე ს.კ. 6---------------, რომლის სანაცვლოდაც გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება 5200 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელისვე განმარტებით, აღმოჩნდა რომ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მოპასუხე ე-–---- ა-----–---–ი, რის გამოც იძულებულია მომართოს სასამართლოს მოპასუხის გამოსახლებისა და თავისუფალ მდგომარეობაში ქონების გადაცემის მოთხოვნით.

 

სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ე-–---- ა-----–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 08 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ბინასთან დაკავშირებით არის მოჩვენებითი, კერძოდ: მოპასუხის განმარტებით რეალურად მხარეთა შორის გაფორმებული უნდა ყოფილიყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მიუხედავად იმას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის თანხად განსაზღვრულია 5200 აშშ დოლარი, ამ თანხიდან ე-–---- ა-----–---–ს სინამდვილეში აღებული აქვს 4500 აშშ დოლარი, აგრეთვე მხარისათვის პროცენტის სახით გადახდილი აქვს 1500 აშშ დოლარი, შესაბამისად ბათილია 2015 წლის 08 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს მის გამოსახლებას, ვინაიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს თვითონ - ე-–---- ა-----–---–ი.

 

2. საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2017 წლის 15 მაისს 11:30 საათზე, რა დროსაც გამოცხადდენ მხარეთა წარმომადგენლები. აღნიშნულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომა მთავარ სხდომაზე გადაიდო 2017 წლის 25 მაისს 14:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეთა წარმომადგენლებს ჩამოერთვათ ხელწერილი.

 

გორის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 25 მაისს 14:00 საათზე გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი ე-–---- პ---–--–---–ი, ხოლო არ გამოცხადებულა მოპასუხე მხარე, რომლისთვისაც ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ------ გ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ე-–---- ა-----–---–ი გამოსახლებულ იქნა მოსარჩელე მ------ი გ-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მდებარე გ-------–------–ის გ-------–--–ი №--, სართული 5, ბინა №-- ს/კ 6------------------ და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს.

 

4. სასამართლომ მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 2017 წლის 25 მაისის სხდომის თაობაზე ეცნობა 2017 წლის 15 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ჰქონდათ საკმარისი დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

მოპასუხე მხარე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

5. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 08 ოქტომბერს ნ----- ი-–------ესა და მ------ გ-----–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ; საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 09 იანვარს გაცემული ამონაწერით დასტურდება, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრიდან მოსარჩელე მ------ი გ-----–---–ის საკუთრებაში ირიცხება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობით 1876.00 კვ.მ, მდებარე - გ-------–------–ის გ-------–--–ი №--, სართული 5, ბ------ ფართი 28.40 კვ.მ (ს/კ 6------------------); მოპასუხე ე-–---- ა-----–---–ი ცხოვრობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში რომელიც მდებარეობს - გ-------–------–ის გ-------–--–ი №--, სართული 5, ბ------ (ს/კ 6------------------)

 

6. სასამართლომ მიიჩნია რომ, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე, 183-ე, 311-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

7. 2017 წლის 30 ივნისს მოპასუხე ე-–---- ა-----–---–ის წარმომადგენელმა ა-–------------ემ საჩივრით მომართა სასამართლოს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მოპასუხის წარმომადგენელმა, ა-–------------ემ მიუთითა, რომ 2017 წლის 25 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ აღნიშნულ დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჰქონდა სხვა სასამართლო პროცესიც, რომლის დამადასტურებელ მტკიცებულებასაც მოგვიანებით სხდომაზე წარმოადგენდა, ხოლო რაც შეეხება მოპასუხის გამოუცხადებლობას, იგი იმყოფებოდა სამსახურში და ხელძღვანელობის უარის გამო ვერ გათავისუფლდა სასამართლო სხდომაზე მოსასვლელად. სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

8. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით მოპასუხე ე-–---- ა-----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის განხილვის განახლებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე-–---- ა-----–---–მა. საჩივრის ავტორის განმარტავს, შემდეგს: 2017 წლის 25 მაისს, 14:00 საათზე, როდესაც ე-–---- ა-----–---–ი უნდა გამოცხადებულიყო პროცესზე იგი იმყოფებოდა სამსახურში და მისმა ხელმძღვანელობამ არ გამოუშვა სამუშაო საათებში სასამართლო პროცესზე. ხოლო აპელანტის წარმომადგენელს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჰქონდა სასამართლო პროცესი, რაც გახდა გამოუცხადებლობის მიზეზი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის განხილვის განახლებაზე უარის თქმის შესახებ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა 2017 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე და სწორედ ამ შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა სხდომის გადადება 2017 წლის 25 მაისს, რაზეც მხარეთა წარმომადგენლებს ჩამოერთვათ ხელწერილებიც. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე ინფორმირებული იყო სხდომის დანიშვნის შესახებ. შესაბამისად პალატა ასკვნის რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და იგი მოწვეული იყო საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით.

 

12. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი მიიჩნევს, ფაქტს, რომ მოპასუხე ე-–---- ა-----–---–ი სამსახურიდან ხელმძღვანელობამ არ გამოუშვა სასამართლო პროცესზე დასასწრებად, ხოლო მის წარმომადგენელს სხვა სასამართლო პროცესი ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, 2018 წლის 31 იანვარს, გამოცხადდა აპელანტის ახალი წარმომადგენელი, თ----- ბ---–---–ი, რომელმაც ვერც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ვერ წარმოადგინა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მოსარჩელე მხარე, მაგრამ არ გამოცხადდება მისი მოწინააღმდეგე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა.მოსარჩელე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; ბ. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით; და გ. სარჩელში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და საქმის არსებითად განხილვისა უცილებლობას იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს.

 

პალატა მიაჩნია რომ მოცემულ დავაზე სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 1. მ------ გ-----–---–ი არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, მან 2015 წლის 08 ოქტომბერს მოქალაქე ნ----- ი-–------ისგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი მდებარე გ-------–------–ის გზ. 21, ბ------, ს/კ 6------------------. და ნ----- ი-–------ეს გადაუხადა ნასყიდობის ფასი 5200 აშშ დოლარის ოდენობით. 2. ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრობს ე-–---- ა-----–---–ი, ყოველგვარი სამართლებირივი საფუძვლის გარეშე.

 

13. პალატას მიაჩნია რომ რომ სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ------ გ-----–---–ი გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე და 2015 წლის 15 ოქტომბრიდან ის რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგოს იგი, თუ ამით არ ილახება მეზობელების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმაოდგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლებამოსილება. შესაბამისად უკანონო მფლობელობიდნა ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები: ა)მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ)მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლებამოსილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მ------ გ-----–---–ი. აპელანტ ე-–---- ა-----–---–ის მფლობელობა უძრავ ნივთზე არის ყოველგავრ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საკითხი ეხება ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლების - საკუთრების უფლების დაცვასა და რეალიზაციას. საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელ უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. (saqarTvelos sakonstitucio sasamarTlos 2007 wlis 2 uvlisis #1/2/384 gadawyvetileba saqmeze saqarTvelos moqalaqeebi daviT jimSeleiSvili, tariel gvetaZe da neli dalaliSvili saqarTvelos parlamentis winaaRmdeg samotivacio nawilis me-5 punqti.) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012); ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: “იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები “საკუთრება” და “საკუთრების გამოყენება”. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. № 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი); სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი N 1 ოქმის 1-ლი მუხლის მიხედით დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N 48939/99 , § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N 42527/98 , § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, ამდენად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. საპროცესო ხარჯები: აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე-–---- ა-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა

ვანო წიკლაური