განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002216118
საქმე №1/ბ-88-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2017 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ეკატერინე უკლება
ბრალდების მხარე:
პროკურორი მ-----–-------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული გ-----–---–---ე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, საცხოვრებელი ადგილი: გ------------------------–------------–----.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის ნაწილში. აპელანტის პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. აპელანტი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა გ-----–---–---ემ დანაშაული ჩაიდინა მისი ოჯახის წევრის - მოხუცი მამის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, მსჯავრდებული და დაზარალებული ერთად აგრძელებენ ცხოვრებას, რაც ქმნის გ-----–---–---ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გ-----–---–---ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
გ-----–---–---ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, გ------------------------– ზ--------–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელეპარაკების გამო გ-----–---–---ემ მამას - გ----–---–---ეს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-----–---–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-----–---–---ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: გ-----–---–---ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: გ----–---–---ის, მ------------ძის, მ----–---–---ის ჩვენებებით და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ოქტომბრის №--------- ექსპერტის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-----–---–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-----–---–---ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----–---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს.
გ-----–---–---ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ გ-----–---–---ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა თვლის, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. ვინაიდან გ-----–---–---ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მართალია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს სასჯელის დამამძიემებელ გარემოებას, თუმცა არა მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ნამსჯელი იქნა ნივთიერი მტკიცებულების - ტანსაცმლის შესახებ, რაც საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს. თუმცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე დართულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფეხსაცმლის საკითხი კი, ხსენებული განაჩენით გადაწყვეტილი არ არის. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში.
სხვა ნაწილში პირველი ინსტანციის განაჩენი გ-----–---–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი კი სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიუნული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ-----–---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, გ-----–---–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
გ-----–---–---ეს სასაჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პარიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 26 ოქტომბრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი გ-----–---–---ის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, გ-----–---–---ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
გ-----–---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეღის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო გირაოს თანხა დაუბრუნმდეს მის შემტანს.
საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუდეს - გ----–---–---ეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩვრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე