განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053884
ინსტანცია
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700053884 - 1აგ/191-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მარტი 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----–---------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით:

ი-----–---------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით;

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–---------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ი-----–---------–--ე გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ასევე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით:

ი-----–---------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ი-----–---------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 20 თებერვალს მსჯავრდებულმა ი-----–---------–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-----–---------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–---------–--ის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ასევე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის ი-----–---------–--ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდების საფუძველი გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მსჯავრდება. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, ი-----–---------–--ე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან გათავისუფლდება იმ ქმედებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ რადგან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს დანაშაულის შემადგენლობის არსებობას, მსჯავრდებულ ი-----–---------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–---------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ი-----–---------–--ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/