განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053688
ინსტანცია
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053688

საქმე №1/ა.გ-175-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ტ------–--------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

 

ტ------–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ტ------–--------–---–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ტ------–--------–---–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

მსჯავრდებულ ტ------–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 30 ოქტომბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:

 

ტ------–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ------–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

ტ------–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 აგვისტოდან.

 

ტ------–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

 

2018 წლის 16 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ტ------–--------–---–მა, რომელმაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი საქმის განხილვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ტ------–--------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის დამზადება, შეძენა-შენახვისათვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების არაპროპორციულობაზე და არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს 0,00009 გრამამდე დეზომორფინის დამზადება, შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ტ------–--------–---–ს მსჯავრი დაედო და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითად სასჯელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,000043 გრამი - „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, დადგინდა 0,00009 გრამამდე დეზომორფინის დამზადება, შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ტ------–--------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელისგან, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ტ------–--------–---–ს მსჯავრი დაედო ასევე საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების - ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულმა თავისუფლების აღკვეთამ - 5 (ხუთი) წლის ვადით. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასჯელთა შთანთქმაში არ იგულისხმება დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება და მოიაზრება, რომ პირი ყველაზე მკაცრი სასჯელის ფარგლებში სასჯელს იხდის ასევე ნაკლებად მკაცრი სასჯელისთვისაც.

 

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს ტ------–--------–---–ის მიმართ გამოტანილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ტ------–--------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

მსჯავრდებულ ტ------–--------–---–ის მიმართ გამოტანილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება;

 

ტ------–--------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელისგან - თავისუფლების აღკვეთისგან 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლილი ჰქონდა პირობით, 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

ტ------–--------–---–ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 30 ოქტომბრიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;

 

ტ------–--------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენის მიხედვით, ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

ტ------–--------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 აგვისტოდან;

 

სხვა ნაწილში, მათ შორის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, მსჯავრდებულ ტ------–--------–---–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენები დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე