განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010141318700053118
საქმე №აგ/152-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ---------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით, მ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ---------------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ---------------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მ---------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
მ---------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით დარჩა უცვლელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ---------------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის დამატებითი სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით მ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 8 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა მ---------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მისი სისხლის სამართლის საქმის თავიდან განხილვა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ მ---------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მ---------------–---–ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდების აღნიშნულ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით). მასვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული მ---------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდების აღნიშნულ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ამავე განაჩენით მ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდების აღნიშნულ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით) და ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებების აღდგენის თაობაზე არ მსჯელობს. იმავე საფუძვლით, მ---------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან 150 საათის ვადით, მასვე უნდა აღუდგეს, ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენებში, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებაში მ---------------–---–ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ---------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებული მ---------------–---–ი გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდების აღნიშნულ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ძირითადი სასჯელისაგან, - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
მსჯავრდებული მ---------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ძირითადი სასჯელისაგან, - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;
მ---------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ (მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განაჩენით, რომელშიც შევიდა ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით) საქართველოს სსკ-ის 2731 -ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ---------------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ვ. ლომიძე