განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
330100115777449
ინსტანცია
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100115777449 №1/ბ-164-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ვახტანგ ლობჟანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ------------ე

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - რ----–------------------–----------ი, დაბადებული 19---–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე (დანაშაულის ჩადენის დროს), რეგისტრირებული: თბილისი, ზ---------------------;

 

ადვოკატები - თ----------------ი, თ------------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ).

 

სასჯელი:

 

6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის ადვოკატების: თ----------------ის და თ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და რ----–-----–----------ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, მეუღლე, შვილები და ქმედუუნარო მშობლები (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, რ----–-----–----------ის მიმართ დანიშნული იქნა სამართლიანი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელი, რომელიც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს (იხ.სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით, რ----–-----–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის დადგენილებით, რ----–-----–----------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2013 წლის 25 დეკემბრის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის თანახმად, რ----–-----–----------ს კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ ჯგუფის, „ბუპრენორფინის“, „მეთადონის“ და jwh018/jwh-73 (სინთეზური კანაბინოიდების) მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის განაჩენით, რ----–-----–----------ი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

სასჯელის ვადის ათვლა რ----–-----–----------ს დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 დეკემბრიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თავად რ----–-----–----------ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა (მოწმეების: ი------------–--ის, გ--------–-–---–ის, გ----------------–-–---–ის ჩვენებები, 2013 წლის 25 დეკემბრის ნარკოლოგიური შემოწმების N7------ დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის დადგენილება და სხვ.), რაც პრეიუდიციად იქნა მიჩნეული სააპელაციო სასამართლოში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც რ----–-----–----------ს დაენიშნა სასჯელი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ რ----–-----–----------ი არ უარყოფს ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბ.წ - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი „მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე, რომლის თანახმად, განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ზემოაღნიშნული, ასევე სხვა გადაწყვეტილებებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სხვა ნარკოტიკული საშუალების სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.

 

სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისაკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.

 

ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რ----–-----–----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას და კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი. პალატას მიაჩნია, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ დროს გამოყენებულ იქნეს სანქციის მეორე ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.

 

მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის, ასევე მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობის და სახეობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ რ----–-----–----------ისთვის 5500 ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნით შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და რ----–-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს, პალატა ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, რ----–-----–----------ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის ადვოკატების: თ----------------ის და თ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

რ----–-----–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ----–-----–----------ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2017 წლის 4 დეკემბრიდან 2018 წლის 2 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რ----–-----–----------ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რ----–-----–----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე