განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117001884555
საქმე №1ბ/215-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
მსჯავრდებულ ზ---ა გ-----–-----ი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-–-- ო------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---ა გ-----–-----ის მიმართ (დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თე-–-----------–---–----------ში) დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---ა გ-----–-----მა ჩაიდინა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ზ---ა გ-----–-----ს ი----- გ-----–-----ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ვალდებულების სისტემატიური შეუსრულებლობის გამო, ზ---ა გ-----–-----ს 4640 ლარის ოდენეობით დავალიანება დაუგროვდა. 2016 წლის 26 დეკემბერს, ზ---ა გ-----–-----ს ქ.თ--–--–---------–---------------- მიმდებარედ იუსტიციის სახლის შენობაში ხელზე ჩაბარდა მოთხოვნა ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე. მოვალე ზ---ა გ-----–-----მა კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხა კახეთის სააღსრულებო ბიუროში არ წარადგინა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით:
ზ---ა გ-----–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ---ა გ-----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით.
ზ---ა გ-----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან, 2018 წლის 26 იანვრიდან.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ---ა გ-----–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-–-- ო------–---–მა და მსჯავრდებულისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ---ა გ-----–------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-–-- ო------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენი-–-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ---ა გ-----–----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი მასალების და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ---ა გ-----–-----მა ჩაიდინა მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771-ე მუხლით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ზ---ა გ-----–-----ისთვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე პალატა ასეთს არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათ გამო:
პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.
მოცემულ შემთხვევაში ზ---ა გ-----–-----ს საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ამასთანავე, საქმის მასალებით დადგენი-–--, რომ ზ---ა გ-----–-----ი მსჯავრდებულია თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით და მან განსახილველი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს. სასამართლომ სავალდებულო წესით იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის საფუძველზეც გააუქმა მის მიმართ დადგენილი პირობით მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი დაუნიშნა ამ კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ჯარიმას 2000 ლარს ნაწილობრივ დაუმატა წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად მსჯავრდებულ ზ---ა გ-----–-----ისთვის საბოლოოდ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია.
ამავდროულად, სააპელაციო პალატას მოკლებულია შესაძლებლობას ზ---ა გ-----–-----ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობით, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას. შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების არსებობის გარდა, უფლებამოსილი არ არის პირის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობითად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ---ა გ-----–-----ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ზ---ა გ-----–-----ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელ გარემოებას, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობით მსჯავრის მოხდის ვადაში და მიაჩნია, რომ ზ---ა გ-----–-----ს დაენიშნა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი ზ---ა გ-----–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ---ა გ-----–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-–-- ო------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი ზ---ა გ-----–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ---ა გ-----–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ---ა გ-----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით.
ზ---ა გ-----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 26 იანვრიდან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ---ა გ-----–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაო სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/