განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1555-17 14 მარტი, 2018 წელი
№330310017001671344 თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები - მერაბ ლომიძე
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
წარმომადგენელი - ნ---------–---–---–ი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ------–-------ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ტ------– კ--–---ი, ს-------- ა---–---ი, გ-- ხ--–-–---–ი
დავის საგანი - ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, დაბეგრილი/დაქვითული თანხის უკან დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ტ------– კ--–---ის, ს-------- ა---–---ის და გ-- ხ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაევალა ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება, კერძოდ, 2015 წლის 5 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საგრანტო თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა/დაქვითვისაგან და შესაბამისად, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაეკისრა უკვე დაბეგრილი/დაქვითული თანხის უკან დაბრუნება მოსარჩელე ტ------– კ--–---ის სასარგებლოდ - 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ-- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ- 2610 (ორი ათას ექვსას ათი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ს-------- ა---–---ის სასარგებლოდ - 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაეკისრა: მოსარჩელე ტ------– კ--–---ის სასარგებლოდ 126 (ას ოცდაექვსი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; მოსარჩელე გ-- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; ს-------- ა---–---ის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2015 წლის 05 მაისს, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილების, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის 2014 წლის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის ჩატარების წესის და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 29 აპრილის №-- ბრძანებისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის №- სხდომის ოქმის საფუძველზე, ერთის მხრივ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (შემდგომში - გრანტის გამცემი) და მეორეს მხრივ, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (შემდგომში ცალკე წოდებული, როგორც წამყვანი ორგანიზაცია), ასევე „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის (შემდგომში პროექტი) სამეცნიერო ხელმძღვანელის ტ------– კ--–---ის და გრანტის მიმღები ფიზიკური პირების: ზ---------------ის და ს-------- ა---–---ის სახით, შემდგომში ცალცალკე წოდებული როგორც მხარეები, (შემდგომში წამყვანი ორგანიზაცია, სამეცნიერო ხელმძღვანელი და ფიზიკური პირები ყველანი ერთად წოდებული, როგორც გრანტის მიმღები) შორის დაიდო „საგრანტო ხელშეკრულება“ №F--------------.
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2014 წლის კონკურში გამარჯვებული პროექტის „ფერდოების სტატისტიკური მდგრადობის კრიტერიალური პირობები. ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება, პროგნოზირება და დაცვითი ღონისძიებები“ საგრანტო დაფინანსება (შემდგომში - გრანტი) და გრანტის მიმღების მიერ პროექტით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.
დასახელებული ხელშეკრულების 2.1. მუხლის მიხედვით, პროექტის საგრანტო დაფინანსება, გრანტის გამცემის მხრიდან, რომელიც განკარგვისათვის გადაეცემა გრანტის მიმღებს, შეადგენს 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარს, რომლის ჩარიცხვა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ საბანკო-სახაზინო ანგარიშზე; 2.2 და 2.3. მუხლებით განისაზღვრა გრანტის გამცემისა და გრანტის მიმღების ვალდებულებები; 11.2. მუხლით ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
2.2. 2015 წლის 08 სექტემბერს ერთის მხრივ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და მეორეს მხრივ, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს: ტ------– კ--–---სა და ს-------- ა---–---ს შორის დაიდო შეთანხმება №F--------------/24 „2015 წლის 05 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
შეთანხმების მიხედვით, გრანტის მიმღები ფიზიკური პირის ზ---------------ის (№0----------) გარდაცვალების გამო, შევიდა ცვლილება 2015 წლის 5 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებაში და ზ---------------ის ნაცვლად, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირად განისაზღვრა გ-- ხ--–-–---–ი (პირადი №1----------); ცვლილება შევიდა 2015 წლის 5 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულების დანართ 1-ში, პროექტის ბიუჯეტში, თანდართული დანართის შესაბამისად. შეთანხმება წარმოადგენს 2015 წლის 5 მაისის №F-------------- ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
2.3. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეცნობა, რომ გრანტის ძირითადი შემსრულებლის ზ---------------ის გარდაცვალების გამო, ძირითად შემსრულებლად დაინიშნა გ-- ხ--–-–---–ი და ითხოვა გ-- ხ--–-–---–ს დაენიშნოს შრომითი ანაზღაურება 2015 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 01 იანვრამდე 850 ლარის ოდენობით.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2015 წლის 24 სექტემბრის №------ ბრძანებით გ-- ხ--–-–---–ი გაფორმებული იქნა ძირითად შემსრულებლად სსიპ შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 29 აპრილის №-- ბრძანების და სსიპ შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის №- სხდომის ოქმის საფუძველზე, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებულ პროექტში №-------- – „ფერდოების სტატისტიკური მდგრადობის კრიტერიალური პირობები. ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება, პროგნოზირება და დაცვითი ღონისძიებები“, ზ---------------ის ნაცვლად, 2015 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 1 იანვრამდე შრომის ანაზღაურებით 850 ლარი თვეში.
2.4. 2016 წლის 05 აგვისტოს, შ--–-- გ----–--ემ წერილით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ითხოვა №-------------- ხელშეკრულებით დარეგულირებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირად აღიარების შესახებ დასტურის მიღება.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის 16 აგვისტოს M------------- წერილით, №-------------- გრანტთან დაკავშირებით შ--–-- გ----–--ეს ეცნობა, რომ მასსა და ფონდს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებიდან (05.05.2015) ცალსახად ირკვევა შესაბამისი პირების და ორგანიზაციის სტატუსი. კერძოდ, საგრანტო ხელშეკრულებაში გრანტის მიმღები მხარეები მოხსენიებულია შემდეგნაირად: სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში ცალკე წოდებული, როგორც წამყვანი ორგანიზაცია), ასევე, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შ--–-- გ----–--ის და გრანტის მიმღები ფიზიკური პირის: მ-----ი კ-------ს სახით. შემდგომში ცალცალკე წოდებული როგორც მხარეები (შემდგომში წამყვანი ორგანიზაცია, სამეცნიერო ხელმძღვანელი და ფიზიკური პირები ყველანი ერთად წოდებულნი, როგორც გრანტის მიმღები)“. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა შ--–-- გ----–--ეს აცნობა, რომ №-------------- ხელშეკრულების ფარგლებში, ის არის გრანტის მიმღები ფიზიკური პირი.
2.5. 2016 წლის 20 სექტემბერს, მოსარჩელეების -ტ------– კ--–---ის, ს-------- ა---–---ის, გ-- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა ნ-------–--იამ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში პროექტრის ძირითადი პერსონალის, სამეცნიერო ხელმძღვანელის ტ------– კ--–---ის და ძირითადი შემსრულებლის გ-- ხ--–-–---–ის და შემსრულებლის ს-------- ა---–---ის მიღებული შრომის ანაზღაურების საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2016 წლის 21 ოქტომბრის №--------------- წერილით ნ-------–--იას ეცნობა, რომ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსების ხარჯვა ხორციელდება ამავე ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, პროექტის მონაწილე ძირითად პერსონალს წარმოადგენენ შ--–-- გ----–--ე, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მ-----ი კ-------, მკვევარიდოქტორანტი. ამავე ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება. კერძოდ, ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული პერიოდისათვის შეადგენს 92 400 ლარს. ფონდსა და უნივერსიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ უნივერსიტეტის ბრძანებით პროექტის როგორც ძირითად ასე დამხმარე პერსონალთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. შესაბამისად, გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაცია - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შრომით ურთიერთობას ამყარებს გრანტის ძირითად და დამხმარე პერსონალთან. უნივერსიტეტმა ასევე აცნობა, რომ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღები, მოცემულ შემთხვევაში არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთანაც საგრანტო პროექტის ფარგლებში შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალი, საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად იღებენ განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას, რომელიც იბეგრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადით. უნივერსიტეტი კანონის სრული დაცვით ახორციელებს საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრა/დეკლარირებას და აღნიშნულ თანხას მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2.6. 2015 წლის 5 მაისის №----------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამეცნიერო ხელმძღვანელს ტ------– კ--–---ს I ტრანშით აუნაზღაურდა - 5520 ლარი (ნაცვლად 6900 ლარისა), II ტრანშით- 5520 ლარი (ნაცვლად 6900 ლარისა), III ტრანშით- 5760 ლარი(ნაცვლად 7200 ლარისა). გ-- ხ--–-–---–ს I ტრანშით აუნაზღაურდა-2040 ლარი(ნაცვლად 2550 ლარისა), II ტრანშით აუნაზღაურდა- 4080 ლარი (ნაცვლად 5100 ლარისა), III ტრანშით აუნაზღაურდა- 4320 ლარი(ნაცვლად 5400 ლარისა). ს-------- ა---–---ს I ტრანშით აუნაზღაურდა-2400 ლარი(ნაცვლად 3000 ლარისა), II ტრანშით აუნაზღაურდა- 2400 ლარი(ნაცვლად 3000 ლარის), III ტრანშით აუნაზღაურდა- 2400 ლარი(ნაცვლად 3000 ლარისა). საერთო ჯამში ტ------– კ--–---ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა 4200(ოთხიათას ორასი) ლარი, გ-- ხ--–-–---–ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა-2610 (ორიათას ექვსასასი) ლარი, ს-------- ა---–---ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა- 1800(ათასრვაასი) ლარი.
მხარეთა განმარტებით ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპისათვის დარჩენილია კიდევ სამი ტრანში და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განაგრძობს საგრანტო თანხის დაქვითვას საშემოსავლო გადასახადის საფუძვლით.
2.7. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივნისის №----------- წერილით შ--–-- გ----–--ეს და მ-----ი კ-------ს, მათ მიერ წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილების მიხედვით, რომლის საფუძველზეც შედგენილია საგრანტო ხელშეკრულება, გრანტის მიმღები არის კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი (მეცნიერთა ჯგუფი), წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, თუკი ისინი წარმოადგენდნენ კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითად პერსონალს, ჩაითვლებოდნენ გრანტის მიმღებად და შესაბამისად, გათავისუფლდებოდნენ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს გარემოება - წარმოადგენენ თუ არა მოსარჩელეები გრანტის მიმღებ პირებს, რაც არსებითი შეფასებისა და მსჯელობის კატეგორიას მიეკუთვნება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.9. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ’’ დებულება (სადავო პერიოდში მოქმედი), რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის(შემდგომში – გრანტი) კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ’’ დებულების (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტება. დასახელებული მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები არის კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი (მეცნიერთა ჯგუფი), წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამავე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამეცნიერო ხელმძღვანელი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე; ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი პერსონალი არის გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; ამავე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამხმარე პერსონალი არის ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წამყვანი ორგანიზაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თანამონაწილე ორგანიზაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს. ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიზნობრივი ანგარიში არის საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა. ამავე მუხლის 6.1 მუხლის თანახმად, პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) მივლინება; დ) საქონელი და მომსახურება; ე) ძირითადი აქტივები; ვ) ზედნადები ხარჯები, ხოლო 11 ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ’’ დებულების(სადავო პერიოდში მოქმედი) 11.1 მუხლის თანახმად, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალსა და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლოსამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია გრანტის მიმღები პირების ჩამონათვალი. მითითებული მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე. ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხეშლეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმები წარმოადგენს სპეციალურ ნორმებს, რომელიც აწესრიგებს ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ურთიერთობებს გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 05 მაისს, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილების, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის 2014 წლის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის ჩატარების წესის და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 29 აპრილის №-- ბრძანებისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის №- სხდომის ოქმის საფუძველზე, ერთის მხრივ, სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა“ და მეორეს მხრივ, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს ტ------– კ--–---სა და გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს -ზ---------------ესა და ს-------- ა---–---ს შორის, დაიდო „საგრანტო ხელშეკრულება“ №F--------------. მოცემული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, ხელშეკრულების საგანი, დაფინანსება, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და სხვა. ასევე, 2015 წლის 8 სექტემბერს ერთის მხრივ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეორეს მხრივ, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს: ტ------– კ--–---სა და ს-------- ა---–---ს შორის დაიდო შეთანხმება №F--------------/24 „2015 წლის 05 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. შეთანხმების მიხედვით, გრანტის მიმღები ფიზიკური პირის ზ---------------ის (№0----------) გარდაცვალების გამო, შევიდა ცვლილება 2015 წლის 5 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებაში და ზ---------------ის ნაცვლად, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირად განისაზღვრა გ-- ხ--–-–---–ი (პირადი №1----------).
წარმოდგენილი ხელშეკრულების შინაარსზე და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნობით სასამართლომ მიუთითა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეები - ტ------– კ--–---ი, ს-------- ა---–---ი, გ-- ხ--–-–---–ი წარმოადგენენ ძირითად პერსონალს და შესაბამისად გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამავე პროექტის ხელმძღვანელთან ერთად (ტ------– კ--–---ი) წამყვან ორგანიზაციაში (სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ახორციელებენ კონკურსში გამარჯვეული პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს. ამასთან, თავის მხრივ წამყვანი ორგანიზაცია ვალდებულია სამუშაოების ჩასატარებლად პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალი უზრუნველყოს მატერიალური ბაზით, წამყვანი ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკავებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, დაფინანსებული პროექტისათვის გახსნილი აქვს საბანკო მიზნობრივი ანგარიში, რომელზედაც არ დაერიცხება სარგებელი და ხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა და სწორედ აღნიშნული ანგარიშიდან ხდება შემდგომ მოსარჩელეებისათვის კუთვნილი გრანტის თანხის გაცემა.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გრანტის მიმღებს წარმოადგენს უნივერსიტეტი, ხოლო გრანტის როგორც ძირითად, ისე დამხმარე პერსონალთან ფორმდება შრომის ხელშეკრულებები და რომ აღნიშნული პირები იღებენ შრომის ანაზღაურებას საგრანტო ფარგლებში შესრულებული სამუშაოს, პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად და არა გრანტს, რამეთუ როგორც აღინიშნა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ’’ დებულება, ,,გრანტის შესახებ’’ საქართველოს კანონი წარმოადგენს სპეციალურ ნორმებს, რომელიც აწესრიგებს ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ კანონდებლობით გათვალისწინებულ ურთიერთობებს გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 6.11-ე მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები არ არსებობს, რაც ადასტურებს იმას, რომ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი მოსარჩელეებთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფება.
სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილ სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ 2016 წლის 16 აგვისტოს №M------------- წერილზე, რომლითაც №-------------- ხელშეკრულებით დარეგულირებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შ--–-- გ----–--ეს ეცნობა, რომ მასსა და ფონდს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (05.05.2015) ცალსახად ირკვევა, შესაბამისი პირების და ორგანიზაციის სტატუსი, კერძოდ, საგრანტო ხელშეკრულებაში გრანტის მიმღები მხარეები მოხსენიებულია შემდეგნაირად: ,,სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წარმოდგენილი მისი რექტორის ა-----– ფ------–---–ის და ადმინისტრაციის ხელმძრვანელის ქ------- ქ------–---–ის სახით(შემდგომში ცალკე წოდებული, როგორც წამყვანი ორგანიზაცია), ასევე ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის’’ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის(შემდგომში-პროექტი) სამეცნიერო ხელძღვანელის შ--–-- გ----–--ის და გრანტის მიმღების ფიზიკური პირების: მ-----ი კ-------ს სახით, შემდგომში ცალცალკე წოდებული როგორც მხარეები(შემდგომში წამყვანი ორგანიზაცია, სამეცნიერო ხელმძღვანელი და ფიზიკური პირები ყველანი ერთად წოდებულნი, როგორც გრანტის მიმღები), რის გამოც შ--–-- გ----–--ეს ეცნობა, რომ №-------------- ხელშეკრულების ფარგლებში იგი არის გრანტის მიმღები ფიზიკური პირი. სასამართლოს განმარტებით, საქმეში ასევე მტკიცებულების სახით წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივნისის №---------- წერილი, რომლითაც შ--–-- გ----–--ეს და მ-----ი კ-------ს განემარტათ, რომ „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილების მიხედვით, რომლის საფუძველზეც შედგენილია საგრანტო ხელშეკრულება, გრანტის მიმღები არის კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი(მეცნიერთა ჯგუფი), წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამდენად, თუკი ისინი წარმოადგენდნენ კონკურსში გამარჯვებულ და დაფინანსებული პროექტის ძირითად პერსონალს, ჩაითვლებოდნენ გრანტის მიმღებად და შესაბამისად, გათავისუფლდებოდნენ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც მოსარჩელის განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებს, იმავე წესით არ ახდენს პერსონალის შრომის ანაზღაურების დაბეგვრას, როგორც სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აღნიშნულის დასადასტურებლად კი საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია საგრანტო ხელშეკრულება, ცნობა და საბანკო ანაგრიშიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ შ--–-- გ----–--ეს სსიპ ,,აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ საგრანტო თანხას საშემოსავლო გადასახადით არ უქვითავს.
2.10. სასამართლოს განმარტებით, ,,გრანტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. სასამართლომ აღნიშნა, რომ თავის მხრივ, საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი; ბ)არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. ამავე კოდექსის 80.1 მუხლის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ხოლო ამავე კოდექსის 81.1 მუხლის თანახმად კი, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები.
დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრავს თუ ვინ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ პირებს, განსაზღვრავს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, გადასახადის განაკვეთის ოდენობას, ასევე განსაზღვრავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება გრანტის მიმღები ფიზიკური პირი, თუმცა მიუხედავად კანონით დადგენილი საგადასახადო შეღავათისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს მოსარჩელეების კუთვნილი საგრანტო თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, რამეთუ როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, 2015 წლის 5 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამეცნიერო ხელმძღვანელს ტ------– კ--–---ს I ტრანშით აუნაზღაურდა 5520 ლარი (ნაცვლად 6 900 ლარისა), II ტრანშით - 5 520 ლარი (ნაცვლად 6 900 ლარისა), III ტრანშით - 5 760 ლარი (ნაცვლად 7 200 ლარისა). გ-- ხ--–-–---–ს I ტრანშით აუნაზღაურდა 2040 ლარი (ნაცვლად 2 550 ლარისა), II ტრანშით აუნაზღაურდა 4080 ლარი (ნაცვლად 5 100 ლარისა), III ტრანშით აუნაზღაურდა 4 320 ლარი (ნაცვლად 5400 ლარისა). ს-------- ა---–---ს I ტრანშით აუნაზღაურდა 2 400 ლარი (ნაცვლად 3000 ლარისა), II ტრანშით აუნაზღაურდა 2400 ლარი (ნაცვლად 3000 ლარისა), III ტრანშით აუნაზღაურდა 2 400 ლარი (ნაცვლად 3000 ლარისა). საერთო ჯამში, ტ------– კ--–---ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი, გ-- ხ--–-–---–ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა 2 610 (ორი ათას ექვსას ათი) ლარი, ს-------- ა---–---ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა 1 800 (ათას რვაასი) ლარი. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ქმედების განხორციელება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეებს იმ კუთხით, რომ ისინი ვერ ახდენენ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად აღებას. ამავე დროს, მიმდინარე ეტაპისათვის დარჩენილია კიდევ სამი ტრანში და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ განაგრძობს საგრანტო თანხის დაქვითვას საშემოსავლო გადასახადის საფუძვლით.
2.11. სასამართლოს განმარტებით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა დაევალოს თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისაგან, კერძოდ, - 2015 წლის 05 მაისის №-------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საგრანტო თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა/დაქვითვისაგან და შესაბამისად, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა დაეკისროს უკვე დაბეგრილი/დაქვითული თანხის უკან დაბრუნება მოსარჩელე ტ------– კ--–---ის სასარგებლოდ- 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ-- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ - 2 610 (ორი ათას ექვსას ათი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ს-------- ა---–---ის სასარგებლოდ- 1 800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაამყარა ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც მოსარჩელეთა მიმართ არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო, როგორც პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ 2016 წლის 16 აგვისტოს NM------------- წერილზე, რომლითაც სხვა საგრანტო პროექტის (N--------------) სამეცნიერო ხელმძღვანელს შ--–-- გ----–--ეს ეცნობა საგრანტო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შესახებ. ამ წერილით განიმარტა, რომ ხელშეკრულების მხარე და შესაბამისად, გრანტის მიმღები ნამდვილად იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი ორგანიზაცია, ასევე ფიზიკური პირები შ--–-- გ----–--ე და მ-----ი კ-------. აპელანტის განმარტებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული წერილი არ შეეხება მოსარჩელე მხარეებს, სასამართლოს მიერ წერილი, როგორც მტკიცებულება არ იქნა შეფასებული საგრანტო ხელშეკრულების სხვა პუნქტებთან მიმართებაში, რომლებიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციას აძლევდა საგრანტო დაფინანსების ხარჯვაზე სპეციალურ დანაწესს, კერძოდ, სადავო საგრანტო პროექტის F-------------- ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრუელბის განუყოფელ ნაწილს, ადგენს საგრანტო დაფინანსების ხარჯვის კატეგორიებს. ხარჯვის ერთ-ერთ კატეგორიას წარმოადგენს „ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება“, რომლის ფარგლებშიც ხდება ძირითად პერსონალზე შრომის ანაზღაურების გაცემა. ფონდსა და უნივერსიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, უნივერსიტეტის ბრძანებით პროექტის როგორც ძირითად ასე დამხმარე პერსონალთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, საგრანტო პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს თაობაზე. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას, შესაბამისად გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაცია - სსიპ საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შრომით ურთიერთობას ამყარებს გრანტის ძირითად და დამხმარე პერსონალთან, პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად. ამდენად, აპელანტის განმარტებით, საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გრანტის მიმღებს წარმოადგენს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო გრანტის როგორც ძირითად, ისე დამხმარე პერსონალთან ფორმდება შრომის ხელშეკრულებები, შესაბამისად აღნიშნული პირები იღებენ შრომის ანაზღაურებას საგრანტო პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, და არა საგრანტო დაფინანსებას.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა. ხსენებულ მუხლში საუბარია ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტზე და არა საგრანტო პროექტიდან შრომის ანაზღაურებაზე, როგორც ეს მითითებული იყო საგრანტო ხელშეკრულებაში.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებს, იმავე წესით არ ახდენს პერსონალის შრომის ანაზღაურების დაბეგვრას, როგორც სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აღნიშნულის დასადასტურებლად კი, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია საგრანტო ხელშეკრულება, ცნობა და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი,რომლითაც დასტურდება, რომ შ--–-- გ----–--ეს სსიპ „აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ საგრანტო თანხას საშემოსავლო გადასახადით არ უბეგრავს (გადაწყვეტილება მე-15 გვ.)“. აპელანტის მითითებით, აღნიშნულ განმარტებას სასამართლო აკეთებს მაშინ, როცა ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მთავარ სხდომაზე წარდგენილი ინფორმაცია და წერილი (რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია სსიპ „ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ და სსიპ „თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიდან“, თუ როგორ ახორციელებდნენ ისინი საგრანტო პროექტების ფარგლებში ძირითად პერსონალზე ანაზღაურების გაცემას), სასამართლომ საერთოდ არ მიიღო მხედველობაში. სსიპ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის 28 მარტის N------------- წერილში ნათქვამია, რომ 2014-2015 წლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტების ძირითად შემსრულებლებზე (ძირითად პერსონალზე) შრომის ანაზღაურების გაცემა ხორციელდებოდა საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრით. აპელანტის მითითებით, ასეთ პირობებში სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებს, იმავე წესით არ ახდენს პერსონალის შრომის ანაზღაურების დაბეგვრას, როგორც სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უფრო მეტიც, სასამართლოსათვის წარდგენილ იქნა 2016 წელს სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის“ მიერ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება, რომლითაც გრანტის გამცემმა ფონდმა ხელშეკრულების ბიუჯეტებში კატეგორია „ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება“ შეცვალა კატეგორიით „ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება“. სასამართლოში დაფიქსირდა განმარტება, რომ ასეთი ხელშეკრულების პირობებში, უნივერსიტეტი არ ახორციელებს ძირითად პერსონალზე გასაცემი საგრანტო დაფინანსების დაბეგვრას სწორედ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუმცა სასამართლომ ეს გარემოებაც არ გაითვალისწინა და საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა წარდგენილ მტკიცებულებაზე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმის N3/2961-09), რომლითაც მსგავსი კატეგორიის საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საგრანტო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტისათვის განკუთვნილი ფინანსების ხარჯვა განახორციელოს საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია „პროექტის განხორციელების ანგარიშგება განახორციელეოს გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად და თითოეული (მათ შორის საბოლოო) ანგარიში (ფინანსური და პროგრამული) წარმოადგინოს ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში“. აღნიშნული დათქმის შესაბამისად, უნივერსიტეტი დადგენილი პერიოდულობით წარუდგენს ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშებს გრანტის გამცემს. შესაბამისად, გრანტის გამცემი ფონდი ინფორმირებულია თუ როგორ ხდება გრანტის ფინანსური რესურსის ხარჯვა. გრანტის გამცემს არასოდეს არ გამოუთქვამს შენიშვნა პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესახებ. ამასთანავე, საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებს, იმავე წესით ახდენს საგრანტო პერსონალის შრომის ანაზღაურების დაბეგვრას, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
აპელანტის განმარტებით, სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 აპრილის N-- ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები ფონდსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში, მათ შორის, 2015 წლის 5 მაისის NF-------------- სადავო საგრანტო ხელშეკრულებაში და ხელშეკრულებების ბიუჯეტში კატეგორია „ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება“ შეიცვალა კატეგორიით „ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება“. აღნიშნული ცვლილების შემდგომ უნივერსიტეტმა შეწყვიტა ძირითად პერსონალზე გასაცემი საგრანტო დაფინანსების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. აპელანტი აღნიშნავს, ეს ბრძანება მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ, თუმცა ახსნა-განმარტების ეტაპზე სასამართლოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფონდი აპირებდა მსგავსი ცვლილების შეტანას ხელშეკრულებაში. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გათვალისწინებული კატეგორიებისგან გადახვევა წარმოადგენს გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებს დარღვევას. უნივერსიტეტს არ ჰქონდა უფლება თვითონ განესაზღვრა, თუ როგორ გაეცა ძირითად პერსონალზე ანაზღაურება, მაშინ როცა ხელშეკრულებით ეს იყო შრომის ანაზღაურება და არა მისაღები გრანტი.
აპელანტის განმარტებით, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიმდინარე წლის აპრილის თვიდან აღარ ახორციელებს 2015 წლის საგრანტო ხელშეკრულებით ძირითად პერსონალზე გასაცემ ანაზღაურებას იმის გამო, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის 2017 წლის 5 აპრილის N-- ბრძანებით ცვლილება შევიდა ფონდსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში, მათ შორის, 2015 წლის 5 მაისს NF-------------- სადავო საგრანტო ხელშეკრულებაში და ხელშეკრულებების ბიუჯეტში კატეგორია „ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება“ შეიცვალა კატეგორიით „ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება“. აღნიშნული ცვლილების შემდგომ, უნივერსიტეტმა შეწყვიტა ძირითად პერსონალზე გასაცემი საგრანტო დაფინანსების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. აპელანტის განმარტებით, მხოლოდ ეს გარემოებაც რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს, მარტივი დასადგენი იქნებოდა, რომ ხარჯვის კატეგორიის განსაზღვრა არის გრანტის გამცემის და არა მიმღების უფლება. ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ საქმეში მხარედ ჩაბმული უნდა ყოფილიყო ფონდი. მსგავსი ტიპის საქმეზე პირველ ინსტანციაში მიმდინარეობს საქმის განხილვა, სადაც მესამე პირად სასამართლომ ჩააბა სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“. ფონდის მონაწილეობა საქმეში არსებითია იმდენად, რამდენადაც ფონდი, როგორც გრანტის გამცემი განსაზღვრავს, თუ ვინ არის საგრანტო დაფინანსების მიმღები, ამტკიცებს პროექტის ბიუჯეტს და იბარებს ანგარიშს გრანტის შესრულების თაობაზე. შესაბამისად, გრანტის გამცემი ფონდი ხელშეკრულების მიხედვით გრანტის ძირითად შემსრულებლებზე ითვალისწინებს გასაცემ შრომის ანაზღაურებას და არა საგრანტო დაფინანსებას, ამასთან, ყოველკვარტალური ანგარიშით ფონდისთვის ცნობილია, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხვას ახორციელებს გრანტის მიმღები ორგანიზაცია, რაზეც ფონდს არასოდეს გამოუთქვამს შენიშვნა გრანტის მიმღები ორგანიზაციისათვის, შესაბამისად, ასეთ პირობებში უნივერსიტეტს დამოუკიდებლად რომ მიეღო გადაწყვეტილება და შრომის ანაზღაურების მუხლიდან გაეცა საგრანტო დაფინანსება, როგორც მინიმუმ ეს იქნებოდა ხელშეკრულების დარღვევა და უნივერსიტეტის მიერ არამიზნობრივი ხარჯვა. იმის გამო, რომ სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სამომავლოდ შეეხება ფონდს, ის უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული მესამე პირად (ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით), ასეთ ვითარებაში სასამართლო მარტივად დაადგენდა, თუ რა მიზნობრიობით გასცემდა ფონდი საგრანტო დაფინანსებას და ჰქონდა თუ არა უნივერსიტეტს უფლება გადაეხვია დამტკიცებული ბიუჯეტიდან ხარჯვითი კატეგორიებიდან და ნაცვლად შრომის ანაზღაურებისა გაეცა საგრანტო დაფინანსება ძირითად პერსონალზე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორი განმარტება გააკეთა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან მიმართებაში. კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს ყველა ტიპის შემოსავალს და საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნებისათვის კონკრეტულად ჩამოთვლის მიღებულ შემოსავალს, სადაც ცალსახად უთითებს გრანტს. საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირებისათვის მისაღებ გრანტს არ ითვალისწინებს პროექტის ბიუჯეტი, პროექტის ბიუჯეტი ითვალისწინებს ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურებას, რომელიც 82-ე მუხლით რეგულირების სფეროში არ ექცევა, ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სადავო შემთხვევაზე არასწორად მოახდინა 82-ე მუხლის გავრცელება და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. შემოსავლების სამსახურის მიმართ მოსარჩელეს მოთხოვნა არ წარუდგენია. როდესაც არ არსებობს მოთხოვნა, ასევე არ არსებობს დავის საგანი, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელია, ამდენად, საქმის წარმოება შემოსავლების სამსახურის მიმართ უნდა შეწყდეს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ დეკლარაციის წარდგენა წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის უფლებას და დეკლარაციის შესაბამისობის შემოწმება საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაძლებელია მხოლოდ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის სხვა საფუძვლით შემოწმება და მითუმეტეს მისი დაზუსტების დავალების უფლებამოსილება არ აქვს სასამართლოს, შესაბამისად იგი გასცდა საკანონმდებლო ნორმებით დათქმულ ფარგლებს და შელახა გადასახადის გადამხდელის უფლება.
აპელანტი მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, სასამართლომ ფაქტიურად შეამოწმა გადასახადის გადამხდელის დეკლარაციის სიზუსტე, რაც უტოლდება საგადასახადო შემოწმებას და აღნიშნულით განხორციელებულ იქნა ფუნქციები, რომლებიც დაკისრებული აქვს საგადასახადო ორგანოს, როგორც აღმასრულებლ ხელისუფლებას. შესაბამისად სასამართლო გასცდა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.
აპელანტის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ, აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია, მოცემული დანაწესის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს განმარტება ვერ შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული ოპერაციის დაბეგვრას და საგადასახადო ვალდებულების გამოთვლას, საგადასახადო ორგანოს აქვს მხოლოდ ზოგადი განმარტების მიცემის უფლება, ამასთან, ასეთი განმარტება წარმოადგენს რეკომენდაციას. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე. აპელანტის მითითებით, მოცემული დანაწესიც განამტკიცებს ზოგადი განმარტების მიცემის სამართლებრივ შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება შეეხოს მხოლოდ საგადასახადო ანგარიშგების წესებს ან/და შესასრულებელ საგადასახადო ვალდებულებებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ვერ მოახდენს კონკრეტულ სიტუაციაში პირთა საგადასახადო ანგარიშგების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დადასტურებას, რადგანაც აღნიშნულს არ ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლები, ხოლო გადასახადის გადამხდელის კონკრეტული ანგარიშგების საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობა არის საგადასახადო შემოწმებას დაქვემდებარებული საკითხი. აპელანტის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების გარეშე ვერ განხორციელდება პირის მიერ დადეკლარირებული მონაცემების უზუსტობის დადგენა, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვერ განახორციელებს კონკრეტული პირის დეკლარაციის შესწორებას, ამასთან ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაშიც ამდაგვარი მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიმართ არ არის დაყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც უსაფუძვლო, იურიდიულად დაუსაბუთებელი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. 2015 წლის 05 მაისს, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილების, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის 2014 წლის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის ჩატარების წესის და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 29 აპრილის №-- ბრძანებისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის №- სხდომის ოქმის საფუძველზე, ერთის მხრივ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (შემდგომში - გრანტის გამცემი) და მეორეს მხრივ, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (შემდგომში ცალკე წოდებული, როგორც წამყვანი ორგანიზაცია), ასევე „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის (შემდგომში პროექტი) სამეცნიერო ხელმძღვანელის ტ------– კ--–---ის და გრანტის მიმღები ფიზიკური პირების: ზ---------------ის და ს-------- ა---–---ის სახით, შემდგომში ცალცალკე წოდებული როგორც მხარეები, (შემდგომში წამყვანი ორგანიზაცია, სამეცნიერო ხელმძღვანელი და ფიზიკური პირები ყველანი ერთად წოდებული, როგორც გრანტის მიმღები) შორის დაიდო „საგრანტო ხელშეკრულება“ №F--------------.
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2014 წლის კონკურში გამარჯვებული პროექტის „ფერდოების სტატისტიკური მდგრადობის კრიტერიალური პირობები. ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება, პროგნოზირება და დაცვითი ღონისძიებები“ საგრანტო დაფინანსება (შემდგომში - გრანტი) და გრანტის მიმღების მიერ პროექტით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
დასახელებული ხელშეკრულების 2.1. მუხლის მიხედვით, პროექტის საგრანტო დაფინანსება, გრანტის გამცემის მხრიდან, რომელიც განკარგვისათვის გადაეცემა გრანტის მიმღებს, შეადგენს 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარს, რომლის ჩარიცხვა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ საბანკო-სახაზინო ანგარიშზე; 2.2 და 2.3. მუხლებით განისაზღვრა გრანტის გამცემისა და გრანტის მიმღების ვალდებულებები; 11.2. მუხლით ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე (ტ-1; ს.ფ. 14-44).
4.2. 2015 წლის 08 სექტემბერს ერთის მხრივ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და მეორეს მხრივ, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს: ტ------– კ--–---სა და ს-------- ა---–---ს შორის დაიდო შეთანხმება №F--------------/24 „2015 წლის 05 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
შეთანხმების მიხედვით, გრანტის მიმღები ფიზიკური პირის ზ---------------ის (№0----------) გარდაცვალების გამო, შევიდა ცვლილება 2015 წლის 5 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებაში და ზ---------------ის ნაცვლად, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირად განისაზღვრა გ-- ხ--–-–---–ი (პირადი №1----------); ცვლილება შევიდა 2015 წლის 5 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულების დანართ 1-ში, პროექტის ბიუჯეტში, თანდართული დანართის შესაბამისად. შეთანხმება წარმოადგენს 2015 წლის 5 მაისის №F-------------- ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ძალაშია ხელმოწერის დღიდან (ტ-1; ს.ფ. 45).
4.3. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეცნობა, რომ გრანტის ძირითადი შემსრულებლის ზ---------------ის გარდაცვალების გამო, ძირითად შემსრულებლად დაინიშნა გ-- ხ--–-–---–ი და ითხოვა გ-- ხ--–-–---–ს დაენიშნოს შრომითი ანაზღაურება 2015 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 01 იანვრამდე 850 ლარის ოდენობით.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2015 წლის 24 სექტემბრის №------ ბრძანებით გ-- ხ--–-–---–ი გაფორმებული იქნა ძირითად შემსრულებლად სსიპ შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 29 აპრილის №-- ბრძანების და სსიპ შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის №- სხდომის ოქმის საფუძველზე, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებულ პროექტში №-------- – „ფერდოების სტატისტიკური მდგრადობის კრიტერიალური პირობები. ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება, პროგნოზირება და დაცვითი ღონისძიებები“, ზ---------------ის ნაცვლად, 2015 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 1 იანვრამდე შრომის ანაზღაურებით 850 ლარი თვეში (ტ-1; ს.ფ. 94).
4.4. 2016 წლის 05 აგვისტოს, შ--–-- გ----–--ემ წერილით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ითხოვა №-------------- ხელშეკრულებით დარეგულირებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირად აღიარების შესახებ დასტურის მიღება.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის 16 აგვისტოს M------------- წერილით, №-------------- გრანტთან დაკავშირებით შ--–-- გ----–--ეს ეცნობა, რომ მასსა და ფონდს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებიდან (05.05.2015) ცალსახად ირკვევა შესაბამისი პირების და ორგანიზაციის სტატუსი. კერძოდ, საგრანტო ხელშეკრულებაში გრანტის მიმღები მხარეები მოხსენიებულია შემდეგნაირად: სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში ცალკე წოდებული, როგორც წამყვანი ორგანიზაცია), ასევე, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შ--–-- გ----–--ის და გრანტის მიმღები ფიზიკური პირის: მ-----ი კ-------ს სახით. შემდგომში ცალცალკე წოდებული როგორც მხარეები (შემდგომში წამყვანი ორგანიზაცია, სამეცნიერო ხელმძღვანელი და ფიზიკური პირები ყველანი ერთად წოდებულნი, როგორც გრანტის მიმღები)“. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა შ--–-- გ----–--ეს აცნობა, რომ №-------------- ხელშეკრულების ფარგლებში, ის არის გრანტის მიმღები ფიზიკური პირი(ტ-1; ს.ფ. 51-52).
4.5. 2016 წლის 20 სექტემბერს, მოსარჩელეების -ტ------– კ--–---ის, ს-------- ა---–---ის, გ-- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა ნ-------–--იამ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში პროექტრის ძირითადი პერსონალის, სამეცნიერო ხელმძღვანელის ტ------– კ--–---ის და ძირითადი შემსრულებლის გ-- ხ--–-–---–ის და შემსრულებლის ს-------- ა---–---ის მიღებული შრომის ანაზღაურების საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2016 წლის 21 ოქტომბრის №--------------- წერილით ნ-------–--იას ეცნობა, რომ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსების ხარჯვა ხორციელდება ამავე ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, პროექტის მონაწილე ძირითად პერსონალს წარმოადგენენ შ--–-- გ----–--ე, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მ-----ი კ-------, მკვევარიდოქტორანტი. ამავე ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება. კერძოდ, ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული პერიოდისათვის შეადგენს 92 400 ლარს. ფონდსა და უნივერსიტეტს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ უნივერსიტეტის ბრძანებით პროექტის როგორც ძირითად ასე დამხმარე პერსონალთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. შესაბამისად, გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაცია - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შრომით ურთიერთობას ამყარებს გრანტის ძირითად და დამხმარე პერსონალთან. უნივერსიტეტმა ასევე აცნობა, რომ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღები, მოცემულ შემთხვევაში არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთანაც საგრანტო პროექტის ფარგლებში შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალი, საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად იღებენ განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას, რომელიც იბეგრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადით. უნივერსიტეტი კანონის სრული დაცვით ახორციელებს საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრა/დეკლარირებას და აღნიშნულ თანხას მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში (ტ-1; ს.ფ. 49-50).
4.6. 2015 წლის 5 მაისის №----------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამეცნიერო ხელმძღვანელს ტ------– კ--–---ს I ტრანშით აუნაზღაურდა - 5520 ლარი (ნაცვლად 6900 ლარისა), II ტრანშით- 5520 ლარი (ნაცვლად 6900 ლარისა), III ტრანშით- 5760 ლარი(ნაცვლად 7200 ლარისა). გ-- ხ--–-–---–ს I ტრანშით აუნაზღაურდა-2040 ლარი(ნაცვლად 2550 ლარისა), II ტრანშით აუნაზღაურდა- 4080 ლარი (ნაცვლად 5100 ლარისა), III ტრანშით აუნაზღაურდა- 4320 ლარი(ნაცვლად 5400 ლარისა). ს-------- ა---–---ს I ტრანშით აუნაზღაურდა-2400 ლარი(ნაცვლად 3000 ლარისა), II ტრანშით აუნაზღაურდა- 2400 ლარი(ნაცვლად 3000 ლარის), III ტრანშით აუნაზღაურდა- 2400 ლარი(ნაცვლად 3000 ლარისა). საერთო ჯამში ტ------– კ--–---ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა 4200(ოთხიათას ორასი) ლარი, გ-- ხ--–-–---–ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა-2610 (ორიათას ექვსასასი) ლარი, ს-------- ა---–---ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა- 1800(ათასრვაასი) ლარი (ტ-1; ს.ფ. 14-44; 46-48).
მხარეთა განმარტებით ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპისათვის დარჩენილია კიდევ სამი ტრანში და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განაგრძობს საგრანტო თანხის დაქვითვას საშემოსავლო გადასახადის საფუძვლით.
4.7. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2015 წლის 29 ივნისის №----------- წერილით შ--–-- გ----–--ეს და მ-----ი კ-------ს, მათ მიერ წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილების მიხედვით, რომლის საფუძველზეც შედგენილია საგრანტო ხელშეკრულება, გრანტის მიმღები არის კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი (მეცნიერთა ჯგუფი), წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, თუკი ისინი წარმოადგენდნენ კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითად პერსონალს, ჩაითვლებოდნენ გრანტის მიმღებად და შესაბამისად, გათავისუფლდებოდნენ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან (ტ-1; ს.ფ.54).
4.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოპასუხე უკვე დაბეგრილი/დაქვითული თანხის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად, მოპასუხედ მიუთითეს სსიპ შემოსავლების სამსახური (ტ-2; ს.ფ.42-45).
სამართლებრივი დასაბუთება
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს შემდეგი გარემოება - წარმოადგენენ თუ არა მოსარჩელეები გრანტის მიმღებ პირებს, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებითი შეფასებისა და მსჯელობის საგანს წარმოადგენს.
4.9. პალატა მიუთითებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, ხოლო 5.1 მუხლის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცდა ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ’’ დებულება.
დადგენილია, რომ 2015 წლის 5 მაისს, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილების, „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის 2014 წლის კონკურსის გამოცხადების, კონკურსის ჩატარების წესის და საკონკურსო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 29 აპრილის №-- ბრძანებისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის N9 სხდომის ოქმის საფუძველზე, ერთის მხრივ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და მეორეს მხრივ, სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე „ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს ტ------– კ--–---სა და გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს: ზ---------------ესა და ს-------- ა---–---ს შორის დაიდო „საგრანტო ხელშეკრულება“ NF--------------. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2014 წლის კონკურში გამარჯვებული პროექტის – „ფერდოების სტატისტიკური მდგრადობის კრიტერიალური პირობები. ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება, პროგნოზირება და დაცვითი ღონისძიებები“ საგრანტო დაფინანსება და გრანტის მიმღების მიერ პროექტით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების განხორციელება. ამავე ხელშეკრულების 2.1. მუხლის მიხედვით, პროექტის საგრანტო დაფინანსება, გრანტის გამცემის მხრიდან, რომელიც განკარგვისათვის გადაეცემოდა გრანტის მიმღებს, შეადგენდა 150 000 (ასორმოცდაათი ათას) ლარს, რომლის ჩარიცხვაც განხორციელდებოდა ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ საბანკო-სახაზინო ანგარიშზე.
4.10. 2015 წლის 8 სექტემბერს ერთის მხრივ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და მეორეს მხრივ, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს: ტ------– კ--–---სა და ს-------- ა---–---ს შორის დაიდო შეთანხმება N-------------------, „2015 წლის 5 მაისის N---------------- საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ზ---------------ის ნაცვლად, გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირად განისაზღვრა გ-- ხ--–-–---–ი. ცვლილება შევიდა ასევე 2015 წლის 5 მაისის N---------------- საგრანტო ხელშეკრულების დანართ 1-ში, პროექტის ბიუჯეტში, თანდართული დანართის შესაბამისად.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2015 წლის 24 სექტემბრის №------ ბრძანებით გ-- ხ--–-–---–ი გაფორმდა ძირითად შემსრულებლად სსიპ შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 29 აპრილის №-- ბრძანების და სსიპ შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2015 წლის 28 აპრილის №- სხდომის ოქმის საფუძველზე, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებულ პროექტში №-------- „ფერდოების სტატისტიკური მდგრადობის კრიტერიალური პირობები. ზვავისებრი ნაკადების დინამიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება, პროგნოზირება და დაცვითი ღონისძიებები“, ზ---------------ის ნაცვლად, 2015 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 1 იანვრამდე შრომის ანაზღაურებით 850 ლარი თვეში.
4.11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებს - ძირითად პერსონალს და ამავე პროექტის ხელმძღვანელთან – ტ------– კ--–---თან ერთად, წამყვან ორგანიზაციაში – სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახორციელებენ კონკურსში გამარჯვეული პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ამასთანავე, უდავოა, რომ წამყვან ორგანიზაციას განესაზღვრა ვალდებულება, სამუშაოების ჩასატარებლად, პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალი უზრუნველყოფილიყო მატერიალური ბაზით, ასევე ამ ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკავებით ეწარმოებინა გრანტის ბუღალტრული აღრიცხვა, დაფინანსებული პროექტისათვის გაეხსნა საბანკო მიზნობრივი ანგარიში, რომელზედაც არ დაერიცხებოდა სარგებელი და მოხდებოდა გრანტის სახსრების ჩარიცხვა, სწორედ აღნიშნული ანგარიშიდან მოხდებოდა შემდგომ მოსარჩელეებისათვის კუთვნილი გრანტის თანხის გაცემა.
4.12. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება გრანტის როგორც ძირითად, ისე დამხმარე პერსონალთან შრომის ხელშეკრულებების გაფორმება და აღნიშნული პირების მიერ შრომის ანაზღაურების მიღება საგრანტო ფარგლებში შესრულებული სამუშაოსათვის. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფ--------------------–------------------–-–----------–-----------------ის შესახებ’’ დებულებით, ასევე ,,გრანტის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილია სპეციალური ნორმები, რომლებითაც წესრიგდება ურთიერთობები გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება, რომ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოსარჩელეებთან შრომით ურთიერთობაში იმყოფება, მხარეთა შორის არ არსებობს წერილობითი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულებები, რაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება (საქართველოს შრომის კოდექსის 6.11-ე მუხლი).
4.13. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,გრანტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80.1 მუხლის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამავე კოდექსის 81.1 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო კოდექსის 82-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლებს, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების ერთ-ერთი სახე - გრანტი. ამდენად, კანონით კონკრეტულად არის განსაზღვრული, თუ ვინ წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ პირებს, განსაზღვრავს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, გადასახადის განაკვეთის ოდენობას, ასევე განსაზღვრავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება გრანტის მიმღები ფიზიკური პირი.
4.14. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონით დადგენილი განსაზღვრული საგადასახადო შეღავთის მიუხედავად, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან განხორციელდა მოსარჩელეების კუთვნილი საგრანტო თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2015 წლის 5 მაისის №F-------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამეცნიერო ხელმძღვანელს ტ------– კ--–---ს I ტრანშით აუნაზღაურდა 5520 ლარი (ნაცვლად 6900 ლარისა), II ტრანშით - 5520 ლარი (ნაცვლად 6900 ლარისა), III ტრანშით - 5760 ლარი (ნაცვლად 7200 ლარისა); გ-- ხ--–-–---–ს I ტრანშით აუნაზღაურდა 2040 ლარი (ნაცვლად 2550 ლარისა), II ტრანშით აუნაზღაურდა 4080 ლარი (ნაცვლად 5100 ლარისა), III ტრანშით აუნაზღაურდა 4320 ლარი (ნაცვლად 5400 ლარისა); ს-------- ა---–---ს I ტრანშით აუნაზღაურდა 2400 ლარი (ნაცვლად 3000 ლარისა), II ტრანშით აუნაზღაურდა 2400 ლარი (ნაცვლად 3000 ლარისა), III ტრანშით აუნაზღაურდა 2400 ლარი (ნაცვლად 3000 ლარისა). საერთო ჯამში, ტ------– კ--–---ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა 4200 (ოთხიათას ორასი) ლარი, გ-- ხ--–-–---–ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა 2610 (ორიათას ექვსასათი) ლარი, ს-------- ა---–---ის მიმართ დაქვითულმა თანხამ შეადგინა 1800 (ათას რვაასი) ლარი.
4.15. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ გრანტის მიმღებ პირებს, შესაბამისად, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსარჩელეთათვის ზემოაღნიშნული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის უკანონობას, თუმცა პალატის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებისათვის დაქვითული სადავო თანხის უკან დაბრუნება სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაევალა.
4.16. პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
4.17. პალატა ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პარაქტიკას ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე რეალური ადრესატის - საგადასახადო ორგანოს მიჩნევის თაობაზე და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს არ წარმოადგენს იმ ორგანოს, რომელსაც გააჩნია სადავო თანხის დაბრუნების ვალდებულება, კერძოდ, სააპელაციო პალატა საკასაციო სასამართლოს განმარტებების თანახმად მიუთითებს, რომ საგადასახადო აგენტის პასუხისმგებლობა გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავებასა და ბიუჯეტში მათ გადარიცხვაზე არ გულისხმობს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრებასაც, რადგან ასეთი მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლთან, რითაც საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, საგადასახადო აგენტი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მოცემული საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში შეიძლება იყოს მხოლოდ შუამავალი გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის, ამასთან, გადასახადის უკანონოდ დარიცხვის, ანუ კანონიერი საფუძვლის გარეშე პირის დაბეგვრის შემთხვევაშიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი და გადასახადის უკანონოდ დაბეგრილი თანხის დაბრუნება ეკისრება შესაბამის საგადასახადო ორგანოს (სუს 22.12.2015წ. Nბს-528-521(კ-15) განჩინება).
4.18. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოპასუხე მხარე უკვე დაბეგრილი/დაქვითული თანხის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად, მიუთითეს სსიპ შემოსავლების სამსახური. ამდენად, ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა და უკანონოდ დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხების ანაზღაურება უნდა დაეკისროს არა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ საგადასახდო ორგანოს - სსიპ შემოსავლების სამსახურს.
4.19. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას, მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისათვის ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალების, კერძოდ, 2015 წლის 5 მაისის NF-------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საგრანტო თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა/დაქვითვისაგან თავის შეკავების თაობაზე - აპელანტის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა და სხდომაზე მიცემული განმარტებით დაადასტურა ის გარემოება, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 აპრილის N-- ბრძანებით ცვლილება შევიდა ფონდსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში, მათ შორის, 2015 წლის 5 მაისის NF-------------- სადავო საგრანტო ხელშეკრულებაში და ხელშეკრულებების ბიუჯეტში კატეგორია „ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება“ შეიცვალა კატეგორიით „ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება“. მხარის მითითებით, აღნიშნული ცვლილების შემდგომ, უნივერსიტეტმა შეწყვიტა ძირითად პერსონალზე გასაცემი საგრანტო დაფინანსების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან აღნიშნულ გარემოებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
4.20. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის არარსებობის გამო, სახეზეა მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისათვის 2015 წლის 5 მაისის NF-------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საგრანტო თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა/დაქვითვისაგან თავის შეკავების შესახებ მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც დადასტურებულია, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში 2017 წლის 5 აპრილს შეტანილი ცვლილებების შემდეგ, უნივერსიტეტმა შეწყვიტა ძირითად პერსონალზე გასაცემი საგრანტო დაფინანსების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ტ------– კ--–---ის, ს-------- ა---–---ის და გ-- ხ--–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება სასარჩელო მოთხოვნაზე - სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაევალოს თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისაგან, კერძოდ, 2015 წლის 5 მაისის NF-------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საგრანტო თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა/დაქვითვისაგან; სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს მოსარჩელეებს დაუბრუნოს საშემოსავლო გადასახადის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა: ტ------– კ--–---ს 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი, გ-- ხ--–-–---–ს - 2 610 (ორი ათას ექვსას ათი) ლარი, ს-------- ა---–---ს 1 800 (ათას რვაასი) ლარი.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება: 126 (ას ოცდაექვსი) ლარი ტ------– კ--–---ის სასარგებლოდ, 100 (ასი) ლარი ს-------- ა---–---ის სასარგებლოდ, ამასთანავე, სსიპ შემოსავლების სამსახურს სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 345 (სამას ორმოცდახუთი) ლარის ნახევარი - 172 (ას სამოცდათორმეტი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი; სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2017 წლის 30 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 345 (სამას ორმოცდახუთი) ლარიდან 172 (ას სამოცდათორმეტი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი (საგადახდო მოთხოვნა N41973; საიდენტიფიკაციო კოდი: 211349192, სახაზინო კოდი 300773150; მიმღები ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ტ------– კ--–---ის, ს-------- ა---–---ის და გ-- ხ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4.1. შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება სასარჩელო მოთხოვნაზე - სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაევალოს თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისაგან, კერძოდ, 2015 წლის 5 მაისის NF-------------- საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საგრანტო თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა/დაქვითვისაგან;
4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს მოსარჩელეებს დაუბრუნოს საშემოსავლო გადასახადის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა: ტ------– კ--–---ს 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი, გ-- ხ--–-–---–ს - 2 610 (ორი ათას ექვსას ათი) ლარი, ს-------- ა---–---ს 1 800 (ათას რვაასი) ლარი;
5. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 126 (ას ოცდაექვსი) ლარის ანაზღაურება ტ------– კ--–---ის სასარგებლოდ, 100 (ასი) ლარის ანაზღაურება ს-------- ა---–---ის სასარგებლოდ, 172 (ას სამოცდათორმეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ანაზღაურება სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლოდ;
6. სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2017 წლის 30 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 345 (სამას ორმოცდახუთი) ლარიდან 172 (ას სამოცდათორმეტი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი (საგადახდო მოთხოვნა N41973; საიდენტიფიკაციო კოდი: 211349192, სახაზინო კოდი 300773150; მიმღები ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
8. გადაწყვეტილების 4.1. პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები მირანდა ერემაძე
მერაბ ლომიძე