განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2018
საქმის ნომერი
330100117002006659
ინსტანცია
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002006659

საქმე №1ბ/24-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

ზა--- ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ--------------

მსჯავრდებულის: ნა---- ქ---------

ადვოკატის: მი----- ნი----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნა---- ქ--------- ინტერესების დამცველი ადვოკატის მი----- ნი----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: ნა---- ქ--------- (დაბადებულის 1--- წლის 5-----------, პირადი 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, მცხოვრები: ზ----------–-, ღ----–-------------------ში) მიმართ, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნა---- ქ--------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ნა---- ქ--------მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,5018 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 62 აბი და აბის 2 ნატეხი. რაც ამოღებული იქნა 2017 წლის 7 ივნისს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ზ----------–-, დ. ა----–-----–----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ნა---- ქ--------- პირადი ჩხრეკის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:

ნა---- ქ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ნა---- ქ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 7 ივნისიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მი----- ნი----–--ემ.

 

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მი----- ნი----–--ის სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

2018 წლის 6 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს მთავარი პროკურატურის შ-------------------------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–---------------------- და სა---------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–----------------------ს პროკურორის ზ-------------- მიერ, ზემდგომი პროკურორის ბ---- თ---–--ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ნა---- ქ--------- მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ნა---- ქ--------მ ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმების ფორმით, რომლის საფუძველია შეთანხმება სასჯელზე.

 

პროკურორისთვის შეთავაზებულ იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე შეთანხმების ფორმით და შედგა საპროცესო შეთანხმების ოქმები.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:

ნა---- ქ-------- ცნობილ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი.

 

ნა---- ქ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას -სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ წარმოდგენილი პირობით.

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონდა მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ნა---- ქ-------- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ნა---- ქ--------- ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ნა---- ქ--------- პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, მოწმეების ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის №1-----------.ქრ დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატას მიჩნია, რომ ნა---- ქ--------- ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კანონიერია.

პალატას მიჩნია, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს მთავარი პროკურატურის შ-------------------------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–---------------------- და სა---------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–----------------------ს პროკურორის ზ-------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ნა---- ქ--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ნა---- ქ--------- მიმართ;

ნა---- ქ-------- ცნობილ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.

 

ნა---- ქ--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას -სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ნა---- ქ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 7 ივნისიდან;

 

მსჯავრდებულ ნა---- ქ--------- ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნა---- ქ--------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთერი მტკიცებულება: ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოცხადებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

სხდომის თავმჯდომარე: შ. ყაველაშვილი

 

მოსამართლეები:

მ. ხოლოაშვილი

 

მ. ლომთათიძე