განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ა.გ- 130-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-------------–---–-ს შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განაჩენით, დაკმაყოფილდა გ----------------------–-----------------ს შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე;
თ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით და სასჯელის ზომად დაენიშნა 04 წლითა და 09 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განესაზღვრა 03 წლითა და 02 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე,63-64 მუხლების შესაბამისად თ-------------–---–- შეეფარდა ექვსი თვით მოხდა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო ორი წელი და რვა თვე თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა პირობით და საგამოცდო ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
თ-------------–---–- დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის განაჩენით:
თ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, თ-------------–---–- დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ-------------–---–-ს მიმართ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლითა და 8(რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, თ-------------–---–- მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლისა და 2(ორი) თვის ვადით და ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით, დაკმაყოფილდა თ---–--------------------------------–--------------------------–---------------------- შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება;
თ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 100(ათას ასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დაკავებაში ყოფნის დროის (2017 წლის 04 მარტის) გათვალისწინებით, თ-------------–---–- შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივლისის N1/3835-10 განაჩენით, თ-------------–---–-ს მიმართ დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ თ-------------–---–- განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,მსჯავრდებულ თ-------------–---–- 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, დაკმაყოფილდა ი--------------------------–-----------------რის პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება;
თ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ თ-------------–---–- განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
თ-------------–---–- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2018 წლის 2 თებერვალს მსჯავრდებულმა თ-------ე ჭ---–ვილმა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ-------------–---–-ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ----–----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენით თ-------------–---–- მსჯავრი დაედო არამხოლოდ ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, ამასთანავე თ-------------–---–-სგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 1,6707 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 0,000261 გრამი „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 100(ათას ასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დაკავებაში ყოფნის დროის (2017 წლის 04 მარტის) გათვალისწინებით, თ-------------–---–- შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივლისის N1/3835-10 განაჩენით, თ-------------–---–-ს მიმართ დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ თ-------------–---–- განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თ-------------–---–- მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული თ-------------–---–- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან. რაც შეეხება მსჯავრდებულ თ-------------–---–- დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ თბ--–------------–-------------------–-–--------------------- შეტყობინების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით არ აქვს მოხდილი, შესაბამისად იგი უნდა განთავისუფლდეს ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდისაგან.
თ-------------–---–- მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებრივი შეზღუდვა უნდა გაუქმდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ თ-------------–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ-------------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებული თ-------------–---–-ს მიმართ და გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
ასევე გაუქმდეს განაჩენი ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, რომლითაც თ-------------–---–- 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განაჩენი თ-------------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ისაევი
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. კაპანაძე