განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054166
საქმე №1აგ/201-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ კა------–--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით კა------–--------ი ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთა – 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად განესაზღვა ჯარიმა, 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით თავისულების აღკვეთა – 1 (ერთი) წლის ვადით.
საქარვთლოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კა------–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 (ოთხი) წლის ვადით. მასვე, დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მხულის მე–5 ნაწილის თანახმად გაუქმდა 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით 1/4–ით შემცირებული და მოსახდელად დარჩენილი პირობითი მსჯავრი – 10 თვე და 3 დღე.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ კა------–--------ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის თანახმად 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსახდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა: საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესბულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები.
თბილსის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება. მსჯავრდებულ კა------–--------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და „ე“ ქვეპუნქტებზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, კა------–--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ–ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კა------–--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
საქართველოს სსკ–ის 44-ე მუხლის საფუძველზე კა------–--------ს დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენებში კა------–--------ის მიმართ შევიდა ცვლილება.
მსჯავრდებულ კა------–--------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ კა------–--------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქ/პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კა------–--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შემცირებული და მოსახდელად დარჩენილი პირობითი მსჯავრი 10 თვე და 3 დღე და კა------–--------ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის და 3 (სამი) დღის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 1 ოქტომბრიდან. აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კა------–--------ი პატიმრობაში ყოფნის ვადის (სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 30 სექტემბერს) გათვალისწინებით, გათავისუფლდა ძირითად სასჯელად განსაზღვრული ჯარიმის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით გადახდისგან.
კა------–--------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის მიხედვით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ კა------–--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით, შეცვლილია ჯარიმით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენები კა------–--------ის მიმართ სხვა ნაწილში, მათ შორის დანიშნული დამატებითი სასჯელების ნაწილში, დარჩა უცვლელი.
2018 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა კა------–--------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ კა------–--------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გი---–----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების -ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითგანსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა კა------–--------ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. კერძოდ, იგი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“-ს არაერთგზის შეძენა შენახვისთვის, იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის.
ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული კა------–--------ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან. ამასთან, პალატა თვლის, რომ ვინაიდან კა------–--------ი ხსენებული განაჩენით მსჯავრდებულია აგრეთვე ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“-ს არაერთგზის შეძენა შენახვისთვის, იმის მიერ ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ უმსჯელია. ამდენად, კა------–--------ის მიმართ ხსენებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კა------–--------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
კა------–--------ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ. სანდოძე
მოსამართლეები: ვ.ლომიძე
გ. ჯეირანაშვილი