განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2018
საქმის ნომერი
140100118002244083
ინსტანცია
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002244083

საქმე №1/ბ-170-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი ოთ-------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული კ-------------–---–ი, დაბადების თარიღი: 19---–-–----- ივნისი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. კა------------------- №7ა.

 

დამცველი ადვოკატი: იო--------------–ი

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე უკანონობას და მის დამნაშავედ ცნობას. აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იო--------------–მა და მოითხოვა კ-------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შეცვლა სხვა უფრო მსუბუქი სასჯელით, რაც საშუალებას მისცემს მსჯავრდებულს დაუბრუნდეს თავის შვილებს და ოჯახს. აპელანტი, კ-------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი იო--------------–ი განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მოინანია და ითხოვა პატიება. გარდა ამისა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია და კ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და ეს უკანასკნელი გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აპელანტის მოსაზრებით, გორის რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა რეალური მდგომარეობა, არ გაიზიარა კ-------------–---–ის მიერ ბრალის აღიარებასთან და გულწრფელ მონანიებასთან ერთად, რომ ის და მისი მეუღლე შერიგებულები არიან, რომ ისინი ცხოვრობენ ერთ ოჯახად, რომ მათ უყვართ ერთმანეთი, რომ კ-------------–---–ის კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, რომ კ-------------–---–ი დაავადებულია ქრონიკული დაავადებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა კ-------------–---–ის მიმართ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა კ-------------–---–მა მხარი დაუჭირა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის იო--------------–ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, მის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრის შესახებ და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, რითაც გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა----------–--მ, მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

კ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე კ-------------–---–მა ქალაქ კასპში, ჭ--------------------ში მდებარე ინდივიდუალურ მეწარმე კუ--------------–---–-ს კუთვნილ საბანკეტო დარბაზის ეზოში, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილებისა და გაკონტროლების მიზნით, მეუღლის - ე--------------------ის მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ე--------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. მანვე, 2017 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქალაქ კასპში, ჭ--------------------ში მდებარე ინდივიდუალურ მეწარმე კუ--------------–---–-ს კუთვნილ საბანკეტო დარბაზის ეზოში, სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილებისა და გაკონტროლების მიზნით, მეუღლის - ე--------------------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ე--------------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ-------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა დაზარალებულ ე--------------------ის ნოტარიალური წესით დამოწმებული ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშიებით მის მეუღლესთან კ-------------–---–თან არ გააჩნია პრეტენზია. ეს იყო ერთადერით შემთხვევა, ისინი ერთმანეთს არასოდეს დაცილებულან, მისი მეუღლე არის მათი სამი შვილის ერთადერი მარჩენალი და მამის არ ყოფნა უარყოფიდად აისახება ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. დაზარალებული სასამართლოს თხოვს, რომ კ-------------–---–ს საპატიმრო სასჯელი შეუცვალონ სხვა სახის სასჯელით. აღნიშნული ხელწერილი სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალ მტკიცებულებად, დაერთო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და გამოკვლეული იქნა სააპელაციო სხდომაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ-------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: კ-------------–---–ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ე--------------------ის, ბ------------–---–ის, მ------------–ის, ც---–--------–---–ის, მ------------------ის და ა--------–---–ის დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ კ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ-------------–---–მა ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

კ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღაირებს და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს.

 

კ-------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ მის მიერ დანაშაული ჩადენილია სქესზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით. ასევე, მუქარის ბრალდებასთან მიმართებით მის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული ახალი მტკიცებულების მხედველობაში მიღებით კ-------------–---–ს უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული საპატიმრო სასჯელი სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში. ამასთან, პალატა თვლის, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს აპელანტების მოთხოვნა კ-------------–---–ის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი კ-------------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხომოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ვერ იქნება გადაწონილი საჩივარში მითითებული არგუმენტებით. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებით მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სხდომაზე წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების შეფასების შემდეგ პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, კ-------------–---–ის მიმართ დანიშნული საპატიმრო სასჯელის ზომის შემცირება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ-------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის იო--------------–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება საპატიმრო სასჯელის შემცირების კუთხით, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ-------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატ იო--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

კ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ კ-------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

კ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 23 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 12 იანვრის ჩათვლით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ე--------------------ის ტანსაცმელი და „ლენოვო“–ს ფირმის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს – ე--------------------ს.

 

მსჯავრდებულ კ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მის მიმართ დაწესებული აკრძალვა ე--------------------თან მიახლოებისა და იმ ადგილებზე შესვლის შესახებ, სადაც დაზარალებული იმყოფება – გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე