განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002212971
საქმე ?1b/----18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
მსჯავრდებულ ე-----–- გ------–---- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- მ-----–--ის და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ლ---- გ-------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-----–- გ------–---- (დ----------–-------–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: გ----------------------------–-------------- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------------------------------------------------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-----–---------–---- ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ.------------------------------------- N37/50 მდებარე ბინაში, ნ--- გ------–---- შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ბინაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, მივიდნენ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ------–------------–---- თანამშრომლები - გ------- მ--------ე, გ------- დ--------–---–ი და გ------- ჯ--–----ე, რომლებსაც ბინის წინ დახვდათ ე-----–- გ------–---, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა მამასთან გ--- გ------–---სთან. პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციაში გარკვევა და ე-----–- გ------–---ს მოუწოდეს შეეწყვიტა გინება, რა დროსაც ე-----–---------–---- პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა მასში, რომ არ დაემოჩილა მათ მოთხოვნას შეეწყვიტა გინება, პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში გ------- მ--------ეს, ხოლო გ------- დ--------–---–ს მუშტი დაარტყა ცხვირის არეში. თ-------- გ------–---- დარტყმების შედეგად გ------- დ--------–---–მა და გ------- მ--------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს დაზიანებები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით:
ე-----–- გ------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ე-----–- გ------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან- 2017 წლის 23 ნოემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-----–---------–---- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- მ-----–---მ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ე-----–- გ------–---- მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის შეფარდება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და არ არსებობს საქმეში დამამძიმებელი გარემოებები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---- გ-------–--ემ და მოითხოვა სასჯელის გამკაცრება. აპელანტის აზრით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, დანაშაულის ხასიათის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სასჯელი უნდა გამკაცრდეს.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე-----–- გ------–---- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახეთ გათვალისწინებულია ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან - ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდე, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ე-----–- გ------–---- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, აგრეთვე, იმ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-----–---------–---- ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
საქმეში არსებული 2017 წლის 24 ნოემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: მოქ. გ------- დ--------–---–ს 24.11.17 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. 2017 წლის 24 ნოემბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: მოქ. გ------- მ--------ეს 24.11.17 წ. ობიექტური შემოწმებით და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დაუდგინდა: ნახეთქი ჭრილობა თავის მიდამოში, სისხლჩაქცევა სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტები ხდიან სადაოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით. როგორც პირველი ინსტანციის განაჩენით ირკვევა „ სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცა გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.“
რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ მსჯავრდებული ე-----–- გ------–---- აღიარებას, მის ნასამართლეობის არ ქონას. ამასთანავე იმ გარემოებასაც, რომ დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; ამასთან, იგი პროპორციული საშუალებაა დანაშაულის აღმოფხვრის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი ე-----–- გ------–---- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის ადექვატური და სამართლიანი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-----–- გ------–---- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- მ-----–--ის და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის – ლ---- გ-------–--ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი ე-----–- გ------–---- მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ე-----–- გ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ე-----–- გ------–---- თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან-2017 წლის 23 ნოემბრიდან.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები -
გ------- დ--------–---–ის ტანსაცმელი, გ------- მ--------ის ტანსაცმელი, ე-----–- გ------–---- ტანსაცმელი (გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში საექსპერტო კვლევის მიზნით) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის კვლები ერთ პაკეტად, გ------- მ--------ის სისხლის ნიმუში, გ------- დ--------–---–ის სისხლის ნიმუში (გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში საექსპერტო კვლევის მიზნით) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი
~