განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700055381 -1აგ/255-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018წ. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით:
გ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 28 თებერვლიდან, 2017 წლის 2 მარტის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
გ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500(ათასხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) თვისა და 25(ოცდახუთი) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით გ----------------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვისა და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის 63-64-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1500(ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ასევე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 6(ექვსი) თვის ვადით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22.11.2017 წლი N1/4880-17 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გ----------------–---–ს დაეკისრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოვალეს არ წარმოუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალსიწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
2018 წლის 13 მარტს მსჯავრდებულმა გ----------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ----------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
ამავე დროს, გ----------------–---–ი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენში და იგი უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან ჯარიმისაგან 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილში ცვლილებები არ განხორციელებულა და არც საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულზე.
ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ იმდენად რამდენადაც, გ----------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა გამოსაცდელი ვადა 2 (ორი) წელი, მას ასევე უნდა შეუმცირდეს გამოსაცდელი ვადა 1 (ერთ) წლამდე, რომელიც განსაზღვრული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ----------------–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან - ჯარიმისაგან 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
გ----------------–---–ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
გ----------------–---–ს შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
გ----------------–---–ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ----------------–---–ის მიმართ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დღიდან, 2017 წლის 1 მაისიდან.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/ვ. ლომიძე/