განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2018
საქმის ნომერი
330100117001682002
ინსტანცია
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001682002

საქმე №1ბ/222-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ი-----------ა.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ს-------–-–-----ე, დაბადების თარიღი: 1----–-–------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: ქ. ბ--------------------–--------------------------------–----------------–------------------------

 

ადვოკატი: ტ------– მ--------–---–ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-------–-–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------– მ--------–---–მა.

 

2018 წლის 14 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას შუამდგომლობა მასსა და მსჯავრდებულ ს-------–-–-----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ს-------–-–-----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ს-------–-–-----ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა დიდი ოდენობით 0,1393 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი)-ს შემცველი აბის ნატეხები ფხვნილთან ერთად, რაც 2016 წლის 16 დეკემბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა, თბილისში, გ------------------ში ს-------–-–-----ის საცხოვრებელი სახლიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით ს-------–-–-----ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლით.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

2017 წლის 12 მარტს საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ ს-------–-–-----ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ----------–---–-- მონაწილეობით) და საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ მსჯავრდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. მსაჯვრდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება დადებული იქნა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით და მის დადებაზე მსაჯვრდებულის წინასწარი თანხმობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომლის ასლი გადაეცა მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს და მიეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნების გამოთქმის უფლება. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

2018 წლის 14 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ი-----------ამ მსჯავრდებულ ს-–-------ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ი-----------ამ იშუამდგომლა სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, მასსა და მსჯავრდებულ ს-–-------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ ს-------–-–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ს-------–-–-----ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე ბრალმდებელმა ი-------მ, მსჯავრდებულმა ს-–-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ----------–---–---

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და განმარტებები და მიაჩნია რომ მტკიცებულებები: 2016 წლის 16 დეკემბრის ამოღების ოქმი, 2016 წლის 16 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 16 დეკემბრის ექსპერტის N---------------- დასკვნა, მოწმეების: ა--------–-–---–ის, თ------------–---–ის, კ-------------------------–---–ის, დ----------------ის გამოკითხვის ოქმები, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ მსჯავრდებულმა ს-------–-–-----ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით. მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს და სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამასთან სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. იგი აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. მსჯავრდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

იმ გარემოებების გასარკვევად მსჯავრდებული რეალურად აცნობიერებდა, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა მსჯავრდებულისაგან შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა.

 

ამასთან, სასამართლოს საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი კანონიერი და სამართლიანია. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას, შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებები უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას და მსჯავრდებულ ს-------–-–-----ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ს-------–-–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ს-------–-–-----ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

ს-------–-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 თებერვლიდან.

 

ს-------–-–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 16 დეკემბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.

 

ს-------–-–-----ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

ს-------–-–-----ეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.

 

თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ ს-------–-–-----ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გაუქმდეს ს-------–-–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:

 

მსჯავრდებულ ს-------–-–-----ეს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ნინო სანდოძე