განაჩენი

სისხლის სამართლის 23.03.2018
საქმის ნომერი
330100117002026184
ინსტანცია
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002026184

საქმე №1ბ/169-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ც------ ც---–---ის

მსჯავრდებულის: დ--------------–--ის

ადვოკატის: გ------------------ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ--------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ--------------–--ის (--------------- მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- ნასამართლევი, განქორწინებული, რეგისტრირებული: ქ------–----------------------------------------------–----------------–-------–-------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------- განაჩენით, დ----- ხ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------- განაჩენით დანიშნული და 2----–-–--------------–-- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N------------ გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების ვადა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წელი 1(ერთი)თვე და 1(ერთი)დღე და საბოლოოდ, დ--------------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 10 იანვრიდან.

დ--------------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა. ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე. ქ.თბილისში, გლ----–------------------------------–-------------- მიმდებარედ მუხიანის გადასახვევთან მდებარე სს„ლ-------------------–------------------–------–-- დ--------------–--ე ლ--–----------–---–ის ხელჩანთიდან ფარულად დაეუფლა საფულეს, მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. დ--------------–--ის ქმედებით ლ--–----------–---–ს მიადგა 94.75 ლარის ოდენობის ქონებრივ ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ--------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე დაცვის მხარეს შეეზღუდა უფლება სრულად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. ამასთან, მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაპირებას, რომ მის მიმართ გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

- პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხაემ უდაოდ სცნო ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე და მით უმეტეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაცვის მხარეს არ დაუფიქსირებია, რომ მსჯავრდებულს დანაშაულის აღიარების შემთხვევაში დაპირდნენ, რომ მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, რაც თავის მხრივ დადასტურდა სააპელაციო სასაართლოში საქმის განხილვისას. მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ მას პროკურორთან რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა და აღნიშნულის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას, მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და ვერ იქნება გაზიარებული.

- პალატა არ ეთანხმება აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარეს შეეზღუდა თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, ვინაიდან აღნიშნული არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერებთან.

2----–-–-------------- სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ აღნიშნულ დღეს სასამართლო პროცესზე მხარეებმა წარმოთქვეს შესავალი და დასკვნითი სიტყვები, რა დროსაც დაცვის მხარის ერთადერთი მოთხოვნა მდგომარეობდა მასში, რომ ბრალდებული აღიარებდა წარდგენილ ბრალდებას და სასამართლოს შეძლებისდაგვარად მის მიმართ გამოეტანა მსუბუქი სასჯელი. დაცვის მხარეს სხვა რაიმე არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან რაიმე უფლების შეზღუდვაზე მითითება, საფუძველს მოკლებულია.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მისცა ობიექტური შეფასება და ისე გამოიტანა განაჩენი.

- პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული დ--------------–--ის აღიარებითი ჩვენება, ამოღების ოქმი, საიდანაც დასტურდება მსჯავრდებულისგან ნაქურდალი ნივთის ამოღების ფაქტი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო საკუთარი საფულე და ვიდეოჩანაწერები, სადაც აშკარად ჩანს მსჯავრდებულის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, წარმოადგენენ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც მოწმეთა ჩვენებებთან დასხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ--------------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2-----–-–-------------- განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ დ--------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2-----–-–-------------- განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. დ----- ხ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------------- განაჩენით დანიშნული და 2----–-–--------------–-- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N------------ გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლებით დადგენილი პირობითი ვადა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წელი, 1(ერთი)თვე და 1(ერთი)დღე და საბოლოოდ, დ----- ხ-------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ დ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 10 იანვრიდან.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ--------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია;

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ამოღებული საფულე, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის პ---–-–------------------------–------------–--------------------–-----------–-----------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

კომპიუტერული დისკები ორ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი