განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2018
საქმის ნომერი
200100117001988407
ინსტანცია
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200100117001988407 - 1ბ/80-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

19 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული:

ფ---–---------------ი (პირადი ნომერი №2----------), დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--–------------–-----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–---------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ადვოკატი: გ------------–---–ი

 

თარჯიმანი: ა---------–--------ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ---–---------------მა და თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ფ---–---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დაცვის მხარემ, სააპელაციო საჩივარში მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განაჩენით 111, 19-108 მუხლით დანიშნული სასჯელის შემცირება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 12 აპრილს, დღის საათებში, დაახლოებით 11 საათიდან 12 საათამდე დროის პერიოდში, ქ-----–--–--------------------ში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ფ---–---------------მა ეჭვიანობის ნიადაგზე, განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით თავისი მეუღლის ხ-----------–-----ას მკვლელობა, ხ-----------–-----ას დედის - ზ------------–-----ას თანდასწრებით. რა დროსაც ხ-----------–-----ას ფ---–---------------მა მრავალჯერ დაარტყა დანა სხეულის სხვადასხვა ადგილას. მუცლისა და გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. ფ---–---------------მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ხ-----------–-----ა გადაყვანილ იქნა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად იგი გადარჩა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ ხ-----------–-----ას ჩვენებით დადგენილია, ფ---–---------------ს ცემის გამო დაშორდა. 2017 წლის 4 აპრილიდან 12 აპრილამდე იმყოფებოდა თურქეთში. მას ყოფილმა მეუღლემ ფ---–---------------მა დაურე-- და უთხრა, შვილის წასაყვანად მისულიყო. მან მეუღლე თელავში თბილისის ტაქსებთან ნახა და მაწანწარისკენ ფეხით წავიდნენ. როდესაც მივიდნენ სახლში, ეზოში პირველად თვითონ შევიდა. შესვლისას, მან დაინახა დედამისი, შვილები და მეზობელი ქალი მ---. მან შვილს დაუძახა. ამ დროს უკნიდან დარტყმა იგრძნო, წაქცევის შემდეგ ფ---–----ა დაარტყა მუცლის არეში, თან დედა შეაგინა და უთხრა „ეხლა წადი თურქეთშიო“. იგი მოსაკლავად ურტყავდა დანას. ეზოში ამ დროს იმყოფებოდნენ მეზობელი მ---, დედამისი და ბავშვები. სწორედ მ---მ დაიყვირა დაეხმარეთ მოკლავსო. დედამისიც ყვიროდა, შველას ითხოვდა. ბავშვები ეზოში იყვნენ, დაინახეს და მასთან მივიდნენ. მას არ ახსოვს როგორ წაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან დაკარგა გონება. ფ---–---------------მა მას ტანზე მიაყენა 6 ჭრილობა, ხოლო 2 ხელზე. მანვე განმარტა, რომ როდესაც ფ---–---------------მა დანით დაჭრა, ბავშვები ეზოში მისგან 2 მეტრის მოშორებით იყვნენ და სანამ გონებას დაკარგავდა ის ხედავდა ბავშვებს.

 

მოწმის, ზ------------–-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის დაზარალებულ ხ-----------–-----ას დედა. 2017 წლის 12 აპრილს, ფ---–---------------ი მივიდა მასთან სახლში და მას და მის მეუღლეს უთხრა, რომ ხ------- უნდა ჩასულიყო და თელავში გაჰყოლოდნენ საქეიფოდ. ის და მისი მეუღლე გაყვნენ, გზაში კი ფ---–---------------მა ასევე უთხრა, რომ უნდა მოაკლა ხ-------, რაც ხუმრობად მიიღო. ისინიც გაყვნენ და მივიდნენ ფ---–---------------ის სახლში. ფ---–---- წავიდა ხ-------ს მოსაყვანად. მან ბავშვები გაიყვანა გარეთ და ასეირნებდა. დაინახა, რომ ფ---–---- და ხ------- მიდიოდნენ. ეზოში, რომ შევიდნენ, რკინის ჭიშკართან, ფ---–----ა ჯიბიდან დანა ამოიღო და ხ-------ს დანა დაარტყა ბევრჯერ. ამ დროს თვითონ ბავშვებთან ერთად ეზოში იყო და ხედავდა ყველაფერს. მან ყვირილი დაიწყო და ტირილით გაიქცა ხ-------სკენ, იფიქრა, რომ ფ---–----ა მოუკლა შვილი, როდესაც ხ------- საავადმყოფოში წაიყვანეს, მან ბავშვები წაიყვანა და წავიდა, რადგან იფიქრა, რომ ფ---–---- დაბრუნდებოდა და მას და ბავშვებსაც მოკლავდა. მისივე განმარტებით, მისი მეუღლე საჭირო ოთახში იყო და დაჭრის ფაქტი არუნახავს.

 

მოწმის, მ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აპრილს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-----–-----------------------–--–-----------, მისი სახლის ფანჯარა გადაჰყურებს გზას. მან ფანჯრიდან დაინახა, რომ სახლში მივიდნენ ხ-------ს დედ-მამა და შემდეგ გზაზე დაინახა მიდიოდნენ ფ---–---- და ხ-------, რამაც გააკვირვა, ვინაიდან, ხ------- სახლიდან იყო წასული. 2 წუთის შემდეგ გაიგო წივილ-კივილის და ბავშვების ტირილის ხმა. ხმაურზე ის გაიქცა მისაშველებლად. როდესაც მივიდა, დაინახა, რომ ხ------- წაქცეული იყო და ფ---–---- ურტყამდა. მას თავიდან ეგონა, რომ ხელს ურტყამდა, მაგრამ შემდეგ შეამჩნია, რომ ფ---–---ს ხელები სისხლიანი ჰქონდა. ახლოს ვერ მივიდა, გაჩერდა დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე და ფ---–---ს უყვიროდა, რომ თავი გაენებებინა. ხ------- მისკენ მიტრიალდა და სთხოვა სასწრაფო გამოეძახებინა. მან მაშინვე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ფ---–----ა უთხრა, რომ არ გამოეძახებინა. იგი გამოტრიალდა, რათა ფ---–---ს აგრესია არ გასჩენოდა, მოშორებით გავიდა, გამოიძახა სასწრაფო და მეზობლებს დაუძახა. მანვე განმარტა, რომ ყვიროდა ხ------- და ხ-------ს დედა, უფრო მეტად ხ-------ს დედა. ასევე დაინახა, რომ დედამისი დაემხო და ხ-------ს თავი ეჭირა. ბავშვის ტირილის ხმაც უდავოდ იმ სახლიდან გაიგო, მაგრამ იქ რომ მივიდა, ბავშვი არ დაუნახავს. მან მოგვიანებით ასევე დაინახა ხ-------ს მამა, რომელიც ჩამოდიოდა კიბეებზე, მაგრამ დაჭრის მომენტში იქ არ იყო. მანვე დაადასტურა, რომ ამ ფაქტამდე ფ---–----ს და ხ-------ს შორის ჩხუბი ყოფილა,რა დროსაც მან შეიფარა ხ------- და ბავშვები. მათი ჩხუბის კონკრეტული მიზეზი კი არ იცის.

 

მოწმე დ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აპრილს სოფელ ლა----–-----------–--–- წამოიყვანა ფ---–---ამ მეუღლესთან ერთად. ფ---–---ამ მას ჯერ უთხრა სტუმრად მიმყავხარო, შემდეგ შვილს მოგიკლავო. მას ეგონა რომ ხუმრობდა. ისინი მივიდნენ ტაქსით ფ---–----ს საცხოვრებელ სახლში. ფ---–---ამ ის და მისი მეუღლე შეუშვა სახლში თვითონ კი წავიდა ხ-------ს მოსაყვანად. მოგვიანებით სახლში დაბრუნდნენ ფ---–---- და ხ-------. ამ დროს თვითონ საჭირო ოთახში იყო გასული და როდესაც გამოვიდა დაინახა, რომ ეზოში ხალხი იყო და ხმაური ისმოდა. მან ერთხელ დაინახა ხ-------, შემდეგ აღელვდა და გონება დაკარგა. ხ------- წაქცეული იყო და გვერდულად იწვა მიწაზე. ფ---–---- იქვე ტრიალებდა. მიგვიანებით მეუღლემ მას უთხრა, რომ მის შვილს ხ-------ს დაარტყეს. სასწრაფოს წასვლის შემდეგ მან და მისმა მეუღლემ ბავშვები სახლში წაიყვანეს. პატარა შვილიშვილი ფ---–---- ვერ აცნობიერებდა რა მოხდა, ხოლო უფროსი შვილიშვილი ა----–--- ტიროდა.

 

ფ---–---------------მა თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ 2016 წელს თურქეთში ოჯახთან ერთად წავიდა სამუშაოდ. ის და მისი მეუღლე ხ-----------–-----ა მუშაობდნენ საქონლის ფერმაში. მუშაობიდან სამი თვის შემდეგ ხ-------ს უთხრა მათმა უფროსმა, რომ 10 000 დოლარს მისცემდა, თუ ქმარ-შვილს მიატოვებდა და მასთან დარჩებოდა. მან ხ-------ს სილა გაარტყა, უფროსს ეჩხუბა და ცოლ-შვილიანად დაბრუნდა საქართველოში. ხ-------მ ცოტა ხნის შემდეგ უთხრა, რომ თურქეთში უნდოდა წასვლა, რის გამოც იგი ორჯერ სცემა და ორივეჯერ სასამართლო ქონდა. შემდეგ მან ხ-------ს თვალ-თვალი დაიწყო. გამოიჭირა, რომ იმ თურქთან ტელეფონზე საუბრობდა. ხ-------ს უნდოდა ჩუმად მინდობილობის აღება და მისგან ბავშვების წაყვანა. ერთ დღეს, როდესაც გაიღვიძა ბავშვები და ხ------- არ დახვდა. იგი ეძებდა მათ და იპოვა. მაშინაც არაფერი უთქვამს და ბავშვებიც და მეუღლეც თავისთან დააბრუნა. ხ------- კიდევ ცდილობდა მისგან ბავშვების წაყვანას, ეუბნებოდა, რომ ბავშვები ცუდად არიან და სამკურნალოდ თურქეთში წაყვანა უნდოდა. ხ------- სახლიდან ხუთჯერ გაიქცა. იგი 17 აპრილს ცხვარში წავიდა და ცოლი და ბავშვები სახლში დატოვა. დაახლოებით 25-27 დღის, თუ ერთი თვის შემდეგ, მას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ხ-------მ ბავშვები მიატოვა და თურქეთში წავიდა. იგი, ამის გამო, სახლში დაბრუნდა. სახლში არც ბავშვები დახვდა და არც მეუღლე. მან ე--სგან, მეორე მეუღლისგან გაიგო, რომ ბავშვები ხ-------ს დედამ წაიყვანა. მან ბავშვები წამოიყვანა ხ-------ს მშობლებისგან. ხ-------ს მშობლებმა და და-ძმამ მას თანხმობა მისცეს, რომ ხ------- მოეკლა. ხ-------მ ე--ს მეშვეობით, ტელეფონით შემოუთვალა მას, რომ 1000 დოლარს გადაუხდიდა, თუ ბავშვების წასაყვანად მინდობილობას გაუკეთებდა. მან მოატყუა, ხ-------, დაჰპირდა, რომ მინდობილობას 2000 დოლარად გაუკეთებდა. ის და ხ------- შეთანხმდნენ, რომ ბავშვების წასაყვანად ხ------- პოლიციის გარეშე მივიდოდა. მან ხ-------ს მშობლები წამოიყვანა სოფლიდან, რადგან მშობლების თანხმობა ჰქონდა და ხ------- მათ თვალწინ უნდა მოეკლა. შემდგომ თბილისის ტაქსებთან მოძებნა ხ------- და ერთად წავიდნენ სახლში. მას განზრახული ქონდა მეუღლის მოკვლა და ფიქრობდა, რომ თუ ეზოში ბავშვები დახვდებოდნენ, მას შეიყვანდა სარდაფში და იქ მოკლავდა. როგორც კი ხ------- ეზოში შევიდა, ზურგში, ხოლო შემდეგ კი მუცელში ორჯერ დაარტყა დანა. დანის დარტყმის შემდეგ იფიქრა, რომ, სჯობდა ხ------- ცოცხალი დაეტოვებინა, რადგან, ის პასუხს აგებდა და ხ-------ს ბავშვებისთვის უნდა მიეხედა. შემდეგ გავიდა გზაზე და მეზობლის გალავანთან დაჯდა. 2-3 წუთის შემდეგ შებრუნდა ეზოში, ჩაუარა ხ-------ს, შევიდა სახლში და ორი ჭიქა არაყი დალია. შემდეგ ისევ მობრუნდა ხ-------სთან და უთხრა, რომ მათი სიყვარული ასე უნდა დამთავრებულიყო და თავი დაანება. ამ ხნის მანძილლზე მას შეეძლო ხ-------ს მოკვლა, მაგრამ არ მოკლა. მანვე ჩვენებაში ჯერ მიუთითა, რომ ეზოში რომ შევიდა იქ იყო მარტო ხ-----------–-----ას დედა და იმიტომ კლავდა მშობლების თვალწინ, რომ მათგან ნებართვა ჰქონდა აღებული, ხოლო შემდეგ განმარტა, რომ როდის შენიშნა სიდედრი, დანის დარტყმამდე, თუ დარტყმის შემდეგ, მას არ ახსოვს.

 

2017 წლის 12 აპრილის ამოღების ოქმით და მოწმის ლ------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან ფ---–---------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მედდა ბ-----–-----------–---–ი, რომელსაც წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ტანსაცმლის ამოღების თაობაზე და მისგან ამოიღო ხ-----------–-----ას ტანსაცმელი. შეადგინა შესაბამისი ოქმი, ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა და გააკეთდა ხელმოწერები.

 

მოწმის, ვ-–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თელავის ჯგუფის უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 12 აპრილს გამომძიელბელ ლ------------ის შეტყობინების საფუძველზე. ექსპერტ ზ---------–--------–---–თან ერთად მივიდა ქალაქ თ--–--–---------------------- და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ამოიღო დანა, რომელსაც მოწითალო ფერის ლაქები ჰქონდა, ასევე ლაქები იყო ბეტონზე, ეზოს შიგნითაც იყო მოწითალო ლაქები, რომლებიც ასევე ამოიღო და სამ პაკეტად დალუქა და ზ---------–--------–---–თან ერთად მოაწერეა ხელი. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ფ---–---------------ის ანაწმენდის ნიმუშის აღებაში. რაც ოქმზე ხელისმოწერით დაადასტურა.

 

მოწმის ზ---------–--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ასევე ფ---–---------------ის ნიმუშის აღებაში. აღნიშნულ საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო დანა მოწითალო ფერის ლაქებით. მოწითალო ფერის ლაქები ასევე ამოიღო როგორც ეზოს გარეთ, ასევე ეზოს შიგნით. მასთან ერთად მონაწილეობა ექსპერტი ვ-–----------–---–ი, გამომძიებელი, თარჯიმანი და კიდევ ერთი ქალი. ამოღებული ნივთები დაილუქა და მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. ასევე დალუქვამდე გადაუღეს ფოტოები. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ფ---–---------------ის ანაწმენდის ნიმუშის აღებაში. რაც ოქმზე ხელისმოწერით დაადასტურა, აღებული ნიმუშები დაილუქა.

 

03/05/2017 წლის N002459617 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხ-----------–-----ას აღენიშნებოდა ორი გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა გულმკერდის ნარცხენა წინა კედელზე, V-VI ნეკნის დონეზე და გულმკერდის მარჯვენა უკანა გვერდით კედელზე IX ნეკნის დონეზე. ასევე ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის მარცხენა წინა კედელზე შემავალი მუცლის ღრუში. აღნიშნული სამი დაზიანება, ღრუში შემავალი ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით, მიყენებულია მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

ხ-----------–-----ას ასევე მუცლის უკანა მარცხენა კედელზე, XI-XII ნეკნის დონეზე, უკანა აქსირალურ ხაზზე და მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, რაც ასევე მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა გამოკვლეული მტკიცებულებებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ბ-----–-----------–---–ის, გ-----------–-----–----ის, გ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ფ---–---------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, ფ---–---------------ის ტანსაცმლის აღების ოქმით, ხ-----------–-----ას სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, თუმცა განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ მსჯავრდებულ ფ---–---------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი განხრახი მკვლელობის, როგორც ადამიანის სიცოცხლის წაინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს მოიცავს, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია უფრო მძიმე სასჯელი. ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით.

 

იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც ადგენენ და გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ხ-----------–-----ას, ზ------------–-----ას ჩვენებებით ასევე მოწმე მ------------ის ჩვენებით სადაც იგი მიუთითებს, რომ ფ---–---------------მა მიუთითა მას, არ გამოეძახა სასწრაფო დახმარება, პირდაპირ მიუთითებს ფ---–---------------ის, როგორც მკვლელობის განზრახვაზე, ასევე შედეგის (მეუღლის, ხ-----------–-----ას გარდაცვალების) დადგომის სურვილზე. ამდენად ფ---–---------------ი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვის ფარგლებში და დაზარალებულისათვის სიცოცხლის შენარჩუნება, მხოლოდ სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ბრლადების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ფ---–---------------ის საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ფ---–---------------ის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ განსაკუთრებული სისასტიკე შეიძლება გამოვლინდეს დამნაშავის ქმედების როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ მხარეში. სისასტიკის ობიექტური გამოვლინებაა, როდესაც მკვლელობა უკავშირდება ისეთ ხერხს, რაც სიკვდილამდე დაზარალებულის განსაკუთრებულ ტანჯვას იწვევს, ხოლო სუბიექტურად ის შეიძლება განსაკუთრებულ სულიერ ტანჯვას აყენებდეს. ორივე შემთხვევაში ქმედება მიუთითებს დამნაშავის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მკვლელობის, როგორც უდაოდ სასტიკი დანაშაულის პროცესის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც თვით მსჯავრდებულ ფ---–---------------ის ჩვენებით ირკვევა, მან როდესაც განიზრახა დაზარალებულ ხ-----------–-----ას მოკვლა, ჩავიდა მისი მშობლების სახლში და წამოიყვანა ისინი თავის სახლში, რათა ხ------- მათ თვალწინ მოეკლა. აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია მოწმეების ზ------------–-----ას, დ------------------ის ჩვენებებთან. ის ფაქტი, რომ დაზარალებულის დედა, ზ------------–-----ა ხედავდა მსჯავრდებულ ფ---–---------------ის მიერ შვილის დაჭრის ფაქტს, დადასტურებულია თვით მსჯავრდებულ ფ---–---------------ის ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ როდესაც ის და ხ------- ჭიშკარს მიუახლოვდნენ, ეზოში ხ-------ს დედა იყო, რომელმაც შემდეგ ყვირილი დაიწყო „არ მოკლაო“. აღნიშნული ასევე დადასტურებულია, მოწმის, ზ------------–-----ას ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ მან დაინახა, სახლისკენ მიმავალი ხ------- და ფ---–----. როდესაც ისინი ჭიშკარში შევიდნენ ფ---–----ა ამოიღო დანა ჯიბიდან და ხ-------ს დაარტყა, რაზეც მან ყვირილი ატეხა. აღნიშნული ასევე დადასტურებულია, მოწმე მ------------ის ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ მას შემოესმა ყვირილის ხმა და როდესაც მეზობლების სახლთან მივიდა, დაინახა დაჭრილი ხ------- და დედამისი რომელსაც ხ-------ს თავი ეჭირა ხელში და ყვიროდა.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა დადასტურებულდ თვლის, რომ ფ---–---------------ის განზრახვა მოიცავდა მისი მეუღლის მკვლელობას დედის თვალწინ, კერძოდ დაზარალებულის დედა დასწრებოდა მისი შვილის მკველობის პროცესს, რაც ასევე უდაოდაა დადგენილი, განახორციელა კიდეც.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ ფ---–---------------ის მოქმედების ხასიათი რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს განეცადა ტანჯვა ახლობელი ადამიანის მკვლელობის პროცესის ნახვით წარმოადგენს დამნაშავის მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებას და თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ფ---–---------------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ფ---–---------------ის განზრახვა მისი მეუღლის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მკვლელობის შესახებ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამასთან არაა დადგენილი შვილებს შეეძლოთ თუ არა მკვლელობის პროცესის აღქმა, შესაბამისად ფ---–---------------ის ბრალეულობა ამ ნაწილში განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინების შესახებ არ დგინდება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ფ---–---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან.

 

ფ---–---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ---–---------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიზანშეუწონლად მიაჩნია, მსჯავრდებულ ფ---–---------------ისათვის სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - შავი ფერის საკეცი დანა, მოწითალო ფერის ლაქა, ორი ცალი მცირე ზომის ქვა მოწითალო ფერის ლაქებით, ფ---–---------------ის ხელიდან აღებული ანაწმენდი, ფ---–---------------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში და ხ-----------–-----ასაგან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს.

 

ხ-----------–-----ას ტანსაცმელი - წითელი ფერის ბუსჰალტერი, ქვედა საცვალი, შავი ფერის შარვალი, ტყავის შავი ფერის ჟილეტი, ერთი წყვილი წინდა, შავი ფერის კოლგოტი, სპორტული ფეხსაცმელი, ოქროსფერი სამაჯური, ერთი ცალი ორლარიანი, სამი ცალი ოცთეთრიანი, ფ---–---------------ის ტანსაცმელი - სპორტული ქურთუკი, შავი ფერის სპორტული შარვალი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ფ---–---------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ფ---–---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბერის განაჩენში ფ---–---------------ის მიმართ, შევიდეს ცვლილება.

 

ფ---–---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;

 

ფ---–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 აპრილიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - შავი ფერის საკეცი დანა, მოწითალო ფერის ლაქა, ორი ცალი მცირე ზომის ქვა მოწითალო ფერის ლაქებით, ფ---–---------------ის ხელიდან აღებული ანაწმენდი, ფ---–---------------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში და ხ-----------–-----ასაგან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს.

 

ხ-----------–-----ას ტანსაცმელი - წითელი ფერის ბუსჰალტერი, ქვედა საცვალი, შავი ფერის შარვალი, ტყავის შავი ფერის ჟილეტი, ერთი წყვილი წინდა, შავი ფერის კოლგოტი, სპორტული ფეხსაცმელი, ოქროსფერი სამაჯური, ერთი ცალი ორლარიანი, სამი ცალი ოცთეთრიანი, ფ---–---------------ის ტანსაცმელი - სპორტული ქურთუკი, შავი ფერის სპორტული შარვალი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/