განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2018
საქმის ნომერი
330100117002224391
ინსტანცია
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002224391

საქმე №1ბ/233-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა

მსჯავრდებულ ა--------–---–-----ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა--------–---–-----ის მიმართ (დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–----–-----------–----–------–---------–-- დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------–---–-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 11 ნოემბერს, დილის საათებში ა--------–---–-----მა საცხოვრებელ სახლში, ი---------------- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თმაში წვდა, თავისკენ მიიზიდა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელები დაარტყა, რის შედეგადაც ი----- ქ-------ემ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. აღნიშნულ ქმედებებს ი----- ქ-------ისა და ა--------–---–-----ის შვილები ცხრა წლის ნ-----–--------–---–------ და წლინახევრის ი-----–-----–---–------ ესწრებოდნენ.

2017 წლის 11 ნოემბერს, ღამის საათებში მთვრალმა ა--------–---–-----მა საცხოვრებელ სახლში შელაპარაკების ნიადაგზე ი---------------- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თმაში წვდა და მთელი ძალით მიახეთქა ჯერ სახლიდან გასასვლელ კარს, ხოლო შემდეგ მთელი ძალით დააგდო ხის იატაკზე, რის შედეგადაც ი----- ქ-------ემ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. აღნიშნულ ქმედებებს ი----- ქ-------ისა და ა--------–---–-----ის შვილები ესწრებოდნენ: ცხრა წლის ნ-----–--------–---–------ და წლინახევრის ი-----–-----–---–------.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

ა--------–---–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ა--------–---–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, ა--------–---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა--------–---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 1 თებერვლიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან 2017 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით დრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა--------–---–-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------ემ და მოითხოვეს მსჯავრდებულ ა--------–---–-----ისთვის სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ან თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლის სახით.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა--------–---–-----ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა--------–---–-----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ ი----- ქ-------ის, მოწმეების: ნ-----–--------–---–------ს, ნ-----–------–---–-----ის, ნ----------------ას, ლ---------------–---–-ს, მ--------------–---–ის, ი-----–-----------ს, ქ----------–-----ს და რ-------------ის გამოკითხვის ოქმების, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ა--------–---–-----ის აღიარებითი ჩვენების და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა--------–---–-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა--------–---–-----ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--- ქ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის ან პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ა--------–---–-----ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ ა--------–---–-----ს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.

ამასთან პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს მისი პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განუსაზღვრა მინიმალური სასჯელი, ხოლო აპელანტს სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენი ა--------–---–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა--------–---–-----ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენი ა--------–---–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ა--------–---–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ა--------–---–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, ა--------–---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა--------–---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 1 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 12 ნოემბრიდან 2017 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა--------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაო სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/