განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117002192422
საქმე №1/ბ 127-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ნანა უნდილაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ-–-------------–---–-
მსჯავრდებულის: ზ------------–-–---–ის
ადვოკატის: დ---------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ------------–-–---–ის მიმართ, დაბადებული 1994 წლის 7 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №2----------), ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ--–----------------------–-----------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლი, საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 239–ე მუხლის მე-3 ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 27 სექტემბერს, დღის სააათებში ზ------------–-–---–ი მივიდა თე-–----------------------–----------––- არსებულ გ---------–-----–---–-ს საცხოვრებელ სახლში და მასთან მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება. ზ------------–-–---–მა შურისძიების მოტივით გადაწყვიტა გ---------–-----–---–-ს განზრახ მკვლელობა, აიღო გ---------–-----–---–-ს საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებული სავარჯიშო გირი, რომელიც გ------- ლ-----–---–ს განზრახ მოკვლის მიზნით ჩაარტყა თავში. გ---------–--–--–---–- მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
2017 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე თე-–----------------------–----------––- ზ---------------–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ზ------------–-–---–მა იამზე ჩქარეულსა და ზ---------------–ს სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ხელკეტის გამოყენებით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
2017 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე თე-–----------------------–----------––- ზ---------------–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ზ------------–-–---–მა გ--- ფ--–------–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
2017 წლის 31 ივლისსს, ღამის საათებში თე-–----------------------–----------––- ფ--------–-–--–-–---–-ს ფერმის მიმდებარე ტერიოტორიაზე ზ------------–-–---–მა პირადი წყენის გამო, შურისძიების მოტივით ლ---------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ლ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
ზ------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე.
ზ------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით: საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ზ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ზ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ------------–-–---–მა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. კერძოდ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------------ემ მოითხოვა მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ისთვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 10 (ათი) წლით თავისფლების აღკვეთის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კი 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის ახალ სასჯელში ჩათვლა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ჩადენილ დანაშაულთა კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმებით უდავოდაა მიჩნეული, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებების განაჩენში ჩამოყალიბებულ შეფასებას, კერძოდ: ზ------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას აღიარა დანაშაული (სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ლ---------------–---–თან წარსულში ჰქონდა გარკვეული უთანხმოება), საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება გახადა უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაოჯახებულია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სათანადოდ იქნა გათვალისწინებული და მსჯავრდებულს აღნიშნული კვალიფიკაციით მიესაჯა სასჯელი მუხლის სანქციის ფარგლებში. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს და საბოლოოდ 10 (ათი) წლის ვადით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სახეზეა ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირის მიერ არაერთი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა. მათ შორის ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციის ფარგლებია ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ ზ------------–-–---–ისათვის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სწორედ ერთი წლით აღემატება სანქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმს - 9 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულია მინიმალური შესაძლო სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი შემცირების შესაძლებლობა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზრული წესის გათვალისწინებით სახეზე არა არის.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზ------------–-–---–ითვის სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ეს არ იქნება ადეკვატური და პროპორციული სასჯელი. პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, რომ იგი წარსულში ნასამართლევია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის. აგრეთვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის ქცევას უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე (ზ------------–-–---–ი დაკეტილი კარის ეზოდან გადავიდა გ---------–-----–---–-ს ეზოში) დანაშაულის ჩადენისას (გ---------–-----–---–- საკვების მიღების დროს სავარჯიშო გირით თავის არეში არაერთი დარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს) დანაშაულის ჩადენის შემდეგ (სახლში არსებული ნივთები დაამტვრია და მიატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო პოლიციელთა მისვლის შემდეგ შეეცადა მიმალვას). პალატის აზრით, ყოველივე აღნიშნული მეტყველებს ზ------------–-–---–ის მტკიცე და ურყევ ნებაზე, მოეკლა გ---------–-----–---–-. აქვე პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, მის შემდგომ გაგრძელებას. ზოგადად სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებული უფლებაა და მისი შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნას პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან. პალატის დასკვნით, სასჯელი, რომელიც ზ------------–-–---–ს დაენიშნა, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ისთვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ზ------------–-–---–ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის და სასჯელის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზ------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე.
ზ------------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით; საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ზ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ------------–-–---–ის მიმართ შერჩეული აკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ზ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივტმტკიცებად ცნობილი: - სამზარეულოს დანები; ქარქაში; ჯაჭვი მასზე დამაგრებული პოლიეთილენის მილით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელთათმანი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პოლიეთილენის პარკი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სავარჯიშო გირები; ექსპერტის ხელთათმანები; სისხლის ნიმუშები; ფრჩხილის ნიმუშები, თმის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ნაჭერი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დამტვრეული ხის ჯოხი განადგურდეს. ზ------------–-–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი; გ---------–-----–---–-ს პირადი ნივთები; გ---------–-----–---–-ს ტანსაცმელი; ზ------------–-–---–ის ტანსაცმელი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მომწვანო ფერის მაისური; ვ--–-----------–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი