განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
010141318700055363
ინსტანცია
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055363

საქმე ?1/აგ-252-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ბ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი)თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს კანონის ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' მოთხოვნათა საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით ბ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვით ვადით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბ----------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2(ორი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.

 

მასვე, საქართველოს კანონის ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' მოთხოვნათა საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

 

ბ----------------–---–ს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

ბ----------------–---–ს (თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით და ბ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოხდისგანაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბ----------------–---–ი პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით, გათავისუფლდა.

ბ----------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.

 

დანარჩენ ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით, ბ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით და 7(შვიდი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით 1(ერთი)წლთ და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ----------------–---–ს განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 7(შვიდი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, თბილისის სააპელაციოს სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - დამატებითი სასჯელი ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 7(შვიდი)თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;

 

ბ----------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად 3(სამი)წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

ბ-----------------–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 21 ოქტომბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება;

მსჯავრდებული ბ----------------–---–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დანიშნული სასჯელისგან;

ბ----------------–---–ს აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

ბ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1(ერთი)წლით და 7(შვიდი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით - 1(ერთი)წლით და 6 (ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი) წლით და 7(შვიდი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, თბილისის სააპელაციოს სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - დამატებითი სასჯელი ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----------------–---–ს განესაზღვრა 1(ერთი)წლით და 7(შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

ბ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 21 ოქტომბრიდან;

 

2018 წლის 13 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ბ----------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენების გადასინჯვა, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლთან მიმართებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით) ბ----------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და (თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით) ბ----------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ ქმედებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ბ----------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ ქმედებისთვის ნასამართლევი პირის მიერ და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ბ----------------–---–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები და (თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, სასჯელისაგან და დამატებითი სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები. აღნიშნული თავის მხრივ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, შესაბამისად, ბ----------------–---–ი აგრეთვე უნდა გათავისუფლდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული, (საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

 

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით ბ----------------–---–ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, იგი აღნიშნული განაჩენით გათავისუფლებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დანიშნული სასჯელისგან და აღდგენილი

აქვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამდენად, ბ----------------–---–ს მოსახდელად უნდა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენშიი, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ბ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენი) დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

ბ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით (თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენი) დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, სასჯელისაგან და დამატებითი სასჯელისაგან (ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით) და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

ბ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ბ----------------–---–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით გათავისუფლებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დანიშნული სასჯელისგან და აღდგენილი

აქვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ბ----------------–---–ს მოსახდელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანასაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 21 ოქტომბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

შ. ყაველაშვილი