განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001222919
საქმე №1ბ/211-18
PP
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–-ას
მსჯავრდებულის: გ--------–----ის
ადვოკატის: კ------------–----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ--------–----ის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ კ------------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--------–----ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 4 ივლისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ------------ ქუჩა №3, ამჟამად პატიმარი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------–----ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე ქ. თბილისში, გ------------ ქუჩა №2-ში განთავსებულ ყოფილ მე-15 სკოლის შენობაში გ--------–----ემ უკანონოდ შეაღწია ვ--–------------–--ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 1200 ლარად ღირებულ სარეცხის მანქანას, რითიც დაზარალებულ ვ--–------------–--ეს მიაყენა 1200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით:
გ--------–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გ--------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------------–----ემ. სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ--------–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის - ქ. თბილისის პროკურატურის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას მიერ ზემდგომი პროკურორის დ-------------–--ის თანხმობით წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ გ--------–----ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რომელიც სხდომაზე იქნა დაზუსტებული.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა გ--------–----ემ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმით დაზარალებული ვ--–------------–--ე არ არის წინააღმდეგი შუამდგომლობაში მითითებული პირობებით გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება გ--------–----ეს.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ გ--------–----ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:
გ--------–----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ--------–----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ--------–----ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული გ--------–----ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ მათ შორის, ნასამართლობის შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გ--------–----ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება გ--------–----ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ლაზერული დისკები ერთვის საქმეს), ნივთის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ფოტოცხრილი ერთვის საქმეს), ი----------------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერების ოქმებით (ერთვის საქმეს), ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4------- დასკვნით, თვით გ--------–----ის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით, მოწმეების: ვ--–------------–--ის, ბ--------–-–---–ის, ი----------------–---–ის, თ--------------–--–---–ის, ხ---------------ის, ი-----–-----------ას და მ--–---------–--ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის, მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გ--------–----ეს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვისკოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენში გ--------–----ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;
გ--------–----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ გ--------–----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ გ--------–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი სუნის კვალის ნიმუში და გ--------–----ისგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის მერვე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ი----------------–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
ლომბარდიდან ამოღებული სარეცხის მანქანა, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის მერვე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
ლაზერული დისკები, შემთხვევის ადგილისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე ვ. ლომიძე