განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310117002232736
(№3/ბ-80-18წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გორგოძე
კერძო საჩივრის ავტორი - დ---------------ე
დავის საგანი - სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება
საქმის განხილვის ფორმა: მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 26 დეკემბერს დ---------------ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ------- რეგიონული ოფისის, მ-----–-------–---–-ს, ჩ-----------ის რ----------------ის და მესამე პირის ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ჩ-----------ში, ჭ---------------ში მდებარე 1 408 კვ.მ. დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 07 სექტემბრის (განაცხადის რეგისტრაციის N------------) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება.
მოსარჩელის მითითებით, 2007 წელს რ/კ „ჩ-----------ის რ----------------მა“ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და ჩ-----------ში, ჭ---------------ში მდებარე 1 408 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მოითხოვა. 2007 წლის 07 სექტემბერს მითითებული მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ის“ საკუთრებად. უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა მშრომელთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1959 წლის 18 ნოემბრის N30 ოქმით დამტკიცებული N577 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩ-----------ის რაიკოოპკავშირს სასადილოს შენობის ასაშენებლად გამოეყო 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით შეიტყო, რომ რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ი“ ჩ-----------ის სასამართლოს მიერ დარეგისტრირდა 1997 წლის 31 დეკემბერს, დამფუძნებელთა კრების საფუძველზე და იგი რომელიმე მეწარმე სუბიექტის უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენდა. 1997 წელს დაფუძნებულ საწარმოს კი 1959 წელს მიწის ნაკვეთი ვერ გამოეყოფოდა და შესაბამისად, მის საკუთრებად რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით შეილახა მისი, როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები. კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წლის 04 ნოემბერს და მესაკუთრე იყო რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ი“, რომელმაც 2006 წლის 16 ივნისს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა საჩუქრად გადასცა სახელმწიფოს. მოგვიანებით, 2009 წელს საჯარო აუქციონზე შეიძინა მოსარჩელის მამკვიდრებელმა მ-----–------------მ და ამჟამად თავად წარმოადგენს მესაკუთრეს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ის“ საკუთრებად პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 07 სექტემბერს, თავმჯდომარემ მიწის ნაკვეთი დაყო ორ ნაწილად 300 კვ.მ. და 1 108 კვ.მ. მიწის ნაკვეთად. 1 108 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაასხვისა მეუღლეზე მ-----–-------–---–ზე, რომელმაც 2016 წლის მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია, რაზედაც უარი ეთქვა, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში იჭრებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ხელახლა უნდა შეესწავლა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო წარმოების მასალები. მარეგისტრირებელი ორგანოს უკანონო გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ნაცვლად 2 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა, დარეგისტრირებული აქვს 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ შუამდგომლობით მოითხოვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყადაღა დაედოს მ-----–-------–---–-ს საკუთრებაში არსებულ, სადავო უძრავ ქონებას, მდებარე: დაბა ჩ-----------ი, ჭ-------------- (----------------).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დ---------------ეს უარი ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე; მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დარჩა განუხილველი; მოსარჩელეს დაუბრუნდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ასევე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ასევე ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის’’ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც გარანტირებულია სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენება.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
სასამართლოს მითითებით, არსებობდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება საიდანაც ჩანს, რომ მხარისათვის ცნობილი იყო მ-----–-------–---–-ს სახელზე სადავო ქონების რეგისტრაციის ფაქტი და აღნიშნულზე ნამსჯელია სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტილებაში.
რაიონულმა სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.'
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ---------------ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 26 დეკემბერს წარდგენილი სარჩელით მოითხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს 2007 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ჩ-----------ში, ჭ---------------ში მდებარე 1 408 კვ.მ. დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ის“ საკუთრებად.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ცნობილი იყო მ-----–-------–---–ზე სადავო ქონების დარეგისტრირების ფაქტი და ნამსჯელია ამ გადაწყვეტილებაში.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დაობს რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ის“ საკუთრებად 1 408 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტაციის კანონიერებას და არ მიუთითებს მ-----–-------–---–-ს საკუთრების რეგისტრაციის ბათილობაზე. რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ის“ წინააღმდეგ სასამართლოში დავა არასოდეს უწარმოებია. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი იმავე მხარეებს შორის, ეხებოდა სულ სხვა დავის საგანს, სასამართლო კი არ გაცნობია სასარჩელო მოთხოვნასა და მის საფუძვლებს, რის გამოც გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განჩინება.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა დ---------------ის კერძო საჩივარი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2007 წლის 07 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩ-----------ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ჩ-----------ის რ----------------ის თავმჯდომარემ და მოითხოვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, მოითხოვა მის სარგებლობაში არსებული 0,14 ჰა სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების რეგისტრაცია.
2007 წლის 07 სექტემბრის N282007000866 გადაწყვეტილებით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 408 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: 2-----------), დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა ჩ-----------ის რ----------------ის საკუთრებად; უფლების დამდგენი დოკუმენტია N577 გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ აქტი (ცნობა დამოწმებულია 2007 წლის 07 სექტემბრის N645 მიმართვით).
დ---------------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ საჩივარში მითითებულია, რომ რ/კ ჩ-----------ის რ----------------ის საკუთრებად სადავო მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წლის 04 ნოემბერს. 2006 წლის 16 ივნისს აღნიშნული მიწის ნაკვთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საჩუქრად გადაეცა სახელმწიფოს, მითითებული ქონება 2009 წელს საჯარო აუქციონზე შეიძინა მოსარჩელის მამკვიდრებელმა მ-----–------------მ. ამჟამად ქონება მოსარჩელის საკუთრებაა. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების რ/კ ჩ-----------ის რ----------------ის საკუთრების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 07 სექტემბერს. მესაკუთრემ ქონება დაყო ორ ნაწილდა 300 კვ.მ. და 1108 კვ.მ, საიდანაც უკანასკნელი 2007 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებით მიჰყიდა მზია თათირიშვილს, რომელმაც 2016 წელს მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რაზედაც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი ნახაზი იჭრებოდა ამჟამად მოსარჩელის საკუთრებაში.
კანონიერ ძალაში შესული, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-----–-------–---–მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ------- რეგიონული ოფისის და დ---------------ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ჩ-----------ში, ჭ---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე დ---------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩ-----------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის N882016169855-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მისი საკუთრების გადაფარვის ნაწილში.
ამავე გადაწყვეტილებით მ-----–-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ჩ-----------ში, ჭავჭავაძის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების დ---------------ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩ-----------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის N882016169855-03 გადაწყვეტილება გადაფარვის ნაწილში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ------- რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება დ---------------ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით.
ამდენად, დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოში დ---------------ეს სარჩელი მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ------- რეგიონული ოფისის, მ-----–-------–---–-ს, ჩ-----------ის რ----------------ის და მესამე პირის ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ჩ-----------ში, ჭ---------------ში მდებარე 1 408 კვ.მ. დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ის“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 07 სექტემბრის (განაცხადის რეგისტრაციის N------------) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, აღძრული არ ჰქონია და შესაბამისად, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, არც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობს.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება გამოტანილია მ-----–-------–---–-ს სარჩელთან დაკავშირებით და მის ინტერესს წარმოადგენდა დ---------------ის საკუთრების რეგისტრაციის კანონიერება, ხოლო აჟამად ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დავით გუდავძემ, რომლის ინტერესსაც რ/კ „ჩ-----------ის რ----------------ის“ საკუთრების რეგისტრაციის კანონიერება წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ასევე დაცულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით. კერძოდ, სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად გარანტირებულია მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის წინაოპირობებს. კერძოდ: სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს არ უნდა მიეღო განჩინება დ---------------ის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ განჩინება დააფუძნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის „გ“ პუნქტს. მითითებული ნორმა კი ადგენს, რომ მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
რაიონული სასამართლო ერთის მხრივ ასაბუთებს, რომ არ არსებობდა დ---------------ის სარჩელის მიღების საფუძველი იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო, ხოლო მეორეს მხრივ მიუთითებს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოს წარმოებაში საქმის არსებობაზე.
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონულ ან სხვა სასამართლოში, არ მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, პალატა არ იზიარებს მითითებულ ნორმაზე დაყდრნობით გასაჩივრებული განჩინების მოტივირებას.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დ---------------ის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის წინაპირობები და თუ დავა არსებობდა ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს უნდა მიეღო განჩინება არა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, არამედ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. თუმცა, როგორც აღინიშნა, დ---------------ის მიერ სარჩელი არ არის აღძრული დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. მას, როგორც მოსარჩელეს, დავა სასამართლოში არ უწარმოებია და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მითითებული, კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება, გამოტანილია მ-----–-------–---–-ს სარჩელთან დაკავშირებით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ხოლო დ---------------ის სარჩელი დასაშვებობის ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ---------------ემ შუამდგომლობით მოითხოვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყადაღა დაედოს მ-----–-------–---–-ს საკუთრებაში არსებულ, სადავო უძრავ ქონებას, მდებარე: დაბა ჩ-----------ი, ჭ-------------- (----------------).
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განუხილველად დატოვა აღნიშნული შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე დაყრდნობით, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მითითებული ნორმა აწესრიგებს სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების დასასაბუთებლად მითითებული ნორმის გამოყენება უსაფუძვლოა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად.
იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და დ---------------ის სარჩელს უბრუნებს დასაშვებობის ეტაპიდან, ოზურგეთის რაიონული სასამართლო ვალდებულია განიხილოს მისი შუამდგომლობაც სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება უკანონოა, კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ და საფუძვლიან პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---------------ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება.
3.დ---------------ის სარჩელი (ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა) დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მაკა გორგოძე