განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2018
საქმის ნომერი
080100117002078792
ინსტანცია
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117002078792

(1/ბ-133-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს-----–------–-----------------–----------ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, ნ. მ------–-–---–-- ქუჩა №1/20, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ-------- ქუჩა №30.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ს-----–------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 21 ივლისს, ქუთაისში, რ-------- ქ. N-30-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ს-----–------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამთილს - რ-----------–--------ს. ს-----–------------ის ქმედების შედეგად რ-----------–--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით ს-----–------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

2.1. აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნინო ზურაბაშვილი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში და ს-----–------------ეს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ს-----–------------ეს ბრალი ედებოდა ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენაში, დაზარალებულს მის მიმართ გააჩნია პრეტენზია და არსებობს ძალადობის განმეორების მომეტებული საფრთხე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები სადავოდ გახადა და ამ ვითარებაში ასეთი სასჯელის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

 

2.2. აპელანტი - მსჯავრდებული ს-----–------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის არაკანონიერი, დაუსაბუთებელი და უსამართლო. საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დაზარალებულის ჩვენება არანაირად არ გამოდგება მის მიმართ ბრალის დასადასტურებლად. დაზარალებულმა მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მიმართა პოლიციის ორგანოებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, რაზეც შეწყვეტის დადგენილებაც კი იქნა მიღებული. ასევე სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოა მოწმე პოლიციელების ჩვენებები, მისი განმარტებით თავად არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ს-----–------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად - 2017 წლის 21 ივლისს ტელეფონის ნომრიდან 2-------, 17:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა მოქალაქე რ-----------–--------ი, მცხოვრები ქ. ქუთაისი, რ-------- ქ. N30-ში, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა რძალმა ს-----–------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვა დახმარება.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა რ-------------–--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ რძალთან, ს-----–------------ესთან კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა, რადგან რძალი მას ფულის აღებას აბრალებდა. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა საკუთარ სახლში, სავარძელში იჯდა და მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა შვილს, რა დროსაც მასთან მივიდა ს-----–------------ე და დაუწყო ჩხუბი, რადგანაც ფიქრობდა, რომ ის ს-----–---ს რძალს ესაუბრებოდა და ს-----–---ს მიმართ ახელებდა. ამაზე გაბრაზებულმა ს-----–------------ემ ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი და ჩაარტყა თავში, შემდეგ მუჭი დაარტყა თვალში, სახეც დაუკაწრა ფრჩხილებით, შემდეგ ხელები მოჰკიდა კისერში და დახრჩობით ემუქრებოდა. მას სახიდან სისხლი წამოუვიდა და დაზიანებული ადგილები ძალიან სტკიოდა, თუმცა, ს-----–---სათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამის შემდეგ მეზობელთან გავიდა, რომელმაც სისხლი ჩამობანა სახიდან და მან მეზობელთან გასვლის შემდეგ პოლიციაში დარეკა.

 

საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ ა---–-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, ქ. ქუთაისში, რ-------- ქ. N30-ში გავიდა შეტყობინების საფუძველზე, სადაც შეტყობინების ავტორმა რ-----------–--------მა დაუდასტურა შეტყობინებაში დასახელებული გარემოებები და განაცხადა, რომ მისმა რძალმა ს-----–------------ემ მას ხელი დაარტყა სახის არეში და ტუჩზე. დაზარალებულს მართლაც აღენიშნებოდა სიწითლე თვალბუდის და ტუჩის არეში. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ს-----–------------ე, რომელიც აცხადებდა, რომ მან მხოლოდ ტელეფონი წაართვა რ-----------–--------ს და სავარაუდოდ სახეზე დაზიანება ტელეფონის სადენზე წამოდების შედეგად ჰქონდა მიღებული, ვინაიდან მას არ დაურტყამს.

 

უდავოდ ცნობილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 21.07.2017წ. 20:06-20:17 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე რ-----------–--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს-----–------------ემ ჩაიდინა რ-----------–--------ის ცემა, ხოლო სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, იმ მოტივით, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულის ბრალეულობას და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ს-----–------------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, კერძოდ, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს: დაზარალებულ რ-----------–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის სცემა ს-----–------------ემ, რაც ასევე დასტურდება სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რის თანახმადაც დასტურდება, რომ დაზარალებულ რ----–--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებ- ები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მსჯავრდებულ ს-----–------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ს-----–------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნინო ზურაბაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ს-----–------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ს-----–------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ს-----–------------ისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ს-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე