განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002215173 - 1ბ/309-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
11 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ნ-----–-------------- (პ/ნ №0----------), დაბადებული 197- წლის 2-----–---, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ------–---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–-----------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (ორი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მე-5 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ-----–--------------მ და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
სასამართლომ დაადგინა:
ლ-–-------–--ამ და ნ-----–--------------მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და 2017 წლის 12 ოქტომბერს ქ. თბილისში კოლმეურნეობის მოედანთან მდებარე „გრიგოლ ორბელიანის“ სახელობის სკვერთან, ლ-------------–---–ზე 150 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს 0,0036 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი), რაც იმავე დღესვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ.თბილისში, გ------–---–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული პირებისგან იქნა ამოღებული.
ლ-–-------–--ამ და ნ-----–--------------მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და 2017 წლის 18 ოქტომბერს ქ.თბილისში ა--–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-------------–---–ზე 100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს 0,0398 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი), რაც იმავე დღესვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ.თბილისში, ა--–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელებისაგან იქნა ამოღებული.
ნ-----–--------------მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2017 წლის 24 ოქტომბერს ქ.თბილისში ა--–-------–--------------- კორპუსთან ლ-------------–---–ზე 40 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა 0,0124 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი), რაც იმავე დღესვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ა--–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
ნ-----–--------------მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და 2017 წლის 26 ოქტომბერს ქ.თბილისში ა--–-------–----------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პანდასთან“ ლ-------------–---–ზე 40 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა 0,0073 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი), რაც იმავე დღესვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ აკ-–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისგან იქნა ამოღებული.
ნ-----–--------------მ უკანონოდ შეიძინა და თვის საცხოვრებელ ბინაში მდებარე გ-------------------------------------------------------–-------------------------, ასევე უკანონოდ შეინახა 0.00032 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (მარილი). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 5 ნოემბერს მითითებული ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ-----–-------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: ლ-------------–---–ის, ნ-----–-------------ის და ლ-–-------–--ას შეხვედრების ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების ამსახველი DVD-R დისკებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, მოქმეთა გამოკითხვის ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-----–-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ-----–--------------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ნ-----–--------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშულისთვის და სახეზე გვაქვს დანაშულის რეციდივი.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ამდენად, ნ-----–--------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს, როგორც დანაშაულის რეციდივის დროს დანაშაულთა ერთობლიობით, ასევე განაჩენთა ერთობლიობით კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-----–-------------ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ-----–--------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს უფლებები ამავე კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით, თუმცა მას როგორც ნარკოტიკული დანაშაულის გამსაღებელს შესაბამისი უფლებები უნდა ჩამორთმეოდა ზემოთაღნიშნული კანონის მესამე მუხლის მე-4 პუნქტით უფრო ხანგრძლივი ვადით, მაგრამ იმდენად რამდენადაც განაჩენი არაა გასაჩივრებული პროკურორის მიერ პალატა ვერ მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული ნივთიერებები - განადგურდეს;
ნ-----–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
საქმეზე ამოღებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც მოთავსებულია 5 (ხუთი) ცალ DVD-R დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით; საქმეზე ამოღბული ფოტოსურათები, რომლებიც მოთავსებულია 2 (ორ) ცალ CD დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
საქმეზე ამოღებული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომის ვიდეო ჩანაწერი მოთავსებული CD დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი, ნ-----–-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ-----–-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ნ-----–-------------- ცნობილი იქეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (ორი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით (პირველი ეპიზოდი);
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით (მეორე ეპიზოდი);
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით (პირველი ეპიზოდი);
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
_ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით (მეორე ეპიზოდი).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და ნ-----–--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით ნ-----–-------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ-----–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ნ-----–--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 ნოემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული ნივთიერებები - განადგურდეს;
ნ-----–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
საქმეზე ამოღებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც მოთავსებულია 5 (ხუთი) ცალ DVD-R დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით; საქმეზე ამოღბული ფოტოსურათები, რომლებიც მოთავსებულია 2 (ორ) ცალ CD დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
საქმეზე ამოღებული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომის ვიდეო ჩანაწერი მოთავსებული CD დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/ვ. ლომიძე/