განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
010141318700055137
ინსტანცია
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055137

საქმე №1აგ/237 -18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ---------–---- (პ/ნ 5----------) შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის განაჩენით, ლ---------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000(ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ---- ა---–---, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს განაჩენით, დაკმაყოფილდა შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება;

 

ლ---------–---, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ა---–--- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64–ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი და ჯარიმა 1 000(ათასი) ლარის ოდენობით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, შ------------–----------–------------ს უფროსის წარდგინება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

მსჯავრდებულ, ლ---------–---- მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა – 2(ორი) წელი გაგრძელდა 6 (ექვსი) თვით.

 

2018 წლის 9 მარტს მსჯავრდებულმა ლ---- ა---–---- შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ლ---------–---- შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ--- შ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 დეკემბრის განაჩენით ლ---- ა---–--- მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000(ათასი) ლარის ოდენობით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებული ლ---- ა---–--- მსჯავრი დაედო განაჩენის შეუსრულებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართავდა ავტომობილს.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ლ---------–--- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. შ------------–--------–-----------------------------–---- ბიუროს 2018 წლის 2 აპრილის N1/2779 შეტყობინების თანახმად: ლ---------–---- მიმართ დაკისრებული ჯარიმა - 1 000 ლარის ოდენობით გადახდილი არ არის, შესაბამისად მსჯავრდებული უნდა განთავისუფლდეს ზ/აღნიშნული სასჯელისაგან. ამასთანავე მსჯავრდებულს უნდა აღუდგეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

პალატა მიიჩნეს, რომ ლ---------–--- ასევე უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 დეკემბრის განაჩენით ლ---- ა---–--- მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, რისთვისაც დაენიშნა სასჯელი და სამი წლით ჩამოერთვა სანტრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ლ---------–---- მსჯავრდების საფუძველი. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი). შესაბამისად ლ---------–--- სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება იმ ქმედებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის (სსკ-ის 381-ე მუხლი) შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც. შესაბამისად, ვინაიდან სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის მსჯავრდება გამოიწვია ლ---------–---- მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებამ, რაც დღეის მდგომარეობით აღარ არის დასჯადი, ლ---------–--- უნჯდა გათავისუფლდეს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ლ---------–---- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ---------–---- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:

 

მსჯავრდებული ლ---------–--- გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ასევე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 დეკემბრის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც ლ---- ა---–--- ჩამორთმეული ჰქონდა 3 წლის ვადით შემდეგი უფლებები: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

მსჯავრდებული ლ---------–--- გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან.

 

ამასთანავე გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება გამოსაცდელი ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ისაევი

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ. კაპანაძე