განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002240092
საქმე №1ბ/379-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
მსჯავრდებულ ე-–----------–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–----------–-- მიმართ (დაბადებული 1----–-–----------------, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ----------------–------------–-) დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) .
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–----------–-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი)
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–---------------------------–-------------- საათზე ე-–----------ში მივიდა დედამისის, ზ---------–----ს, ბინაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ რ-------–-----------–---–-- N-----ში. ე-–----------–-ა დედამისს, იმის გამო, რომ თითქოსდა მისი შვილები ნარკომანად გაზარდა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მოქაჩა თმა, ხელი გაარტყა სახეში და უკბინა მარჯვენა ხელზე. ე-–----------–-- ქმედებით ზ------ ა-–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 22 იანვარს დაახლოებით, 14:00 საათზე ე-–----------ში მივიდა დედამისის ზ---------–----ს, ბინაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში მ--------–---–---------ში, სადაც მან იმის გამო, რომ ადანაშაულებდა მისი შვილის არასწორად აღზრდაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მოქაჩა თმა და ფეხი დაარტყა მუცლის არეში. ე-–----------–-- ქმედებით ზ---------–----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით:
ე-–----------ში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ე-–----------ში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, კერძოდ, 2018 წლის 22 იანვრის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და ე-–----------შს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
ე-–----------შს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 22 იანვრიდან;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე-–----------–-ა და მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე-–----------–-- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-–----------–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ამდენად საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებულ უდავო მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ზ---------–----ს, ა-–----------------ს, ჯ----–-----------ის, რ--------------------–----–-----–---------------–--------------------ს დაკითხვის ოქმების, ზ---------–----ს სამედიცინო დასკვნების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-–----------–-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–----------–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან და მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება ზემოთჩამოთვლილ შემთვევებშიც სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილში ჩამოყალიბებულ საფუძვლებთან ერთად უნდა შეაფასოს დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, დამნაშავის პიროვნება და შემდგომ განსაზღვროს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობა.
განსახილველ შემთხვევაში პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ე-–----------–-- მიმართ სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ვინაიდან ე-–----------–-- მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ამასთან პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ე-–----------შს 2017 წლის 29 ოქტომბერს მისი დედის - ზ---------–----ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შეფარდებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი სახე (შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ), თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა 2018 წლის 22 იანვარს მის მიმართ კვლავ განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ე-–----------შს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.
შესაბამისად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი ე-–----------–-- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-–----------–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი ე-–----------–-- მიმართ დარჩეს უცვლელი.
ე-–----------ში ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ე-–----------ში ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე-–----------შს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
ე-–----------შს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 22 იანვრიდან;
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ე-–----------–-- მიმართ 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ და 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/