განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2018
საქმის ნომერი
330100117002200904
ინსტანცია
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002200904

საქმე №1ბ/192-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ---------------

მსჯავრდებულის: ს---------------ის

ადვოკატის: მ-----------------

თარჯიმნის: ა---------–----------

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორ გ--------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №005081117001): ს---------------ის, დაბადებულის 1----–-–---------–---, (აზერბაიჯანის პასპორტის №C--------), აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ა------------------------–-------------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–--------------------–-------–----–--–---–-----------------------–------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს---------------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

აზერბაიჯანის მოქალაქე ს---------------მა, რომელიც იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, განიზრახა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ს---------------მა 2017 წლის 7 ნოემბერს, დილის საათებში, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით:

 

ს---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გ----------------

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ს---------------ის მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. კერძოდ, სახელმწიფო ბრალდებელმა სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდა რეალურად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ს---------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს---------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების – კ---------------–---–--, თ---------------------- გამოკითხვის ოქმების, მოწმის და ბრალდებულის სახით გამოკითხული ს---------------ის ჩვენებების, საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო გვერდის დათვალიერების ოქმის, საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მომართვის, ს---------------ის პასპორტის დათვალიერების ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებისა და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს---------------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გაუქმდეს ს---------------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული მოთხოვნის არგუმენტად პროკურორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ს---------------ი ძებნილი იყო აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოების მიერ განზრახი დანაშაულის, თაღლითობის ჩადენისათვის და კიდევ ერთი დანაშაული - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მან განახორციელა მართლმსაჯულებისათვის თავის არიდების მიზნით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების არგუმენტი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა, ს---------------ი საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სამართალდარღვევის ჩადენაში მხილებული არ არის. ამასთანავე, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა მოქალაქე ს---------------ის აზერბაიჯანში ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს შესაბამის უწყებებს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ ს---------------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელი დაენიშნა საქართველოში კონკრეტული დანაშაულის ჩადენისათვის, რასაც კავშირი არა აქვს ს---------------ის მიერ სხვა სახელმწიფოში დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან და ამ არგუმენტით სასჯელის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ს---------------მა როგორც წინასასამართლო გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ყოველივე აღნიშნული კი მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ს---------------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ს---------------მა როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის და სააპელციო სასამართლოში საქმის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს---------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ს---------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ გ--------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულ ს---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს პროკურორ გ--------------- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი ს---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ს---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

პირობით მსჯავრდებულ ს---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ს---------------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის მოქალაქის N-C-------- პასპორტი, რომელიც ინახება სასაზღვრო პოლიციაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე