განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015001159154 (3ბ/1146-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტები (მოსარჩელეები) - ს-----------------ი, მ---------–----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - მ--------------–---
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------–---
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ს-----------------ის და მ---------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის №0----------- საქმე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რ----–-----–---ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2014 წლის 1 აპრილს შეწყდა გამოძიება.
2.2. სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2011 წლის 28 ოქტომბერს მოწმის სახით დაიკითხა ს-----------------ი.
2.3. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძებელის მიერ 2011 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში, გ---–-------ში, ადმინისტრაციული შენობის ეზოში, მოწმე ს-----------------ისგან ამოღებულ იქნა მისივე კუთვნილი ა/მანქანა ო---–---------, სახ.ნომრით A------.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი 2011 წლის 28 ოქტომბერს გამომძიებელ კ-----–---–-ს მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძებო მოქმედება - ს-----------------ის ავტომობილის ამოღება.
2.5. ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა კ------–--–მა 2012 წლის 12 მარტს წერილით მიმართა შპს ,,ს-------–-------ს’’ სპეცავტოსადგომის დირექტორს და აცნობა, რომ სპეც ა/სადგომზე 2011 წლის 28 ოქტომბერს გაჩერებულ იქნა ავტომანქანა ,,ო---–---------’’ (სახ.ნომრით A------) 2012 წლის 12 მარტიდან გამოძიებას აღარ ესაჭიროებოდა.
2.6. შპს ,,ს-------–-------ს’’ სპეცავტოსადგომი 2---- დირექტორმა ს-----------------ს 2012 წლის 12 მარტს აცნობა, რომ ავტომანქანა ,,ო---–---------’’ სახელმწიფო ნომრით A------ შპს ,,ს-------–-------ს’’ საჯარიმო ავტოსადგომზე მიყვანილია 2011 წლის 28 ოქტომბერს და 2012 წლის 12 მარტის მდგომარეობით ს-------–-------ს მოსმახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 308 ლარს, რომელსაც ავტომანქანის გაყვანის დღემდე ყოველდღიურად დაემატებოდა 10 ლარი.
2.7. დადგენილია, რომ ს-----------------მა 2012 წლის 12 მარტს შპს ,,ს-------–------ს’’ გადაუხადა 308 ლარი.
2.8. დადგენილია, რომ მ---------–----ემ 2011 წლის 23 დეკემბერს დ--------------ს გადაუხადა 330 ლარი ს-----------------ის საადვოკატო მომსახურებისთვის.
2.9. ს-----------------მა 2012 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 28 ოქტომბერს მისი კუთვნილი ავტომანქანის საჯარიმო ადგომზე გადაყვანით მიყენებული ქონებრივი ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განჩინებით ს-----------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. განჩინება 2012 წლის 15 მაისს ჩაჰბარდა ს-----------------ის ოჯახის წევრს (ცოლს) მ---------–----ეს.
2.10. ბანკ კ-----------სა და ს-----------------ს შორის 2011 წლის 21 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №2--------------. კრედიტის ოდენობა შეადგენდა 2000,00 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი კლიენტის ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნა ბანკ კ-----------სა და მ---------–----ეს შორის 2011 წლის 21 ივნიის დადებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებით №2--------------.
2.11. ბანკ კ-----------სა და ს-----------------ს შორის 2011 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №2--------------. კრედიტის ოდენობა შეადგენდა 3000,00 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი კლიენტის ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნა ბანკ კ-----------სა და მ---------–----ეს შორის 2011 წლის 16 დეკემბერს დადებული №2-------------- და ბანკ კ-----------სა და ნ------------–----–---–ს შორის 2011 წლის 16 დეკემბერს დადებული №2-------------- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებებით.
2.12. შპს ,,ნ--------------სა’’ და მ---------–----ეს შორის 2012 წლის 28 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №0--------; კრედიტის ოდენობა შეადგენდა 6000 აშს დოლარს. აღნიშნული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით ,,მ-----’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ს-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, თ-------------–---, მ----------------------ე კორპუსი, ბინ 10, ფართი 3--------მ. 2012 წლის 11 მაისის ხელშეკრულებით ცვლილებები შევიდა 2012 წლის 28 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულებაში, საკრედიტო ხელშეკრულების თანხა 2012 წლის მაისიდან გაიზარდა და ჯამში შეადგინა 8500 აშშ დოლარი.
2.13. ს-----------------მა ქ. თბილისში, თ-------------–---, მ----------------------ე კორპუსში მდებარე ბინა 10, 2012 წლის 1 აგვისტოს, აჩუქა მ---------–----ეს.
2.14. მ---------–----ესა და ნ---------------ეს შორის 2012 წლის 18 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №0--------; კრედიტის ოდენობა შეადგენდა 13000 აშშ დოლარს. აღნიშნული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ნ---------------ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ---------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, თ-------------–---, მ----------------------ე კორპუსი, ბინ 10, ფართი 3--------მ.
2.15. მ---------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, თ--------------–---, მ--------------- კ------ე კორპუსი, ბინ 10, ფართი 3--------მ. მესაკუთრე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 18 იანვრის განკარგულების საფუძველზე, გახდა ბ-----------–-–---–ი, ხოლო შემდგომ 24.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - ნ------------ე.
2.16. მ---------–----ემ საგირავნო ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ,,დ----------’’-ისგან 2012 წელს სესხის სახით მიიღო ჯამში 1038 აშშ დოლარი.
2.17. საქმის მასალებით დგინდება, რომ ს-----------------ს აქვს შ-----------–------------------ ს------ე, სუპერპოზიციული დაზიანება C------------; საჭიროებს სასწრაფო გადავადებულ ოპერაციულ მკურნალობას: ცისტოპროსტატურექტომიას, ორთოპიული შ-----------–-----–--------------; ოპერაციის ღირებულება შეადგენს 6710,00 ლარს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 2749,25 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.18. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, 208-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
2.19. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი ნიშნავს უფლების დაცვის საშუალების მოსპობას ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლა წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 1008-ე მუხლის თანახამდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. 140-ე მუხლის თანახმად კი, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
2.20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურების საფუძლად უთითებენ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძებელის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას - მოწმე ს-----------------ისგან კუთვნილი ა/მანქანის ამოღებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება ჩატარდა 2011 წლის 28 ოქტომბერს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიჩნეულ უნდა იქნეს 2011 წლის 28 ოქტომბერი. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარმოებაც, რომ ს-----------------მა მითითებული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 2012 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განჩინებით ს-----------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, განჩინება 2012 წლის 15 მაისს ჩაჰბარდა ს-----------------ის ოჯახის წევრს (ცოლს) მ---------–----ეს. განჩინება სარჩელის წარმებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრებისთვის დადგენილი 12 დღიანი ვადის ამოწურვის შემდგომ - 2012 წლის 28 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლერბივი ნორმების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დასრულდა 2015 წლის 28 მაისს, სარჩელი კი აღძრულია 2015 წლის 18 ნოემერს ანუ კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტები არ იზიარებენ საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მათი მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. აპელანტების განმარტებით, მოპასუხე მხარე თავის შესაგებლში ფაქტიურად არ უარყოფს მათ ბრალეულობას და მათ მიერ მიყენებულ ზიანს, ის მხოლოდ ხანდაზმულობაზე უთითებს, რაც არასწორია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ამბობს, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აპელანტების მითითებით, ამ დათქმიდან გამომდინარე ს-----------------მა მისი დარღვეული უფლებების შესახებ შეიტყო მაშინ, როცა 2014 წლის 01 აპრილს დასრულდა (შეწყდა) სისხლის სამართლის საქმე ანუ იმ მომენტიდან, როცა მას ოფიციალურად ეცნობა სისხლის სამართლის საქმის დასრულებაზე და მის უდანაშაულობაზე. ამდენად, აპელანტების მოსაზრებით, სანამ აპელანტს არ ექნებოდა ოფიციალური მტკიცებულება იმისა, რომ იყო უდანაშაულო და მოპასუხემ მიაყენა ზიანი, საფუძველს მოკლებული იქნებოდა მანამდე სასამართლოსადმი მისი მიმართვა. ამიტომ, აპელანტების მითითებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როცა დასრულდა სისხლის სამართლის საქმე.
3.2. აპელანტების მითითებით, საქალაქო სასამართლომ იცოდა მათი ურთულესი მდგომარეობა, მაგრამ 2017 წლის 28 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ჩააბარა კანონით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით, კერძოდ, 2017 წლის 08 მაისს, მაშინ, როცა არაერთი განცხადებითა თუ სატელეფონო ზარის მეშვეობით აპელანტებმა მოითხოვეს, რომ დროულად გადაეცათ ეს გადაწყვეტილება და დროულად მომხდარიყო მისი გასაჩივრება, გამომდინარე იქედან, რომ ს---------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, გაურკვეველი დროით გადადის იმ აუცილებელი ოპერაციის გაკეთების პერიოდი, რაც ფაქტიურად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მას ა-----------ი ს------ე აქვს. მას ასევე სჭირდება მიზნობრივი, ბირთვული თერაპია, რომლის ღირებულება 9000 ლარია.
3.3. აპელანტები მიიჩნევენ, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიკვლია და შეაფასა საქმის გარემოება, უკანონოდ არ გაიზიარა მათი პოზიცია და უპირატესობა ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭა. აპელანტების მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამართლიანია, უკანონოა, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდე.
3.4. აპელანტების მითითებით, საქართველოში სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არამარტო კონსტიტუციურად გამყარებული გარანტიაა, არამედ საქართველოს მიერ აღირებულია საერთაშორისო ნორმებითაც. იგი ასევე ევროპული სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფასეულობას წარმოადგენს. მოცემული უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში სასამართლოს სათანადო ყურადღება და მონდომება უნდა გამოეჩინა, რათა საფუძვლიანად და კანონიერად გამოეკვლია საქმის ვითარება, გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება. აპელანტების განმარტებით, საქალაქო საამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. ასევე, დამატებით უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც არ გამოიყენა. ფაქტიურად მოსამართლე გადაწყვეტილებაში მის მიერვე მოყვანილი კანონებით ეწინააღმდეგება თავისსავე გამოტანილ გადაწყვეტილებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207, 208 და 209 მუხლები განსაზღვრავენ სახელმწიფო ორგანოს პასუხისმგებლობის წესებსა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლომ არ გამოიყენა 1005-ე მუხლი, რომელიც მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებს. იმავე კოდექსის 128-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამ დათქმიდან გამომდინარე, ს-----------------მა მისი დარღვეული უფლებების შესახებ შეიტყო მაშინ, როცა 2014 წლის 01 აპრილს დასრულდა (შეწყდა) სისხლის სამართლის საქმე. სწორედ აქედან ოფიციალურად ეცნობა, რომ მას რ----–-----–---ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალი არანაირად არ მიუძღოდა. აპელანტების მითითებით, მოპასუხე მხარე საქალაქო სასამართლოში წარგენილ შესაგებელში არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად მათი უკანონო ქმედებით მიადგათ ზიანი, ისინი მხოლოდ ხანდაზმულობის ვადაზე საუბრობენ, რომელიც არასწორია, რადგან სანამ არ დასრულდებოდა სისხლის სამართლის საქმე, მანამდე აპელანტს არ ექნებოდა იმის მტკიცებულება, რომ მართალი იყო, რომ ბრალი არაფერში არ მიუძღოდა, ეს კი მოხდა 2014 წლის 01 აპრილს. ასე რომც არ ყოფილიყო, აპელანტების მოსაზრებით, მათი საქმე მაინც არ გამოდის ხანდაზმული, რადგან სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი საუბრობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტაზე და ამბობს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. აპელანტების მითითებით, ისინი სხვადასხვა დროს მიმართავდნენ ადმინისტრაციულ ორგანოების შესაბამისი მოთხოვნებით, რის გამოც ითვლება, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილი იყო. აპელანტები არ იზიარებენ საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ, როდესაც მოხდა აპელანტის ავტომანქანის ამოღება, სწორედ იქედან უნდა ათვლილიყო ხანდაზმულობის ვადის დენაც. აპელანტების მითითებით, მართალია ამოღებული იყო ავტომანქანა, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა არ დადგენილიყო ს-----------------ის არაბრალეულობა და მომხდარიყო პირიქით. ამიტომ, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, სანამ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდებოდა ან არ გამოვიდოდა განაჩენი, აპელანტს არ ექნებოდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულობა, რომ არ მიუძღოდა ბრალი არავის დაზიანებაში. ამიტომ ხანდაზმულობის ვადა, აპელანტების აზრით, უნდა აითვალოს იმ მომენტიდან, როცა აპელანტს ოფიციალურად ეცნობა სისხლის სამართლის საქმის დასრულებაზე და მის უდანაშაულობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის №0----------- საქმე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რ----–-----–---ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2014 წლის 1 აპრილს შეწყდა გამოძიება.
4.3. სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2011 წლის 28 ოქტომბერს მოწმის სახით დაიკითხა ს-----------------ი.
4.4. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძებელის მიერ 2011 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში, გ---–-------ში, ადმინისტრაციული შენობის ეზოში, მოწმე ს-----------------ისგან ამოღებულ იქნა მისივე კუთვნილი ა/მანქანა ო---–---------, სახ.ნომრით A------.
4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი 2011 წლის 28 ოქტომბერს გამომძიებელ კ-----–---–-ს მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძებო მოქმედება - ს-----------------ის ავტომობილის ამოღება.
4.6. ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა კ------–--–მა 2012 წლის 12 მარტს წერილით მიმართა შპს ,,ს-------–-------ს’’ სპეცავტოსადგომის დირექტორს და აცნობა, რომ სპეც ა/სადგომზე 2011 წლის 28 ოქტომბერს გაჩერებულ იქნა ავტომანქანა ,,ო---–---------’’ (სახ.ნომრით A------) 2012 წლის 12 მარტიდან გამოძიებას აღარ ესაჭიროებოდა.
4.7. შპს ,,ს-------–-------ს’’ სპეცავტოსადგომი 2---- დირექტორმა ს-----------------ს 2012 წლის 12 მარტს აცნობა, რომ ავტომანქანა ,,ო---–---------’’ სახელმწიფო ნომრით A------ შპს ,,ს-------–-------ს’’ საჯარიმო ავტოსადგომზე მიყვანილია 2011 წლის 28 ოქტომბერს და 2012 წლის 12 მარტის მდგომარეობით ს-------–-------ს მოსმახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 308 ლარს, რომელსაც ავტომანქანის გაყვანის დღემდე ყოველდღიურად დაემატებოდა 10 ლარი.
4.8. დადგენილია, რომ ს-----------------მა 2012 წლის 12 მარტს შპს ,,ს-------–------ს’’ გადაუხადა 308 ლარი.
4.9. დადგენილია, რომ მ---------–----ემ 2011 წლის 23 დეკემბერს დ--------------ს გადაუხადა 330 ლარი ს-----------------ის საადვოკატო მომსახურებისთვის.
4.10. ს-----------------მა 2012 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 28 ოქტომბერს მისი კუთვნილი ავტომანქანის საჯარიმო ადგომზე გადაყვანით მიყენებული ქონებრივი ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განჩინებით ს-----------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. განჩინება 2012 წლის 15 მაისს ჩაჰბარდა ს-----------------ის ოჯახის წევრს (ცოლს) მ---------–----ეს.
4.11. ბანკ კ-----------სა და ს-----------------ს შორის 2011 წლის 21 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №2--------------. კრედიტის ოდენობა შეადგენდა 2000,00 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი კლიენტის ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნა ბანკ კ-----------სა და მ---------–----ეს შორის 2011 წლის 21 ივნიის დადებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებით №2--------------.
4.12. ბანკ კ-----------სა და ს-----------------ს შორის 2011 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №2--------------. კრედიტის ოდენობა შეადგენდა 3000,00 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი კლიენტის ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნა ბანკ კ-----------სა და მ---------–----ეს შორის 2011 წლის 16 დეკემბერს დადებული №2-------------- და ბანკ კ-----------სა და ნ------------–----–---–ს შორის 2011 წლის 16 დეკემბერს დადებული №2-------------- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებებით.
4.13. შპს ,,ნ--------------სა’’ და მ---------–----ეს შორის 2012 წლის 28 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №0--------; კრედიტის ოდენობა შეადგენდა 6000 აშს დოლარს. აღნიშნული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით ,,მ-----’’ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ს-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, თ-------------–---, მ----------------------ე კორპუსი, ბინ 10, ფართი 3--------მ. 2012 წლის 11 მაისის ხელშეკრულებით ცვლილებები შევიდა 2012 წლის 28 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულებაში, საკრედიტო ხელშეკრულების თანხა 2012 წლის მაისიდან გაიზარდა და ჯამში შეადგინა 8500 აშშ დოლარი.
4.14. ს-----------------მა ქ. თბილისში, თ-------------–---, მ----------------------ე კორპუსში მდებარე ბინა 10, 2012 წლის 1 აგვისტოს, აჩუქა მ---------–----ეს.
4.15. მ---------–----ესა და ნ---------------ეს შორის 2012 წლის 18 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №0--------; კრედიტის ოდენობა შეადგენდა 13000 აშშ დოლარს. აღნიშნული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით ნ---------------ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ---------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, თ-------------–---, მ----------------------ე კორპუსი, ბინ 10, ფართი 3--------მ.
4.16. მ---------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, თ--------------–---, მ--------------- კ------ე კორპუსი, ბინ 10, ფართი 3--------მ. მესაკუთრე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 18 იანვრის განკარგულების საფუძველზე, გახდა ბ-----------–-–---–ი, ხოლო შემდგომ 24.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - ნ------------ე.
4.17. მ---------–----ემ საგირავნო ხელშეკრულებების საფუძველზე შპს ,,დ----------’’-ისგან 2012 წელს სესხის სახით მიიღო ჯამში 1038 აშშ დოლარი.
4.18. საქმის მასალებით დგინდება, რომ ს-----------------ს აქვს შ-----------–------------------ ს------ე, სუპერპოზიციული დაზიანება C------------; საჭიროებს სასწრაფო გადავადებულ ოპერაციულ მკურნალობას: ცისტოპროსტატურექტომიას, ორთოპიული შ-----------–-----–--------------; ოპერაციის ღირებულება შეადგენს 6710,00 ლარს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 2749,25 ლარს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.19. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.20. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არის ხანდაზმული. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი ნიშნავს უფლების დაცვის საშუალების მოსპობას ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლა წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 1008-ე მუხლის თანახამდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. 140-ე მუხლის თანახმად კი, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
4.21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურების საფუძლად უთითებენ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძებელის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას - მოწმე ს-----------------ისგან კუთვნილი ა/მანქანის ამოღებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება ჩატარდა 2011 წლის 28 ოქტომბერს. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიჩნეულ უნდა იქნეს 2011 წლის 28 ოქტომბერი. ამასთან, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარმოებაც, რომ ს-----------------მა მითითებული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 2012 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განჩინებით ს-----------------ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, განჩინება 2012 წლის 15 მაისს ჩაჰბარდა ს-----------------ის ოჯახის წევრს (ცოლს) მ---------–----ეს. განჩინება სარჩელის წარმებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრებისთვის დადგენილი 12 დღიანი ვადის ამოწურვის შემდგომ - 2012 წლის 28 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დასრულდა 2015 წლის 28 მაისს, სარჩელი კი აღძრულია 2015 წლის 18 ნოემერს ანუ კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მსჯელობას იმის შესახებ, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა 2011 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც მოხდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება - მოწმე ს-----------------ისგან კუთვნილი ა/მანქანის ამოღება, არამედ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2014 წლის 01 აპრილიდან, როდესაც დასრულდა (შეწყდა) სისხლის სამართლის საქმე და ს-----------------მა შეიტყო მისი დარღვეული უფლებების შესახებ. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ არა უკანონო მსჯავრდების ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო (როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ს-----------------ის მიმართ არც მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, არამედ იგი დაკითხული იყო როგორც მოწმე), არამედ იმის გამო, რომ მათი ავტომანქანის ამოღებით და შესაბამის ავტოსადგომზე გადაყვანით მიადგათ მატერიალური და მორალური ზიანი, ვინაიდან იძულებული გახდნენ ბანკისგან აეღოთ კრედიტი, რადგან ს-----------------მა ავტომანქანის ავტოსადგომზე გადაყვანით დაკარგა ერთადერთი შემოსავალი, რასაც ამ ავტომანქანიდან იღებდა. კრედიტების აღებას კი შედეგად მოჰყვა სახლის დაკარგვა, მოსარჩელეების ავადმყოფობა, რამაც, აპელანტების მითითებით, მათ მიაყენათ მორალური და მატერიალური ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ არა უკანონო მსჯავრდების ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო, არამედ იმის გამო, რომ მათი ავტომანქანის ამოღებით და შესაბამის ავტოსადგომზე გადაყვანით მიადგათ მატერიალური და მორალური ზიანი, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2011 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც მოხდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება - მოწმე ს-----------------ისგან კუთვნილი ა/მანქანის ამოღება და მოსარჩელეების განმარტებით, მათთვის ზიანის მიყენება და არა 2014 წლის 01 აპრილიდან, როდესაც დასრულდა (შეწყდა) სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან ს-----------------ი და მისი მეუღლე მ---------–----ე ზიანის ანაზღაურებას არ ითხოვენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო (მათ მიმართ არც წარმოებდა ზემოაღნიშნული საქმე).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს-----------------ის და მ---------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე