განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2018
საქმის ნომერი
010141318700056526
ინსტანცია
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056526

საქმე №1აგ/280-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ილ---–--–-----ას (დაბადებული 19---–-–--------------რს, პირადი N3----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენით ილ---–--–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალებების დეზომორფინის და კოდეინის უკანონო შეძენა შენახვისათვის) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა – 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი ჩათვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

ილ---–--–-----ას საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ილ---–--–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავად საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ილ---–--–-----ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა – 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წელი ჩათვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი, მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ილ---–--–-----ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა.მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებულ ილ---–--–-----ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდგომ მოქმედი რედაქცია).

 

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენით ილ---–--–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით - სასჯელის დაუნიშნავად, თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებისა.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ილ---–--–-----ას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 05 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ილ---–--–-----ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04(ოთხი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 05(ხუთი) წლის ვადით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10(ათი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენში:

 

მსჯავრდებულ ილ---–--–-----ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ასევე მსჯავრდებულ ილ---–--–-----ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 28 მარტს მსჯავრდებულმა ილ---–--–-----ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ილ---–--–-----ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ილ---–--–-----ა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (რაც დღეის მდგომარეობით უკვე მოხდილი აქვს). ამავე განაჩენით ილ---–--–-----ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე) და მას როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული ილ---–--–-----ა უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ამასთან, პალატა თვლის, რომ ვინაიდან ილ---–--–-----ა ხსენებული განაჩენით აგრეთვე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა-ს უკანონო შეძენა-შენახვისთვის და როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მის მიმართ ხსენებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ილ---–--–-----ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ილ---–--–-----ა გათავისუფლდეს მცხეთის არიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

გ.ჯეირანაშვილი