განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700056781
საქმე ?1/აგ-289-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
შორენა ყაველაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ---------------–---–ის (დაბ. 1----–----------------------------- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ლ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.
მასვე, საქართველოს კანონის ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' მოთხოვნათა საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება;
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით ლ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) და ძირითად სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ლ----------------–---–ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენა-შენახვა) და ძირითად სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ლ----------------–---–ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითად სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ----------------–---–ს მიესაჯა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02(ორი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000(ათი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მოთხოვნათა საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება;
ლ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 24 ნოემბრიდან.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით ლ----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ლ----------------–---–ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
ლ----------------–---–ი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 5 000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 2 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ლ----------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ლ---------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით ლ---------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ ქმედებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, აგრეთვე მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენა-შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. აგრეთვე თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით, ლ---------------–---–ს მსჯავრი დაედო ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი ოფიცილაური დოკუმენტის გამოყენებისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ლ----------------–---–ი თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები და თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს. აღნიშნული თავის მხრივ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, შესაბამისად, ლ---------------–---–ი აგრეთვე უნდა გათავისუფლდეს, თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
რაც შეეხება თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით ლ----------------–---–ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რომლითაც მას მსჯავრი დაედო მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენა-შენახვისათვის (და არა მოხმარებისათვის) (აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სასჯელი, პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს მოხდილი აქვს), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება, ვერ გავრცელდება. შესაბამისად, აღნიშნული არ გამოიწვევს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას, რაც თავის მხრივ გავლენას ვერ მოახდენს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით, ლ---------------–---–ის მსჯავრდებაზე საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამდენად, ლ----------------–---–ს, მოსახდელად უნდა დარჩეს მხოლოდ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, განსაზღვრული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს როგორც თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენში, ისე თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის და თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ლ----------------–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.
ლ----------------–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
ლ----------------–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ლ----------------–---–ს, თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა) პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენა-შენახვისათვის) დადგენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით (პატიმრობის ვადის გათვალისწინებით 2014 წლის 24 ნოემბრიდან 2015 წლის 22 მაისის ჩათვლით) მოხდილი აქვს.
ლ----------------–---–ი (თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენი) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ლ----------------–---–ი ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ლ----------------–---–ი ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსადელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
შ. ყაველაშვილი