განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002320927
PP
საქმე №1ბ/197-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ---------–---–--
მსჯავრდებულის: ა-----------------
ადვოკატის: ფ-----------------
თარჯიმნის: ა---------–----------
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა----------------- ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ----------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №019110125): ა-------------------------------, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ---–-----------------------–-----------–-, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------------მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის 13 მაისს, ბ---–-----------------------–-----------–- მცხოვრები ა---–------------- და ა---------------ი წინასწარ შეთანხმდნენ, ა---–-------------სათვის ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ იმავე სოფელში მცხოვრებ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ზ---------------სთვის. იმავე დღეს, 1330 საათზე, ა---–------------- და ა---------------ი დაელოდნენ სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლასთან, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე არასრულწლოვან ზ---------------ს. როდესაც ზ--------------- თანაკლასელ ელნურ ეიუბოვთან ერთად მიდიოდა სახლის მიმართულებით, მას უკნიდან დაედევნა ფეხით მიმავალი ა---–-------------, ხოლო ა---------------ი დაჯდა „ჟიგული“-ს მარკის ავტომანქანის საჭესთან და უკნიდან, შორიახლოს მიყვა მათ. ო---------------- სახლთან ა---–------------- დაეწია არასრულწლოვან ზ---------------ს, რომელსაც უკნიდან ხელი მიაფარა პირზე, რათა ამ უკანასკნელს არ ეყვირა, ფეხის კვრით მოიშორა ელნურ ეიუბოვი, რომელიც შეეცადა ზ---------------ს დახმარებას და ავტომანქანის უკანა სალონში მოათავსა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ზ---------------, რომელთან სალონში ჩაჯდა ა---------------ი, ხოლო ავტომანქანის საჭესთან დაჯდა ა---–------------- და გაემართა სოფელ ვანათის მიმართულებით. დასახლებული პუნქტის ტერიტორიის დატოვებამდე ა---------------მა აიძულა არასრულწლოვან ზ---------------ს ჩაეწია თავი ძირს, რათა მას არ ეყვირა და არ ენახა, რა მიმართულებით მიდიოდნენ ისინი. როდესაც ა---–------------- და ა---------------ი მივიდნენ სოფელ ვანათში მცხოვრებ ფ--------–----სთან, გადმოიყვანეს მანქანიდან ზ--------------- და შეიყვანეს სახლის მეორე სართულზე, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისინი მიიმალნენ. ზ---------------ს ადგილსამყოფელი აღმოჩენილი იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 აგვისტოს განაჩენით:
ა---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ა---–------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ა---–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 14 მაისიდან.
საქმე ბოლნისის რაიონულ სასამართლოში განხილულ იქნა ა----------------- დასწრების გარეშე, ვინაიდან იგი იმყოფებოდა მიმალვაში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით, ძებნილი მსჯავრდებულის - ა----------------- მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ა---------------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
2018 წლის 1 თებერვლას დაკავებულ იქნა ძებნილი მსჯავრდებული ა---------------ი, რომელიც იმავე დღეს შესახლებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა----------------- ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ---------------მა. სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ა----------------- მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------–---–-- მიერ, ზემდგომი პროკურორის დ-----------–------–---–-ს თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ა---------------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ა---------------მა, ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ა---------------თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:
ა---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და ა---------------ს, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს 6 (ექვსი) თვე, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ა---------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 1 თებერვლიდან.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ა----------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ა---------------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ა---------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ა---------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ა----------------- ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ა----------------- მიერ დანაშაულის აღიარებით, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ზ---------------ს ჩვენებით, მოწმეების – ე-–--------------------------------------------------------–---------------------------------------, ფ--------–----ს, ჩ----------–----- ჩვენებებით, ზეპირი ცნობის მიღების შესახებ ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ა----------------- ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ა---------------ს შორის;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 აგვისტოს განაჩენში ა----------------- მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ა---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და ა---------------ს, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს 6 (ექვსი) თვე, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
მსჯავრდებულ ა---------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 1 თებერვლიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ა----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ა----------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზ---------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №100, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე: გ.კახეთელიძე