განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2018
საქმის ნომერი
330100117002053795
ინსტანცია
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002053795

საქმე №1/ბ-296-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ------------–---–-

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი--------------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ა-----------–---–---------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–-------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსსკ–ის 259-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია სასჯელის ნაწილში. ი--------------–---–ის თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს – ნ-------------–---–ს და ახორციელებდა ძალადობას მის მიმართ. ი--------------–---–ის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის პიროვნების ჩადენილი ქმედების სპეციფიკის და ხასიათის საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, იმისათვის რომ სახელმწიფომ განახორციელოს პოზიტიური ვალდებულება და მსხვერპლი დაიცვას მოძალადისაგან მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულ ი--------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ი--------------–---–მა მხარი არ დაუჭირა ბრალდების მახარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ი--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი--------------–---–ი თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ნ-------------–---–ს და ახორციელებდა ძალადობას მის მიმართ. 2017 წლის 1 ივლისს, საღამოს საათებში თბილისში, ს-------–---–---------------ში ყოფნისას ი--------------–---–მა ნ-------------–---–ს კვლავ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ხელი დაარტყა სახესა და მკლავში არასრულწლოვანი შვილის - 11 წლის მ---------------–---–ის თანდასწრებით, ამავდროულად გადამტვრეული ბოთლის გამოყენებით დაემუქრა მას. ი--------------–---–ის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი--------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, როგორც გამოკვლეული, ისევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი--------------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ:

 

დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენებით, დასტურდება, რომ იგი 14 წლის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ყოფილ მეუღლესთან - ი--------------–---–თან, რომელთანაც ჰყავს საერთო შვილი - 12 წლის მ---------------–---–ი. თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შორის ხშირად იყო კონფლიქტი და უსიამოვნება, ბრალდებული ხშირად იყო აგრესიული, ამტვრევდა ნივთებს, ხელს ურტყამდა და ეჩხუბებოდა მას. 2017 წლის 1 ივლისს, სახლში ყოფნისას, ნ-------------–---–მა შვილს მისცა შენიშვნა, რაზეც ი--------------–---–მა უსაყვედურა მეუღლეს, მივიდა მასთან, შეაჯანჯღარა და ხელი დაარტყა ცხვირსა და მხარში, რა დროსაც დაზარალებული წაიქცა. ხსენებულის დანახვაზე მ---------------–---–ს შეეშინდა, დაიწყო ყვირილი და მამას მოუწოდებდა წასულიყო სახლიდან. მომხდარს ესწრებოდა თ-------------–---–ი, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მათ დაუმალა ნ-------------–---–ის დაზიანების რეალური მიზეზი, რადგან მას მოკვლით ემუქრებოდა ი--------------–---–ი და უთხრა, რომ ნ-------------–---–მა დაზიანებები მიიღო დაცემის შედეგად.

მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი--------------–---–ი 14 წელია მისი შვილის - ნ-------------–---–ის მეუღლეა. ი--------------–---–ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, იგი მასთან, შვილებთან - გ------- და ნ-------------–---–ებთან და შვილიშვილთან - მ---------------–---–თან ერთად ცხოვრობდა ერთ ოჯახად. თანაცხოვრების პერიოდში, ი--------------–---–ს და ნ-------------–---–ს ყოველთვის ჰქონდათ ერთმანეთში ჩხუბი და უსიამოვნება. მას ხშირად უნახავს, როდესაც ი--------------–---–ი ცემდა ნ-------------–---–ს. 2017 წლის 1 ივლისს, იგი თბილისში, ს-------–---–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ნ-------------–---–თან და მ---------------–---–თან ერთად, როდესაც საცხოვრებელი სახლის ეზოდან სახლში შევიდა ი--------------–---–ი. ამ დროს ნ-------------–---–ი ეჩხუბებოდა შვილს, რაზეც ი--------------–---–სა და ნ-------------–---–ს მოუვიდათ ურთიერშელაპარაკება. აღნშნულის გამო დაზარალებულს ი--------------–---–მა ცხვირის არეში ძლიერად ჩაარტყა მუშტი, შემდეგ გადატეხა იქვე არსებული ბოთლი და ნ-------------–---–ს ემუქრებოდა, რომ მისთვის გადაეფორმებინათ საცხოვრებელი ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. ამ დროს მ---------------–---–ი იმყოფებოდა სახლში და ყველაფერს ხედავდა, რის გამოც მამამისს - ი--------------–---–ს ეხვეწებოდა არ მოეკლა დედა. აღნიშნულის გამო ნ-------------–---–ი იყო ცუდად, ცხვირის არეში ჰქონდა ძლიერი ტკივილები, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, ნ-------------–---–მა მათ უთხრა, რომ დაეცა, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, არ უნდოდა დაეჭირათ ი--------------–---–ი.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ი--------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

ი--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ასევე დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - კ----------–------ის, მ---------------–---–ის, ი-----–---------–---–ის და ნ-----–----–-–---–ის ჩვენებებით, 2017 წლის 13 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმით, 2017 წლის 14 ივლისის დათვალიერების ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, 2017 წლის 06 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალაუფლებისა და კონტროლის დამყარების მიზნით ხდება. ოჯახში ძალადობის, ისევე, როგორც ზოგადად ძალადობის შემთხვევაში, არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი: მსხვერპლი, მოძალადე და ქმედება (ძალადობა). მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობა ან იძულება. მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ახორციელებს. რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ,,სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.

 

ოჯახში ძალადობას გააჩნია საკუთარი მახასიათებლები და თავისებურებები - ანუ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება. არსებობს ძალადობის შემდეგი ძირითად ფორმები: ფიზიკური ძალადობა (ხელის კვრა, დარტყმა, კბენა, დაწვა, შეფურთხება, ჭრილობის მიყენება, ოთახის დატოვების აკრძალვა, ნივთების სროლა, სახლში ან სახლის გარეთ პიროვნების ჩაკეტვა, სახიფათო ადგილებში მიტოვება, უარის თქმა დახმარებაზე, როცა ქალი ავად არის ან ორსულად, მეუღლის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, როცა მანქანას მართავს გადაჭარბებული სიჩქარით, ხელის შეშლა დაძინებაში ან მძინარეს გამოღვიძება); ფსიქოლოგიური /ემოციური ძალადობა (ყვირილი, მუქარა, დამცირება, გაღიზიანება, მეუღლის გრძნობების იგნორირება, მისი რწმენების საცინად აგდება, მუქარა, რომ ბავშვს წაართმევს, ტყუილებით მანიპულირება, ქალთა, როგორც გარკვეული ჯგუფის დეგრადირება, მეუღლისთვის იმის თქმა, რომ არის სულელი, მახინჯი, სქელი, იზოლირება მეგობრებისაგან და ოჯახისაგან, განუწყვეტლივ გაკრიტიკება თუ რას როგორ აკეთებს, ქალის ოჯახის და მეგობრების საცინად აგდება, მუქარა, რომ მიატოვებს ან აიძულებს, რომ დატოვოს ქმარი, მუქარა მეუღლის ოჯახის მისამართით, ტკივილის მიყენება ბავშვებისათვის, როცა ცოლზეა გაბრაზებული, ქალის კრიტიკა მეგობრების, ოჯახის, ბავშვების, თანამშრომლების წინაშე), ეკონომიკური ძალადობა (უარის თქმა, რომ მისცეს მეუღლეს ფული საკვებისათვის ან ტანისამოსისათვის, როცა უარს ამბობს, რომ ქალმა მონაწილეობა მიიღოს ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში) და სექსუალური ძალადობა (როცა მამაკაცი ქალს ეპყრობა, როგორც სექსუალურ ნივთს, აკრიტიკებს სექსის დროს მის ქცევას, ვარაუდობს, რომ ქალს შეუძლია სექსი ჰქონდეს ნებისმიერთან, ადანაშაულებს მეუღლეს, რომ ჰქონდა სექსი სხვა ქალებთან და მამაკაცებთან, ექცევა როგორც საკუთრებას, რომ არის ქმრის კუთვნილება, უმოწმებს ტანსაცმელს, რათა მასზე აღმოაჩინოს ღალატის ნიშნები).

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ი--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

ი--------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვალა პირობით. პალატა თვლის, რომ ი--------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენი ი--------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ი--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ი--------------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 13 ივლისიდან - 2017 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი--------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის შესაბამისად მსჯავრდებულ ი--------------–---–ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე