განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
330210017002073670
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002073670

საქმე №2ბ/7145-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო

სხდომის მ------ი – ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – ლ--–ა ხ------------

 

მოწინააღმდეგე მხარეები – თ------- მ--------ე, მ-----------------

 

წარმომადგენელი – გ------- ი--------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

მ--–-----------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა:

 

ლ--–ა ხ------------ს უკანონო მფლობელობიდან, მოსარჩელეების მ---------------ის და თ------- მ--------ის საკუთრებაში არსებული უძავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი წ--------, მ---- მ------ის ქ. №-- ს/კ 8------------------ გამოთხოვა და მოსარჩელეებისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:

 

- 2015 წლის 23 ივნისს ერთი მხრივ თ------- მ--------ეს და მ---------------ს, ხოლო მეორე მხრივ ლ--–ა ხ-----------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 24 დეკემბერი. გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლამდე გამყიდველს არ გამოუსყიდია ქონება.

 

- 2016 წლის 10 ივნისს თ------- მ--------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიბმული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. აღნიშნული განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა 2016 წლის 13 ივნისს.

 

- უძრავი ნივთის გამყიდველი ლ--–ა ხ------------ 2015 წლის 23 ივნისიდან დღემდე უკანონოდ აგრძელებს მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონო ფლობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ------- მ--------ისა და მ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ--–ა ხ------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, სოფელი წ--------, მ---- მ------ის ქ. №-- ს/კ 8------------------ მდებარე უძრავი ქონება და დადგინდა თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრეებისთვის თ------- მ--------ის და მ---------------ისთვის გადაცემა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინებით ლ--–ა ხ------------ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2017 წლის 05 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს თ------- მ--------ემ და მ-------- ბ-------- მოპასუხე ლ--–ა ხ------------ს მიმართ უძავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი წ--------, მ---- მ------ის ქ. №-- ს/კ 8------------------ გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების მოთხოვნით.

 

2.2. სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად და მოპასუხე ლ--–ა ხ-----------ს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა და 2017 წლის 11 სექტემბერს ლ--–ა ხ-----------ს ჩაბარდა პირადად. მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღე. მოპასუხე ლ--–ა ხ-----------ს კანონით გათვალისწინებულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

2.3. მოპასუხე ს-------------------ს 2013 წლის 06 დეკემბრის განჩინებით საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე მ--–-----------–-–---–ის მიერ აღძრულია სარჩელი, სადაც მოპასუხედ დასახელებულია ს-------------------ი, დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია. აღნიშნული განჩინება საერთო სასამართლოს დეპარტამენტის საიტზე www.geocourt.ge განთავსდა 2013 წლის 12 ოქტომბერს. მოპასუხე ს------------------- შესაგებლის წარმოდგენის ბოლო ვადა ჰქონდა 2013 წლის 29 ოქტომბერი. მოპასუხეს განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

ამავე კოდექსის 2321 მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესი ვრცელდება როგორც საქმის არსებითი განხილვის დროს, ისე ნებისმიერი საპროცესო მოქმედების შესრულებისას, მათ შორის საჩივრის განხილვის დროს.

 

სასამართლოს მითითებით მოპასუხე მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივარში მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მართალია

სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა პირადად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა, გარდა ამისა, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრებისთვის გადაცემა გამოიწვევს მისი ოჯახის წევრების უფლებისა და ინტერესების ხელყოფას. რის გამოც ისინი ჩაბმულ უნდა იქნენ თანამონაწილეებად განსახილველ საქმეში. რათა დაიცვან საკუთარი უფლებები.

 

სასამართლო ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ--–ა ხ-----------ს გზავნილი პირადად ჩაბარდა 2017 წლის 11 სექტემბერს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა თავად განსაზღვრეს თუ ვის მიერ იქნა დარვეული მათი უფლებები და ვის მიმართ უნდა ყოფილიყო მიმართული სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად მოპასუხე მხარის მიერ იმის მითითება, რომ მისი ოჯახის წევრები არ არიან განსახილველ საქმეში ჩართული მოპასუხეებად ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სასამართლოს განმარტებით წარმოდგენილი საჩივრით და სასამართლო პროცესზე საჩივრის ავტორის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია არც ერთი საპატიო მიზეზის დამადასტურებელი გარემოებების თაობაზე მტკიცებულებები, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა განპირობებული იყო აპელანტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი და გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლ--–ად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–ად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მოპასუხე ლ--–ა ხ-----------ს თ------- მ--------ის და მ-----------------ს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად 2017 წლის 23 სექტემბერს ჩაბარდა. (ს.ფ. 21, ტ. 1). მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად 10 დღე განესაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

 

4.2. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარედგინა. მოპასუხემ შესაგებელი დადგენილ ვადაში არ წარადგინა. ამდენად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

4.3. ლ--–ა ხ------------ს მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ავადმყოფობით.

 

საპატიო მიზეზების თაობაზე მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლში, რომლის მესამე ნაწილის მიხედვითაც, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ საპროცესო მოქმედების შესრულებაში. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგაც არ წარმოუდგენია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ლ--–ა ხ------------ს მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

როგორც მითითებული ნორმიდან, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

 

განსახილველ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, დადგენილად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

 

- 2015 წლის 23 ივნისს ერთი მხრივ თ------- მ--------ეს და მ---------------ს, ხოლო მეორე მხრივ ლ--–ა ხ-----------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გამოსყიდვის საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 24 დეკემბერი. გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლამდე გამყიდველს ნივთს გამოსიყდვის უფლებით არ უსარგებლია.

 

- 2016 წლის 10 ივნისს თ------- მ--------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა 2016 წლის 13 ივნისს.

 

- უძრავი ნივთის გამყიდველი ლ--–ა ხ------------ 2015 წლის 23 ივნისიდან დღემდე უკანონოდ აგრძელებს მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონო ფლობას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170- ე მუხლით და სარჩელი დააკმაყოფილა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა შესაგებლის საპატიო გარემოების გამო წარუდგენლობის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის საპატიო გარემოების გამო წარუდგენლობის ფაქტი, ამასთან, სარჩელის საფუძველი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ--–ა ხ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლ--–ად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო